მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 19 » 2 PAC
11:29 PM
2 PAC
PAC
♚კაცი რომელიც დღესაც რეპის მეფე და ლეგენდაა♚

ბიოგრაფია

ტუპაკ ამარუ შაკური (ინგლ. Tupac Amaru Shakur) (დ. 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ - გ. 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი. 2007 წლისათვის გაყიდული იქნა მისი 75 მილიონზე მეტი ალბომი რითაც ტუპაკი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. ჟურნალმა Rolling Stone ტუპაკი ყველა დროის შემსრულებელთა სიაში 86-ე ადგილზე დაასახელა.  იგი ასევე მსახიობიც იყო. ტუპაკის სიმღერების ძირითადი თემაა ძალადობა და რთული ცხოვრება ქალაქში, რასიზმი, სოციალური პრობლემები და კონფლიქტები სხვა რეპერებთან აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის ჰიპ-ჰოპ დაპირისპირების პერიოდში.
შაკურმა კარიერა როუდ მენეჯერის სახით დაიწყო, ასევე იყო დამატებითი მოცეკვავე და MC ალტერნატიულ ჰიპ ჰოპ ჯგუფში Digital Underground. 
აფინი შაკური და ასატა შაკური, მისი დედა და დეიდა, იყვნენ დაჯგუფება Black Panthers-ის წევრები. სტრიქონები ამ დაჯგუფების შესახებ ჟღერს სიმღერაში Changes. შაკური თავად მონაწილეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის ჰიპ-ჰოპ დაპირისპირებაში.
1996 წლის 7 სექტემბერს შაკურს ოთხჯერ ესროლეს ლას-ვეგასში (ნევადა). იგი გადაყვანილი იქნა სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, სადაც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა. 

ადრეული ცხოვრება

ტუპაკ ამარუ შაკური დაიბადა აღმოსავლეთ ჰარლემში, მანჰენეტენის ერთ-ერთ რაიონში, ნიუ-იორკში.  სახელი მას დაერქვა ტუპაკ ამარუ III-ს პატივსაცემად, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილით დასჯილი პერუელი რევოლუციონერი იყო.
ტუპაკის დედა, აფინი შაკური და მამა, ბილი გარლენდი, 1960-იან და 1970-იან წლებში ნიუ-იორკში იყვნენ ორგანიზაციის Black Panthers აქტიური წევრები. ტუპაკი დაიბადა ერთი თვით ადრე, სანამ მის დედას წაუყენებდნენ აშშ-ს მთავრობისა და ნიუ-იორკის მიჯნების წინააღმდეგ შეთქმულების გამო. 
შაკურის ოჯახის მხრიდან დაუდასტურებელია სხვადასხვა წყაროს (მათ შორის ოფიციალური კორონერის) მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ტუპაკის დაბადების სახელი იყო ლესანეი პერიშ კრუქსი.ვარაუდობენ, რომ იგი მისი დაბადების მოწმობაში მოხვდა, ვინაიდან აფინი შიშობდა, რომ მისი მტრები შვილსაც შეეხებოდნენ და დამალა მისი ნამდვილი ვინაობა. მოგვიანებით, როდესაც გარლენდს დაშორდა და მუტულუ შაკურს, მან იგი შეცვალა. 
ადრეული წლებიდან ტუპაკი ცხოვრებდა მშობლებთან, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ და მოგვიანებით დაპატიმრებულები და ციხეში გადაყვანილები იქნენ. მისი ნათლია, ელმერ „ჯერონიმო" პრეტი, Black Panthers-ის საპატიო წევრი, დაპატიმრებული იქნა 1968 წელს, ქურდობისას სკოლის მასწავლებლის მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით ეს ბრალდება მოხსნეს. მისი მამინაცვალი, მუტულუ 1982 წლიდან ოთხი წლის მანძილზე გფბ-ს 10 კრიმინალის სიაში, რომლებიც გაქცევის გამო იძებნებოდნენ. მუტულუ იძებნებოდა დის, ასატა შაკურის, ნიუ-ჯერსის ციხიდან გაქცევის ხელშეწობის ბრალდების. უკანასკნელი დაპატიმრებული იქნა 1973 წელს პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით. 1986 წელს მუტულუ ბრინქსში 1981 წელს ქურდობის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული - ინციდენტის დროს მოკლული იქნა 2 პოლიციელი და მცველი.  ტუპაკს ჰყავდა ნახერვარდა, სეკიივა და უფროსი დედინაცვლის შვილი, მოპრიმ „კომანი" შაკური, რომელიც რეპერის მრავალ ჩანაწერში მონაწილეობდა. 
12 წლის ასაკში შაკური მოხვდა ჰარლემის 127-ე ქუჩის ანსამბლში და მონაწილეობდა ტრევის იანგერის როლში, სპექტაკლში „ჩამიჩი მზეზე", რომელიც თეატრში „აპოლო" იქნა წარდგენილი. 1986 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბალტიმორში.  პოლ ლორენსის დენბარის სკოლაში მეორე წლის დასრულებისთანავე ტუპაკი გადავიდა ბალტიმორის ხელოვნებათა სკოლაში, სადაც ეუფლებოდა მსახიობობას, პოეზიას, ჯაზსა და ბალტს. იგი ჩნდებოდა შექსპირის პიესების დადგმებში და მიიღო თაგვების მეფის როლი „მაკნატუნაში".  შაკური, ერთ-ერთ მეგობარ, დეინა „მაუს" სმითთან ერთად, რომელიც მისი ბიტბოქსერის სახით ჩნდებოდა, იმარჯვებდა მრავალ რეპ კონკურსზე და სკოლაში საუკეთესო რეპერად ითვლებოდა. მას იხსენებდნენ, როგორც სკოლის ერთ-ერთ პოპულარულ ბიჭუნას, მისი იუმორის გრძნობის, რეპის ჩინებული ნიჭისა და ყველა საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობებით. ჯეიდა პინკეტთან (ამჟამად - ჯეიდა პინკეტ სმითთან) მას ახლო მეგობრობა ჰქონდა, რომელიც რეპერის გარდაცვალებამდე გაგრძელა.
დოკუმენტურ ფილმში „ტუპაკი: აღდგომა" შაკური საუბრობს: „ჯეიდა ჩემი გულია. იგი ჩემს მეგობრად ყოველთვის დარჩება." პინკეტ სმითი მას ასე იხსენებს: „ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. ძმასავით იყო. ჩვენთვის ეს მეგობრობაზე მეტი იყო. ასეთი ურთიერთობა სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გაქვს." შაკურმა მას მიუძღვნა ლექსი „Jada", რომელიც მის წიგნში, The Rose That Grew From Concrete არის შეტანილი. ამავე წიგნში კიდევ ერთი ლექსია, „The Tears in Cupid's Eyes", რომელიც ასევე ჯეიდას ეძღვნება.
ხელოვნებათა სკოლაში სწავლისას შაკური ასევე ურთიერთობდა აშშ-ის ახალგაზრდა კომუნისტთა ლიგასთან  და ხვდებოდა აშშ-ის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის ქალიშვილს.
1988 წლის ივნისში შაკური და მისი ოჯახი მარინ სიტიში (კალიფორნია) გადავიდნენ, სან-ფრანცისკოდან ჩრდილოეთით, 5 მილის მოშორებით არსებულ თემში,  სადაც ტუპაკი ტემელპაისის სკოლაში, ახლო მდებარე მილ ველიში დადიოდა. 1989 წელს მან ლეილა სტეინბერგის პოეზიის ჯგუფში მონაწილეობა დაიწყო. იმავე წელს სტეინბერგმა ორგანიზაცია გაუწია კონცერტს შაკურის ყოფილ ჯგუფი, „Strictly Dope"-ის მონაწილეობით. კონცერტმა ტუპაკს მოუტანა კონტრაქტი ეტრონ გრეგორისთან და იგი 1990 წელს როუდ-მენეჯერად და ახალგაზრდა ჯგუფ Digital Underground-ის დამატებით მოცეკვავედ იქნა აყვანილი. 

სტუდიური ალბომები 

1991: 2Pacalypse Now
1993: Strictly 4 My N.I.G.G.A.Z.
1995: Me Against the World
1996: All Eyez on Me
1996: The Don Killuminati: The 7 Day Theory

სიკვდილის შემდგომი ალბომები

1996: The Don Killuminati: The 7 Day Theory
1997: R U Still Down? (Remember Me)
2001: Until the End of Time
2002: Better Dayz
2004: Loyal to the Game
2006: Pac's Life






კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 779 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-12-20 Spam
არ მიყვარს მაინც და მაინც
მაგრამ სიახლე მომეწონა