მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 11 » Always On My Mind - 10 -
5:19 PM
Always On My Mind - 10 -
 AlwayOn My Min10 -
მოთხრობის მეათე თავი.  გირჩევთ ნახოთ ეს თავი..
 დამიჯერეთ არ ინანებთ : ))
ხო და ეს თავი ეძღვნება ყველაზეყველაზე ერთგულ მკითხველს lovatic-smiler -ს!!



ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.. ოღონდ არა უხერხული, არამედ სასიამოვნო სიჩუმე.. უბრალოდ უნდა გეგრძნო,
მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა რადგან ოთახში დედა შემოვიდა
-რეიჩელ..
წამოიძახა და გაჩერდა როცა მე და ჰარი ესე ახლოს დაგვინახა ერთმანეთთან, ესეთი დაბნეულები და ნასიამოვნები სახეებით, ჩაეღიმა და გააგრძელა
-საუზმე მზადარის შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ.
-კარგი დე
ვუთხარი და გავუღიმე
მანაც გამიღიმა და ოთახიდან გავიდა
ჰარიმ შემომხელა და გამიცინა
-როგორ ფიქრობ მიხვდა?
მკითხა სიცილით, მე გამეცინა და თავი დავუქნიე
ჰარი უკნიდან ამომიდგა, ხელები ერთმანეთზე გადამაჯვარედებინა და მაგრად მომეხუტა
შემდეგ თავიგადმოწია და კისერში მაკოცა.ერთიანად დამაჟრიალა და უნებურად ჩამეღიმა
-ჩავიდეთ პატარა?
-კი
ვუთხარი და წინ წავედი ის არ მომშორებია ისევე გამომყვა კარებთან, როცა მივედით ხელი გამიშვა და კარების გაღება სცადა
-მოიცა 
ვუთხარი და მისკენ შევტრიალდი
-გადარჩენისთვის მადლობა უკვე გადაგიხადე?
ინტერესიანი თვალებით შევხედე
-არა 
მითხრა ჰარიმ და თავი გამიქნია
-მადლობა
ვუთხარი და გავუღიმე
-ოოო ეგრე არმინდა
დაიწყო ბუზღუნი ჰარიმ 
-მაკოცე
მითხრა და წარბები აათამაშა
-კარგი, ვუთხარი, ფეხის წვერებზე ავიწიე და ცხვირზე ვაკოცე
ჩემს ამ ჟესტზე ჰარის ჩაეღიმა
მომეხვია და დაბლა ჩავედით. მაგიდა უკვე გაშლილი იყო .
ჰარი ჩემს მოპირდაპირე მხარეს დაჯდა, დედა კი მაგიდის თავში.
კლარამ საჭმელი მოიტანა, ყველამ გადავიღეთ და ჭამა დავიწყეთ. არცერთი ხმას არვიღებდით, მხოლოდ ჰარი ამომხედავდა ხანდახან და მიღიმოდა, დედა კი ეჭვის თვალით იყურებოდა
-რეიჩელ სულ დამავიწყდა როგორ ხარ რამე ხო არ გტკივა?
დაიწყო დედამ ლაპარაკი 
-არა დე კარგად ვარ, მუხლი მტიკავა ცოტა მაგრამ არაფერია გადამივლის
ვცდილობდი დედა დამემშვიდებინა, მაგრამ ამდროს ვიგრძენი ფეხზე ფეხის შეხება, ჰარი ფეხებს მიხახუნებდა. ამაზე ჩემდაუნაბურად სიცილი ამიტყდა და ჰარის გავხედე, ვანიშნე გაჩერებულიყო
-რეიჩელ რახდება? რაღაც ავარიამ კარგად იმოქმედა შენზე
ამაზე მეც და ჰარისაც გაგვეცინა
-ავარიამ არა მაგრამ..
თავისთვის ჩაიბუტბუტა ჰარიმ
მე მის წინ ვიჯექი და ტუჩების მოღაობით გავარჩიე რა თქვა
-ჰარი რამე თქვი?
ინტერესით შეუტრიალდა დედაჩემი
-არა უბრალოდ მე დავამთავრე
თქვა ჰარიმ ხელსახოცით ხელები გაიწმინდა და გაიღიმა
-დიდი მადლობა გამასპინძლებისთვის მისის კენდელ.
თავაზიანობა გამოიჩინა ჰარიმ
-მეც დავამთავრე 
ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ამ დროს ჰარიც წამოდგა, მისაღებ ოთახში გავედით და სავარძელში ჩამოვჯექით
ჰარიმ ერთი ხელი საზურგის თავზე გადადო და სავარძელში კარგად მოკალათდა..
შემდეგ ცოტახანი მომაშტერდა
-მიხარია რომ ბედნიერი ხარ
-მადლობა ამისთვის შენ. გულრწფელად ვუთხარი და გავუღიმე
-მიყვარხარ
მითხრა ტუჩების მოძრაობით
მაინც თავი დაიწზღია რომ არავის გაეგო.
-მეც
თამამად ვუთხარი. იცით რა ? მე ბედნიერი ვიყავი იმით რომ მე ამას ვამბობდი! 
-დღეს რა რიცხვია?
მკითხა ჰარიმ
-ჰმმ... მგონი 22, რამოხდა?
-არა არაფერი.. არა არა ანდაც მოიცა ხოო.. 24 ში არის ლუის დაბადებისდღე, 21 ხდება ამიტომ დიდ წვეულებას მართავს და მინდა, რომ იქ ჩემთან ერთად წამოხვიდე
მე ღიმილიანი სახე მაშინვე შემეცვალა
ჩემს თვალწინ ძველმა მოგონებებმა გადაირბინა, გამახსენდა რა მოხდა ბოლოს წვეულებაზე, თვალები წყლით ამევსო
და უარის ნიშნად ჰარის თავი გავუქნიე
-არ შემიძლია
ამის გაგონებაზე ჰარისაც სახეე შეეცვალა
წარბები შეკრა და ისე მიყურებდა.
არაფერი არუკითავს მაგრამ მივხვდი რომ მეთითონ უნდა ამეხსნა
-გახოსვს ბოლოს ჩემს დაბადების დღეზე რამოხდა?
ჰარიმ თავი დამიქნია
-უბრალოდ აღარ მინდა ისევ იმ ამბის გახსენება. ვუთხარი და თავი ჩავღუნე შემდეგ კი ისევ გავაგრძელე საუბარი , ამჯერად თავ ჩაღუნულმა -მე თუ ისევ წამოვალ იქ აუცილებლად, ისევ ისე ყველაფერი თვალწინ დამიდგება
-ხო მაგრამ შენ ვერაარიდებ ყველა წვეულებას თავს
-ვეცდები
-მალე ახალი წელი მოვა, შემდეგ ზეინის დაბადებისდღე, შემდეგ ჩემი და შენ აპირებ ამ ყველაფრის გამოტოვებას? შენ ახლა ჩემთან ხარ და ესე მარტივად აღარ გამოვა 
მელაპარაკებოდა ჰარი სერიოზული სახით
„შენ ახლა ჩემთან ხარ" ამ სიტყვებმა კიდევ ერთხელ გამირბინა თავში და ისევ ერთიანად გამათბო ძალიან გამეხარდა და ისევ უნებურად ბავშურად გამეღიმა.
-რამოხდა 
ქვეშიდან ამომხედა ჰარიმ
-არა არაფერი უბრალოდ... მაპატიე არშემიძლია წამოსვლა
-მე მინდა რომ ჩემს გვერდით იყო.
ძალიან მწყდებოდა გული ჰარისთვის უარის თქმა რომ მიწევდა, მაგრამ არ შემეძლო ეს ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა.. ესე ერთბაშად ყველაფერის შეცვლა და ძველი ცხოვრების დაბრუნება არ შემეძლო.. ამას დრო სჭირდებოდა.
-კარგი შენი ნებაა მაგრამ მე მეგონა რომ.... კარგი არაუშავრს
ამოიოხრა ჰარიმ
-მე შემიძლია რაიმე ვაჩუქო მას.. მაგალითად დავუხატო რაიმე
-კარგი აზრია 
მითხრა ჰარიმ
-ძალიან უბრალო ხომ არარის? მას არაფერი აკლია და ვფიქრობ რომ ეს ორიგინალირი იქნება.
შეყვარებული ისევ ყავს?
ჰარიმ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია
-ძალიან კარგი მაშინ მათ დავხატავ ერთად
ვუთხარი ბავშური სახით
-გენიოსი ხარ
მითხრა ჰარიმ წამოიწია და შუბლზე მაკოცა
ამდროს დედა გამოვიდა სამზარეულოდან
-ოუუუუ
ჩაილაპარაკა ჰარიმ თავისთვის
-რამის თქნა ხომ არგინდათ?
ეშმაკურად გვკითხა დედამ
-კი დე გვინდა წამოვიძახე უცებ
-გვინდა რომ ყველაფერში ცხვირი არჩაყო
ვუთხარი და დავეკრიჭე
ჰარიმ მაშინვე მხარზე ხელი მომკრა
-წესიერად!
-ქალბატონო კენდელ მე და თქვეს ქალიშვილს ერთმანეთი გვიყვარს
უთხრა ჰარიმ და ფეხზე წამოდგა
-ნებას მაძლევთ რომ ამის შემდეგ მას „ჩემი" დავუძახო და მან მე „თავისი"
ამაზე დედამ ეგრევე მე გამომხედა და გამიღიმა
-რათქმაუნდა 
უთხარა ჰარის ამაყად და ორვეს გადაგვეხვია.
-ჰარი რეიჩელმა გითხრა რომ ვიქტორია ნახა?
აჰ ეგ აღარც მახსოვდა კიდევ კარგი გამახსენა დედამ
-არა, გაიოცა ჰარიმ და სახე ჩემსკენ მოაბრუნა
-კარგი ეხლა მე წავედი თორე სამსახურში დამაგვიანდება და მოგიყვება თითონ.
უთხრა დედამ, ჩანთა აიღო, კოსტუმი შემოიცვა და სამსახურში წავიდა.
-აბა მიდი მომიყვევი ყველაფერი
მითხრა ჰარიმ ღიმილით
მეც დავიწყე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ისიც განაბული, ბედნიერი და ამაყი სახით მისმენდა. ყველაფრის მოყოლას როცა მოვრჩი ჰარი ჩემთან მოვიდა, წელზე ხელები შემომხვია და ღიმილიანი სახით მითხრა
-საოცარი იდეა მაქვს ! მე გამეცინა და თვალებით ვანიშნე ეთქვა მისი იდეის შესახებ
-მოდი მე, შენ , ვიქტორია და ნიკი სადმე რესტორანში წავიდეთ , ძველი დრო გავიხსენოთ , ცუდი აზრია? მე გამეღიმა , ხელები ჩამოვაშებინე და სახით შევტრიალდი მისკენ , ხელები კისერზე შემოვხვიე
-ძველი დრო , როცა მე და შენ სულ ვკამათობდით? ვკითხე და გავიცინე , ამაზე ჰარისაც ჩაეცინა
-თუნდაც.
მითხრა, მხრებიდან თმები ნაზად გადამიყარა და კისერში მაკოცა 
მთელ ტანში ისევ ჟრუანტელმა დამიარა, ეს ჰარიმაც იგრძნო, როგორც ყოველთვის და გაიცინა.
შემდეგ ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა , ტუჩების მოძრაობით მიმახვედრა,რომ ნიკთან რეკავდა, ტელეფონი ყურიდან ჩამოიღო და ბედნიერი სახით მითრა
-ესეც ასე, დღეს 7 საათზე , ნიკი აუცილებლად მოვა, ეხლა ისღა დაგრჩენია ვიქტორიას დაურეკო , მეუბნებოდა თან მის ოფიციალურობაზე ეცონებოდა , მეც გამეცინა, ტელეფონი ავიღე და ვიქტორიას ნომერი ავკრიფე, ვიკის ველაპარაკე და რათქმაუნდა უყოყმანოდ დამთანხმდა.
-ესეც ასე, კმაყოფილი სახით შევხედე ჰარის , -ვიკიც მოდის , ისღა დაგვრჩენია მოვემზადოთ! 

3 საათის შემდეგ.

ეზოდან გავიგე ჰარის ხმა , მეძახდა. მეც უკვე მზად ვიყავი , ჩავირბინე კიბეებზე და ეზოში გავედი . ჰარი მანქანიდან მიყურებდა და მიღიმოდა, მივედი , კარები გამოვაღე და სალონში ჩავჯექი. 
-ეს რაგააკეთე ?
მკითხა ჰარიმ გაკვირვებულმა 
მე დავიბენი ვერ მივხვდი რას გულისმობდა
-მე ესე არმქონდა დაგეგმილი! მითხრა და ქვედა ტუჩი გადმოაგდო პატარა ბავშვივით
-გადადი მანქანიდან
მითხრა სერიოზულად
-რა? რატო?
გაკვირვებულმა ვკითხე
-უბრალოდ დამემორჩილე!
მე ავბუზღუნდი და მანქანიდან გადავები, ჰარიმ კარი გამოაღო მანქანას მოუარა სწრაფი ნაბიჯით და ჩემსკენ მოვიდა
-გასაოგნებლად ლამაზად გამოიყურებით მისის კენდელ
სერიოზული ხმით მითხრა ჰარიმ
-დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის სთაილს
ჰარიმ გამიღიმა და მანქანის კარი გამოაღო
-დაბრძანდით ! მითხრა მთელი სერიოზულობით
მის ამ ქმედებენზე გამეღიმა და უსიტყვოდ ჩავჯექი მანქანაში, ჰარიმ ისევ სწრაფი ნაბიჯით მოუარა მანქანას და თავის ადგილას დაჯდა
-რა ჯელტმენი ხარ ჰაროლდ
-ვცდილობ
მითხრა და დამეკრიჭა
-დაგვაგვიანდება დროზე წავიდეთ
-ხო ხო ყველაფერს თავისი დრო აქ, მითხრა და მანქანა დაძრა

დრო ძალიან კარგად გავატარეთ , ვიმხიარულეთ , ძველი დრო გავიხსენეთ . სადღაც 10 საათი იქნებოდა წამოსვლა როცა დავაპირეთ , ვიქტორიამ დაიჟინა მარტო წავალ სახლშიო,მაგრამ ნიკმა მიაცილა , მე და ჰარი კი ერთად წამოვედით , სახლამდე მიმაცილა . უფროსწორად კარებამდე. 
-ხვალ გამოგივლი და ნახატი მზად დამახვედრე! მითხრა სიცილით
-კიდევ კარგი შემახსენე, ვუთხარი და გავუცინე, ჰარიმ თავი გაიქნია, მომეხვია , ნაზად მაკოცა და წავიდა. სახლში შევედი თუ არა დედა მომვარდა და უამრავი კითხვა დამაყარა ‘როგორ გაატარე დრო?" და უამრავი ესეთი , მე მოკლე მოკლე პასუხებს ვცემდი , დაღლილი ვიყავი და ვთხოვე ხვალ მოგიყვები ყველაფერს თქო . მანაც პასუხის ნიშნად თავი გამიქნია და სამზარეულოში შევიდა , ჩამეცინა. ოთახში ავედი , ღამის პერანგი ჩავიცვი, თმა ავიწიე და საწოლში ჩავწექი.
დაღლილი ვიყავი ამიტომ იმის ფიქრის თავიც არ მქოდნა რამოხდა დღეს. ვერც ვაანალიზევდი რომ ეხლა მე და ჰარი ერთად ვიყავით. მე და ჰარი... ერთად.. !!
მეორე დღეს სასწავლებელში წავედი ლექციები გვქონდა, მაგრამ მე როგორც ყოველთვის ახლაც არ ვუსმენდი. თუმცა ეხლა უკვე სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა რომ მე ახლა ჰარისთან ვიყავი. მას მე ვუყვარვარ მე კი ის. 
სახლში რომ მივედი მაშინვე ხატვა დავიწყე დღეს უნდა მოვრჩენილიყავი რომ ჰარისთვის მიმეცა, რადგან ზეგ უკვე დაბადებისდღე იყო.
მოვნახე მათი საერთო სურათები ყველაზე მეტად რომელიც მომეწონა ამოვარჩიე და ხატვა დავიწყე, მეღმებოდა მათი ხატვის დროს , ელენორს არ ვიცობდი მაგრამ უკვე მომწონდა ეს გოგო და როგორც ფოტოებიდან ჩანდა მართლა უყვარდათ ერთმანეთი. მართალია არ მივდიოდი დაბადებისდღეზე მაგრამ იმედი მქონდა,რომ ეს საჩუქარი გაუხარდებოდათ.
.....
რეიჩელ
გავიგე ფანჯრიდან ჰარის ყვირილი
მე ფანჯარასთან მივედი და ზემოთ ავწიე
-ხოოო
-მომენატრე
გამომძახა ჰარიმ
-კარგია 
ვთქვი ჩუმად ისე რომ მასაც გაეგო
-დავხატე უკვე
-ძალიან კარგი ეხლა გამოვალ და წავიღებ ბარემ იქ მივდივარ 
-კარგი გამოდი და თან შემიფასე
-მოვქრივაარ საყვარელოოო დამელოდე
გამომძახა და ფანჯრიდან გავიდა.

24 დეკემბერი. 8 საათი.

ვიბრაციის ხმა ვიგრძენი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე
ერთი შეტყობინება ჰარისგან

*შენთან მოვდივარ ჩემო პატარა მინდა რო შემაფასო და მითხრა როგორ გამოვიყურები*

ღმერთო ეს მემგონი მალე მე ჭკუიდან შემშლის, როგორ შეუძლია იყოს ესეთი საყვარელი.. უბრალოდ მაგიჟებს!!

*რატომღაც მგონია რომ დიდად მოხიბლული არ დავრჩები*
ჰარიმ ამაზე პასუხი არდააყოვნა და 2 წუთში მომწერა 
*დარჩები. კარი გააღე და ნახავ*

კარი გამოვაღე და კარებთან აყუდებული ჰარი დავინახე, ერთი ხელით კედელს ეყრდნობოდა, ერთი ფეხი კი მოხრილი ქონდა . მოდელი კაცივით იდგა.
რო არ დაგიმალოთ მისმა ჩაცმულობამ მართლა გამაოცა
-Woow
გაოცება ვერდავმალე
ჰარიც ამაყი სახით მიყურებდა
-შემოდი ვუთხარი და კარებიდან გამოვიწიე
ჰარი შემოვიდა და დატრიალდა
-ყოჩაღ ჰარი შეგძლებია! მართლა მშვენივარად გამოიყურები
ამაზე ჰარიმ „დაიმორცხვა" თავი ჩაწია და იქიდან „მორცხვად ამომხედა" 
-ვიცი!
მითხრა და გამიღიმა.
-უკვე ვღელავ იქ მარტო რო გიშვებ 
-ხოდა წამოდი თორე წაიყვანენ შენს რაინდს
-და ჩემი რაინდი გაყვება?
მოწყენილი სახით ვუთხარი
-არა რათქმაუნდა რაინდი რისთვის ვარ
მითხრა და მაგრად მომეხვია
მერე ხელები ჩამოუშვა და სახე სახესთან მომიტანა
-მაგრამ მე მინდა რომ წამოხვიდე.
მინდა რომ ჩემთან ერთად იყო.
-ჰარი უბრალოდ არშემიძლია
-გთხოოოვ... იქ ყველას გაიცნობ გაერთობი დამიჯერე
-ჰარი ბოდიში
ვუთხარი და გავეცალე
-კარგი შენი ნებაა როგორც გინდა
ხელები აწია ჰარიმ
-წავედი მე.
-კარგად გაერთე 
ვუთხარი და სევდიანად გავუღიმე
-კარგად გავერთობოდი იქ შენც რომ ყოფილიყავი მაგრამ... 
ჰარიმ სათქმელი აღარ დაამთავრა, არც იყო საჭირო, გული ჩამეწვა მის ნათქვამზე რადგან ვიცოდი არვიქცეოდი სწორად მაგრამ სვხანაირად არშემეძლო.
-ისე არწავალ ოღონდ თუ ერთი რაღაც არმივიღე
-ამაზე მაინც ვეღარ გეტყვი უარს, ვუთხარი და მასთან ახლოს მივიწიე
ჰარიც ჩემთან ძალიან ახლოს მოიწია თავი დახარა, ჩვენი ცხვირები ერთმენეთს ეხებოდა,
ისე მიცემდა გული მეგონა რომ წამი-წამზე გასკდებოდა. ვკანკალებდი.. ვფიქრობდი რომ ვეღარ გავუძლებდი და დავეცემოდი, თვალებში მიბნელდებოდა, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე. გაქვავებული ვიდექი, ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებდი. ჰარიმ ნელნელა ტუჩები შემახო და კოცნა დამიწყო, ეს არიყო ის კოცნა პირველად ჩემს ოთახში.. ეს სულ სხვა რამე იყო, არვიცოდი რაუნდა მექნა, უბრალოდ ამაში გამოუცდელი ვიყავი.. ტუჩებს ადგილს ვერ ვუნახავდი არვიცოდი სად წამეღო და როგორ..
ღმერთო ალბათ ეხლა რას ფიქრობს ჰარი... ჯანდაბა.. ღმერთო რადროს ესაა რეებზე ვფიქრობ! ვცდილობდი ყველანაირი აზრი გამეფანტა გონებიდან და მხოლოდ მეფიქრა იმაზე რაც ამწამს ხდებოდა, როცა უცებ ვიგრძენი ჰარის ენა ამაზე უფრო დავიძაბე, შემდეგ ცოტა მოვეშვი და ესე ვთქად მივყევი „დინებას" და მეც ავყევი მას... 
რანდენიმე წუთში ყველაფერი მორჩა თითქოს შვებით ამოვუსუნთქე, ჰარიმ თავი გაწია, მასაც სუნთქვა გახშირებული ქონდა, დაძაბული იყო
გამიხარდა რადგან მივხვდი რომ ისიც არანაკლებ ნერვიულობდა.
როგორც კი თვალებში ჩამხედა მაშინვე გაეღიმა
-ეხლა ვხვდები რასნიშნავს კოცნა, მაშინ როცა კოცნი იმ ადამიანს რომელიც გიყვარს.
მისმა ამ სიტყვებმა მომიხსნა ყველანაირი დაძაბულობა, თითქოს ერთიანად გამხსნაო. ფეხისწვრებზე ავიწე, თმაში ხელი შეუცურე და ეხლა უკვე ჩემი ინიციატივით ვაკოცე.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 750 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-06-12 Spam
AAAAAAAAAAAAAAAAAAAAAA! usayvarlesi tavi iyo, dzaan magrad momewona, ai mjbcuzaygsadyxuvcbazjsnasznan ANZS.....
ugrmesi madloba aseti tavis modzgvnistvis <3
erti suli maqvs shemdegi wavikitxo :*