მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 10 » ახალი ქართული მხატვრული ფილმი „ნაწილები“
3:23 PM
ახალი ქართული მხატვრული ფილმი „ნაწილები“
„ვერსიო ფილმსი" წარმოგიდგენთ მხატვრულ ფილმს „ნაწილები" 

როლებს ასრულებენ: ნიკა თავაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ლაშა ონიანი, გიორგი კალანდაძე, 
ნოდარ მამულაშვილი, გრიოგი გურგულია, დავით ქაცარავა და მარინა ჯანაშია. 

ფილმში მოთხრობილია სამეცნიერო ექსპერიმენტის შესახებ, რომლის განხორციელებას სავალალო შედეგამდე მიყავს ამ პროცესის მონაწილენი. 
ფილმის ჟანრი ქართულ თანამედროვე კინემატოგრაფიაში მართლაც განსხვავებულია. სცენარი ისეა აგებული, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის გასაგები იქნება შინაარსი. ის არ ეხება მხოლოდ ქართულ ლოკალურ თემატიკას. შესაბამისად ქართული პრემიერის მერე იგეგმება ფილმის გატანა საზღვარგარეთ, დასაწყისისთვის პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებში. ფილმის ნახვა შესაძებელია 10 მაისიდან კინოთეატრებში „ამირანი", „რუსთაველი" და „აპოლო". 

თრეილერი

რეჟისორი - ნიკოლოზ ჯავახიშვილი 
აღმასრულებელი პროდიუსერი - ოთარ ჭუმბურიძე, 
პროდიუსერები - ნოდარ მამულაშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, 
დავით ქაცარავა. 
სცენარის ავტორები - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ნინო კელაურიძე. 
დამდგმელი ოპერატორი - იგორ ტოჩილნიკოვი 
დამდგმელი მხატვრები - კაკადუ, ნიკოლოზ ჯავახიშვილი. 
მუსიკა - ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე. 
ჟანრი - დრამა/მისტიკა/სამეცნიერო ფანტასტიკა 
ფილმი რეჟისორისთვის და საპროდიუსერო ჯგუფისთვის პირველი სრულმეტრაჟანი ნამუშევარია. გადაღებები დაიწყო 2011 წლის სექტემბერში. პირველი ეტაპი ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდა. მეორე ეტაპი მიმდინარეობდა 2011 წლის ნოემბერში. მესამე ეტაპი კი 2012 წლის ივლისში და ეს იყო გადაღებების რთული პროცესის დასასრული. 
ფეისბუქის გვერდი: "ნაწილები" / "The Parts" (by Versio Films)


M i s s ♥ M a r t i n a
კატეგორია: ╚►ფილმები | ნანახია: 954 | დაამატა: elizabeth05 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-05-10 Spam
dzaan maintereseebs <33 ragac gansxvavebuli janriaa ))