მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » Add me to you! [1]
10:14 PM
Add me to you! [1]
..და აი ლიფტის კარები გაიღო. ედ ნუ სულელობ! გეყო! გეყო’მეთქი ნუ ათამაშებ ასე წარბებს, ნერვები მეშლება. არ ესმის მგონი. ეეე, მარჯვენა ფეხით. ხტფუი, რაღაცა შარს აიკიდებ უეჭველი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო’თ, მოკლედ ვიტყვი.. ედმა ‘ამოიჩრა’ საქაღალდე იღლიაში და გზა განაგრძო თავისი კაბინეტისაკენ სტვენთა და ჰალსტუხის სწორებით.
 
მისკენ მომავალმა ქერა ქალბატონმა ჯერ თავის დეკოლტეს დახედა და სხეულის ნელი რხევით წინ გადაუდგა თავის უფროს, არამარტო აქ სამსახურში, არამედ .. მგონი ყველაფერს მიხვდით. ტუჩები გაილოკა და ვნებიანი თვალები შეანათა.
 
-მისტერ ედ, დღეს სერიოზული ..-მიუხედავად იმისა, რომ ეცადა, რაც შეიძლება ოფიციალური საუბარი წარმართულიყო მათ შორის, ედმა მაინც არ დააცადა და მოკლედ მოუჭრა. 
-ჩემი მენეჯერი მოაგვარებს ყველაფერს-უემოციო სახით განაგრძო გზა, თუმცა ელეონორი რის ელეონორია რომ არ დაასვენოს სამსახურში მაინც თავისი ხუშტურებისაგან. 
-ჰეი, ასე არ შეიძლება. ხომ იცი როგორ მჭირდება შენი ყურადღება?-ხმა დაიტკბო საყვარელმა. 
-ჰო, ვიცი, ამიტომ ყველაფერი დამთავრდა. ადიოს მაი ფრენდ-ხელი აიქნია და ღიმილით შეაღო კაბინეტის კარები. მხოლოდ მას შემდეგ რაც სავარძელში მოკალათდა ფრთხილად გადაშალა თავის დღიური, რომელსაც მთელი შვიდი წელი წერდა. 
„სკოლიდან გამრიცხეს". „დღეს მამა გავხდი, თუმცა მკიდია". „ახ ბოჟე მოი, რა დავაშავე? ჩემი შვილის დედამ სკანდალები მოაწყო. ხმა მამაჩემამდე მივიდა. დამერხა". „მამაჩემმა ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მიიღო. მგონი ისევ მთვრალი ვარ". „დედა შოკშია. დაავიყწდა რომ პირველი აპრილია და ლამის გაგიჟდა ოჯახში კინაღამ უწესო ქალი, რომ შემოვიყვანე. თქვენ მე არ მიცნობთ". „დღეს ჩემი დაბადების დღეა. ახალი ამბავი. დავიგრუზე, სწორედ ამ დღეს მომიკვდა ჩემი კატა ლუი. მერე რა, რომ უჯიშო იყო?!" „მე სრულწლოვანი ვარ, მაშასადამე მამამ ბიზნესის წილში გამიყვანა". სადღაც შუაში გადაშალა, მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილას. „მამა პენსიაზეა, მისი კომპანია, სავაჭრო ცენტრი „add” ჩემია".
 ახლა სულ ბოლო გვერდზე გადაშალა, კალამი მოიმარჯვა და ლამაზი კალიგრაფიით, მისთვის რათქმაუნდა თორემ ყველას კი არ შეუძლია მისი ნაწერის გარჩევა. ეს მხოლოდ მის ძაღლს შეეძლო, საცოდავი მოკვდა. 
„დღეს ელეონორს დავშორდი". დღიური საიმედოდ დამალა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. მალევე სახე გაუნათდა. იდეები ედ იდეები.. უცებ ‘წამოფრინდა’ დაა .. 
-მის ვესლი თქვენი ყბა გაწიეთ, თორემ ვერ ვხედავ ჩემს მენეჯერს.
 
***
 -როგორ დავწერო ?
 -ჩვეულებრივად სტენ. მისმინე. ყურადღება! სავაჭრო ცენტრი ედ აწყობს აქციას. 18-დან 20 წლამდე გოგონების საყურადღებოდ. 
 -რატომ მაინც და მაინც 18-დან 20-მდე/-გაკვირვება ვერ დამალა სტენმა, რომეიც არამარტო ედის მენეჯერი არამედ საუკეთესო მეგობარი იყო, ვინ მიიებდა აბა წესიერ სამუშაოზე სკოლიდან გამორიცხულ ‘თხუპნია ბიჭს’? არც არავინ. 
-მაკვირვებ. ბრატ მოი, მისმინე .. ჩვენ ორივენი ვართ 23 წლის, მაშასადამე ახალგაზრდა გოგონები გვჭირდება.. მივხდი? მოკლედ ცოლი მომყავს._ორ წუთიანი დუმილი.
 -სტენ, სტენ .. კარგად ხარ?-ჩვენი უშიშარი ედი ახლა მართლა შიშმა აიტანა, როდესაც დაინახა როგორ გაუფართოვდა მის მეგობარს თვალები და როგორ აუტყდა საშინელი ხველება და შემდეგ ეს ყველაფერი გაუჩერებელ სიცილში გადაეზარდა.
 -უკვე კი-სული მოოითქვა, ძლივს ამოიხრიალა და განაგრძო-მერე რას აპირებ? 
-სანამ ცოლს მოვიყვან ალბათ იქამდე გადავიფიქრებ. ვნახოთ რა.. -ცალყბდ გაიღიმა და კარნახი განაგრძო- შემდეგ ასე დაწერე: სავაჭრო ცენტრი "add” მართავს აქციას. თუ თქვენ მოხვალთ საცვლებით გახვალთ ჩაცმულნი და რაც მთავარია სრულიად უფასოდ.
 -ეს რაღა საჭიროა? 
-თავიდანვე რომ გაიგო არის თუ არა უნაკლო, ლოგინში უკვე გვიანია.
 -ოკეი, შემდეგ. 
-გელით და ვსო. 
-გენიოსი ხარ. 
-ეს იყო 2013 წლის აღარება-გველივით ჩაისისინა და .. უბრალოდ დაელოდა მოვლენების განვითარებას. 
***
 
-მე მინდა.. მე მინდა ..-გეგონებოდა ყოყმანობდა, თუმცა ვინც მეთიუს კარგად იცნობდა მიხვდებოდა, რომ ამას უბრალოდ ინტერესის გაღვივების მიზნით აკეთებდა და ბოლო მართლა „შოკი" იქნებოდა
-განცხადებები დაათვალიერე? უახლესი აქციები?-გამომცდელად გახედა თავის მსხვერპლს ევანჯელინას, მისთვის ევის. 
-თქვი ბოლოდაბოლოს-მწყობრიდან გამოსულმა ლამის ყურში ჩაყვირა. 
-ოკ, მაცა რა-ლამის სახეში „შეაბოლა". 
-თქვი-ახლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით ყურში ჩაყვირა, არც ერთი-ორი მუჯლიგუნი დავიწყებია. 
-კაი, კაი. მოკლედ ეს წაიკითხე-მიაწოდა ხელში განცხადება, რომლითაც მთელი ქალაქი იყო აჭრელებული
-მინდა მონაწილეობა მიიღო აქციაში. 
 ყველამ კარგად იცოდა, რომ მეთიუს მოსწონდა ევი, მაგრამ არ იმჩნევდნენ. გადაუვლისო. ევიც ასე ფიქრობდა. სახეზე სიბრაზისგან გაწითლა. განცხადება შუაზე გახია, უფროსწორად მეთიუს თავზე გადაახია და სილა გააწნა. 
 
-ნაგავო. 
-სორრყ, თუ უარზე ხარ, მაშინ როგორც ვთვით მკვდარ ბაყაყს უნდა აკოცო. გაწყობს ეს?-გამომცდელი მზერით გახედა
-არ ღირს.
 -ოკ-ხასიათი სრულიად შეეცვალა და გულიანად გადაიხარხარა. ეს მხოლოდ პირველი რეაქცია იყო. არაუშავს სურვილია. მისი ხასიათიდან ამოვარდნა მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ ეს სურვილი მეთიუსი იყო, თორემ ეს მის ხასიათს სულ არ შეესაბამებოდა. ყველაფერ ცუდში კარგს ხედავდა და კარგში კიდევ უფრო კარგს.
 
სამ საათზე ყველანი სავაჭრო ცენტრის პირისპირ იყვნენ. მხოლოდ ერთი აკლდათ. ალბათ გგონიათ, რომ ეს ევანჯელინა იყო, მაგრამ არა. მეთიუს როგორც ჩანს არც ერთი ნეკნი არ დაუტოვა მთელი ქალბატონმა. 
-1.. 2.. 3, წარმატებები-მხარზე ხელი დაარტყა და ტანისამოსი გამოართვა კლერმა თავის მეგობარს.

ფოტოების სიმცირის გამო ბოდიშით, ვეღარ ვასწრებ და .. მითხარით ღირს თუ არა გაგრძელება..))

RichBitch
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 949 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-05-14 Spam
normalurad ver gavige)
tumca dzaan kargia.