მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 8 » Once Upon a Time,I was a CHILD))
9:16 PM
Once Upon a Time,I was a CHILD))
Once Upon a Time,I was a CHILD))
My Childhood-ჩემი ბავშვობაNew Contest
ასევე ჩემი საკონკურსო თემა,იმედია მოგეწონებათ.


მოკლედ! დავიწყოთ)) ,,ბავშვობა'' ეს სიტყვა ჩემთვის თოჯინებთან,სახატავებთან და მუხლების ჩხაპნასთან ასოცირდება. ალბათ მიმიხვდით მუხლების ჩხაპნაში რაც ვიგულისხმე. პატარაობისას ყველას ეგონა რომ თუ დაეცემოდა ტირილი შვებას მოჰგვრიდა.ახლა კი  სხვანაირად ვფიქრობთ.ბავშვობაში ჩვენი ტკივილი დაკაწრული და სისხლიანი მუხლები იყო,ახლა კი გულს სტკივა გული არის სისხლიანი,დაკარწული და ტანვჯისაგან გალბობილი.
ალბათ დამეთანხმებით თუ ვიტყვი რომ,გოგონების პირველი სიყვარული სწორედ მამაა)) ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც,მამა სულ მამღერებდა,მაცეკვებდა მართობდა ისე როგორც შეეძლო.ახლა რომ ვიხსენებ იმ პერიოდს ცოტაც და ცრემლები წამომივა.როდესაც დრო მომრჩება მაშინვე ჩავფიქრდები ჩემს ბავშვობაზე. ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი დედასთან გატარებულ დროზე. არ მახსოვს დედაჩემი როგორ მაძინებდა,როგორ მიმღეროდა იავნანას მთელი გულით რომ მე დავეძინებინე,თუმცა ის კი ვიცი რომ მას ძალიან ვუყვარდი.დედა ხომ ჩემს პაწაწა გაციებულ ხელებს მითბობდა.
Facts ))
1)მახსოვს მეზობელი მყავდა პოლიციელი,სულ მასთან დავდიოდი,ვეკითხებოდი რომ გავიზრდები მეც ხომ დავიჭერ ქურდებს მეთქი?ის რათქმაუნდა თანხმობის ნიშნად თავს მიქნებდა და თავისთვის იღიმოდა.მერე ნაჭრები მომიტანა ,რომლისგანაც დედაჩემმა პოლიციის ფორმა შემიკერა.მახსოვს ულამაზესი შავი კაბა და რანგებით გავსებული ზედა მაისური პირველად რომ ჩავიცვი.შემდეგ ქუდიც დავიხურე და მთელი კორპუსი დავიარე,დაგიჭერთ ახლა მეთქი.ეს ყველაზე კარგი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში.
2)ერთხელაც მეზობელმა მაღაზიაში გამიშვა პურზე,ჩვეულებრივად წავედი,გავიმართე წელში ვიყიდე პური და კიბეებზე ასვლისას რას ვხედავ..მეკიდება ბუმბერაზივით (აჰაჰაჰა) ძაღლი მე შემეშინდა და ისე ხმამაღლა დავიკივლე ცრემლები წამსკდა მაშინვე.ყველა ფანჯრიდან იყურებოდა.ძაღლი მომიახლოვდა პარკი წამართვა საბედნიეროდ მე არ მომკარებია.შემდეგ დედა ჩამოვიდა და წამიყვანა სახლში.სხვათაშორის მას მერე ძაღლების ძალიან მეშინია.
3)როდესაც ვიყავი პატარა მამამ მომიყვანა დიდი თუთიყუში..მითხრა : ,,თუ მოინდომებ,ლაპარაკსაც დააწყებინებო'' ხოდა სულ ეს სიტყვები ჩამესმოდა ყურში)) გზას ვეძებდი თუ როგორ მესწავლებინა ჩემი პატარა ჩიტისთვის ლაპარაკი.სახელზეც 1 კვირაზე მეტი ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე ,,პიპინო'' ყველა იცინოდა ამ სახელზე)) ვერ ვხვდებოდი რატომ..დღეს კი მეც მეცინება.რამ მომაფიქრათქო.ჩემი პიპინო მხოლოდ 5 წელს მყავდა.
4)ცამეტ წლამდე მეგონა რომ მე ერთადერთი შვილი ვიყავი,რომელიც მამაჩემს გვარს გაუგრძელებდა მაგრამ, როდესაც 14 წლის გავხდი მამა ესეთი ამბავი შეგვატყობინა რომ სანამ დედაჩემს შეირთავდა მანამდე ჰქონდა სხვა ქალთან კავშირი)) გვითხრა რომ თვითონაც რამდენიმე ტვის წინ გაიგო ეს ამბავი რამაც მასში დიდი აფორიაქება გამოიწვია.მე მყავდა ჩემზე რამდენიმე თვით უფროსი და.რომელსაც ერქვა მიკა.მე გამიხარდა ,ძალიან გამიხარდა..რადგან ბავშვი ვიყავი ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა ამას მოყოლოდა,მაგრამ მაგას მოყვა რაც მოყვა.მამა და დედა ერთმანეთს დაშორდნენ.სწორედ ამ გარდატეხის პერიოდში მქონდა ძალიან ცუდი აი როგორ ვთქვა ოჯახური პრობლემები))
5)ბავშვობისას მქონდა პატარა დღიური,სადაც არა მარტო ჩანახატებს არამედ მოძღვნილ ლექსებსაც ვინახავდი.ბიჭებმა იცოდნენ რომ ძალიან მიყვარდა პოეზია.ამიტომაც ლექსებს მიძღვნიდნენ,მართალია არ ვიმჩნევდი,მაგრამ სულ აფორიაქებული ვიყავი,როცა ვკითხულობდი მთელი გულით მოძღვნილს.
6)დავიბადე 7 თვიანი,ვიყავი 1 კილო და 300.არავინ ჰქონდა ჩემი გადარჩენის იმედი.ფაქტიურად ,,ინვალიდი'' დავიბადე.დედაჩემი განსაკუთრებით ღელავდა,არ იცოდა რა გაეკეთებინა...რადგან არ უნდოდა პირველი შვილი დაემარხა)) მე საბედნიეროდძალიან ძლიერი აღმოვჩნდი და გადავრჩი.ისე იმსიპატარა ვიყავი ჩემი ხელში დაჭერისაც კი ეშინოდა მამაჩემს.არ გამივარდესო. 
7)პატარაობიდანვე სახის ლამაზი ნაკვთები მქონდა.ცისფერი თვალები და ქერა თმები.ბაღში ჩემზე ყველა ბიჭი გიჟდებოდა)) 100% დან 85% მაინც ალბათ.მე კი ეს ძალიან მიხაროდა და სულ ვცდილობდი კარგად ვყოფილიყავი გამოპრანჭული.
8)პატარაობიდანვე ვიყავი მაკიაჟის მოყვარული,კარადიდან დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიპარავდი,ჩავიცვამდი და სრულიად მარტო ვთამაშობდი ,,მოდელობანას'' ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი თამაში იყო))პოდიუმზე გამოვდიოდი და ჩემს თავს თვითონვე ვაფასებდი რადგან შემფასებელი არავინ მყავდა.
მოკლედ რომ ვთქვა ბავშვობა ეს ის პერიოდია როდესაც ცხოვრებას ვარდისფერი ფერებით უყურებ...ტკივილს და ჯღავილს კი მხოლოდ დაცემა ან დაკაწრული მუხლები წარმოადგენენ.მე ჩემი ბავშვობა ყველაზე ტკბილ,თბილ და მხიარულად მომაგონდება.არასდროს გამიელვებია თავში პატარაობის დავიწყება..ან ეს როგორ უნდა ვიფიქრო))წამითაც კი.მე ხომ ილუზიებში ვცხოვრობდი ამ დროს, მე ხომ ზღაპრული წიგნების ფერია ვიყავი.მეხომ სიტყვა ,,ბოროტების'' მნიშნველობაც კი არ ვიცოდი))აი რატომ ვიყავი ძალიან ბედნიერი.დამიჯერეთ ბავშვებო არ არის სანატრელი დიდ გოგოდ დადგომა))რადგან ცხოვრებაში იმდენ დაბრკოლებას შეეჯახები,ინატრებ ბავშვობის დაბრუნებას.როცა იზრდები ბევრი კითხვა გიჩნდება )) მათ შორის არის ესეც ,,რა სულელი ვყოფილვარ,რატომ მინდოდა გავზრდილიყავი? და ამაზე პასუხს თვითონვე ვპოულობთ.იმიტომ რომ სულელები ვიყავით.რაც ყველაზე მთავარია რათქმაუნდა ის არ დამვიწყნია,ეს არის თოვლის ბაბუასთვის წერილის გაგზავნა.სულ მჯეროდა რომ ბაბუა არ სებობდა,სანამ არ მიმხვედრეს რომ ეს უბრალოდ ილუზიები იყო და საჩუქრებს ნაძვისხესთან მშობლები მახვედრებდნენ.მოკლედ ბავშვობა მაინც ყველაზე კარგია.არ ფიქრობთ დაბრკოლებებზე და დიდების პრობლემებზე.ან როგორ უნდა იფიქრო როდესაც პრობლემების მნიშვნელობაც არ იცი მაგ ასაკში)) 
ბავშვებო ეს ის მცირედია.რომლის თქმაც თქვენთვის მე შემიძლია.კიდევ ბევრი რამე არსებობს,მაგრამ ახლა ამაზე შევჩერდები.იმედია მოგეწონებათ.ეს თემა გამარჯვებისათვის არ დამიდია რათქმაუნდა.უბრალოდ კარგად გამიცანით.
ჩემს ბოლო სიტყვებს კი ამით დავასრულებ:
We are born wet,naked and hungry.Then things get worse"

GaBiTo)) 
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1127 | დაამატა: ❤cinderella❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-03-09 Spam
mec sul cotaxnis win gavigee rom naxevarda mkavs)))
da asakiit sakmaod didia chemze ...
siaxle dzalian momewonaa ♥
usakvarlesii xarr !!! warmatebebiii Gabitooo ♥