მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » აქ მეტი აღარ დარეკო!!
6:39 PM
აქ მეტი აღარ დარეკო!!

Don'T CalL
აქ მეტი აღარ დარეკო!!
ნახეთ აუცილებლად
იმედია მოგეწონებათ





- ალო
- ...
- ალო
- ...
- გისმენთ!
- ...
- ჩაგიწყდა ხმა!?
- რატომ ასე უხეშად?
- რომელი ხარ?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს!?
- აუ, დეგენერატი ხარ ვიღაცა, აქ მეტი აღარ დარეკო!

- ალო
- შენი ნომერი უკვე ზეპირად მახსოვს : )
- ისევ შენ ხარ? გაფრთხილებ აღარ დარეკო, თორემ ...
- რა მემუქრები?
- ...

- ალო
- გირჩევნია მომისმინო
- ვინ ხარ?
- რა პრობლემაა, ცოტა ხანი რომ დამითმო?
- ვინ ხარ ადამიანო? რას გადამეკიდე?
- არ მიცნობ, მაგრამ ძალიან მინდა რომ გაგიცნო : )
- საიდან გაქვს ჩემი ნომერი?
- რომ გითხრა არ დამიჯერებ
- რა, დაგესიზმრა?
- ჰა ჰა, არა, სიზმრები არ მჩვევია : )
- აბა საიდან?
- უბრალოდ თავისით აიკრიბა
- კარგი რა! გეხვეწები სხვასთან დარეკე და ის გაართე, მართლა არ მცალია
- რას აკეთებ ამისთანას?
- ყოველ შემთხვევაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს !!
- გეხვეწები დამელაპარაკე
- რაზე უნდა დაგელაპარაკო სხვა საქმე მონახე
- ჰაერივით მჭირდება შენთან ლაპარაკი, მაგრად მამშვიდებ
- როგორ დაგამშვიდე ერთი ?!
- შენ ეტყობა შენი თავის ფასი არ იცი!
- აუ ... შენღა მაკლდი
- სწორად მოვარტყი? ისე მაგარი დაკომპლექსებული ხარ
- იცი რა ...
- რა, როცა სიმართლეს გეუბნებიან ცოტა ტეხავს ხო?!
- ვინმემ გთხოვა დამირეკეო და სიმართლე მითხარიო?
- ამიტომაც უნდა მომისმინო, დაგეხმარები
- არავის დახმარება არ მჭირდება, რასაც შენზე ვერ ვიტყვი.
 ასათიანისკენ თუ ჩაივლი კარგს იზამ
- არ მიცნობ და შეურაცყოფას მაყენებ
- ბიჭო რას გადამეკიდე დამანებე რა თავი!
- არა, შენთან რაღაც აეწყო
- რა აეწყო?
- საუბარი
- შენ ამას საუბარს ეძახი?
- მემგონი უკვე გავიგეთ ერთმანეთზე რაღაც-რაღაცეები
- რა გაიგე ამისთანა?!
- ახალგაზრდა ხარ, ასე 25-27-ის
- 26-ის
- ხომ ხედავ!!! გაუთხოვარი
- ეს საიდან დაადგინე?
- მოწყენილი ხმა გაქვს, თან არავინ არ გაჩქარებს
- ხო აბა! გათხოვილებს ძალიან ბედნიერი ხმები აქვთ
- მივხვდი, გათხოვილი იყავი
- დავუშვათ ვიყავი, მერე?
- არც არაფერი, უბრალოდ ხმაზე გეტყობა რომ მარტო ხარ! შეიძლება მეგობრები გყავს, მაგრამ მაინც მარტო ხარ
- დამანებე რა თავი!
- ხოდა თავში ჩაკეტვას არ ჯობია დამელაპარაკო, იქნებ რამე რჩევა მოგცე
- ...
- რატომ გაჩუმდი?
- ცუდ ხასიათზე დამაყენე. გიყვარს ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება! : (
- არა, მასე ნუ ფიქრობ
- აბა ადამიანს ეუბნები მარტო ხარო, შე საწყალოო : (
- შე საწყალოო ვინ გითხრა, რომ მარტოობა ყოველთვის ცუდია..
- აბა კარგია?!
- ზოგჯერ მართლაც რომ კარგია, უფრო მეტი დრო გაქვს ფიქრისთვის
- იცი, მივხვდი! ციხიდან მირეკავ
- აუუუ, მაგარი ფანტაზია გქონია. არა, გენაცვალე, ციხეში ნამდვილად არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ
- მაშინ მაგარი უსაქმური ხარ!
- რატომ?
- აბა უცხო ადამიანს ამდენ ხანს ელაპარაკები, სხვა საქმე არ გაქვს!?
- მემგონი უცხო აღარ ხარ. თანაც იგივე შემიძლია შენზე ვთქვა. შენ რა არ მელაპარაკები?
- მე?
- კარგი რა! აბა რა მნიშვნელობა აქვს საიდან ვრეკავ?!
- ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა
- რატომ ხარ ასეთი ცივი რა გიქნა ქმარმა?
- რა უნდა ექნა?!
- 26 წლის გოგოს სიცოცხლის ხალისი არ აქვს, ალბათ ქმრის ბრალია ხომ დიდი ხანია რაც დაშორდი?!
- არც ისე, ნახევარი წელია
- რა! და ამდენი ხანი ვერ დაივიწყე?
- როგორ უნდა დაივიწყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება გიყვარს?! : (
- აუ კარგი რა! რა მთელი ცხოვრება.. : )
- ათი წელია ვიცნობ. 3 წელი ერთად ვიყავით : (
- გიყვარს?
- ძალიან!
- რა დამაჯერებლად თქვი!
- მართლა მიყვარს !! : (
- მერე?
- რა მერე?!
- თუ გიყვარს, პრობლემას რატომ ქმნი?
- მე ვქმნი?
- აბა რატომ დაშორდი?
- თვითონ წავიდა : (
- სად?
- სამსახურში ერთი ბოზი გადაეკიდა და იმასთან წავიდა : (
- ვაა, ეს რა მითხარი?!
- აბა, ასეთებიც ხდება. წავიდა ჰე...
- ბავშვი?!
- არა, სულ მარტო დავრჩი. ისე მაგრა მოარტყი, სულ მარტო ვარ : (
- კაცო, რატომ გაუშვი?
- რა კარები ჩამეკეტა, თუ იატაკზე გავწოლილიყავი?
- გეთქვა, რომ გიყვარს !
- მთელი ცხოვრება მაგას არ ვეუბნებოდიი ?!
- ეტყობა ის ნაშა უფრო ხშირად ეუბნებოდა
- აუ, გეხვეწები რა! ნუ დაიწყე ყველაფერი თავიდან
- არა, უბრალოდ თუ ხვდები რატომ მიგატოვა?
- ეს რომ ვიცოდე, ამდენ ხანს კი გადავიტანდი როგორმე მაგ ამბავს
- იმას თუ უყვარხარ?
- გიოს?
- გიოს თუ შალვას, აბა რა ვიცი, შენს ქმარს
- ვერ გეტყვი. ალბათ აღარ ვუყვარვარ... ის ბოზი უყვარს
- კარგი რა... ნაშები არ უყვართ, ნაშებს...
- რომც არ უყვარდეს, ხომ მაინც იმასთანააი ჩემთვის აბა რა მნიშვნელობა აქვს ისეც და ასეც მარტო დამტოვა
- მერე, არ გიცდია შემორიგება?
- არ შემიძლია ადამიანს კალთები შემოვახიო. თუ არ უნდა, ძალით დავაბა?
- ეხლა გისმენ და მემგონი მართლა გიყვარს. კაცმა ამდენი ტკივილი მოგაყენა და მაინც რა სითბოთი ლაპარაკობ, თითქოს იცავ კიდევაც
- აბა რა ვქნა ვერ შევიძულებ. რაც ვარ ეს ვარ. ისე, ეტყობა მომავალში ვიღაცას მაგრა გაუმართლებს
- მართლა? მომავალზე თუ ფიქრობ უკვე კარგის ნიშანია! ვინმეს ხომ არ უმიზნებ?!
- ვის ვუმიზნებ?! ჯერ გიო უნდა დავივიწყო..
- მაზოხისტი ხარ!
- რა შუაშია ეტყობა დრო ჭირდება ყველაფერს. გავა დრო და გულიც გამიცივდება !
- აუ, ამის დედა ვატირე! რას ვერ ხვდება შენი ქმარი!... ძალიან კარგი ადამიანი ხარ!
- ამას ამდენი წლის მერე მიხვდი?!
- ...
- გიო გეგონა ვერ გიცანი?
- ხო ან, მე ვარ
- მერე?
- მერე? მერე შენ უნდა მითხრა რა ვქნა!?
- მე რა გითხრა?! გამოგაგდო შენმა ძუკნამ?
- არა, დიდი ხანია ერთად არ ვართ : )
- ...
- უკვე ერთი თვეა, მაგრამ ვერ გავბედე შენთან მოსვლა. ან...
- რა გინდა?
- მოკვდა?
- ვინ?
- სიყვარული
- ჩემი არა, შენი?
- ან, იდიოტი ვარ, იდიოტი
- ...
- მაპატიე, თუ ჩემი ანა ხარ
- რა ვქნა, რომ უკვე დიდი ხანია გაპატიე?!
- მართლა?
- ეხ გიო, შენ მართლა არ მიცნობ! იქნებ როგორღაც გამიცნო?
- კარგი ან მაშინ გააღე კარები, ამდენი ხანი შენს კართან ვდგავარ...


NiiniiTo


კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 960 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8
2013-03-24 Spam
dzaliaann momewona ))