მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » ♡ ახალი წელი ♡
3:33 PM
♡ ახალი წელი ♡

ახალი წელი


ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს.

1930–იან წლებში, ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგია იბრძოდა ძველი ტრადიციების წინააღმდეგ და შესაძლოა, ეს ნაძვის ხესაც შეხებოდა. ამიტომაც, ზოგიერთი ადამიანი, ნაძვის ხის სახლში წასაღებად იყენებდა კონტრაბასის ფუტლარს, რათა არასასურველი თვალისგან დაეფარა მისი სახლში მიტანა[1].

ახალი წელი საქართველოში

ისტორია

თბილისში საინტერესო საახალწლო ტრადიციები არსებობდა. დღესასწაული სახალხო მხიარულებითა და სეირნობებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნებოდა – ეს ასეa დღესაც. თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა რამოდენიმე წეს-ჩვეულება. ძველად, თბილისის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო და თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება სახლს გვერდს აუვლიდა. განსაკუთრებული რიტუალი უკავშირდებოდა საახალწლო სუფრასაც – ტაბლას. ტკბილეულითა და ხილით დამშვენებული ტაბლის ოთხივე კუთხეში დიასახლისი საკუთარი ხელით ჩამოსხმულ სანთლებს ანთებდა. ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად ოჯახის უფროსი ტაბლით ხელში მთელს სახლს შემოუვლიდა. მოზეიმეებს სწამდათ, რომ ამ დროს მას თან მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელსაც ოჯახისათვის კეთილდღეობა და ბარაქა მოჰქონდა.
დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი – ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.


საახალწლო ტრადიციები

საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. ,,ბასილას კვერები.”

ახალი წლის ისეტორია

საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება

ალილოს ისტორია

საქართველოს ყველა კუთხეში შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა. წირვის დასრულების შემდეგ, მგალობლები თითოული ჭიშკრის წინ ჩერდებოდნენ და ყველას ქრისტეშობას ულოცავდნენ. მათ თან დაჰქონდათ კალათები, რომლებსაც მოსახლეობა პროდუქტებით, ტკბილეულითა და სხვადასხვა ნივთებით ავსებდა. ალილოს მონაწილეთა მსვლელობა დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა მისი კულმინაცია შეგროვილი შესაწირის გაჭირვებული ოჯახებისთვის გადაცემა იყო. სწორედ ქველმოქმედება დაედო საფუძვლად ალილოს ტრადიციას.

ალილოს საშობაო გალობა

ალილო ქართული საგალობელია, რომელიც შობის წინა ღამეს სრულდება. სწორედ საგალობლის სახელწოდება დაედო საფუძვლად საქართველოში საუკუნეების წინ დამკვიდრებულ საშობაო ტრადიციას. ეს ტრადიცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა - შობა დღეს ხალხი კარდაკარ დადიოდა და შესაწირს აგროვებდა, რომელსაც შემდეგ გაჭირვებულებს გადასცემდა. წლიდან წლამდე, საუკუნეების მანძილზე საქართველოში ალილოს მტკიცედ იცავდნენ


ალილო დღეს

XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ალილოს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, თუმცა 1990 – იან წლებში იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II_ის მიერ აღორძინდა. აქედან მოყოლებული ყოველი წლის შობა დღეს, სადღესასწაულო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო

შეუერთდი ალილოს

ალილოს საზეიმო პროცესიას წინ სამღვდელოება მიუძღვის და შობის ხატს, საწინამძღვრო ჯვრებს და დროშებს მიაბრძანებს. მათ მგალობლები და მორწმუნეები მიჰყვებიან და გზადაგაზა შესაწირს აგროვებენ. გალობით მიმავალ მრევლს გზადაგზა გამვლელებიც უერთდებიან. დიდი თუ პატარა საერთო სიხარულის მონაწილე ხდება. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში სრულდება, სადაც შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაულს კათოლიკოს-პატრიარქი ულოცავს და ლოცვას აღავლენს.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ალილოს საზეიმო მსვლელობას – ეს მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სანახაობაა.

ცოტაც და კარზე ახალი წელი მოგვიკაკუნებს, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული იმედით ველოდებით, უამრავი ნატვრის ასრულებას ვავალებთ და ლამაზ დახვედრას ვუწყობთ, ყველანი თავისებურად, მაგრამ უფრო ხშირად ძველი და ახალი
ტრადიციების შეზავებით. ალბათ გაინტერესებთ, როგორი არის და იყო ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია სხვა ქვეყნებში. მე ვცადე შემეგროვებინა მასალა ამის თაობაზე, რომელიც ვფიქრობ, არც თქვენთვის აღმოჩნდება ინტერესმოკლებული.

ახალი წელი უცხოეთში


ძველი ეგვიპტე:

ძველ ეგვიპტეში ახალი წელი სექტემბრის ბოლოს აღინიშნებოდა. მდინარე ნილოსის ადიდება ეგვიპტელებისთვის დღესასწაული იყო, რადგან უდაბნოში იცოდნენ წყლის ფასი და მოსავალიც მასზე იყო დამოკიდებული. ახალი წლის ზეიმი ნილოსის პირად იწყებოდა. მასში ნავით შეაცურებდნენ ღმერთი ამონისა და მისი ცოლ-შვილის ქანდაკებებს. ძველი ეგვიპტე ერთი თვის მანძილზე დღესასწაულობდა ახალ წელს. ნადიმი და ზარ-ზეიმი ტაძარში კერპების დაბრუნებით სრულდებოდა.

ძველ რომი:

ძველ რომში ახალ წელს ”კალენზ” ერქვა და თავდაპირველად 1 მარტს აღინიშნებოდა; მაგრამ იულიუს კეისრის ბრძანებით (ძვ. წ. 46 წელს) დროის ათვლა ახალი კალენდრით დაიწყეს და ახალმა წელმა 1 იანვარს გადმოინაცვლა. სწორედ რომაული ღმერთის იანუსის სახელი დაედო საფუძვლად იანვრის თვეს. იანუსს ორი სახე ჰქონდა, ერთით ძველი წლისკენ იხედებოდა, მეორეთი - ახალი წლისკენ. რომში ახალი წლის დღეები სრული თავისუფლებით აღინიშნებოდა. მდიდრები და მონები ერთად დღესასწაულობდნენ, ილხენდნენ, უძღვნიდნენ ერთმანეთს საჩუქრებს და განსაკუთრებულად მორთულ დარბაზებსა და სახლებში იმედით შეჰყურებდნენ დამდეგ წელს.

ისრაელი:

ებრაელები ახალ წელს წმინდა დროდ თვლიან. ამ დღეს სინაგოგებში სპეციალური ღვთისმსახურება სრულდება და ვერძის რქისგან დამზადებული ინსტრუმენტის ”შოფარის” თანხლებით მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ ბავშვებს. მათ ახალ ტანსაცმელს ჩუქნიან და სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარ საახალწლო კვერებს ურიგებენ. ებრაელთა ახალ წელს ”როშ ჰაშანა” ჰქცია.

ბაბილონი:

ბაბილონში ახალი წლის მოსვლა გაზაფხულზე აღინიშნებოდა. დღესასწაულის დაწყება და დამთავრება მეფეს უკავშირდებოდა. ზეიმის პირველ დღეს იგი სამეფო ტანსაცმელს იხდიდა და ქვეყნის ტერიტორიას ტოვებდა. ეს სრულ თავისუფლებას ანიჭებდა ბაბილონის მცხოვრებლებს. მეფის არყოფნის დროს ისინი ტკბებოდნენ ამქვეყნიური სიამეებით და აკეთებდნენ იმას, რაც მოესურვებოდათ. რამდენიმე დღის შემდეგ სამეფო სამოსში გამოწყობილი მეფის დაბრუნება ზეიმის დასასრულს აღნიშნავდა. ბაბილონის მკვიდრთა ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა.

საბერძნეთი:

საბერძნეთში ახალი წელი და წმ. ბასილის დღე ერთდროულადაა. ამ წმინდანს უკავშირდება ჩვენებური თოვლის ბაბუა. წმ. ბასილი საოცარი კეთილშობილებითა და გულუხვობით გამოირჩეოდა. ამიტომ ბავშვები ახალი წლის ღამეს სულმოუთქმელად ელიან მას. ცეცხლის პირას ტოვებენ ფეხსაცმელებს და სჯერათ, რომ საყვარელი წმინდანი მათ საჩუქრებით აავსებს.


იტალია:

იტალიის ქუჩებში ახალი წლის ღამეს საშიშია სიარული. ტრადიციულად ამ დღესასწაულზე იძენენ ახალ ნივთებს, ძველს კი ფანჯრიდან პირდაპირ ქუჩაში ყრიან. ეს სულაც არ არღვევს სადღესასწაულო განწყობას. პირიქით, უამისოდ ტრადიცია დაირღვევა. იტალიელებს სასმელთან თავისებური დამოკიდებულება აქვთ. ისინი უსაყვარლეს კაპუჩინოს დილის თერთმეტ საათამდე სვამენ. მთელი დღის მანძილზე შეუძლიათ მიირთვან გრაპი, თერთმეტი საათის შემდეგ ყავის დალევას კი დანაშაულად თვლიან. იტალიაში სტუმარი ღვთისაა და ახალი წელიც დიდი სტუმრიანობით აღინიშნება. ამ მოპატიჟებაზე უარის თქმა ცუდ აღზრდაზე მეტყველებს. სამხრეთული ჟრიამული და ფოიერვერკი კი მთელ იტალიას სწვდება. საახალწლო კარნავალი და ნიღბები ხომ სულაც მათი მოგონილია.

შოტლანდია:

შოტლანდიის ზოგიერთ მხარეში ახალ წელს განსაკუთრებული რიტუალით ეგებებიან. ამ დღეს კუპრით სავსე კასრებს ცეცხლზე დგამენ, შემდეგ ათუხთუხებულ გუდრონს ქუჩებში ასხამენ. შოტლანდიელებისთვის ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - წვავენ ძველ წელს., ხოლო ახალს ახალი გზით ულოცავენ. ქართველების მსგავსად მათ მეკვლეობის ინსტიტუტი აქვთ. შავთმიანი მეკვლე შოტლანდიელებისთვის ბედნიერების მომტანია და მომავალი წლის წარმატების საწინდარი. ახალ წელს შოტლანდიაში ნებისმიერი სტუმრისთვის ყველა სახლის კარი ღიაა.

უნგრეთი :

უნგრეთში ახალი წელი ყველაზე მხიარულ დღესასწაულად ითვლება, იმართება სახალხო სეირნობები. ახალი წლის ღამეს ქუჩებში ახალგაზრდები დადიან, სახლებქვეშ მისალოცად ჩერდებიან, აქებენ სახლის პატრონს, უსურვებენ ყველა კასრის ღვინით ავსებას და ხორბლით სავსე ბეღელს. ოჯახის პატრონი სიხარულით ეგებება სტუმრებს და ლხინში იწვევს. სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს გოჭი - შემწვარი, დალაბული და შოკოლადისაც კი. ფრინველის ხორცისგან დამზადებული კერძებუ კი აკრძალულია. რადგან გადმოცემით, ახალი წლის ბედნიერება შეიძლება ფრინველივით გაფრინდეს.


რუმინეთი :

რუმინეთში ახალი წლისთვის აცხობენ ღვეზელს ”სიურპრიზებით”; მასში დებენ მონეტებს, ბეჭდებს, ფაიფურის პატარა სათამაშოებს და წიწაკის ნაჭრებს. ვისაც ნამცხვრის მონეტიანი ნაჭერი შეხვდება, ახალ წელიწადში ბედნიერი იქნება; თუ ბეჭდიანი ნაჭერი ქალიშვილს შეხვდა, გათხოვების საწინდარია

ესპანეთი:

ესპანეთში ისეთივე პატივით აცილებენ ძველ წელს, როგორითაც ეგებებიან ახალს. შობისგან განსხვავებით, როცა მთელი ოჯახი ერთად ზეიმობს, ახალ წელს ესპანელები ერთმანეთთან სტუმრად მიდიან, ან რესტორანში და ღამის კლუბებში დღესასწაულობენ. ბავშვები დღესასწაულში არ მონაწილეობენ. ისინი კეთილ ჯადოქარს წინასწარ წერენ წერილებს, სადაც თავიანთ კეთილ საქმეებს ჩამოთვლიან. ესპანელი ბავშვები ახალი წლის ღამეს იძინებენ იმ იმედით, რომ ჯადოქარი მეორე დღეს მათ საჩუქრებს მოუტანს. ესპანელთა საახალწლო სუფრა მრავალფეროვანია, ამგრამ აუცილებელია ზღვის პროდუქტები, ხიზილალა, ტკბილეული და ყურძენი. ისინი ახალ წელს კატალონიური ან ფრანგული შამპანურით ეგებებიან. ახალი წლის დადგომამდე, სანამ საათი 12-ჯერ დაჰკრავს, ესპანელებმა უნდა მოასწრონ სუფრაზე მიტანილი მთელი ყურძნის შეჭმა. ითვლება, რომ მომავალ წელს სურვილები მხოლოდ ამ შემთხვევაში ახდება.

ბულგარეთი:

ბულგარეთში ზუსტად შეაღამეს სახლში სინათლეს აქრობენ და დღესასწაულში მონაწილე ადამიანებს უფლება ეძლევათ, ვისაც სურთ, იმას აკოცონ. ამ რიტუალს ეთმობა 3 წუთი, შემდეგ კი სინათლე ინთება. ასე რომ, სასურველი ადრესატის შერჩევა წინასწარ უხდებათ. ბულგარელი ბაშვები დილით ადრე ადრე მშობლებთან შინდის ტოტებით (”სუროვაკნიცა”) მიდიან, მსუბუქად არტყამენ მათ და ახალი წლის მოსვლას ულოცავენ.

ამერიკა:

ამერიკაში ახალი წელი სახალხო დღესასწაულია და მოსახლეობის უმრავლესობა მას რესტორნებსა თუ ქუჩებში ხვდება. სამასკარადო კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები ივიწყებენ ყოველგვარ პრობლემას და ახალ წელს უზომო მხიარულებით აღნიშნავენ, ეხვევიაბ და კოცნიან, ვინც იმ წუთში მათ ახლოსაა. მათი თავშეყრის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილია საზეიმოდ მორთული ნიუ-იორკი და ლას-ვეგასი. სინი მოუთმენლად ელოდებიან თაიმს-სკვერის საათის 12-ჯერ დარეკვას, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ დედამიწაზე ახალი წელი სწორედ მაშინ დგება; ამ დროს ამერიკელების შეძახილები და ღრიალი აყრუებს არემარეს. დილამდე იმართება სადღესასწაულო კონცერტები, რომლებიც ეი-ბი-სის ტელეარხით გადაიცემა. ამერიკელები უშურველად იხარჯებიან შობა-ახალი წლისთვის. საჩუქრების შეძენა და მისალოცი ბარათების გაგზავნა მათთვის მთელი ცერემონიაა. საჩუქრის ადრესატს არჩევნის უფლება ეძლევა. თუ მას არ მოსწონს საჩუქარი, ქვითარი (რომელიც მას აუხილებლად ახლავს) შეუძლია გამომგზავნს დაუბრუნოს, ან ჩააბაროს და მის ნაცვლად ფული აიღოს. ესეც ტრადიციაა.


კუბა:

კუბელები ახალი წლის დადგომამდე ყველა დოქს წყლით ავსებენ, შუაღამისას კი მას ფანჯრებიდან ღვრიან. ამით ისინი ძველ წელს წყალივით მაჭვირვალე და ნათელ გზას უსურვებენ. აქაც, ესპანელებივით, ყურძენი სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. საათის ყოველ დარტყმაზე, რომელიც ახალი წლის მოსვლის მაუწყებელია, მიღებულია ყურძნის მარცვლის ჭამა.

ინდოეთი:

ინდიელთა ტომი ნავახო ახალ წელს 22 დეკემბერს აღნიშნავდა. თეთრ სამოსში გამოწყობილნი, თეთრად შეღებილი სახეებით, ისინი უზარმაზარი კოცონის ირგვლივ ცეკვავდნენ. თითოულ მათგანს ხელში ბუმბულით დაბოლოებული ჯოხი ეკავა. ვის ბუმბულსაც ცეცხლის ალი მოედებოდა, მას სიხარულის ყიჟინით აჯილდოვებდნენ. შემდეგ ყველაზე ძლიერ 16 მამაკაცს დიდი კალათით მიჰქონდა ხასხასა წითელი ბურთი. მას ზარ-ზეიმით მაღალ სვეტზე ათავსებდნენ და ერთხმად შესძახებდნენ: ”დაიბადა ახალი მზე! მოვიდა ახალი წელი!”

ტაილანდი:

ტაილანდში ახალ წელს რამდენჯერმე ზეიმობენ. სინი ყველაფერს აკეთებენ, რათა კათოლიკე ტურისტებს 31 დეკემბერს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნან. მთელი ქალაქი ხელოვნური ნაძვის ხეებითა და სანტა-კლაუსის უამრავი გამოსახულებითაა მორთული.
ახალი წლის ატმოსფეროს ქუჩებში სახალხო სეირნობა და შოუ-კონცერტები ქმნის. შემდეგ ტაილანდელები ჩინურ ახალ წელს აღნიშნავენ, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით მოდის. ეს მათი საყვარელი დღეა. იწყება სახალხო სამზადისი და განსაკუთრებული ტრადიციული კერძების მომზადება. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი ბატი, ზვიგენის ლაყუჩების წვნიანი, ბრინჯის არაყი კი მათი ტრადიციული სასმელია. შუაღამის დადგომისას ტაილანდელები ქუჩაში გადიან. ფოიერვერკებითა და საკარნავალო სანახაობით ტკბებიან. ჩინური ახალი წლის შემდეგ, 13-დან 14 აპრილის ღამეს, ტაილანდელები ნამდვილ ახალ წელს ხვდებიან. ეს ოჯახური დღესასწაულია. ვახშმისთვის თევზეულისა და ფრინველის მრავალგვარი კერძი მზადდება, სვამენ ბრინჯის არაყსა და ლუდს. სახლებს ტაილანდელები პალმის რტოებითა და ორქიდეებით რთავენ, მათი საახალწლო რიტუალი განბანაა. ამ დღეს ისინი წყლით ასველებენ სახლებს, ბუდას ქანდაკებას, ნაცნობებსა და უცნობებს.

ყველას გილოცავთ დამდეგ 2013 წელს <3<3 ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს = ))

ძალიან გთხოოვთ არ დაინანოთ კომენტარები ძალიან მინდა მეგობარი გავხდე აი ძალიან ძალიან გთხოოვთ რა არ დაიზაროთ კ კომენტარის დაწერა მართლა ბევრი ვიწვალე მიყვარხართ ყველა <3<3
                                                    Daamowma:Anukaankam<3
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1306 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2012-12-31 Spam
momewona warmatebebii :* :*