მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 20 » . ახალი ჩანახატი.. -_-
3:22 PM
. ახალი ჩანახატი.. -_-

სანამ სისხლს გვადენენ..
ჩემი ბოლო ჩანახატი.!<3 
იმედი მაქვს ეს მაინც მოგეწონებათ დააკომენტარებთ.))

 



მე ვარ შიშველი.
მე ვარ დამუნჯებული.
მე ვარ დებილი.
მე ვარ უიმედო.
მე ვარ რეალისტი.
რადგან მე ვცხოვრობ წარსულით.
რომ იცოდე რამდენი რამ მინდა მოგიყვე…
რომ იცოდე როგორ მინდა მზე დაგანახო…
რომ იცოდე როგორ ვისწავლე ფრენა…
რომ იცოდე როგორი გულწრფელია დღეს ჩემი საუბარი…
შეიცვლებოდი.
    შენ ბევრი რამ არ იცი და არ გიგრძვნია, მაგრამ მაინც მთელს სამყაროს შენად მიიჩნევ. სულ რამდენჯერ გნახე და ყოველ დღე უფრო გენიალური აზრები მებადება შენზე. აქ იცი რა საშინელი ცხოვრებაა.
აი შენ ხომ იცი, რაც არის ტკივილი?  აქ კი სულ სხვანაირად აღიქვავენ და გრძნობენ.
შენ ხომ იცი რა არის ნდობა? აქ არ არსებობს…
აღარ მინდა ჩემი აზრები მოგახვიო თავზე…
მანდ რა ხდება, თბილა?  ამბობენ ადამიანები ვერ მიდიან იქამდეო, სადაც შენ ხარ. გინახავს ვინმე ჩვენი მსგავსი ?
„მჭირდები,რომ დაგჭირდე შენ."
შავი ნათება…
დამწვარი ხელები…
ჩვენ გავდნებით მინაზე.
ჩვენ შევიშლებით.
ჩვენ დავლევთ იმდენს,რომ დავთვრებით ტკივილამდე.
სანამ სისხლს გვადენენ, ჩვენ გვეყვარება ერთურთი.
ბევრი კითხვა მაწუხებს და ალბათ,როცა ამ წერილს წაიკითხავ გამცემ პასუხს…

****

მაინტერესებს შენთან ადამიანს შეუძლია თუ არა ძილში გული წაუვიდეს..
მაინტერესებს შენთან იზრდება თუ არა ცა…
მაინტერესებს შენთან რატომ არასდროს არ ჰყვება შენი თითების სუნი ჩვენს მომავალ ჩაის ფინჯანს…
მაინტერესებს შენთან არსებობს თუ არა უჩრდილო არსება…
მაინტერესებს შენთან არიან თუ არა პოეტები..

 ——————————————–

01.03.10.


BY YOUR "NINNIE"
ლავ იუ ბეიბი.))
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 764 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 3
2013-02-20 Spam
ავვ რა კარგია! ♥
ლავ იუ თუ სვითჰა ^ ♥