სკოლას ხანძარი გაუჩნდა და შედეგად დაიღუპა
მხოლოდ ერთი ადამიანი - მოხუცი მუსიკის
მასწავლებელი.ქრონიკა იუწყებოდა,რომ ის მუსიკის
ძველ ოთახში გადრდაიცვალა,რომელიც შემდგომ
უბრალო საკუჭნაოდ გადააქციეს,სადაც ძველ და
უსარგებლო ნივთებს ინახავდნენ.
გავიდა წლები.სკოლა აღადგინეს,თუმცა
თანამშრომლები ხშირად უკმაყოფილებას
გამოსთქვამდნენ იმის შესახებ,რომ ძველი
ოთახიდან უცნაური ხმები გამოდიოდა,ასევე ამავე
ადგილას უცნაური ცხოველის ძვლები იქნა
ნაპოვნი(ამ ფაქტთან დაკავშირებით პრესაც კი
გაოცებული იყო).
ყოველღამე სკოლის კორიდორებში ვიღაც
დადიოდა,დაძრწოდა. იყო "მონაგონი" იმის
შესახებაც,რომ თუ ამ ძველი ოთახის წინ ღამე
დადგებით და ყურს დაუგდებთ,დაინახავთ მოხუც
ქალბატონს-საზარელი გარეგნობით,რომელიც
შეგითრევთ შენობის კედლებში სამუდამოდ.(ერთ-
ერთ ოჯახს სწორედ ეს ფაქტი მოჰყავდა მათი 6
წლის შვილის გაუჩინარების მიზეზად). ასევე
შეამჩნევთ,რომ თქვენს უკან ვიღაც დგას,გიყურებთ
და გიახლოვდებათ.
უცნობმა ფიგურამ სკოლა დაატერორა.ყველაზე
საშინელი კი ის იყო,რომ სასწავლებელში მოსულმა
მღვდელბა ეს ოთახი არ აკურთხა (მიზეზი
უცნობია რადგან ამას იუწყებიან სხვადასხვა
წყაროები). წლების განმავლობაში კი უამრავი
ბავშვი იკარგებოდა...
რა მოხდა? რატომ მოხდა ან როგორ მოხდა? მოდით
ქრონიკებს გადავხედოთ-აი კიდევ ერთი
საინტერესო ფაქტი :
"უცნობმა ფიგურამ" დააინტრიგა რამოდენიმე
მეგობარი,რომლებსაც არ სჯეროდათ
ზემოთხსენებული ამბის და სკოლაში მალულად
შეიპარნენ,რათა დაემტკიცებინათ,რომ ეს
ყველაფერი მხოლოდ პრესის"პიარი" და ცრუ
ლეგენდა იყო.
ღამის 3 საათია,მეგობრები სკოლის კორიდორში
არიან ძველი ოთახის წინ.ერთ-ერთმა ბიჭმა
დანარჩენებს უთხრა,რომ ის ოთახში შევიდოდა და
10 წუთის განმავლობაში და მარტო დარჩებოდა.
მოცემული დროც გავიდა, ბიჭი არ ჩანს,მეგობრები
შეწუხდნენ და ოთახის კარი შეაღეს რათა გაეგოთ
მათი ამხანაგის ამბავი,მაგრამ რას ხედავენ -
ყმაწვილი,რომელიც ოთახში შევიდა ჭერზე იყო
გაკრული,მას კისერი გამოღადრული ქონდა,ცალი
თვალი ამოგლეჯილი,ხოლო მარჯვენა ხელი კი
მოჭრილი.
კედელზე კი ეწერა შემდეგი ფრაზა: "ახლა თქვენი
ჯერია"
მეგობრები შიშმა მოიცვა, ისინი რათქმაუნდა
გაიქცნენ,თუმცა "მოჩვენებას" არც ისინი არ
გამორჩენია...
გათენდა : ტელეკრანებზე კი მოამბე იუწებოდა,
რომ სკოლის დერეფნებში სასტიკად იქნა
მოკლული რამოდენიმე ყმაწვილი - რომელთა
სხეულის ნაწილებიც კი ჯერ ვერ ეპოვნათ.