მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 17 » ))))
3:50 PM
))))

unhappy love | Tumblr
ყველამ იცით მისი სახელი გვარი თუმცა ბევრი ვერ ხვდება დღემდე რას ნიშნავს იგი ლოვატიკებისთვის.
ჩვენ ვართ ადამიანები რომლებსაც სჭირდებათ დახმარება არა მატერიალური არამედ უფრო სხვანაირი.
ჩვენ გვჭირდებოდა მაგალითი და მივიღეთ. დემი ლოვატო. მე არ ვგულისხმობ იმას რომ მისი საქციელი
როგორიც ვენების გადაჭრასთანაა დაკავშირებული ან ა.შ კარგია თუმცა მან თ
ვითონვე გვასწავლა რომ
,,როცა დაეცემი თვითონ უნდა ადგე ამით სხვებს დაანახო რომ შენ მყარი და ძლიერი ხარ''.
Stay Strong -> ყველა იძახის თუმცა მნიშვნელობას ბევრი არ უკვირდება. ძლიერად ყოფნა არ ნიშნავს
კუნთების დაბერვას. სიძლიერე ეს არის დიდი რამ, სულერად მყარი და ძლიერი თუ ხარ ვერავინ ვერ
მოგაყენებს ზიანს. თუ შენ იქნები ძლიერი სხვისი სიტყვები აღარფერი იქნება და გაქარწყლდება.
იყავი ძლიერი. ამით არ შეიცვლები ამით გაიზრდები და ამაღლდები. ეს შენი პრინციპი უნდა იყოს.
არაა აუცილებელი ლოვატიკი იყო. უბრალოდ დაიმახსოვრე რომ იყო ისეთი როგორიც ხარ ოღონდ საკუთარ თავზე
ძლიერი.

რთულია ასე მარტივად და ერთი ხელისმოსმით გახდე ისეთი როგორსაც ამ შემთხვევაში ვამბობ მაგრამ
ეს თქვენთვისვეა კარგი. ,,დარჩი ძლეირი'' ამ სიტყვებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბავშვობიდანვე არ მაკლია სითბო და სიყვარული. არც მაკლდა. დაც შემეძინა თუმცა მე ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. მყავდა ოჯახი რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა. თუმცა დადგა მძიმე პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე უკვე 12 წლის ვიყავი და აირია ბევრი რამ.
მყავდა ბებია რომელიც ყველას და ყველაფერს მერჩივნა და  მოკლედ გეტყვით მყავს ბიძა რომელიც ამ ბებოსთან ცხოვრობდა. სამსახურში დადიოდა და მყავდა ბაბუა.
ამ ახალი წლის დეკემბერში დილა იყო ზამთრის სკოლა დაწყებული იყო და დილით გამაღვიძა დედ-მამამ. დედამ ყურში ჩამჩურჩულა: -ანი გთხოვ შენ დას მიხედე ახლა ლაპარაკის თავი არ მაქვს, უნდა წავიდე - ო და თავქუდმოგლეჯილი მამასთანე ერთად გავარდა. ტიროდა ეს მის ხმას შევამჩნიე და შემეშინდა. დილის 6 საათზე სად გაიქცა ვერ გავიგე.

9 საათამდე გიჟივით დავდიოდი აქეთ-იქით და რომ ვერ მოვითმინე დავურეკე.
-ალო. -ტირილით გამცა პასუხი დედამ
-დედა რა ხდება? დედა კარგად ხარ? რატომ ტირი? -პანიკაში ჩავვარდი და ტირილი დავიწყე
-ანი. არაფერი ჩემო საყვარელო. უბრალოდ ბიძაშენს პატარაზე ფეხები დაეწვა და საავადმყოფოში ვართ მარა დიდი არაფერია 1-2 დღეში გამოწერენ - ო.
ამ სიტყვებმა ცოტა დამამშვიდა და ტელეფონი გავთიშე. თუმცა ჩემდაუნებურად მაინც აღელვებული ვიყავი.
მთელი დღე რეკავდა ხალხი ვისაც ამბავი მისწვდა. მე კიდევ მიკვირდა ასე მალე როგორ გავრცელდათქო და ერთმა ჩემმა ნათესავმა მითხრა რომ ტელევიზორში აჩვენეს დედაშინიო ეხლა ვნახეთ ნეტა ბებო როგორ არისო. ტელეფონი გამივარდა და გული წამივიდა. ჩემს დას ეძინა. [4 წლის] გონზე როცა მოვედი ჩავრთე კომპიუტერი და მაივიდეოთი გადავახვიე იმედზე ის მომენტი როცა დედაჩემი ტიროდა და ყველაზე საშინელი რამ გავიგე.
ბებიაჩემი [55 წლის] - 80%-ით დამწვარი იყო
ბიძაჩემი -[34 წლის] - 60%
და ბებიაჩემის ნახევარძმა 30%.
ბებიაჩემზე ეს რომ გავიგე გავხდი ცუდად არ ვიცოდი რა მექნა. გაუთავებლად ვტიროდი. ვუყურებდი დედაჩემს როგორ ტიროდა. ორმაგ ტრამვას ვიღებდი ამით. თუმცა ვიცოდი რომ ახლა ჩემი და იყო ჩემს გვერდით და მისთვის უნდა მიმეხედა. დედაჩემს რომ დავურეკე მითხრა რომ ბებო გადარჩებაო თუმცა 80%-ით დამწვრობა ეს არაა ცოტა. დღემდე არ ვიცით როგორ დაიწვნენ. უცეცხლოდ დაიწვნენ. როგორც იუწყებიან. უბრალოდ ალმა დაწვა ისინი. გამახსენდა ყველაფერი. იმ დღეებში ბებიაჩემს ბევრი სასწაულება დაემართა 1-ხელ გადარჩა სახლის დამწვრობას ისევ უცეცდხლოდ რასაც მე შევესწარი. ნუ ბევრი საშინელება მოხდა. ბევრი დღემდე არ გვიჯერებს თუმცა... ეს ყველაფერი იმდენად
უცნაური იყო რომ არავინ  არ გვიჯერებდა. ფარდები დნებოდა ჩვენს თვალწინ. ყველაფერი საშინლად ხდებოდა და ბებიაჩემმა თქვა თუ არა ,, უფალო შენ გვიშველეო'' ეგრევე მოშორდა ალი ყველაფერს.
აი შემდეგ კი....



გავაგრძელო? იცოდეთ მოთხრობა არ არის ეს არის ნამდვილი ამბავი და თუ მოგეონათ ბოლომდე მოგიყვებით დასასრულს
საბაბს და საერთოდ ყველაფერს :)
ვიცი მოთხრობას გავს მაგრამ არ არის დამიჯერეთ!


კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 856 | დაამატა: DeeMzzZz_LoVAToOo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-06-18 Spam
verapers getkvi gaagrdzele )