მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » A BooK)) ჩემი საკონკურსო თემა
3:12 PM
A BooK)) ჩემი საკონკურსო თემა
 
  BooK 
ჩემი საკონკურსო თემა
ყველაფერი ''დორიან გრეის'' შესახებ
| ავტორი  | მიმოხილვა | ციტატები |
საინტერესო ფაქტები | ეკრანიზაციები | 
 


ისეთი პორტრეტი თუ გქონიათ ოდესმე, რომელზეც თქვენს მიერ ჩადენილი ყველა სიმდაბლე, უზნეობა, სიბინძურე, ტყუილი, გარყვნილება და სიბილწეა აღბეჭდილი? რომ გქონდეთ ალბათ, ყველანაირად ეცდებოდით, რომ ის არავის ენახა... გადამალავდით ისე, რომ ვერავის ეპოვნა...

''დორიან გრეის პორტრეტი'' ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანია, რომელიც  დაახლოებით ორი წლის წინ წავიკითხე(ინგლისურად, ადაპტირებული_უფრო ადრე) და ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. არ დავიწყებ გაცვეთილი ფრაზებით იმის მტკიცებას, რომ წიგნი შედევრია, საუკეთესოა და ა.შ., რადგან ამის შეფასების საშუალება თავად გექნებათ. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნაწარმოებია მათ შორის, რაც წამიკითხავს, ამიტომ არ შემეძლო, თემა მასზე არ დამედო. 

Oscar Wilde - ოსკარ უაილდი
ოსკარ ფინგალ ო'ფლაერტი უილს უაილდი ინგლისელ-ირლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი დაიბადა 1854 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა 1900 წლის 30 ნოემბერს.იყო საკმაოდ განსხვავებული პიროვნება თავმომაბეზრებელი ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის გზას ხელოვნებაში ხედავდა. სახელმოხვეჭილი მამის ვაჟი დედის პროფესიას ირჩევს ის ხდება მწერალი,ოსკარის გარშემო მუდამ სადავო თემა იყო მისი სექსუალური ორიენტაცია თუმცა ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია მისი რომანის დორიან გრეის პორტრეტის გახმაურებაზე. იგი 1890 წელს გამოქვეყნდა და მეცხრამეტე საუკუნის შედევრად იქცა.

სიუჟეტი ისეთივე დამაინტრიგებელია, როგორიც თავად ავტორის ცხოვრება. გამოაშკარავებული მამათმავლური ურთიერთობების გამო მას ოჯახი დაენგრა, ქალთან, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავდა. წიგნის ერთ-ერთ პერსონაჟში თავად ოსკარ უაილდის ხასიათიც ამოიცნობა. ლორდი ჰენრი, რომელიც დორიან გრეის მთავარი თანამოაზრეა ბოროტ ზრახვებში, ავტორის მტკიცე ხასიათთან ერთად, მისი მჭევრმეტყველების მომნუსხველ ნიჭსაც ავლენს.

ოსკარ უაილდი იმ ავტორთა სიაშია, რომელთაც თხრობის განსაკუთრებული მანერა აქვთ. მისი მონაყოლი იმდენად რეალურია, რომ სიო გელამუნება, ყვავილის სურნელს გრძნობ და აღწერილ ნივთებს ხელით ეხები. ვიზუალიზმი და ესტეთიციზმი, რომელთაც ნაწარმოების მთავარი გმირი დაღუპვამდე მიჰყავთ, ნაწარმოების თითოეულ წინადადებაში თუ სიტყვაში იგრძნობა.

აქ ერთმანეთს უპირისპირდება სილამაზე და მორალი;

ფიზიკური სრულყოფილება და ზნედაცემული შინაგანი სამყარო;

ეშმაკისთვის მარადიული ახალგაზრდობის სანაცვლოდ მიყიდული სული უკვე ისეთი დამახინჯებულია, რომ ის თავად პატრონსაც კი აღარაფერში სჭირდება.

ახდენილ ნატვრას შედეგად მხოლოდ სინანული, ტკივილი და ტანჯვა მოჰყვა, შეცდომის გამოსწორება კი, უკვე ძალიან გვიანია.
 

 
რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას:
ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს! "
გრეის სურვილი აუსრულდა: მას ეცნობა ჰენრი უოტონი, რომელშიც ოსკარ უაილდის ხასიათი ამოიცნობა.
დორიან გრეი ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი მატყუარა და მლიქვნელი ხდება. გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული უზნეო, მატყუარა და ბინძური გახდა; პორტრეტი მისი სინდისის სარკეა. დორიანი მალავს თავის პორტრეტს სხვენში და ტილოს ყოველი ნახვა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღეს მან დანა გაუყარა პორტრეტს. შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავიანთი პატრონის ულამაზესი პორტრეტი, ხოლო იატაკზე დამახინჯებული ბერიკაცის გვამი, რომლის ამოცნობა მხოლოდ ბეჭდების საშუალებით მოხერხდა.

| ციტატები |
ტანჯვის გარდა ყველაფერში შემიძლია ვუთანაგრძნო ადამიანებს. ის იმდენად შემაძრწუნებელ და აუტანელ წამებას გვაყენებს, რომ მისი თანაგრძნობა არასგზით არ შემიძლია. უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური

მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ, ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან. ორივე მხარე ბოლოს იმედგაცრუებული რჩება

ქალი გონებასა და სულზე მატერიის გამარჯვებას განასახიერებს, როგორც მამაკაცი ასახიერებს გონების გამარჯვებას მორალზე


ერთულებაში მესაკუთრის სიხარბეს ვხედავ. ჩვენ ბევრ რამეს მოვიშორებდით თავიდან, იმის შიში რომ არ გვქონდეს, რომ მას სხვები წაატანენ ხელს

შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს


ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია


მამაკაცს ცოლის მოყვანისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს - ცნობისმოყვარეობა. ბოლოს კი იმედი ერთნაირად უცრუვდებათ

პუნქტუალობა დროის ქურდია

ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან

ზნეობა პოზაა- ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან

მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის

ცინიკოსი ადამანია, რომელმაც ყველაფრის ფასი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვს მათ ფასეულობაზე

მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს- კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს- მათი ინტელექტით


საინტერესო ფაქტები |

რომანი ეკრანიზებულია 25-ჯერ.
ეს რომანი დაიწერა სამ კვირაში.
არსებობს დაავადება „დორიან გრეის სინდრომი" — ახალგაზრდობის კულტი, ფიზიკური დაბერების შიში.
წიგნის მიხედვით დორიანი ქერათმიანი, ცისფერთვალება ყმაწვილია. ძველ ეკრანიზაციებშიც დორიან გრეის როლს მსგავსი ტიპაჟები თამაშობდნენ, თუმცა 70' წლების შემდეგ რატომღაც მოხდა დორიანის "გაშავგვრემანება". მრავალ ფილმში დორიანს მუქ თმიანი და ნუშისფრთვალება ყმაწვილები თამაშობენ. მათ შორის 2009 წლის ეკრანიზაციაში, როდესაც დორიანის როლი ბენ ბარნსმა განასახიერა. კრიტიკოსები საკმაოდ დადებითად აღიქვამენ "შავგვრემან დორიანს".


| ეკრანიზაციები |
  
როგორც უკვე ვთქვი, რომანი 25-ჯერაა ეკრანიზებული. ფილმის საბოლოო ეკრანიზაცია მოხდა 2009 წელს. დორიანის როლს ბრიტანელი მსახიობი ბენ ბარნსი ასრულებს. შემიძლია ვთქვა, რომ იგი საუკეთესოდაა გადაღებული, მაგრამ მაინც დიდი სხვაობაა წიგნსა და ფილმს შორის. ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა პერსონაჟებსა და სრულად სიუჟეტებს შორის. ამიტომ მხოლოდ ფილმით ნუ დაკმაყოფილდებით და მანამდე აუცილებლად წაიკითხეთ! 

დასახელება: დორიან გრეი
ორიგინალი: Dorian Gray
რეჟისორი: ოლივერ პარკერი
გამოშვების წელი: 2009
გახმოვანება: ქართული
ჟანრი: დრამა, ტრილერი
როლებში:  ემილია ფოქსი, რეიჩელ ჰერდ–ვუდი, ბენ ჩაპლინი, კოლინ ფერტი, კაროლინ გუდბოლი, რებეკა ჰოლი, ბენ ბარნსი

მოკლე შინაარსი: ახალგაზრდა და წარმოუდგენლად სიმპათიური დორიან გრეი ლონდონში ჩადის და თავგადასავლების მაძიებელ ლორ უიტონის გავლენის ქვეშ ხდება. მან ახალგაზრდა დაარწმუნდა რომ დორიანის წარმატებისდა ბედნიერების საიდუმლო მის სილამაზეშია, რადგან მხოლოდ ამით შეძლებს მთელი სამყაროს სიამოვნების მიღებას. დორიანი ხელშეკრულებას დადებს ეშმაკთან. ახალგაზრდა ყმაწვილი შეუკვეთავს საკუთარ პორტრეტს, და ახლა მთელი მისი ცხოვრების ჭუჭყი მხოლოდ ტილოზე აისახება, მისი საკუთარი სახე კი მუდმივად ახალგაზრდა და ლამაზი დარჩება. ის სიამოვნების ძებნაში 25 წელს იხეტიალებს მსოფლიოს ქვეყნებში და სახლში ბრუნდება სადაც ორმხრივი სიყვარულის ფასს გაიგებს... თუმცა ბნელი და საიდუმლო წარსული მათ ბედნიერებას შეუშლის ხელს...


 
 
 



























იმედი მაქვს, მოგეწონათ. ბანალურად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ჩემთვის გამარჯვებას მნიშვნელობა მართლა არ აქვს. სიამოვნებით დავწერე ეს პოსტი *) 

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1798 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-12-02 Spam
უმაგრეესსიაა <33