მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 7 » About Me & You
4:10 PM
About Me & You
ძალიან ბევრი რამ ჩემზე და თქვენზე
გთხოვთ, ყველამ ნახოთ

 

მოკლე ინფორმაცია

სახელი: მეგი
გვარი: გოდერიძე
დაბადების თარიღი: 1996 წლის 20 მაისი, ღამის 2 საათი xD
ასაკი: 16 წლის
ზოდიაქო: კურო
საცხოვრებელი: ქუთაისი, კერძოდ, ავტოქარხანა ) 
კლასი: მე-11
ოჯახი: დედა, მამა, ძმა(უფროსი :x)
მეგობრები: ძალიან ბევრი, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებული <3 
მომავალი პროფესია: ყველაზე ცუდი კითხვა biggrin გაურკვეველია 
ბავშვობის ოცნება: ვყოფილიყავი პედიატრი(არ ასრულდება)
ბოლო წიგნი: ,,ტიბეტი(არ არის შორს)'' 
მინდა წავიკითხო: ,,მარტოობის ასი წელიწადი''
საოცნებო ქალაქი: რიო 
მეშინია: ცოცხლად დამარხვის
მენატრება: ყველა, ვინც დავკარგე
ვაპატიებ: თითქმის ყველაფერს
არ შემიძლია: ჩემი პატარების გარეშე
ფობია: არანარი, მაგრამ მეზიზღება მწერები და ქვეწარმავლები
დევიზი: <<არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ>>
სტატუსი: Forever Alone 
როგორი ვარ? 

ბანალურად ვიტყვი, მაგრამ მართლ ძნელია საკუთარი თავის დახასიათება.
ჩემს შესახებ იმის თქმა შემიძლია, რომ  ისეთი არ ვარ, როგორიც მინდა ვიყო, მაგრამ არც ძალიან საშინელება )) 
ჩემს დადებით თვისებებად ვთვლი, რომ ვარ საკმაოდ სამართლიანი და ობიექტური(რამდენადაც შესაძლებელია), ერთგული, პირდაპირი და ძალიან, სულ სულ ძალიან მხიარული. 
უარყოფითს რაც შეეხება, ალბათ ძალიან ბევრი მაქვს. მაგალითად, ადვილად არ ვბრაზდები, მაგრამ თუ გავბრაზდი, მერე შეიძლება თავის გაკონტროლება ვეღარ შევძლო. ასევე ხშირად სიზარმაცე მძლევს და ყველაფერი მეზარება. ცუდია, მიჭირს ადამიანებთან კონტაქტის დამყარება. ამ თვისების გამო ყველა უცნობს ვგონივარ ძალიან ჩაკეტილი და ,,მუდო'', მაგრამ საერთოდ არ ვარ ასეთი  და ადამიანს თუ დავუახლოვდი, მერე ძალიან გახსნილი ვარ. უბრალოდ უნდა ვიგრძნო, რომ ჩემთან ურთიერთობა უნდათ. 
 
ვღიზიანდები, როცა...

ვუყურებ ბავშვებს, რომელთაც ბავშვობა საერთოდ არ ეტყობათ(ჩემს პატარაობას რომ ვადარებ, სურვილი მიჩნდება, რომ ბევრი მათგანი მოვკლა)

ერთი და იგივეს რამდენჯერმე მიმეორებენ/მეკითხებიან 

სხვის ცხოვრებაში ერევიან 

უპასუხისმგებლო ადამიანთან მიწევს თანამშრომლობა(ჯერ-ჯერობით მარტო დავალებებს ეხება ეს) 

,,ძერსკობენ'' და არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობაც 

მოდის გამო აცვიათ ის, რაც საერთოდ არ უხდებათ

ერთ დღეს ლანძღავენ ვიღაცას და მეორე დღეს ''ეტენებიან''

არიან პოპ-მომღერლის ფანები და ამბობენ, რომ ''გიჟდებიან ნირვანაზეე''(შეგვიძლია ვიგულისხმოთ ნებისმიერი როკ-ჯგუფი, მაგალითად მოვიყვანე)

ერთ დღეს მცნობენ და მეორე დღეს_ვითომ არ ვარსებობ ) 

რამეს ვაკეთებ და მაშტერდებიან

მთელი მსოფლიო რომ მაღიზიანებს თუ მიხვდით? :DD არა, მთლად ასეც არ არის. ეს თვისებები(ქცევები) არ მომწონს ადამიანებში, თორემ ამის გამო რომ შევიძულო, აღარავინ დამრჩება :D

ჩემი ფავორიტები

ქალები: ნატალი პორტმანი, მირანდა კერი, მარიონ კოტილარდი, ემა უოთსონი, ქენდის აკოლა, დიანა აგრონი, ამანდა საიფრიდი მაილი საირუსი,  ლეა მიშელი, ნინა დობრევი. 

მამაკაცები: ბენ ბარნსი, დენიელ რედკლიფი, დუგლას ბუთი, ეშტონ კატჩერი, ჯერემი კაპონე, ტომ ფელტონი, პოლ უესლი, კრის და ლიამ ჰემსვორტები, ჯოზეფ მორგანი. 

წიგნები: ,,დორიან გრეის პორტრეტი'', ,,ლამაზი მეგობარი'', ,,ჯინსების თაობა'', ,,ჯეინ ეარი''

ლექსები: ,,ანაბელ ლი'', ,,ყორანი'', ,,მერანი''

ფილმები: ''შავი გედი'', ''კარგია, იყო მარტო'', ''პეპლის ეფექტი'', ''ქალი შავებში'', ''შემიყვარე, თუ გაბედავ''

სერიალები: ,,Prison Break'', ,,Glee'', ,,TVD''

ქასთი: ,,Harry Potter'' , ,,Glee'', ,,TVD''

კერძები: შემწვარი კარტოფილი(სუსტი წერტილი), პიცა, სალათები, ხინკალი. 

საგნები: ლიტერატურა, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა(ც)

ქვეყნები: ბრაზილია, ბრიტანეთი, იტალია, აშშ, გერმანია 

არ მიყვარს:

კარგად ვსწავლობ, მაგრამ მეცადინეობა
ხილი(იშვიათად, რომ რამე ვჭამო, მაგრამ არასოდეს არაფერი მომენატრება)
ხორცი(ვეგეტარიანელი არ ვარ, მაგრამ მოხარშულს ვერანაირად ვერ შევჭამ. სუნზეც კი ცუდად ვხდები)
დილით ადგომა
საბუნებისმეტყველო საგნები
გაუთოვება 

კიდევ ბევრი რამ, უბრალოდ ვერ ვიხსენებ :DD
  


უკვე ალბათ თავი მოგაბეზრეთ ჩემზე საუბრით, დროა თქვენზე გადავიდე... 
არ ვიცი, როგორ დავიწყო, ან რა ვთქვა, რომ აფერისტობასავით არ გამომივიდეს, მაგრამ თქვენ და ეს საიტი ჩემთვის მართლა განსაკუთრებულები ხართ. 

Ifunlover-ზე ამ პროფილით 338 დღეა, რაც ვარ, მაგრამ რამდენჯერმე ვიყავი დარეგისტრირებული(აქაც და წინა საიტზეც) და იმეილი სულ მავიწყდებოდა ხოლმე და არც ვაქტიურობდი. 
ახლა კი რამდენიმე დღეც კი არ შემიძლია გავძლო თქვენს გარეშე, რადგან ჩემთვის მართლა პატარა ოჯახივით ხართ და ყოველ დღეს მიმხიარულებთ. 
ხედავთ რა ეგოისტი ვარ? :Dd ისევ ჩემს თავზე ვლაპარაკობ :დდ ჯობია თქვენს დახასიათებაზე გადავიდე. 

Mariami♥_არ შემეძლო შენით არ დამეწყო, რადგან ყველაზე განსაკუთრებული ხარ. პირველი, ვინც აქ გავიცანი და დავუახლოვდი. ახლაც მახსოვს ჩვენი(და მარის) მიმოწერები PM-ში, მერე FB-ზე რომ დაგამატე და თავიდან გავიცანით ერთმანეთი :დ ჩემი ყველაზე დიდი გამმხნევებელი იყავი, როცა პირველად ვწერდი რაღაცას. ძალიან, ძალიან მიყვარხარ და თუ ახლა ისე ხშირად არ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, იმას არ ნიშნავს, რომ რამე შეიცვალა, იცოდე, რომ ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნები <3 

Miss♥Kerr(ჩემთვის მაინც ნუჩიტო <3)_ვისზე დავწერდი მარიამის შემდეგ, თუ არა_შენზე. ჩემი ყველაზე მხიარული და გიჟი ხაარ <3 შენთან საუბარი ერთი დიდი მხიარულებაა ხოლმე, არასოდეს ვიწყენ. 
არასოდეს დამავიწყდება, ჩვენი მუზები რომ დავაქორწინეთ :დდ ჰო და რაც მთავარია, ,,საზიზღარი ჩვენ'' xD მიყვარხარ უზომოოდ <3 ხომ იცი, ჩვენ ბენჩო გვაერთიანებს *)

Queen♥Mariamo_მერამდენედ ვამბობ, არ ვიცი, მაგრამ შენი Party In The U.S.A.-ის დამსახურებაა, აიფუნზე დარეგისტრირების სურვილი რომ გამიჩნდა. მართალია, ძალიან ახლოს არ ვართ, მაგრამ ერთ-ერთი ხარ მათ შორის, ვისაც ყველაზე მეტად ვაფასებ, რადგან უნიჭიერესი და ძალიან სამართლიანი ხარ. არა მგონია, ვინმეს დაავიწყდეს ჩვენი გრანდიოზული Punk'D-ი. მიყვარხარ <3 

Anii Cyrus_ჩემი პატარა გოგო <33 ძალიან, ძალიან თბილი ხარ და უზომოდ მიყვარხარ <3 :)-ეს სმაილი შენ xD ვიცი, რომ გიყვარს და (იმედია არ მეჩხუბები ახლაც :დდ)

Mariam)))_მართალია ცოტა ხანია, რაც დაგიახლოვდი, მაგრამ ძალიან შემაყვარე თავი <33 ახლა რომ ვუფიქრდები, როცა გწერ, თითქმის სულ გეწუწუნები :დ ბევრი ვერ გამიძლებდა შენს ადგილას და მადლობა ამისთვის xD :** ჰო, მართლა, ახლაც მახსოვს ჩვენი და ჩემი ამხანაგის ''ჩხუბი'' თვაილაითზე :დდ იმდენი კომენტარი მგონი არც ერთ ჩემ სტატუსს არ ჰქონია :დდ 
მიყვარხარ, მაგრამ უფრო მალ-მალე თუ დადებ ხოლმე მოთხრობას, უფრო მეყვარები :DD <3 

The Flawless(Khatia)_ცოტა დროა, რაც გიცნობ, მაგრამ დიდი ხანია ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და პირდაპირი ხარ საიტზე, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ადამიანში. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დავახლოვდებით, რადგან ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. 

MiiLeeZz_მართალია, პირადად არ გიცნობ, მაგრამ უზომოდ მადლობელი ვარ შენი, რადგან ეს საიტი გვაჩუქე. იმედი მაქვს, რომ უფრო კარგად გავიცნობ ჩვენი ოჯახის ''დედას'' :დდ *)) 


ისინი, ვისი უკეთ გაცნობაც მინდა: 
Anukaanka, Lovatic-Smiler, MissNina, Prettylittleliar, Caroline(ორივე), Ninibelieber, MariIan 
და კიდევ ბევრის, ბევრი არ გამახსენდა ალბათ ) ყველანი ძალიან მიყვარხართ, და იმედი მაქვს, კიდევ უფრო დავახლოვდებით. 
თუ თქვენც გინდათ, დამამატეთ 
fb.com/meegode ან სკაიპში MissCyrus 3 

მიყვარხაართ <3
კატეგორია: ♥ iFunLover | ნანახია: 1163 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 181 2 »
2013-02-07 Spam
dzaan sakarelii vaar ♥♥ da gagicnoob siamovnebit ;d ♥