მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 4 » AlwayS On My MinD = 4 =
4:35 PM
AlwayS On My MinD = 4 =
 
AlwayS On My MinD
 - 4 - 

მოთხრობის მესამე თავი
 იხილეთ სრულიადში. (ძალიან დიდია!)



ცოტახანში ნიკიც მოვიდა და ბილეთებიი მოიტანა.
რამდენიმე საათში მივფრინავდით, ამიტომ ბარგის ჩალაგება დავიწყეთ.
ყველაფერი გავამზადეთ
-არაფერი გვრჩება ხო? 
გამომძახა მეორე ოთახიდან ვიკიმ
-მოიცა ერთხელაც დავათვალიეროთ ყველაფერი და გავიდეთ.
ვუთხარი და დავიწყე ყველაფრის დათვალიერება
-ყველაფერი რიგზია. დროა გავიდეთ..
ნომრიდან გავედით, ერთი ამივისუნთქე, დავემშვიდობე იქაურობას და გამოვედით.
პირველ სართულზე ჩავედით, იქ კი ჰარი და ნიკი გველოდებოდნენ. სასტუმროს ყველა ხარჯი დავფარეთ, გარეთ ტაქსი გველოდებოდა, ჩავჯექით და აეროპორტისკენ წავედით.
ფანჯარასთან ვიჯექი და ვაკვირდებოდი ქუჩებს, მაღაზიებს, ხალხი თითქმის არმოძრაობდა მე კი ნერვები მეშლებოდა, რომ ძლივს მაიამიში ვიყავი მარტო, მშობლების გარეშე და ისიც ესეთი ამინდი იყო. 
აეროპორტში მივედით 
ჩაჯდომა 5 წუთში იწყებოდა ამიტომ ჩემოდნები ჩავაბარეთ, რიგში ჩავდექით და დაველოდეთ როდის იქნებოდა ჩვენი ასვლის ჯერი.
ცოტახნიანი ლოდინის შემდეგ ჩვენი ჯერიც მოვიდა, თვითმფრინავში ასვლამდე ირგვლივ კიდევ მიმოვიხედე
-იმედია აქ კიდევ დავბრუნდები და შემდეგ ნამდვილად უკეთეს დროს გავატარებ, ისეთს როგორსაც ვგეგმავდი
ჩავილაპარაკე ჩემთვის
უკან კი ჰარი მედგა და რაც ვთქვი ყველაფერი გაიგო
-შენ მაგ იმედით იცხოვრე
მომაძახა ჰარიმ . მე უკან მივტრიალდი 
დაბღვერილი სახით შევხედე და თვითმფრინავში ავედი. 
ჩემ ბილეთს დავხედე და ჩემი ადგილი დავიკავე 
ჰარიც ამოვიდა და სადღაც მოშორებით დაჯდა 
ძალიან კარგია, რომ ახლოს არარის, ეხლა მაინც დავისვენებ მისგან გავიფიქრე გულში.
სიტუაცია ჰარისთან
რაკარგია იმასთან ახლოს ჯდომა, რომ არ მომიწევს, დავისვენებ.
-ეე ძმაო აქ რაგიდნა ეს არ არის შენი ადგილი
-როგორ თუ არ არის, ნახე ეს ადგილი აწერია
ვუთხარი ნიკს და ბილეთი გავუწოდე.
-უი შემთხვევით ჩემი ბილეთი მომიცია
-უიმე რა მნიშვნელობა აქვს
ვუთხარი და გვერდზე სავარძელში გადავჯექი
-არა ჰარი არცეგარის. მანდ ვიკი ჯდება
აი შენი ადგილი
მითხრა და ხელით რეიჩელის გვერდზე სავარძელი მანიშნა 
-რა?! არა, მე იქ არ დავჯდები , გამორიცხულია ! მთელი გზა რა ვაკეთო?!
-არვიცი რაც გინდა ის, რეიჩელს ელაპარაკე, თან საერთო ენა გამონახეთ ძალიან კარგი და საყვარელი გოგოა
-კი კი კარგი და საყვარელი.
ერთი გათამამებული მატყუარა და ჭიჭყინა ბავშვია.
-ნუ სულელობ ადექი, აქ მე და ვიკი უნდა დავჯდეთ
ამ დროს ვიკიც მოვიდა.
-აქ არის ჩემი ადგილი? და რეიჩელის გვერდზე ვინ დაჯდება?
(ვიქტორია)
-ჰარი
წამოიძახა ნიკმა
- არამგონია მაინცდამაინც ესიამოვნოს რეიჩელს
შეწუხებული სახით თქვა ვიქტორიამ
-აიი ზუსტად მართალია ვიქტორია
გახარებულმა წამოვიძახე
-ჰარის არც მიაქცევს ყურადღებას დაიძინებს ან რამეს იზავს, არ არის პრობლემა დამიჯერე მე შენ და დაჯექი ეხლა აქ
უთხრა ნიკმა და ძალით დასვა სავარძელში
ოხ სულ ამას როგორ ვერმორჩილები მეც კიდე რადებილივარ. მაგრამ სხვა რა გზაა.. 
-ჯანდაბა
ვთქვი და წამოვდექი.
სიტუაცია რეიჩელთან
თვალები მქონდა დახუჭული და სიმღერებს ვუსმენდი, როცა ვიგრძენი რომ ვიქტორია მომიჯდა
-ისე ვიკი არმჯერა რომ მივდივართ, მართალია გული მწყდება მაგრამ თან მიხარია, რომ ჰარის აღარ ვნახავ არასდროს 
ვთქვი და ყურსასმენი მოვიხსენი.
-სხვათაშორის მეც მიხარია, რომ ვეღარ გნახავ მაგრამ პრობლემა იცი რაარის? მე მართლა ვეღარასდროს დავინახავ შენს სახეს, ვეღარასდროს ვეღარ გავიგებ შენს ხმას 
აი შენ კი მთელი ცხოვრება მოგიწევს რადგან ყოველთვის მნახავ ტელევიზორში და ყოველთვის გაიგებ ჩემს ხმას რადიოში, ასე, რომ ტყუილად ხარ გახარებული.
ჯანდაბა ჰარი ! გავიფიქრე გულში, რადებილივარ რადებილი! მიმეხედა მაინც ! მენახა ნამდვილად თუ იყო ვიქტორია და მერე მეთქვა! ვინ დამწყევლა ესე, ! დავიბენი და შემრცხვა კიდეც 
მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია და რაც შემეძლო უხეშად ვუთხარი ჰარის
-რა გინდა აქ?
-აქ? ჩემს ადგილას?
-შენი ადგილია ეს?
-კი. უმადლოდე ვიქტორიას და ნიკს.
-ესეთი საზიზღრები რატო არიან . ჯანდაბა.
არადა როგორ მეგონა აქ მაინც დავისნებდი შენით.
ვეუბნებოდი ჰირის როცა გამოაცხადეს, რომ აფრენა იწყებოდა და ღვედები შეგვეკრა.. 
ორივემ გადავიჭირეთ ღვედი, ყურსასმენები ავიღე და სიმღერების მოსმენა გავაგრძელე
ვგრძნობდი როგორ მომშტერებოდა ჰარი.. თავიდან , მისი მზერა მიწვავდა სახეს, სიმღერა გავთიშე მაგრამ ყურსასმენები ჯერ კიდევ გაკეთებული მქონდა . ხელების ტკაცუნი დავიწყე ნერვიულობისგან , მიყურებდა ისიც არ ატრიალებდა სახეს.. ვცდილობდი არ შემემჩნია მაგრამ მიხვდა მაინც მიხვდა და მკითხა უეცრად
-რახდება ნერვიულობ? თან ჩუმად , ისე,რომ მხოლოდ თვითონ თუ გაიგებდა ჩაიცინა 
-ვნერვიულობ? არა საიდან მოიტანე
რაცშემეძლო დამაჯერებლად ვუთხარი.
-ხელებს ატკაცუნებ.
-აჰ არა , უბრალოდ ესეთი ჩვევა მაქვს 
დამაჯერებლად მოვიტყუე. თითქოს ისევ სიმღერებს ვუსმენდი თავი იქეთკენ გადავატრიელა, აი ის კი ისევ ისე მომშტერებოდა , აღარ შემეძლო ,ნელნელა ვკომპლექსდებოდი .. გავხედე მეც მაგრამ უეცრად თავი შეატრიალა, გამოვიხედე ის კი ისევ მიყურებდა , ვერ ვხვდები რა თამაშს თამაშობს, არადა ძალიან მძულს ესეთი თამაშები !! 
სასაცილო იყო, პატარა ბავშვივით როგორ იხედებოდა იქით ყოველი ჩემი გახედვის შემდეგ..
მეცინებოდა, მაგრამ არაფეს ვამბობდი. გადავწყვიტე დაძინება მეცადა, თვალები დავუჭე, მართალია ძალიან მიჭირდა, რადგან მკლავდა სურვილი მისკენ გამეხედა და მეკითხა რატო მიყურებდა ესთი დაჟინებით, თუმცა ნებისყოფა ძლიერი მაქვს არგავხედავ და არდაველაპარაკები!! როცა გამომეღვიძა საათს დავხედე, 4 საათი მძინებია. შემდეგ გვერდზე გავიხედე და მძინარი ჰარი დავინახე,
საზურგეს მიყრდნობოდა, ხელები მოხვეული ქონდა მის მხრებზე,ფეხებიი აწეული და მოკნუტული იჯდა, ოხ! მძინარე, პატარა სათნო ბავშვს გავს . ესეთი მაინც იყოს სინამდვილეში. მხარზე ხელი მომიხვდა შემთხვევით, ჰარი შეიშმუშნა და ისევ გააგრძელა ძილი. ეძინოს დაისვენებს , მაგრამ მე რა ვაკეთო სანამ ჩავფრინდებით? კარგი იდეა მომივიდა, დავხატავ, მძინარე ჰარის დავხატავ!
‘სწუარდესას’ ვთხოვე ფურცელი და ფანქარი მოეტანა.
მოიტანა თუ არა კარგად მოვკალათდი , და დავიწყე ჰარის ხატვა.
ვცდილობდი კარგად დავკვირვებოდი სახეზე, რომ ზუსტად დამეხატა ყველა ნაკვთი..ვუყრებდი მის ტუჩებს, ვცდილობდი ზუსტად ყველაფერი ისე გადმომეტანა ფურცელზე როგორიც იყო , წარბები როგორ ქონდა შეშმუშნული , თითქოს რაღაც ცუდი ესიზმრებაო, დიდი ხანი მოვუნდი სახის მოყვანილობის ხატვას, შემდეგ როცა სახეს მოვრჩი თმებზე გადავედი, ესეც მისი ერთერთი კოზირია. 
საათ ნახევარში ხატვას მოვრჩი.. მე კმაყოფილი დავრჩი. ზუსტად ის იყო რისი დახატვაც მინდოდა , ნახატს დავხედე, უნებურად გამეღიმა , შემდეგ კი ქაღალდი დავკეცე და ჩანთაში ჩავიდე. იმედია ეხლა მაინც აღარ გაიგებს ჰარი. რომ კიდევ დავხატე. ეხლა რავაკეთოო? უკვე დიდი ხანია რაც ძინავს.. თუმცა ეძინოს .
iphone-ი ავიღე და რაღაცეების ნახვა დავიწყე, ძნელად გამყავდა დრო. შემდეგ ვითამაშე, ამ დროს კი ჰარისაც გამოეღვიძა
და ერთი კარგად დაამთქნარა
-საერთოდ დამთქნარების დროს პირზე ხელს იფარებენ
უხეშად ვუთხარი ისე, რომ ტელეფონიდან თავი არ ამომიწევია
რაღაცა ჩაიბუტბუტა არც გამიგია 
ძლივს თვითმფრინავი ძირს დაეშვა
ყველა წამოიშალა და გასასველისკენ დაიძრნენ
ჩვენც წამოვდექით ვიქტორია და ნიკი ჩვენსკენ წამოვიდნენ
და კიბეებზე ჩავედით..
შემდეგ აეროპორტშიც შევედით 
-რეიჩელ ნახე მამაშენი 
წამოიძახა ვიქტორიამ
ამის გაგონება ძალიან გამეხარდა, ეგრევე მამაჩემისკენ გავიქეცი და მაგრად მოვეხვიე, მან კი ხელში ამწია და მატრიალებდა.
ოხ როგორ მომნატრებია. არადა სულ 3 დღე ვიყავი მხოლოდ წასული. ჩამომსვა მე კი მას მაგრად მივეხუტე
-მა მომენატრე 
ვუთხარი და ისევ ჩავეხუტე, ის კი ზურგზე ხელს მისმევდა
-მეც მომენატრე, მითხრა და თავზე მაკოცა. 
ამ დროს ვიქტორიაც მოვიდა მე გამოვეცალე მამაჩემს და ეხლა ვიქტორია გადაეხვია 
-წავედით? 
იკითხა მამაჩემმა
-არა მა, ჯერ იმათ დავემშვიდობებით 
ხელით ვანიშნე ნიკისკენ და ჰარისკენ, ისინიც ჩვენ გვიყურებდნენ -ერთ სასტუმროში ვიყავით .
-კარგით მე გარეთ მანქანასთან დაგელოდებით თან ბარგს წავიღებ.
მამა წავიდა ჩვენ კი მათთან მივედით
ვიქტორიამ ორივე გადაკოცნა, მე
ნიკს ვაკოცე ჰარისთან არც მივსულვარ არც ის განძრეულა, 
დავინახე უეცრად როგორ აამოძრავა ჰარიმ ზედა ტუჩი, რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ გადაიფიქრა .
მე ვუყურებდი ორივეს და ვხვდებოდი, რომ მათ ვეღარასდროს ვნახავდი თან გული მწყდებოდა თან არა
-ნახვამდის
ვუთხარი ორივეს ნიკს გავუღიმე და წამოვედით
-მომავალ შეხვედრამდე
მიაძახა ვიქტორიამ
ბოლოს მხოლოდ ნიკის სიცილიღა გავიგეთ, აეროპორტის კარი გავაღეთ ბოლოჯერ შევხედე მათ და გარეთ გავედით.
სადაციყო მამასთან უნდა მივსულიყავო როდესაც უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა
-რეიჩელ , დაიცა რეიჩელ .. ხმა მეცნო, ამიტომ შევტრიალდი 
-შენ ? რახდება? სირბილისგან ძლივს სუნთქავდა, ხელი გულთან მიიტანა , გადაიხარა და ამოისუნთქა შემდეგ კი დაიწყო საუბარი
-ისა , რეიჩელ .. რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ თითქოს ვერ ამბობსო .. ორ წამიანი პაუზის შემდგე კი მითხრა 
-აი ეს დამავიწყდა, შენ სავარძელზე ვიპოვე ეტყობა დაგრჩა და ქაღალდი გამომიწოდა 
ქაღალდი გადავშალე და ადგილზე გავიყინე. აი ისევ რეიჩელ! ისევ ცუდ სიტვაციაში ხარ! 
-მოიცა ეს მე ჩანთაში ჩავიდე
დაუფიქრებლად წამოვიძახე.
ჰარიმ ამაზე სიცილიდაიწყო
-ვერჩადე ალბათ კარგად და გადმოგვარდა. 
-ოხ როგორ მეგონა რო ამას მაინც ვერ ნახავდი.
გაბრაზებულმა და შერცხვენილმა ვუთხარი. 
-კარგი მაინც ბოლოჯერ ვხედავთ ერთმანეთს, აღიარე რომ მოგწონვარ და გეფიცები თავს დაგანებებ.
-მომწონხარ? საიდან მოგაქ ესეთი სისულეელები?
-არვიცი უკვე მეორედ დამხატე
-ეგ იმიტომ, რომ სხვა საქმე არმქონდა
- რაჯიუტი ხარ ჯიუტი რეიჩელ ! მითხრა ღიმილით
-შენ შენს თავზე შეყვარებული იდიოტი. გგონია ყველა გიჟდება შენზე მაგრამ ცდები. მიწაზე დაეშვი და მიხვდი რო მარც ეგეთი კარგი ხარ. ვუთხარი წარბები ავუწიე და გამოვტრიალდი
-რეიჩელ
გავიგე უკნიდან ისევ ხმა და თავი შევატრიალე
-კარგი ნახატია
-მადლობ ვუთხარი და ისევ გამოვტრიალდი 
ჩავჯექი მანქანაში , ვიკი უკვე იქ იყო და მამაც..რაცარუნდა დამერწმუნებინა თავი რომ არა, გული მაინც მწყდებოდა, რადგან ვიცოდი,რომ მას და ნიკს დღეს 
ბოლოჯერ ვხედავდი.
სახლში დაბრუნების შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა, უკვე ყველაფერი ძველებურად არის, ისე, როგორც მაიმიში წასვლამდე. მაგრამ, არა მე ჩავაბარე სამხატრო აკადემიაში. ეხლა იქ ვაგრძელებ ხატვის შესწავლას და ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული მოსწავლე ვარ. ამიტომ დღეს ჩემს ნახატებს გამოფენენ სხვა ცნობილ მხარტვართა ნახატების გვერდით. ვერავინ ვერ იტყვის რომ ეხლა ჩემზე ბედნიერია.. ამაზე მთელი ცხვრება ვოცნებობდი და როგორც იქნა ამიხდა, მაგრამ პირველჯერზე ძალიან მეშინია იმის, რომ ჩემი ნახატები არ მოეწონებათ.. ამიტომ გადავწყვიტე გამესაიდუმლოებინა.. ესე ბევრად უფრო მშვიდად ვიქნებოდი. რაც შეეხება ჰარის და ნიკის, მათთნ საერთოდ აღარ გვაქვს კონტაქტი.. პირველი 1 თვე თვითერის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ ნიკი და ვიქტორია ერთმანეთს, ერთხელ ნახეს კიდეც მაგრამ ეხლა უკვე ყველანაირი კავშირი გაწყვიტეს ..ერთი თვეა მასზე არაფერი გვსმენია პირადად, მხოლოდ ტელევიზორში და ინტერნეტში.
-რეიჩელ არ წავიდეთ? დააგვიანება 
გამომძახა ვიქტორიამ
-კი კი მოვდივარ
ვუთხარი და მუზეუმისკენ წავედით
იქ უამრავი ხალხი იყო მოსული, ინტერესით დადიოდნენ და ათვალიერებდნენ ყველაფერს.
ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემს ნახატთან მივიდოდნენ დააკვირდებოდნენ და ღიმილით გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს
„პერსპექტიული ახალგაზრდაა"
ამ დროს მინდოდა მათთან მივსულიყავი და გულწრფელი მადლობა გადამეხადა, მაგრამ თავს ვიკავებდი ეს დიდი სისულელე იქნებოდა.
ერთმა ჩემი ნახატიც შეიძინა, მაგრამ იყო რამდენიმე ისეთი რომელმაც არცკი მოისურვა დამწყები მხატვრების ნახატების დათვალიერება.
სიტუაცია ჰარისთან
- გთხოვ გამომყევი ძალიან მინდა იმ გამოფენაზე მისვლა. ძალიან ცნობილი მხატვრების გამოფენაა
- ტეილორ რაში გაინტერესებს ის გამოფენა კარგი რა , უაზრობა იქნება
-წავიდეთ, გთხოვ
-კარგი ჯანდაბას წამოგყვები. ოღონდ მალე წამოვალთ. არმინდა იქ დიდი ხანი დარჩენა
- მიდი ადექი და ჩაიცვი
-ხო ხო მაცადე
როგორ მეზარებოდა იქ წასვლა მაგრამ,ხომ ვიცი მაინც მისას გაიტანდა ასე,რომ რა აზრი ქონდა. ავდექით, ჩავიცვი და იმ ადგლას წავედით სადაც გამოფენა იყო.
სიტუაცია რეიჩელთან
-ჰეი რეიჩელ არ მოგშივდა? 
წამოდი რამე ვჭამოთ თორემ აღარ შემიძლია
- ხო ისე მეც მშია, არადა მინდოდა მენახა იქნებ და კიდევ მოვიდეს ვინმე და შეიძინოს ნახატი
-კარგი მაშინ მარტო წავალ
-არა არა მოიცა წამოვალ
-კარგი
სიტუაცია ჰარისთან
- რას მიშტერებიხარ სათითაოდ ყველა ნახატს
-მაინტერესებს და მივშტერებივარ
ეს გოგო რამოსაწყენია.
ერთი ამოვიკვნესე და ისევ გავაგრძელე ტეილორის უკან დევნა და რაღაც სურათების ნახვა რომლებსაც ზოგს ვერც ვარკვევდი რაიყო.
-აი აი იქ დამწყები მხატვრების ნახატებია წამოდი ისიც ვნახოთ და წავიდეთ .
ჩვენ მივედით იმ კუთხესთან სადაც დამწყებების ნახატები ეკიდა. ტეილორმა ამას უფრო ინტერესით დაუწყო ყურება, მე წინ გავუსწარი და ბოლოში ერთი ნახატი დავინახე
ძალიან დამაინტერესა და უფრო ახლოს მივედი 

დიდი ხანი ვუყურებდი, მასში რაღაც იყო ისეთი, იდუმალი და ამოუცნობი.. ის ზუსტად შეეფერებოდა ჩემს შინაგან მდგმარეობას. თვალები, გამოხედვა, ყველაფრის ამოკითხვა შეიძლებოდა მასში.. კიდევ დიდი ხანი ვაკვირდებოდიი, ამ დროს ტეილორიც მოვიდა და იმანაც დაკვირვებით შეხედა, ალბათ დააინტერესა რას ვუყურებდი ამდენი ხანი
-ეს ბოლოა წავედით ხოო?
-კი, წავედით, მითხრა ისე, რომ არც შემოუხედავს, იმ ნახატს უყურებდა ისევ.
მე მივტრიალდი და კარისკენ წასვლა დავაპირე
-ლამაზია ხო?
გავიგე ტეილორის ხმა
-იცი რასვიზავ ეხლა? ვიყიდი 
ვუთხარი დარწმუნებით
-მშვენირი აზრია 
თქვა ტეილორმა 
კონსულტანტთან მივედი, ავუხსენი,რომ ამ ნახატის ყიდვა მინდოდა და კიდევ იმის გაგება ვინ იყო მხატვარი ისიც შეძენაზე უპრობლემოდ დამთანხმდა მაგრამ მხატვარი არ მითხრა გასაიდუმლოებული იყოო... ფული გადავიხადე, მადლობა გადავუხადე და წამოვედი, ისეთ ბედნიერი სახით მიყრუებდა ის კაცი .. მე კიდევ ძალიან მსიამოვნება ეს ნახატი თან რომ მომქონდა .. არვიცი რატომ , რაღაც სულ სხვა იყო , არ გავდა სხვა ნახატებს .. 
სიტუაცია რეიჩელთან
-ნეტა არავის უყიდია კიდევ ნახატი? ვუთხარი ანერვიულებულმა ვიქტორიას 
-მოდი ვიკითხოთ,
კონკულტანტთან მივედი 
-ჯოი რახდება ახალი ჩემ ნახატებზე?
-კარგი ამბავია შენი ნახატი ძალიან ცნობილმა ადამიანმა შეიძინა, გილოცავ
-ააა რამაგარია
მინდოდა მეყვირა ბოლო ხმაზე მაგრამ მივხვდი რომ ამისთვის ზედმეტად შეუფერებელ ადგილას ვიყავი და თავი ხელში ავიყვანე
-და რომელი?
-აი შენ რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდა
ამაზე ჩამეღიმა და ვიქტორიას მივუტრიალდი 
-გოგო ძალიან ცნობილ ადმიანს უყიდია ჩემი ნახატი , თან იცი რომელი? აი პირველი რაც დავხატე მაიამიდან ჩამოსვლისას , ხო გახსოვს?
-რა? მოიცა ეგ ნახატი , როგორ მიყვარდა , მომწუხრებული სახით მითხრა ვიკიმ
-ხო კარგი რაიყო მეც მიყვარდა ყველაზე მეტად მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან ძალიან ! ვუთხარი და გავუცინე. მანაც გამიღიმა,მომეხვია და მიხთრა
-წინ დიდი წარმატება გელის რეიჩელ .. გავუღიმე და ისევ ჰოლში გავედით სადაც ნახატები იყო გამოფენაზე , უცებ მამა და დედა დავინახე, თვალები გამიბრწყინდა , შევეცადე ძალიან არ გამომეხატა ჩემი გახარება ამიტომ ნაზად მივედიი და გადავეხვიე , მაგრამ გულში ისეთი ბედნიერი ვიყავი , არ მეგონა თუ მოვიდოდნენ მათ ხომ ისედაც ყველა ჩემი ნახატი ზეპირად იცოდნენ.
მამაჩემი იყო ყოველთვის პირველი ვინც ჩემ ნახატებს ნახულობდა მიფასებდა და რჩევებს მაძლევდა.
-აბა როგორ არის ჩემი ნიჭერი გოგო?მითხრა მამამ თან ლოყაზე მაკოცა
-გაიყიდა შენი ნახატები?ინტერესით მითრა დედამ
-ვაიმე კი , ერთი ვიღაც ძალიან ცნობილმა იყიდა როგორც მითრეს , ერთიც ჩვეულებრივმა ადამიანმა , არვიცი ვერ წარმოიდგენთ ისეთი ბედნიერი ვარ ! 
-რაკარგია , ბედნიერი სახით მითრა დედამ , მამას ღიმილმა გადაკრა სახეზე ამის გაგონებისას.
მამას განსაკუთრებულად ჩემი ეს ნახატი უყვარდა

 არვიცი რადაინახა მასში ისეთი მაგრამ რადგან ყველაზე მეტად მოსწონდა მას ანუ რაღაც იყო ისეთი. ესეთ საკითხებში და ზოგადად ყველაფერში ყველაზე მეტად მას ვენდობოდი. 
დილით გავიღვიძე თუ არა პირდაპირ კალენდარს მივაშტერდი , 2 კვირაში 18 წლის ვხვდებოდი , ამ გამოფენის გამო საერთოდ აღარ მახსოვდა. ძალიან მინდოდა უზარმაზარი წვეულება ! ასე რომ ეხლა აუცილებელად მამა უნდა დავიყოლიო, თუმცა ის ისეთი კარგი მყავს ვიცი,რომ აუცილებლად დამთანხმდება ზედმეტი თხოვნების გარეშე.. ღამის პერანგი გამოვიცვალე, სააბაზანოში შევედი და მერე ჰოლში გავედი. მამა უკვე ამდგარიყო და საუზმეს მიირთმევდა გემრიელად. მივედი ჩუმად მივეპარე და ხელი პირდაპირ საჭმელისკენ წავიღე , ისე მოვპარე ნამცხვრის ნატეხი ვერ შეამჩნია მაგრამ შემდეგ გამომხედა და გამიცინა
-დილამშვიდობის ! ვუთხარი სიცილით და ვაკოცე ლოყაზე
-ესე ადრე რამ აგაყენა? გაკვირვებულმა მკითხა 
-ჩემს უსაყვარლეს მამასთან სალაპარაკო მაქვს, ვუთხარი ეშმაკური სახით
-აბა გისმენ 
-ესეიგი 2 კვირაში გახსოვს რა ხდება?! ვუთხარი და იმედი მქონდა,რომ აუცილებად ემახსოვრებოდა 
-რათქმაუნდა , ჩემი გოგონა 18ის ხდება ! ამას რა დამავიწყებს მითხრა და გამიღიმა
-ხო მაგრამ იცი, აი დიდი წვეულება მინდა, ვუთხარი მოწყენილი სახით და უცებ გავეკრიჭე , ძალიან მინდოდა დამთანხმებოდა 
-რათქმაუნდა , შენი დღე იქნება და რაც გინდა ის გააკეთე , მე არაფერს დაგიშლი 
-ყველაზე კარგიი ხარ მა ! ვუთხარი და მივეხუტე ..წამიანი შეჩერების შემდეგ კი ვუთხარი -კარგი ეხლა ვიკის დავურეკავ და წავალ კაბის შესაკერად 
-კარგი მიდი.
მითხრა, მე კი სახე მოვღუშე 
-ფული გინდა არა ? ხო ხო მიდი საფულე გამომიტანე, მითხრა სიცილით , მეც იმ წამსვე წამოვხვტი და მისი ოთახიდან გამოვუტანე , არასოდეს მის ნივთებში არ ვიჩხრიკები უკითხავად
-რამდენი მოგცე? 
-ნუ არვიცი .. 
-აჰა აიღე, მომაწოდა მისი საკრედიტო ბარათი , -აი რამდენიც გინდა დახარჯე 
-ძალიან მიიყვარხარ ! ვუთხარი და ბარათი სასწრაფოდ გამოვართვი , სირბილით გავიქეცი ჩემს ოთახში და ვიკის დავურეკე
-მალე მოემზადე და ჩემთან გელოდები !
-რახდება რომელი საათია ჯერ მხოლოდ 12ია გაგიჟდი ? მითხრა ნამძინარევი ხმით
-მიდი მიდი მალე ! ნახევარ საათში აქ იყავი ! 
-ხოხო კარგი .. 
სიტუაცია ჰარისთან 
ბიჭებო ეხლა რეპეტიცია როცა მორჩება ყველანი მიდიხართ სტელასთან, ზომები უნდა აგიღოთ ტანსაცმლისთვის. რამდენიმე დღეში გამოსვლა გაქვთ. (მენეჯერი)
-და თვითონ ვერ მოვა?
დაიწუწუნა ზეინმა
-ვერა რაღაც პრობლემები აქვს ამიტომ თქვენ უნდა მიხვიდეთ 
-აუ კარგით რა (ნაილი)
-ნუღარ წუწუნებთ არაფერი არმოგივათ.
არ დააგვიანოთ, მალე იქ უნდა იყოთ. 
მკაცრად გაგვაფრთხილა მენეჯერმა და წავიდა. 
სიტუაცია რეიჩელთან 
სანამ ვიკი მოვიდოდა , აბანოში შევედი და წყალი გადავივლე, ეს ძალიან მამშვიდებდა ..დაახლოებით ათი წუთი ვნებივრობდი წყლის ქვეშ, შემდეგ სახე მოვიწესრიგე , ტანის გელი წავისვი და გარდერობში შევიხედე .. ვფიქრობდი რა ჩამეცვა .. ვერაფერი მოვიფიქრე და დედას დავუძახე , ის ყოველთვის კარგ რაღაცეებს მირჩევს
-დე დე დავიყვირე ბოლო ხმაზე , ის კი გიჟივით ამოვარდა 
-რახდება გული გამისკდა
-არაფერი უბრალოდ ვერაფერი ავარჩიე რა ჩავიცვა და დამეხმარე რა, ვუთხარი მოღუშული სახით 
-ოხ , მოდი მოდი მაჩვენე აბა, გარდერობთან მივიდა და თვალიერება დაიწყო , დიდი ხანი არც უფიქრია პირდაპირ გამომიტანა ჯინსის შორტი, კრემისფერი მოჩაჩული ბრეტელებიანი მაიკა და „თეთრი" კეტები. , თან ისიც დამიმატა რომ რეიბანები გამეკეთებინა რადგან ძალიან მოუხდებოდა 
დედას არჩევანი ძალიან მომეწონა.
-კარგი დე , გადი ეხლა გამოვიცვლი ვუთხარი და ვაკოცე ლოყაზე , ისიც უსიტყვოდ გავიდა , მე ჩაცმა დავიწყე , მალევე მზად ვიყავი . არანაირი მაკიაჟი , თმა მაღლა ავიწიე ეგრედწოდებული „აწეწილი კოსა" გავიკეთე , ჩანთა ავიღე , ტელეფონი და ბარათი ჩავაგდე და ქვემოთ ჩავედი. ვიკი კიდევ არ მოსულიყო ამიტომაც დავურეკე
-სად ხარ ?
-კარები გამიღე მითხრა სიცილით , მეც გავუთიშე და კარები გავუღე, შემოსვლა არ ვაცადე იმ წამსვე გარეთ გავედი და ისიც წამოვიყოლე 
- ეი ეი სად მივდივართ ? მითხრა სიცილით 
-ესეიგი , 2 კვირაში ხო არის ჩემი დაბადებისდღე , ხოდა ეხლა ვინმე ცნობილ ძალიან კარგ დიზაინერთან უნდა მივიდეთ კაბის შესაკერად , შემდეგ შოპინზგე წავიდეთ , კაფეში დავჯდეთ , მოკლედ კარგი დღე გველის ! ვუთხარი და ხელი გადავხვიე..მან უბრალოდ გაიცინა და ტაქს დაუქნია ხელი 
-საით გნებავთ ? 
-სტელა მაკარტნის ოფისი იცით სადარის? 
-რათქმაუნდა, ბოიდის ქუჩაზეა
-არც ისე შორს ყოფილა , კარგით მიგვიყვანეთ მანდ .
სიტუაცია ჰარისთან
სტელა მოვედით!
შევარდა ჟრიამულით ლუი
-ძალიან კარგი, დაღლილები იქნებით აგიღებთ ზომებს და მალევე გაგიშვებთ. აბა რომლიდან დავიწყოთ?
-ჩემგან რა მეჩქარება ტეილორს უნდა შევხვდე და ბარემ წავალ
წამოვიძახე მე
-კარგი მოდი
სტელამ ზომები ამიღო,ცდილობდა სწრაფად ექნა რადგან ესე ვთხოვე
-კარგი დიდი მადლობა 
ვუთხარი და გამოვედი 
სიტუაცია რეიჩელთან
ტაქსი გაჩერდა
-აიი ეს არის გოგოებო
-დიდი მადლობა 
ვუთხარით, ფული გადავიხადეთ და ჩამოვედით.
როგორცკი შევედით სახე გამეყინა
ღმერთო One Directionის ბიჭებიი... ლიამი, ლუი და ზეინი, მაგრამ ჰარის და ნაილს ვერ ვხედავდი. ნეტა ისიც აქ არის? გული ამიჩქარდა 2 თვეა არმინახავს, არვიცოდი მინდოდა თუ არა მისი ნახვა
-ვიქტორია ხედავ ამათ?
ჩუმად ჩავჩურჩულე ვიქტორიას
-აბა რა
მითხრა და უხერხულად დაიკრიჩა
ჩვენ მათთან ახლოს მივედით
-გამარჯობა
მხიარულად მოგვესალმა ლუი
-გამარჯობა მეც გავუღიმე -ხო არიცით სტელა სად არის?
-კი ნაილს უღებს ზომებს
მითხრა ზეინმა
სავარძელიდან წამოდგა და ღიმილით გვითხრა
-აიი მოდით დაბრძანდით, დაელოდეთ
ამაზე დანარჩენებმა სიცილი ატეხეს
-მადლობა 
გამომწვევად უთხრა ვიკიმ და ისიც დაჯდა,
მეც მივყევი მას. რაღაც უხერხული სიტუაცია შეიქმნა, სიჩუმე ჩამოვარდა, მე კი ყოველ წამს აქეთ იქით ვიყურებოდი, ჰარის ვეძებდი მაგრამ არსად ჩანდა..
ვიქტორიამ ხელზე ხელი მომიჭირა
და ჩუმად მითხრა
-გეყო.
ალბად მიხვდა ჰარის, რომ ვეძებდი თვალებით
ამ დროს სტელაც გამოჩნდა 
-გამარჯობათ
ვთქვით და ფეხზე წამოვდექით
-იყავით იყავით
გვითხრა ღიმილით, ერთი დამრჩა, ზომებს ავუღებ და თქვენც მოგხედავთ
-კარგით
ვუთხარი და ისევ ჩვენი ადგილები დავიკავეთ
-ზეინ მოდი აქ 
დაუძახა სტელამ და ზეინიც გაიყვანა,დავინახე ლიამმა როგორ შემოგვხედა და გაგვიღიმა , რა სასიამოვნო ბიჭი იყო .
უცებ ლუი ჩვენთან მოვიდა და ხელი გამომიწოდა
დავიბენი ვერ მივხვდი რა უნდა მექნა
წამიანი პაუზის შემდეგ კი ლუიმ თქვა
-მე ლუი, აი იქით ლიამია და ხელით მიგვითითა, ლიამს გაეცინა და ხელი დაგვიქნია
გამეღიმა და მეც ხელი ჩამოვართვი
-მე რეიჩელი
-ლამაზი სახელია
-მადლობ
გამიღიმა ლუიმ და ვიქტორიასკენ გადაინაცვლა გასაცნობად.
ამ დროს ნაილიც გამოვიდა, რატომღაც ვიფიქრე რომ უცნაურად გვიყურებდა.. 
სტელას გამოსვლამდე არც ლუის და არც ჩვენ ხმა არამოგვიღია, მალე ზეინიც გამოვიდა
-წავედით? (ზეინი)
- კი კი 
ბიჭებმა სტელას მადლობა გადაუხადეს
-ნახვამდის გოგოებო
მოგვაძახა ლუიმ და ოთახიდან გავიდა,როგორც ჩანს ჰარი უკვე წასულია, მაგრამ იქნებჯერ კიდევ აქ არის ..სტელამ თავისთან შეგვიყვანა , მაგიდასთან დაჯდა , კალამი და ფურცელი აიღო 
-აბა რა გნებავთ მკითხა თან თავაზიანად გაგვიღიმა 
-2 კვირაში 18 ის ვხვდები, რაიმე კარგი გამომწვევი კაბა მინდა . და არამარტო ჩემთვის , ვიქტორიასთვისაც ვუთხარი და ვიკის შევხედე , მან უბრალოდ გამიღიმა .
-კარგით , და როგორი ფერი ?
-კრემისფერი მინდა მე თან გრძელი კოჭებამდე , და ვიკი შენ? ვკითხე და ინტერესით სავსე თვალებით გავხედე
-მე ალბად შავი , ან თუმცა არა , მუქი იასამნისფერი იყოს ოღონდ მე მოკლე მინდა თქვა მან.
-ძალიან კარგი გოგონებო , მოდით ეხლა ზომენს აგიღებთ , შემდეგ კაბის მოხატულობას გაჩვენებთ და 1 კვირაში მზად იქნება . 
-კარგით , ვუთხარი და წამოდვექით , ჯერ მე ამიღო ზომები, ამ დროს ვკითხე ინტერესით
-თქვენ იმ ბიჭების დიზაინერი ხართ ? 
-არა , უბრალოდ ამჯერად მე შევუკერე ტანისამოსი, მითხრა ღიმილით 
-და თუ არ ვცდები ამ ბენდში 5 წევრია არა? ვუთხარი , ვიკიმ თვალები დაჭყიტა , მანიშნა გაჩერდიო მაგრამ არა , ვცდილობდი გამერკვია ჰარი სად იყო .
-კი ხუთია , რატო დაინტერესდით ? მკითხა და თან გაიღიმა , ნაზად.
-არა უბრალოდ მე მხოლოდ ოთხნი დავინახე 
-ხო , მეხუთე წევრი ადრე წავიდა შეყვარებულთან ეჩქარებოდა .
-შეყვარებულთან? 
-ხო არ გაგიგია?
გაკვირვებით მკითხა სტელამ
მე თავი გავუქნიე
-მისი შეყვარებული ცნობილი მომღერალია, გეცოდინებათ ტეილორ სვიფტი
ამაზე მე და ვიქტორიამ სიცილი ავტეხეთ
-აჰაჰაჰა ჰარი და ტეილორი? რა შეუფერებელი წყვილია
სიცილით თქვა ვიქტორიამ
-ჰარი მეტის ღირსი არც არის
ვთქვი მეც სიცილით .
სტელამ ზომების აღებაც დაასრულა და ვიკის ანიშნა თავით ეხლა შენ მოდიო . მე ვიქტორიასთვის აღარც შემიხედავს რას შვრებოდა, გონებაში მხოლოდ სტელას ნათქვამი მიტრიალებდა. "ტეილორი და ჰარი"?
უცნაურია მაგრამ ეს ძალიან არ მომწონდა.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 860 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
2013-06-06 Spam
კარგია ძაან <33