მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 12 » ადამიანები რომელმაც გვასწავლეს რა არის ნამდვილი მუსიკა
7:59 PM
ადამიანები რომელმაც გვასწავლეს რა არის ნამდვილი მუსიკა
ეს არის ჩვენი დროის კომერციული მუსიკის აღზევების ერა. სადაც საუბარი იყო ბრწყინვალე მუსიკაზე და შემსრულებლებზე. დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანი თუ არა ნახევარზე მეტი მაინც მათ ანიჭებთ უპირატესობას ვინც ჩვენ.. დიახ ჩვენ ამ თაობას ნამდვილი , მუსიკა დაგვიტოვეს .. მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ,ამ ადამინაებსა და მათ შემოქმედებას... ۞۞ 
 
 რეი ჩარლზი რეი ჩარლზი დაიბადა 1930 წლის 23 სექტემბერს ,პატარა ქალაქ ელბანში, შტატ ჯორჯიაში. მამა ბეილი რობინსონი , დედა არეტა რობინსონი. მისი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო. როგროც თავად ამბობდა სხვა ზანგებს შორისაც კი ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ, ყველას დაბლიდან უყურებდნენ და მათ ქვემოთ მხოლოდ მიწა იყო.
   
 მაშინ როდესაც მოხდა ტრაგედია , რეი ხუთი წლის იყო მისი ძმა ქუჩაში მდგარ ტაშტში ჩავარდა, რეი ცდილობდა, მთელი ძალებით პატარა ძმის გარადრჩენას, მაგრამ ჯორჯი მისთვის ძალან მძიმე აღმოჩნდა, სამწუხაროდ ჯორჯი დაიხრჩო, ხოლო რეი სტრესის გამო ნელა-ნელ კარგავდა მხდეველობას ხოლო შვიდი წლის ასაკში საერთოდ დაბრმავდა. დაბრმავების მიზეზი უცნობი დარჩა, მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რომ გამომწვევი მიზეზი გლაუკომა იყო.
 
 მისმა მუსიკალურმა ტალანტმა სამი წლის ასაკში იჩინა თავი რაზეც დიდი გავლენა აფთიაქის მეპატრონემ იმოქმედა, რომელიც პიანინოზე უკრავდა. ამ უკანასკნელმა ასწავლა პირველი სამი ნოტი რეის.შემდგომ ჩააბარა ბრმებისა და ყრუებისათვის განკუთვნილ სკოლაში, სენტ-აუგუსტინეში, შტატი ფლორიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ რეი მონაწილეობდა ბევრ მუსიკალურ პროექტში, ძირითადად ჯაზის და ქანთრის სტილში. თავის შემოქმედებაში კრებდა ცნობილი ჯაზმენების შთაგონებას, როგორებიცაა ქაუნთა ბეისი, არტა თეითუმა და ართი შოუ .
   
 მან დასაბამი მისცა რითმ-ენდ-ბლუზის მიმდინარეობას. მან შემოიტანა სოულის ხმოვანება ქანთრიში, პოპ სტანდარტებში. ფრენკ სინატრამ მას უწოდა "ერთადერთი ნამდვილი გენიოსი ამ ბიზნესში", ხოლო ჟურნალმა როლინგ სტოუნი რეი ჩარლზს სიაში "უკვდავები" ანუ 100 უკვდავი ადამიანი.. რეის მე-10 ადგილი მიუჩინა. 
 
 ♫ჯიმ მორისონი ♫ მორისონი 1943 წლის 8 დეკემბრს დაიბადა მელბურნში . იგი ყველაზე ცნობილია როგორც ცნობილი ჯგუფის „The Doors" მომღერალი, სოლისტი. ჯიმი როკის ისტორიაში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და როკზე შეყვარებულ ადამიანად. უყვარდა ლექსების წერა. ის ასევე იყო რამდენიმე გამოცემული წიგნების ავტორი. ასევე იყო რამდენიმე დოკუმენტრუი ფილმის პროდიუსერი.
როგროც ფაქტი და თავად ჯიმი ამტკიცებს .. იგი შეესწრო საშინელ ავარიას უდაბნოში, სადაც ადგილობრივი ამერიკელების ოჯახი დაიღუპა. მან ამ ავარიის შესახებ ისაუბრა თავის რამდენიმე სიმღერაში (Dawn's Highway, Peace Frog, Ghost Song). დიდი ხნის განმავლობაში შოკირებული იყო და სჯეროდრა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. ასევე ამბობდა რომ დაიანხა ინდოელი რომელიც მეორე გზაზე იწვა. ამ ამბავთან დაკავშირებით მან დაწერა წიგნი „The Doors", სადაც ყველაფერი თითქმის დეტალურადაა აღწერილი. .
 
 
 ♫ ფრენკ სინატრა♫ მისი უდიდებულესობა ხმა ფრენკ სინატრა XX საუკუნის პოპ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.1915 წლის 12 დეკემბერს ქალაქ ჰობოკენში, ნიუ-ჯერსის შტატში დაბადებული სინატრა, იყო ერთადერთი შვილი მისი მშობლებისა. რომელიც აღზრდილი იქნა რომაული კათოლიკური წესებით.
 
სიმღერა 8 წლის ასაკში დაიწყო .ადგილობრივ ღამის კლუბში, რის გამო წვრილ ფულს აძლევდნენ. სინატრამ პროფესიონალური მომღერლის კარიერა როგორც თინეიჯერმა 1930 წლებში დაიწყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის სწავლობდა მუსიკას ყურის სმენით, თუ როგორ ეკითხა მუსიკა.მისი ჟანრი ბიგ ბენდი, სვინგი, სტანდარტული პოპი.
 
 ♫ სტივ უანდრი ♫ ამერიკელი ვოკალისტი და ინსტრუმენტალისტი.. ყველსათვის საყვარელი სტივ უანდერი დაიბადა 1950 წლის 13 მაისს. ის დაბადებიდან ბრმა გახლდათ უანდერმა 11 წლის ასაკში ლეიბლთან Motown Records კონტრაქტს ხელი მოაწერა აქვს 10 ცნობილი ჰიტი, რომელიც სხვადასხვა დროს ხვდებოდა ბილბორდის ჩარტში, ხოლო მისი ალბომები გაყიდულია 100 მილიონ ასლზე მეტი რაოდენობით.  
უანდერი მულტი ინსტრუმენტალისტია. იგი უკრავს როგორც სინთეზატორსა და ფორტეპიანოზე ჰარმონიკაზე, კონგაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ორღანზე, კლავინეტსა და ბას გიტარაზე სტივი არის ლეიბლის Motown პირველი და რიგით მეორე აფრო ამერიკელი მუსიკოსი, რომელმაც მიიღო ოსკარი, 1984 წლის ჰიტ-სინგლისათვის I Just Called to Say I Love You, ფილმიდან ქალი წითელში. 
 
 ♫ელვის სპრესლი ♫ მას ხშირად მოიხსენიებენ „როკ-ენ-როლის მეფედ".დაიბადა ქალაქ ტუპელოში, მისისიპის შტატში, გლედის ლავ სმითისა და ვერნონ ელვის პრესლის ოჯახში. მისი იდენტური ტყუპისცალი ძმა, ჯესი გერონი დაბადებისთანავე გარდაიცვალა. 1941 წელს ელვისი სკოლაში შევიდა. თუმცა ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა, მშობლები დიდი შრომის ფასად ახერხებდნენ, შვილს გაჭირვება არ ეგრძნო. სკოლაში ის წყნარი, მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭი იყო. ეკლესიასა და რელიგიას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. სკოლაში მან გაიმარჯვა ტალანტების კონკურსში და თანასკოლელების აღიარებაც მოიპოვა. 1953 წლის 3 ივნისს ელვისმა სკოლა დაამთავრა და რამდენიმე სამუშაო ადგილიც მოსინჯა მემფისში
 
პრესლიმ ბილ ბლეიკთან და სკოტი მურთან ერთად გასტროლები წამოიწყო. ისინი სამხრეთი შტატების პატარა კლუბებში გამოდიოდნენ. 25 სექტემბერს გამოვიდა მეორე ფირფიტა ორი სიმღერით: როკ-ენ-როლი Good Rockin' Tonight" და "I Don't Care if the Sun Don't Shine" ქანთრის სტილში. ჰენკ სნოუმ ის ნეშვილში მიიწვია გრენდ ოლ ოპრიში (Grand Ole Opry) შაბათის შოუში გამოსასვლელად. გამოსვლა ურიგო არ იყო და პრესლიმ მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა,თუმცა გრენდ ოლ ოპრის ერთ–ერთ გავლენიან მენეჯერ ჯიმ დენის არ მოეწონა დაელვისს ურჩია, სიმღერისთვის თავი დაენებებინა და მძღოლობას დაბრუნებოდა. ეს 1954 წლის 2 ოქტომბერს მოხდა. ამან ელვისი მეტად გულდაწყვეტილი და ნაწყენი დატოვა
 
 ♫ერიკ კლეპტონის♫ 1945 წლის 30 მარტს დაიბადა ინგლისში. იგი 16 წლის პატრისია მოლი კლეპტონისა და 25 წლის კანადელი სამხედრო მოსამსახურის, ედვარდ ვოლტერის უკანონო შვილია. მეცამეტე დაბადების დღეზე ერიკს აკუსტიკურიგიტარა აჩუქეს, მაგრამ მას ისე გაუძნელდა დაკვრის შესწავლა, რომ კინაღამ თავი დაანება. იგი საათობით ვარჯიშობდადა ცდილობდა სწორად აეღო აკორდები, რომ მიეღო ისეთივე ჟღერადობა, როგორსაც მუსიკალური ჩანაწერებიდან ისმენდა. 
 
 მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ცნობილმა ბლუზის შემსრულებლებმა. ესენი იყვნენ: ბი.ბი კინგი, ბადი გაი, მადი ვოთერსი და ჯონ ლი ჰუკერი. 1963 წელს კლეპტონი გამორიცხეს ხელოვნების კოლეჯიდან და იგი შეუერთდა ჯგუფ იარდბერდსს. ერიკ კლეპტონის კუთვნილი ყველა გიტარა ისეთივე ღირსშესანიშნავი იყო, როგორც მათი პატრონი. კარიერის დასაწყისში კლეპტონი უკრავდა როგორც გიბსონის, ისე ფენდერის გიტარებზე, მაგრამ 1965 წელს ექსკლუზიურად დაიწყო გიბსონზე დაკვრა, როცა იყიდა 1960 წლის გიბსონის Les Paul standard მოდელი, რომელიც მან გამოიყენა 1966 წლის ჯონ მეიოლთან და Bluesbreakers-თან ერთად ჩაწერილ ალბომში.
 

დაამოწმა ❤:Tày
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 829 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2012-12-12 Spam
4. Tày Sama   ( Tày[??????]

NiiNi ZooZii, aranairad ar aris chamorchenili me piradad dzvel musikas vusmen da es sulac ar miutitebs imaze ro chamorchenili var an dzvelmoduri biggrin qeti kvirikeishvili, bevri aklia magram kurt cobain ar aris vinc exla aq unda iyos , sheidzleba musikashi wvlili miudgvis magram morrisontan shedarebit arc tu ise didi smile