გუშინ ბოლოს და ბოლოს ცნობილი გახდა ინფორმაცია ანუბისის სახლის ფილმზე და ახალ მეოთხე სეზონზე. ბევრს შეიძლება ეს ინფორმაცია მოგეწონოთ, ბევრს არა, მაგრამ ეს სიმართლეა... მაშ ასე მოემზადეთ ბევრისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაციის წასაკითხად.
ინფორმაცია ფილმზე:
1) ფილმს ერქმევა: „რას საცდელი ქვა" ( მოგეხსენებათ, "რა" მითოლოგიაში მზის ღმერთი იყო).
2) ფილმის პრემიერა ამერიკაში 14 ივნისს შედგება.
3) ფილმში ჩვენთვის კარგად ნაცნობი მოსწავლეები: ფაბიანი, კეიტი, ედი, პატრისია, ჯოი, ჯერომი, მარა, უილოუ და ა.შ. უკვე კურს დამთავრებულები არიან. ფილმში წარმოდგენილი იქნება მათი უკანასკნელი წელი სკოლაში და მათი გამოსაშვები საღამო. თუმცაღა არც გამოსაშვები საღამო არ ჩაივლის ისე, რომ ბოროტების გამოღვიძების საფრთხე არ იყოს. მაშინ სიბუნა ვალდებულია ახალ საფრთხეს დაუპირისპირდეს, რომელიც ღმერთს რას შეეხება...
4) ფილმში 4 ახალი პერსონაჟი და ახალი მოსწავლე გამოჩნდებიან. ესენი იქნებიან: დექსტერი, სოფია, ერინი და კეისი. სავარაუდოდ თუ სერიალი მეოთხე სეზონზეც განახლდება, მაშინ ისინი მასში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.
5) ამ ფილმის რეიტინგზეა დამოკიდებული გადაიღებენ თუ არა მეოთხე სეზონს. თუ კარგი რეიტინგი ექნება, მაშინ მეოთხე სეზონის გადაღებებიც მაშინვე დაიწყება.
6) როგორც ცნობილია ფილმში არც ნინა და არც ემბერი არ დაბრუნდებიან.
ინფორმაცია ახალი სეზონის შესახებ:
1) პირველი და ყველაზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია ალბათ ფანებისთვის ის იქნება, რომ თუ იქნება სერიალის მეოთხე სეზონი, მასში აღარ მიიღებენ მონაწილეობას თქვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სახეები. როგორც უკვე ვთქვით, ისინი ფილმში ამთავრებენ სკოლას, მეოთხე სეზონში კი ახალი მოსწავლეები იქნებიან სერიალში. სავარაუდოდ პირველი რამდენიმე სერია არც ვიქტორი იქნება სერიალში, რადგან მსახიობ ფრენსის მეჯს (ვიქტორის როლის შემსრულებელს) ორ თვიანი შვებულება აქვს აღებული. მოკლედ ალბათ გაიგეთ, რომ თუ სერიალის მეოთხე სეზონს გადაიღებენ, მასში არც ერთი სტუდენტი აღარ იქნება. არც ფაბიანი, არც ედი, არც პატრისია, არც ალფი და არც ეერთი სხვა მსახიობი. სრულიად ახალი პერსონაჟები და ახალი ინტრიგები.
2) თუ მეოთხე სეზონს გადაიღებენ, მისი ნახვა მაყურებელს მხოლოდ 2014 წლის იანვარში ან თებერვალში შეეძლება.