აღწერა "აგვისტოს 5 დღე"მოგვითხრობს ამერიკელი ჟურნალისტის და მისი ოპერატორის შესახებ, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოდიან მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად. ისინი ჯიუტად ცდილობენ ცხელ წერტილებში ჩასლვას, და იმ მასალის გადარჩენას, რომელზეც ომის დაწყების და რუსების მიერ მოსახლეობის აწიოკების კადრებია ასახული. მათ ეხმარებიან ქართველი ჯარისკაცები, რომელთაც კაპიტანი რეზო ავალიანი ხელმძღვანელობს, ასევე თარჯიმნობას უწევს ახალგაზრდა ქართველი გოგონა.