Adam♥Levine
უნიჭიერესი მომღერლის
|სურათები|ანიმაციები|ფაქტები|ბიოგრაფია
სახელი და გვარი - ადამ ლევინი. საქმიანობა - კომპოზიტორი,მომღერალი.
დაბადება - 18 მარტი,1979 (ასაკი 34 წელი.)
განათლება - Brentwood-ის სკოლა.
დაბადების ადგილი- ლოს-ანჯელესი,კალიფორნია.
სრული სახელი და გვარი - ადამ ნოა ლევინი.
ზოდიაქოს ნიშანი - თევზები.
მოკლე ბიოგრაფია.
ადამ ნოა ლევინი დაიბადა 1979 წელს ლოს-ანჯელესში. ადამი არის სამი გრემის მფლობელი და მუსიკალური ბენდის 'Maroon 5'-ის სოლისტი. იგი არის მუსიკალური შოუს 'The Voice'-ის მწვრთნელი. Maroon 5-ი ჩარტებს დაუბრუნდა 2012 წელს თავისი მეოთხე ალბომით 'Overexposed',რომლის ჰიტებიც გახდა 'Payphone ' და 'One more night'. ადამ ლევინი დაუბრუნდა 2013 წელს 'The Voice'-ის მეოთხე სეზონს. მას მონაწილეობა აქვს ორ ფილმში მიღებული 'American Horror Story"-ში და 'Can a song save your life?' რომლის პრემიერაც ჯერ არ შემდგარა.
ფაქტები
♡ Jake Gyllenhaal -ი და ადამ ლევინი ბავშვობიდანვე ახლო მეგობრები არიან.
♡ ადამს მოგებული აქვს 3 გრემი : პირველი აიღო 2005 წელს 'საუკეთესო ახალი მომღელისთვის',მეორე 2006 წელს საუკეთესო პოპ პერფომანსისთვის სიმღერით 'She Will Be Loved' და მესამე 2008 წელს თავისი ჰიტით 'Makes Me Wonder. '
♡ ადამმა 2011 წელს აღიარა რომ,მას ცხოვრების ნახევარი გატარებული აქვს შიშველი .
♡ ადამს აქვს ADHD ,რაც ქართულად განიმარტება როგორც ჰიპერაქტიული აშლილობა.
♡ ლევინმა ახსნა მის 2012 წლის,ივნისის ინტერვიუში თუ რატომ არ ჰქონდა ბავშვობაში პრობლემები გოგონებთან :
' მე ძალიან კარგად მესმის გოგონების,რადგან როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ,დედაჩემი საცხოვრებლად გადავიდა თავისი ძმის ყოფილ ცოლთან-ბიცოლაჩემთან,რომელიც თავის ქმართან ახალი დაშორებული იყო. ასე რომ,მე ვცხოვრობდი ორ მოტყუებულ ქალთან ერთად + ჩემი ბიძაშვილთან,რომელიც ჩემთვის დასავითაა და ძმასთან,მაიკლთან,რომელიც გეია და მე ერთადერთი მამაკაცი ვიყავი მათ ოჯახში,რომელიც ამშვიდებდა მათ.
♡ ლევინი არის "Voice"-ის მწვრთნელი და მან ახსნა,თუ რატომ დათანხმდა იგი ამ შემოთავაზებაზე.
' მე ვგრძნობდი,რომ ხალხი მიცნობდა ისე როგორც მომღერალს,რომელიც ხვდებოდა მომხიბვლელ ქალებს და ხალხი თვლიდა,რომ მე ვიყავი უბრალო მომღერალი,რომელიც შიშვლდებოდა თავის ფოტოსესიებში კეკლუც გოგონებთან ერთად'.
♡ ლევინის საყვარელი მომღერლები არიან,სტივ უონდერი და პრინცი.
♡ ადამ ლევინი მეგობრობს ნატალი პორტმანთან,ადამ ბროდთან და ბილი ამსტრონგთან.
♡ ადამი დადის იოგაზე.
♡ ლევინი პირველად კონცერტს დაესწრო,როდესაც მეხუთე კლასში იყო.
♡ ადამმა,მის 2012 წლის ინტერვიუში აღნიშნა,რომ მას აქვს დიდი და ლამაზი ოჯახი,რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
♡ ადამი არის დემოკრატი.
♡ ადამის ოჯახის წევრები იუდეველები არიან ორივე მხრიდან.
♡ ადამი მუშაობდა ოფიციანტად ერთ-ერთ ჰამბუგერის რესტორანში.
♡ ლევინმა პირველად გოგოს აკოცა,როდესაც ის იყო 11 წლის. 'მე ვიყავი გაოგნებული',უთხრა მან ამის შესახებ ჟურნალ 'ელლე'-ს.
♡ Maroon 5-ის ალბომი ალბომი 'Songs about jane' დაწერილია ადამის ყოფილი შეყვარებულის,ჯეინის შესახებ.
♡ როგორც ავღნიშნე,ადამ ლევინი იოგას ყოველდღე აკეთებს და მას იოგას კონსტრუქტორი დააქვს ტურნეებზეც და ყოველი კონცერტის დაწყებამდე,ბენდი აკეთებს იოგას.
♡ ადამი ერთხელ მუშაობდა სცენარისტის ასისტენტად შოუში 'Judging Army'.
♡ ბიძამისი არის ცნობილი ჟურნალისტი-Timothy Noah.
♡ როდესაც ადამი ტურნეებზეა,ის მოგზაურობს ავტობუსით,რადგან მას არ უყვარს ფრენა.
♡ ადამს ჰყავს მონადირე ძაღლი,სახელად ფრენკი.
♡ როდესაც ის ქრისტინა აგილერასთან ერთად მუშაობდა თავის სინგლზე "Moves Like Jagger' მან ითანამშრომლა ალისია ქეისთან და ქენიე უესტთან ერთად.
♡ ის წერს მარცხენა ხელით,თუმცა გიტარაზე უკრავს მარჯვენათი.
♡ დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს აქვს ნანახი ადამის პერფომანსი კონცერტებზე.
♡ ადამის მამას აქვს მოდური მაღაზია ლოს-ანჯელესში.
♡ ადამის პირველ ბენდს ერქვა 'Kara's Flowers',რომელმაც შემდეგ სახელწოდება შეიცალა და დაირქვა 'Maroon 5'.
♡ ადამს ძალიან უყვარს დედამისი! მას აქვს ტატუ სიტყვით "დედა" (Mom) მის მარჯვენა ხელზე,რომელიც შემოსაზღვრულია გულით.
სურათები და ანიმაციები.
ადამი დარეგისტრირებულია თვითერზე და მისი ოფიციალური ექაუნთი შეგიძლიათ იხილოთ აქ. იმედია მოგეწონათ სიახლე,ყველაფერი ჩემი ნათარგმნიაა ))