მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 4 » .Adriana Lima.
6:38 PM
.Adriana Lima.
.Adriana Lima.
.|ადრიანა ლიმა ჩემთვის ულამაზესი|.
 ||და უსაყვარლესი ანგელოზია||
.|იხილეთ სრულიადში მის შესახებ ყველაფერი|.
||რისი მოძიებაც შევძელი||
.|ბიოგრაფია|კარიერა|ფაქტები|.
.|ფოტოები|აიკონები|ანიმაციები|.
 


ბიოგრაფია:

ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში. 

მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ.

 ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული.

 მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა 

მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება,

 რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები,

 ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.

 

კარიერა :

ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო 
სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. 
ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა 
„ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის" კონკურსის გამარჯვებული. ცოტა ხანში „ფორდის" 
ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს 
ადრიანამ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში – „ფორდ სუპერმოდელი",
 რომელიც ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. 18 წლის ასაკში ადრიანა 
ნიუ–იორკში მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან" გააფორმა კონტრაქტი. 
ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 
13 ჟურნალის ყდაზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა 
„Marie Claire" და „Vogue". იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. 
პოდიუმზე ის „Christian Lacroix–ს", „Fendi–ის", „ Emanuel Ungaro–ს", „Giorgio Armani–ს", „Valentino–ს" 
და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. 
ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, 
თაიმ-სქვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს".
2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess" და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა.
 ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას 
„Victoria’s Secret–თან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის
 საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე 
მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.


2001 წელს შედგა ადრიანას დებიუტი დიდ ეკრანზე. განთქმული ჩინელი რეჟისორის 
ვონგ კარ ვაის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „მძღოლი – თვალყურის დევნება",
„BMW-ს" დაკვეთით იყო გადაღებული, ადრიანა ლიმამ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან 
– კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა.
 გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო
 „Victoria’s Secret–ის" ცნობილ რეკლამაში, სადაც მას პარტნიორობას ლეგენდარული 
მუსიკოსი ბობ დილანი უწევდა. სარეკლამო რგოლში, 
ზურგზე მიმაგრებული ფრთებით
 და ქვედა საცვლებით ადრიანა ლიმა ვენეციის ქუჩებში სეირნობდა – მაშინ მსოფლიო 
პრესაში დაიწერა რომ, ასეთი რეკლამის დავიწყება თითქმის შეუძლებელია.


ფაქტები:

*27 წლამდე, გათხოვებამდე  ადრიანა ლიმა ქალიშვილი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, 

რომ ადრიანასა და მის მეუღლეს შვილი ზუსტად  ქორწინების 9 თვის თავზე შეეძინათ.

*ადრიანას საყვარელი ტელეშოუებია: «The Simple life», «Deadwood, Family Guy», «American dad»,

 «American Idol», «Pop Idol», «So you think you can dance».

*მომავალი მოდელი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლებმა მაღაზიაში შენიშნეს, როცა ის სულ რაღაც  13 წლის იყო
 
*ლიმა მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფის ელენ ფონ უნვერტის მუზა და საყვარელი მოდელია. 

*ადრიანას არ ჰყავს არც ძმები, არც დები. ის ერთადერთი შვილია.


*2003 წელს ადრიანას წილად ხვდა ნებისმიერი მოდელის სანუკვარი ოცნება. Victoria’s Secret-ის შოუს გახსნა.

*2002 წელს მოდელი მუსიკოს ლენი კრავიჩზე იყო დანიშნული.

*ადრიანას აქვს აფრიკული, ინდური, შვეიცარული და ინდიელების ფესვებიც კი.

*ჯერ კიდევ პატარაობისას ადრიანა ამბობდა, რომ თუ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევდა, 

აუცილებლად დაეხმარებოდა უსახლკარო ბავშვებს.

*ადრიანა ცნობილია როგორც რელიგიური მოდელი. მას მოგზაურობისას ყოველთვის თან დააქვს ბიბლია.

 ბავშვობაში მას მონაზვნობაც კი სურდა. ის ეკლესიაში ყოველ კვირას დადის.


*ბავშვობაში ადრიანა ძალიან მორცხვი და გულჩათხრობილი იყო. მან ბიჭს პირველად 17 წლის ასაკში აკოცა.

*ადრიანას საყვარელი სამზარეულო იაპონურია. ის ხშირად დადის იაპონურ რესტორნებში.

 *ბრაზილიელ მოდელს არ უყვარს ხმაურიანი ცხოვრება და კლუბებში სიარულს სახლში განმარტოება ურჩევვნია.

*ადრიანას საუკეთესო მეგობარი არის   Victoria’s Secret-ის კიდევ ერთი ”ანგელოზი” დოუცენ კრუსი. 

მოდელებმა ერთმანეთი სწორედ VS-ის დახმარებით გაიცნეს.

*ადრიანას ტრადიციად აქვს ქცეული შვებულების აგვისტოს თვეში აღება.

Tumblr_lyu4vixtsf1qzhxwqo1_500_large

ფოტოკრებული:

Tumblr_m1ki2qjbjj1qkjmoxo1_500_large
Tumblr_m2lz3mltma1rnh21uo1_400_large
Tumblr_m06j50totb1r7nbe3o1_500_large
Tumblr_m03eagjc7i1qehx75o1_500_large
Tumblr_m0090m695n1r9h8kuo1_500_large


აიკონები:
ცოტაა,მაგრამ ყველა დაპატარავებულია -___-

  
  
  
  
image image image
 image image image
  
image image 
image image image 
image image image
image image image
image image image
  
  
ანიმაციები:
Tumblr_m60heum5wm1rq3mpuo1_500_large
image image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image

ლიმა და სარა..იმედია მხოლოდ მე არ ვამსგავსებ მათ ერთმანეთს :დ ♥

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 1046 | დაამატა: N♡IAN | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-06-05 Spam
dsaalian momeowna siaxlee!!
da gapormeba
17 wlis iko bichs ro akocaA?;dd
xmmm ))