მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » 2012???
10:23 PM
2012???
მეორედ მოსვლა

ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა მოცემულია ძველ აღთქმაში; კონკრეტულად კი წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში. ძველი აღთქმისეული ესქატოლოგიის გაგრძელებას და მის კულმინაციას კი წარმოადგენს იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსისი). წიგნში აღწერილია მოვლენები, რაც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოერედ მოსვლის ჟამს უნდა მოხდეს და რასაც უამრავი კატაკლიზმები და სასწაულები უნდა მოჰყვეს (ციური ცეცხლი, მკვდრების აღდგომა, ანგელოზთა გამოცხადება), ამიტომაც, სიტყვა აპოკალიფსი ხშირად სამყაროს დასასრულად და პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის სინონიმად აღიქმება. ამ სიტყვიდან წამოვიდა ტერმინები აპოკალიპტიკა და პოსტაპოკალიპტიკა, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია და დედამიწაზე რაიმე გლობალური კატასტროფის დროს ან შემდგომდროინდელ მოვლენებს აღნიშნავს.
ბიბლიის მიხედვით მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, გარყვნილება და სხვადასხვაგვარი ურჯულოებანი მომრავლდება ამას მოჰყვება ცრუ ქრისტეს - ანტიქრისტესმოსვლა დედამიწაზე. ეშმაკი შევა 12 წლის ბიჭში. წინასწარმეტყველების მიხედვით ეს ბიჭი იქნება ეროვნებით ებრაელი მრუში ქალისშვილი (სავარაუდოდ წარმოიშვება დანის, იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგან), იგი აიძულებს ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას მიიღოს მხეცის ნიშანი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე, ამით მოიპოვებს მსოფლიო ძალაუფლებას და კონტროლს ადამიანებზე. სავარაუდოდ ანტიქრისტე თითქოს მშვიდობის დასამყარებლად მოვა, მაგრამ რეალურად მხოლოდ ომს, უბედურებასა და შიმშილს მოიტანს. ქრისტეს ორი მოწაფე ათას ორას სამოცი დღე ამხელს მას, იგი ჰყოფს ბრძოლას წმიდათა მიმართ , სძლევს მათ და გაბატონდება ქვეყნიერებაზე 1,290 დღეს , სანამ ”უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით”. დაახლოებით სამ წლიანი მმართველობის შემდეგ მას დაამარცხებს წმინდა "კრავი" და სატანას 1000 წლით დაატყვევებენ. ის ადამიანები კი, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს მხეცის ნიშანი და თაყვანი სცეს ეშმაკს, სასტიკად დაისჯებიან ღვთის მიერ.
დედამიწაზე მოსახლეობის მესამედი ამოწყდება, ადამიანები დაუწყებენ ღმერთს გმობასა და გაკიცხვას თვიანთი ჭრილობების გამო. როგორც დანიელ წინასწარმეტყველი გვამცნობს, ანტიქრისტე 1290 დღეს იმეფებს. ამის შემდეგ ის ცოცხლად იქნება გეენაში, ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაგდებული., მაგრამ ეს ქვეყანა ერთბაშად არ დაასრულებს არსებობას, ადამიანებს კვლავ მიეცემათ 40 დღე ცოდვების მოსანანიებლად. ამ 40 დღის განმავლობაში ცაზე დარჩება გაბრწყინებული ჯვარი უფლისა, რომელიც მოუწოდებს ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს სინანულისაკენ[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მერე კი მოიწევს აღსასრული ამა სოფლისა, თუმცა მთლიანად სამყაროს ფიზიკური აღსასრული გამოცხადების მიხედვით იქნება მას შემდეგ, რაც სატანას ცოტა ხნით გაათავისუფლებენ 1000 წლიანი ტყვეობის შემდეგ, რათა მან კვლავ აცდუნოს ადამიანები, იგი შეყრის ადამიანებს ღვთის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა დამარცხდება და უკვე ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩააგდებენ სამუდამოდ., ამის შემდეგ გაჩერდება დრო, აღარ იქნება სამყარო მატერიალური თვალსაზრისით, დედამიწა თავიდან შეიქმნება, ხოლო ღმერთის სუფევა იქნება უკვე მიწაზეც ციდან ახლად მოვლენილ იერუსალიმში., რომელსაც მთელი მსოფლიოს მეფეები ძღვენს შესწირავენ და შიგნით შესვლა მხოლოდ რჩეულებს შეეძლებათ. დღე და ღამე არ იქნება იქ განსხვავებული, რადგან ღვთიური მადლით იქნება მუდამჟამს მთელი იერუსალიმი განათებული.

გამოცხადება იოანესი

გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყვუელისა იოანესი — ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება"). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები.
იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...” ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა.
ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები.


ერთი წერილი შვიდი ეკლესიისადმი


„”ასე ამბობს ამინი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა: ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ო, ნეტა ან ცივი იყო, ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. ვინაიდან შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. მე გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმენდილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე. ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. აბა, ეშურე და მოინანიე.
აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.

გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს”.
ეს შვიდი ეკლესია მაშინ არსებობდა, როცა იოანე თავის ”გამოცხადებას” წერდა, მაგრამ ეს წერილები ქრისტიანული ეკლესიის და მორწმუნეთა მომავალ ბედსაც გადმოგვცემს.


ახალი ცა და ახალი მიწა...

იოანეს გამოცხადების უკანასკნელი თავებიდან გამოიხატება ბოლო დღეთა სამსჯავროს, ახალი ცისა და ახალი მიწის მეტ-ნაკლებად სიმბოლური აღწერილობა.

„”ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განსჯილ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები და თითოეული განსჯილ იქნა თავის საქმეებისამებრ...
ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა, და ზღვა აღარ იყო. ვიხილე წმინდა ქალაქი - ახალი ერუსალიმი, რომელიც ღვთისგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: ”აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის. და ის დამკვიდრდება მათ შორის. ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ”.

თქვა ტახტზე მჯდომარემ: ”აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: ”დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტია”. მითხრა: ”აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროდან. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია...”

ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე... ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური და ვერც ერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილი”.

ბიბლიის უკანასკნელი გვერდი

წმინდა წერილი, ბიბლია სრულდება ღვთის ძის, იესო ქრისტეს მომავალი, მეორედ მოსვლის შესახებ საუბრით.
უკანასკნელი ნაწყვეტი ”იოანეს გამოცხადებიდან” - უკანასკნელი გვერდი ბიბლიისა:

„’მითხრა: ”ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა ჟამი. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა.
მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭეთი შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავნი და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყოველი მოყვარული და ჩამდენი სიცრუისა.

მე, იესომ მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაში ვარსკვლავი”.

სული და სასძლო ამბობენ: ”მოდი!” გამგონემაც თქვას: ”მოდი!” მწყურველი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცლხის წყალი.

მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. ამის მამოწმებელი ამბოს: ”ჰე, მალე მოვალ!” ამინ.

ჰე, მოდი, უფალო იესო! ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა წმიდასთან. ამინ”."
[/size]

აპოკალიფსის ორი მაცნე - ორი წინასწარმეტყველი, რომელთა შესახებ გვამცნობენ:
ზაქარია - ზაქარიას წინასწარმეტყველების წიგნი (ზაქ. 4):

„მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ. ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ...მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ? მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება? მითხრა: არ იცი რა არიან ესენი? ვუთხარი: არა-მეთქი, ჩემო ბატონო. მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი." (ზაქ. 4:1-3; 11-14)
"
იოანე ღვთისმეტყველი - გამოცხადების წიგნი (გამოცხ. 11). ამ უკანასკნელში ორი მაცნე მოხსენიებულია, როგორც ორი წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა:

„მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს."
ორი მაცნისა და მათი გამოჩინების დროის დადგენა საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა ქრისტიანული ესქატოლოგიის ინტერესს. საინტერესოა, არიან თუ არა ისინი ცალკეული ინდივიდები? იქნებ სიმბოლიზმთან გვაქვს საქმე? (მაგ: ბიბლიის ახალი და ძველი აღთქმა) შესაძლოა ორი მაცნე სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს მამხილებელ ეკლესიას: მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: ”(ქრისტემ) მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.” შესაძლოა ორი წინასწარმეტყველი ბიბლიური მოსესა და ელიას ერთგვარ რეინკარნაციას წარმოადგენს: გამოცხადებიდან ვკითხულობთ: ”მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ”. ბიბლია გვიამბობს, თუ როგორ აქცია მოსემ ნილოსის წყალი სისხლად, ელიამ კი სამ წელიწად ნახევრით დაახშო ზეცა, რათა არ მოსულიყო ქვეყნად წვიმა. ერთ-ერთ წინასწარმეტყველად შესაძლოა მოვიაზროთ ენუქი. ბიბლიის თანახმად, მხოლოდ ელიასა და ენოქს არ უგემიათ ამქვეყნიური სიკვდილი, არამედ ორთავე ”წაიყვანა ღმერთმა”, სხეულებრივად აიტაცა რა ისინი მიწიდან.
ბიბლიის მიხედვით, როდესაც ”ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე...მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით” ქრისტეს ორი მოწაფე ათას ორას სამოცი დღე ამხელს მას, იგი ჰყოფს ბრძოლას წმიდათა მიმართ , სძლევს მათ და გაბატონდება ქვეყნიერებაზე 1,290 დღეს , სანამ ”უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით”
ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი ქვეყნის დასასრულის წინ კვლავ უნდა მოევლინონ დედამიწას თავისი უმთავრესი მისიის აღსასრულებლად და ხორციელი სიკვდილის მისაღებად. ამა სოფლის უკანასკნელ დღეებში უფალი მათ იერუსალიმში მიავლენს, რათა თავიანთი საკვირველი ქადაგებითა და სასწაულთმოქმედებით ადამიანებს განუცხადონ ის არნახული სიცრუე, რომელიც სულ უფრო და უფრო ემუქრება კაცობრიობას. ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი სამნახევარი წლის განმავლობაში თავისუფლად, დაუბრკოლებლად ამხელენ ანტიქრისტეს, გააფრთხილებენ ადამიანებს, არ მიიღონ მისი სიცრუე. საღმრთო წერილი, ეკლესიის წმიდა მამები და საეკლესიო გარდამოცემა სრული გარკვეულობით აცხადებს მათ ნამდვილ, პირდაპირი გაგებით აღსაქმელ მოსვლაზე ამ ქვეყნად შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე; ამ ავტორიტეტულ, უტყუარ ცნობებში ნათქვამია ელიასა და ენუქის მამხილებელ ქადაგებაზე, რაც ანტიქრისტეს წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათს სასწაულთმოქმედებაზე, მოწამეობრივ სიკვდილზე, მკვდრეთით აღდგომაზე და ცად ამაღლებაზე.
"და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის."
— მალაქია 4:5-6
იოანეს გამოცხადებაში ყოველივე ამის გამო შემდეგს ვკითხულობთ: „და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა და წინასწარმეტყველებდნენ ათას ორას და სამეოც დღეს, (ანუ სამნახევარ წელიწადს), შემოსილნი ძაძითა, ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა და რომელსა უნდეს ვნებად მათდა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შეშჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაი მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაი მისი, ამათ აქუს ხელმწიფებაი დახშვად ცათა, რაითა არა წვიმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყველებისა მათისათა; და ხელმწიფებაი აქუს წყალთა ზედა, რაითა გარდააქციონ სისხლად, და რაითა შემუსრონ ქუეყანაი, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოველითავე წყლულებითა და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი, მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა, და სძლოს და მოკლნეს იგინი... და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და ხმაი დიდი ზეცით... ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა და იხილნეს იგინი მტერთა მათთა" [14].
წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში კი ამასთან დაკავშირებით შემდეგი სწერია: „და ორნი ზეთისხენი ზედაით მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით და ვიკითხე... რა არიან ესენი, უფალო? და მითხრა მე: ესე ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოველისა ქუეყანისასა" [15]. წინასწარმეტყველი ზაქარია ამ ორ ზეთისხილის ხეში ორ წინასწარმეტყველს - ელიას და ენუქს გულისხმობს, ამას თავის „თარგმანება იოანეს გამოცხადებისაში" წმიდა ანდრია კრიტელიც ამტკიცებს.
წმიდა წინასწარმეტყველ მალაქიას წიგნში ერთი ამ ორ მოწამეთაგან პირდაპირაა დასახელებული: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელია თეზბიტელსა პირველ მოსვლისა დღისა უფლისაისა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს სული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მიმართ. ნუ მოსრულმან, მოვსპო ქვეყანაი მყის" [16].
ეკლესიის დიდი მოძღვარნი, წმიდა მამები - ეფრემ ასური (იხ. მისი „სიტყვა უფლის მეორედ მოსვლისათვის") და იოანე დამასკელი („ზუსტი გარადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა", წგ.IV, თ.26) გვასწავლიან, რომ ორი მოწამის სახით, რომელთა ამქვეყნად მოვლინება ჯერ-არს ქვეყნის დასასრულის წინ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ უნდა შევიცნოთ.
საეკლესიო გადმოცემაც, შემონახული ჩვენს საღვთისმსახურო წიგნებში, ასევე ლაპარაკობს ამ ამბის პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით გაგებაზე და არავითარ საფუძველს არ გვაძლევს ელიასა და ენუქის მოვლინების სხვაგვარი, იგავური განმარტებისათვის.
მაგალითად, ხორციელის კვირაში საკითხავ სვინაქსარში ნათქვამია, რომ ქვეყნის დასასრულამდე შვიდი წლით ადრე სიტყვისაებრ დანიელ წინასწარმეტყველისა, მოვლენ ენუქ და ელია, რომელნიც ადამიანებს უქადაგებენ არ მიიღონ და არ აღიარონ იგი (ანტიქრისტე) ღვთის მსახურად. ის კი დასტანჯავს მათ და თავებსაც წარჰკვეთს. კვალად, ელია წინასწარმეტყველის მსახურებაში წერია: „ელია თეზბიტელო, უხრწნელად დაგბადა ღმერთმა, რათა სიკვდილი არ იგემო, ვიდრე ყოველგნით არ იქდაგებ ქვეყნის დასასრულისთვის!" ტროპარში ელია წინასწარმეტყველი განიდიდება როგორც „მეორე წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა".
სვინაქსარში (20 ივლისი) ვკითხულობთ: წინასწარმეტყველი ღმერთისა წმიდა ელია, ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აღტაცებული, დღესამომდე ცოცხალია და იგი ხორციელად იყო ხილული თაბორის მთაზე სამი წმიდა მოციქულის მიერ უფლის ფერისცალების ჟამს, და ამგვარადვე ხორციელად ხილული იქნება მოკვდავ ადამიანთაგან ამქვეყნად უფლის მეორედ მოსვლის წინ. თავიდან აიცილა რა ხორციელი სიკვდილი იეზაბელის მახვილისაგან, იგი ევნება ანტიქრისტეს მახვილით და უზენაესი დიდების ღირსი გახდება სამართლიანი სასყიდლის მიმგები ღმერთისაგან არა მხოლოდ როგორც წინასწარმეტყველი, არამედ როგორც წმიდა მოწამეც".
იმავე დღის „მეტაფრასში" ნათქვამია: „ესე ელია, ენუქთან ერთად უნდა მოვიდეს ამ ქვეყნად ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად და მორწმუნეთა სანუგეშებლად", მაგრამ მიუხედავად ყველა ამ გაფრთხილებისა, ადამიანთა უმრავლესობა, თავისი ხორციელი გონების მიზეზით, არა თუ ვერ დაინახავს ანტიქრისტეს გარეგნული სათნოების მთელ სიყალბეს, არამედ მეტიც - აღტაცებით შეხვდება მას და განადიდებს კიდეც. ეფრემ ასური წერს, რომ როცა ხალხი ესოდენ „სათნოებათ" და „ძალთ" იხილავს, ყველას ერთი აზრი გაუჩნდება - მეფედ აღიაროს და გამოაცხადოს იგი, და ერთურთს ასე ეტყვიან: მოიძებნება კი კაცი, ეგზომ კეთილი და მართალიო!
პირველნი დიდნი მსხვერპლნი ანტიქრისტეს სასტიკი დევნულებისა გახდებიან მისი მამხილებელნი - წმიდა წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ.
„როდესაც წყეული იგი ხელმწიფება დაინახავს ელიასა და ენოქს, რომლებიც ადამიანებს უქადაგებენ რათა მათ არ მიიღონ ბეჭედი ანტიქრისტესი, მათ შეპყრობას ბრძანებს. წინასწარმეტყველნი კი ადამიანებს დაარწმუნებენ, რათა ისინი არ აღიბეჭდონ ანტიქრისტეს ბეჭდით, ეტყვიან მათ, რომ ვინც გამოავლენს მოთმინებას და არ მიიღებს წყეულ ბეჭედს, იგი გადარჩება და უფალი უსათუოდ დაუმკვიდრებს მას სასუფეველს მხოლოდ იმის გამო, რომ არ მიიღო ბეჭედი. დაე, ყველამ გამუდმებით გამოისახოს პატიოსანი ჯვრის ნიშანი, ყოველ საათს გადაიწეროს პირჯვარი, რამეთუ ბეჭედი ჯვრისა ადამიანს ჯოჯოხეთის სატანჯველისაგან განათავისუფლებს. ხოლო ანტიქრისტეს ბეჭედი კი კაცთა მოდგმას საუკუნო სატანჯველში ჩაჰყრის. უკეთუ მოგშივდეთ და მოგინდეთ საზრდო, მცირეოდენი ხანი მოითმინეთ და ღმერთი, თქვენი მოთმინების მხილველი, დახმარებას ზეციდან გამოგიგზავნით. უფლის შეწევნით თქვენ განცხოველდებით (სიტყვა-სიტყვით - ცხოვლად (ცხადად) დანაყრდებით. უკეთუ არ გამოიჩენთ მოთმინებას და მაინც მიიღებთ არაწმიდა მეფის ბეჭედს, იცოდეთ, რომ ამის გამო მწარედ ინანებთ.
ეტყვიან კაცნი ენოქსა და ელიას: „რატომ ემადლიერებიან ანტიქრისტეს ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ბეჭედი?" - მაშინ მიუგებენ მათ ენოქ და ელია: „დიახ, ემადლიერებიან, მაგრამ ვინ არიან მისი მადლიერნი? (ანუ ვინ ჰმადლობს მათ ბაგით?). ადამიანები კი არ უხდიან მას მადლობას, არამედ მარტოდენ თავად ბეჭედი (ანუ ბოროტება, რომელიც გაბატონდება ადამიანებზე, მათივე ბაგით გამოხატავს შექცევასა და სიხარულს, რამეთუ მან მოასწრო და დაღუპა ისინი, როგორც ეს იციან ხოლმე ავკაცებმა, რომლებიც ჩადენილი სივერაგის გამო დღესასწაულობენ და ხარობენ).
და რა არის მათი მადლიერება? მათი მადლიერება არის ის, რომ მათში ჩაბუდდა სატანა, განსხეულდა ადამიანის გრძნობაში და ადამიანი უკვე ვეღარ აღიქვამს იმას, თუ რა უბედურება ტრიალებს მის თავს.
ის ვინც აღიბეჭდება ანტიქრისტეს ნიშნით, დემონად გადაიქცევა, თუმცა-კი დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ვერ გრძნობს ვერც შიმშილსა და ვერ წყურვილს, მაგრამ შია და სწყურია კიდევ უფრო მეტად, და არა მარტო მეტად, არამედ შვიდგზის უფრო მეტად, ვიდრე თქვენ. თქვენ მხოლოდ მცირე ხნით მოითმინეთ. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ის, ვინც იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, ცოცხლებში აღარ წერია? (ანუ სულით უკვე მკვდარია და მას მარადიული სატანჯველი ელოდება), ნუთუ, თქვენც ასევე გსურთ, რომ დაუშრეტელ სატანჯველში დაიღუპოთ ამ ბეჭედთან ერთად და იქ იმათთან ერთად ეწამოთ, ვინც წყეული ბეჭდით დაიტვიფრნენ? და სადაც არს „ტირილი და ღრჭენაი კბილთა?" და სხვა მრავალი ამგვარი მოძღვრებით განსწურთნიან კაცთა ენოქი და ელია.
გაიგებს ანტიქრისტე, რომ ორი ადამიანი ქადაგებს მის წინააღმდეგ და უწოდებს მას მაცდურს, გრძნეულს, მატყუარასა და მზაკვარ ეშმაკს. გაიგებს და განრისხებული მათ შეპყრობასა და მის წინაშე მიყვანას ბრძანებს. როდესაც მის განკარგულებას შეასრულებენ, იგი ელიასა და ენოქს მლიქვნელური სიტყვებით ჰკითხავს: „ჰოი, ვითარ დაღუპული ცხვრები ხართ, რამეთუ არ აღბეჭდილხართ სამეფო ბეჭდით?" და მაშინ მიუგებენ მას ენოქი და ელია: „მაცდურო და მატყუარავ! დემონო! შენს გამო ესოდენი სული წარწყმდა ჯოჯოხეთსა შინა! წყეულიმც იყოს ბეჭედი შენი შენსავე ხელმწიფებასთან ერთად! წყეულმა ბეჭედმა და წაბილწულმა მეფობამ შენმან დაამხო და წარწყმიდა სოფელი ესე. ძვირშემთხვეულობამ შენმან მიიყვანა ქვეყენიერება ამ ყოფამდე, დაიღუპა სოფელი და დადგა აღსასრული მისი..." - ასეთ სიტყვებს მოისმენს ანტიტიპი ენოქისა და ელიასაგან და ეტყვის მათ: „როგორ ბედავთ ჩემს, თვითმპყრობელისა და მეფის, წინაშე ამგვარ ლაპარაკს?" და მიუგებს ელია: „მეფობაი შენი გვძაგს, ხოლო დიდებასა შენსას კი შენს ბეჭედთან ერთად შევაჩვენებთ!" - ამგვარი შეურაცხმყოფელი პასუხით ისე გამძვინვარდება ანტიქრისტე, რომ ცოფიან ძაღლს დაემსგავსება და ორივე წინასწარმეტყველს საკუთარი ხელით მოჰკლავს (წმ. ნილოს მირონმდინარე - „სიკვდილისშემდგომი შეგონებანი...").
ეს ამბავი ნაწინასწარმეტყველებია იოანეს გამოცხადებაში, სადაც ნათქვამია: „და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი (ძაძით მოსილმა „ორმა მოწამემ" ღმერთისა), მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქის მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგვიპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯვარს-ეცვა. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებას სამარესა შინა. და მკვიდრთა ქვეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშვებდნენ და ძღვენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინასწარმეტყველთა ტანჯეს მკვიდრნი ქვეყანისანი. და შემდგომად სამისა მის და ნახევარისა დღისა სული ღმერთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა, და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. და მესმა ხმაი დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. მას დღესა შინა იქმნა ძრვაი დიდი, და მეათედი ქალაქისაი დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შვიდ ათასნი, და სხვანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა ცათასა" [17].
ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს ღირსშესანიშნავი რამ, რაც უნდა მიეწეროს ამ წმიდა წინასწარმეტყველთა ქადაგების ძალას, მათს საკვირველ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, - მოხდება ის, რომ ანტიქრისტეს თანამედროვე იუდეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჭეშმარიტ რწმენაზე მოიქცევა და ქრისტეს შეუდგება. ამასთან დაკავშირებით ნეტარი თეოფილაქტე წერს: „ელია... მოვა როგორც წინამორბედი ქრისტეს მეორედ მოსვლისა, და ჭეშმარიტ რწმენას ქრისტესას დაუბრუნებს ყველა ებრაელს, ვინც კი მდაბალი და მორჩილი აღმოჩნდება, და მამათა მემკვიდრეობას დაუბრუნებს მათ, რაც ამდენი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ".
საფუძველს ამგვარი მტკიცებისათვის ვპოულობთ თვით საღმრთო წერილში, სადაც შემდეგია ნაწინასწარმეტყველები:
ა) მალაქიას წინასწარმეტყველება: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისასა, დიდსა და განჩინებულსა, რომელმაც კვალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა - მოყვასისა მიმართ მისისა. ნუ მოსრულმან მოვსპო ქვეყანა მყის" [18].
ბ) ესაიას წინასწარმეტყველება: „და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე, შეეძინოს დაშთომილი ისრაელსა. და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმერთისა მიმართ წმიდისა ისრაელისასა ჭეშმარიტებითა. და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმერთისა მიმართ ძლიერისა".
გ) იგივეს გულისხმობს პავლე მოციქულიც, რომელსაც მოჰყავს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელისთვის: დაღათუ იყოს რიცხვი იგი ძეთა ისრაელისათაი ვითარცა ქვიშაი ზღვისაი, ნეშტნი ოდენ ცხონდეს [20];
დ) ზაქარიას წინასწარმეტყველება: „და იყოს მას დღესა შინა ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა, მიმავალთა იერუსალემსა ზედა. და მივჰფინო სახლსა ზედა დავითისსა და დამკვიდრებულთა ზედა იერუსალემისათა სული მადლისაი, სიხარულისა და თანალმობისაი, და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს" .
ე) ყველა ამ წინასწარმეტყველებას აგვირგვინებს ღვთაებრივი პავლე მოციქულის ღმრთივსულიერი სიტყვები: „და იგინი (იუდეველები), თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კვალად დამყნად მათდა. უკუეთუ შენ (ანუ რომაელი - წარმართი, მოქცეული ქრისტეს რწმენაზე) ბუნებითისა მისგან მოეკვეთე ველურისა ზეთისხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რაოდენ უფროის იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თვისსავე მას ზეთისხილსა! არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, საიდუმლოისა ამის, - რაითა არა იყვნეთ თავით თვისით ბრძენ, - რამეთუ სიბრმე ჟამითი ჟამად შეჰყვა ისრაელსა, ვიდრემდე სავსებაი იგი წარმართთაი შემოხდეს. და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მხსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი" .
ვლ. სოლოვიოვს, რომელიც ცდილობდა, წმიდა ელიასა და ენუქის ამქვეყნად მოვლინებასთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება საღმრთო წერილისა იგავურად, არაპირდაპირი მნიშვნელობით განემარტა, უნებლიეთ უნდა შეეცოდა უფლის ამ ორი მოწამის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დიდი მოვლენის - ქრისტესადმი ისრაელის „ნეშტის" მოქცევის ახსნა-განმარტებაშიც (იხ. მისი ესქატოლოგიური შრომა - „სამი საუბარი", თავი - „სიტყვა ანტიქრისტეზე"). მისი ინერპრეტაციით, როცა იუდეველები შეიტყობენ, ჩვენს მიერ ჭეშმარიტ მესიად მიჩნეული კაცი (ანუ ანტიქრისტე) წინადაცვეთილი არ არისო, ისინი ზურგს შეაქცევენ მას, უარყოფენ და ქრისტიანობას მიიღებენო. თუკი ეს ვარაუდი - ანტიქრისტეს წინადაუცვეთელობა - მართლაც ნამდვილი აღმოჩნდება, ფანატიკურად განწყობილ იუდეველებს იგი მხოლოდ იმას აიძულებს, რომ უარყონ ასეთი „მესია", ანუ ანტიქრისტე, და სხვას, მესიისათვის უფრო შესაფერ კანდიდატს დაუწყონ ლოდინი. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ამბავი, ანუ მომავალი ანტიქრისტეს შესაძლო წინადაუცვეთელობა, გახდეს იმის მიზეზი, რომ იუდეველებმა უარი თქვან თავიანთ ეროვნულ-სარწმუნოებრივ იდეოლოგიაზე და ქრისტეს რწმენა შეიძინონ. განა აქამდე იუდეველთა ისტორიაში მრავლად არ ყოფილან მესიის წოდების მისაღებად ამაოდ გარჯილი პრეტენდენტები, რომელნიც წინამძღვრობდნენ რომის წინააღმდეგ აღძრულ აჯანყებებს?! ასეთი „მესიანი", დიახაც, რომ ჰყოლია ისრაელს, მაგრამ შემდგომი იმედის გაცრუება არასოდეს არ აიძულებდა იუდეველებს უარეყოთ თავიანთი რწმენა, თავიანთი იდეოლოგია, და ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებად ქრისტიანობა ეღიარებინათ.
ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, როგორიც არის, უფრო სწორად, როგორიც იქნება უფლის მეორედ მოსვლის წინ იუდეველთა ნაწილის („ისრაელის ნეშტის, დაშთომილის") საკვირველი მოქცევა ქრისტესადმი, მთლიანად შეიძლება განპირობებული იყოს მხოლოდ უფლის ორი დიდი წინასწამეტყველის - ელიასა და ენუქის ქადაგების ზემოქმედებით; ისინი ხომ სამნახევარი წლის მანძილზე დაუფარავად ამხილებენ ანტიქრისტეს და დიდი ღვთაებრივი ძალითაც იქნებიან შემოსილნი, ამასთან, უდიდესი ზეგავლენა ექნება მათს მოწამეობრივ აღსასრულს, სასწაულებრივ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, რისი მოწმენიც სწორედ ისრაელში მცხოვრებნი გახდებიან. როგორც ვნახეთ, ამასვე გვიდასტურებს საღმრთო წერილიც, რომლის ზემოთ მოყვანილი წინასწარმეტყველებანი „ისრაელის ნეშტის" მოქცევას ქრისტეს რწმენაზე სწორედ ელიასა და ენუქის მოღვაწეობას მიაწერენ.
იუდეველთა ეს მოქცევა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ანტიქრისტეში მძვინვარე გაბოროტებას გამოიწვევს საერთოდ ქრისტიანთადმი და მაშინ იყოს „ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე აქამომდე" ; „და მიეცა მას (მხეცს - ანტიქრისტეს) ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ხელმწიფებაი ყოველსა ზედა ტომსა და ერსა და ენასა და ნათესავსა" .
[b]
[size=20]2012

[color=purple]პლანეტა ნიბირუ?
უკვე დამტკიცებულია, რომ შუმერული ცივილიზაცია ყველაზე ძველია დედამიწაზე. მათი პირველი ცივილიზაცია შეიქმნა დაახლოებით 445 ათასი წლის უკან. ბევრი მეცნიერი იბრძოდა და იბრძვის პლანეტის ყველაზე ძველი ცივილიზაციის საიდუმლოს დამსხვრევაზე, მაგრამ საიდუმლო ისევ საიდუმლოდ რჩება. საკმარისია ვახსენოთ, რომ მათ ჰქონდათ მათემატიკური გამოთვლების უდიდესი უნარი და იცოდნენ ფიბონაჩის რიცხვები. შუმერული ხელნაწერები შეიცავს ინფორმაციას მზის სისტემის შექმნაზე, მის განვითარებაზე და წყობაზე.მათ ნახატებში, რომლებიც ინახება გერმანიის სახელმწიფო მუზეუმის(ბერლინში) ახლოაღმოსავლეთ სექციაში,არის ასახული მზის სისტემა:ცენტრში მზე და გარშემო კი ჩვენთვის ცნობილი ყველა პლანეტა(მზის სისტემის). თუმცა მათ მზის სისტემის ნახატში განსხვავებაა, შუმერებს მარსსა და იუპიტერს შორის აქვთ მოთავსებული დიდი ზომის უცნობი პლანეტა, მეთორმეტე პლანეტა შუმერული სისტემით! ამ უცნაურ და ამოუცნობ პლანეტას შუმერები ეძახდნენ ნიბირუს, რაც ნიშნავს«გადამკვეთ პლანეტას». ამ პლანეტის ორბიტა-მეტად მოგრძო ელიფსი,– ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ კვეთავს მზის სისტემას.ნიბირუს მორიგი სტუმრობა 2100-2158 წლებშია მოსალოდნელი.

შუმერული ხელნაწერების თანახმად, პლანეტა ნიბირუ იყო დასახლებული გონიერი არსებებით სახელად: ანუნაკები. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 360 000 წელს. ისინი იყვნენ გიგანტები: ქალების სიმაღლე 3-იდან 3,7 მეტრს აღწევდა, ხოლო მამაკაცების 4 დან 5-ს .აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მაგალითად, ძველი ეგვიპტელი მმართველი ეხნატონი იყო 4 მეტრი სიმაღლის, ხოლო ლეგენდარული ნეფერტიტი დაახლოებით 3,5 მეტრი. უკვე ჩვენ დროს ეხნატონის ქალაქშო იქნა აღმოჩენილი 2 უცნაური სამარხი. ერთ ერთ მათგანში პირდაპირ მუმიის თავზე იყო გამოსახული სიცოცხლის ყვავილი.ხოლო მეორე სამარხში აღმოაჩინეს დაახლოებით 7 წლის ბავშვის ძვლები, რომლის სიმაღლეც 2,5 მეტრია. ამ ბავშვის ძვლები გადატანილი იქნება კაიროს მუზეუმში.შუმერების კოსმოგონიაში მთავარ მოვლენად ითვლება«კოსმოსური ომები» და კატასტროფა, რომელიც მოხდა 4 მილიარდი წლის წინ და შეცვალა მზის სისტემის ფორმა. თანამედროვე ასტრონომია ადასტურებს ამ კატასტროფის მოხდენის ფაქტს!

შუმერულ ხელნაწერებში არის მოყვანილი ფაქტები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დედამიწაზე გონიერი ცხოვრების წარმოშობის მიზეზი. ამ ხელნაწერების თანახმად,ჰომო საპიენსი შეიქმნა ხელოვნურად გენური ინჟინერიის შედეგად დაახლოებით 300 ათასი წლის წინ. ამგვარად, შეიძლება, კაცობრიობა წარმოადგენდეს ბიორობოტების ცივილიზაციას. თავიდანვე ვახსენებ რომ სტატიაში არის ზოგიერთი დროის შეუსაბამობა. ეს არის იმასთან დაკავშირებული, რომ თარიღების უმეტესობა დადგენილია მხოლოდ გარკვეული ხარისხის სიზუსტით.შუმერული ხელნაწერების გაშიფვრამ გამოიწვია მკვლევარების შოკი. მოვიყვანოთ მოკლე და არასრული სია იმ ცივილიზაციის მიღწევებისა, რომელიც არსებობდა განვითარების გზაზე მყოფ ეგვიპტეზე, რომის იმპერიაზე და მითუმეტეს ძველ საბერძნეთზე უფრო ადრე. შუმერული ხელნაწერების გარკვეული გაშიფვრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ შუმერული ცივილიზაცია ფლობდა თანამედროვე მეცნიერულ ცოდნას ქიმიის,მცენარეული მედიცინის, კოსმოგონიის, ასტრონომიის, თანამედროვე მათემატიკის და გენური ინჟინერიის შესახებ, ასევე ჰქონდათ თანამედროვე სახელმწიფო პარლამენტი, სასამართლო და არჩევნები.

შუმერები ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ კონტაქტი პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებთან! შუმერული ტექსტების თანახმად ზუსტად ამ პლანეტიდან ჩამოვიდნენ ანუნაკები დედამიწაზე. შესაძლებელია მართლაც ასე იყო. თუ დავუჯერებთ ამ ლეგენდებს, რომლებიც მრავალია სხვა და სხვა კულტურასა და ცივილიზაციაში, მაშინ ჰუმანოიდებს არა მარტო კონტაქტი ჰქონდათ ადამიანურ რასასთან, არამედ ისე ახლოს იყვნენ მათთან, რომ, შესაძლებელია საერთო შთამომავლობაც ჰყავდეთ. დავუბრუნდეთ ისევ შუმერულ ხელნაწერებს:პირველი ანუნაკები დედამიწაზე ჩამოვიდნენ 445 ათასი წლის წინ (შუმერული ცივილიზაციის შექმნის თარიღი).შევეცადოთ ვიპოვოთ პასუხი დასმულ კითხვაზე:რატომ სურდათ პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებს დედამიწაზე ჩამოსვლა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ აინტერესებდათ სასარგებლო მინერალები, პირველ რიგში-ოქრო. რატომ?თუ ავიღებთ თეორიას ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ მეთორმეტე პლანეტაზე(მზის სისტემის), შეიძლება მათ სურდათ ოქროსშემცველი დამცავი ეკრანის შექმნა პლანეტისთვის. ავღნიშნოთ, რომ ანალოგიური ტექნოლოგიით ჩვენს დროში მიმდინარეობს კოსმოსური პროექტების გარკვეული ნაწილი.

პირველად ანუნაკები უშედეგოდ ცდილობდნენ ოქროს მოპოვებას სპარსეთის ყურეში, ხოლო შემდეგ დაიწყეს მიწისქვეშა სამუშაოები სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ, როდესაც პლანეტა ნიბირუ იმყოფებოდა დედამიწის სიახლოვეში, მასზე იგზავნებოდა მთელი მოპოვებული ოქროს მარაგი.ხელნაწერების მიხედვით ანუნაკები საკმაოდ დიდხანს მოიპოვებდნენ ოქროს დედამიწაზე, დაახლოებით:100 150 ათასი წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ,როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა აჯანყება. დიდხანსმცხოვრებ ანუნაკებს მობეზრდათ ათასობით წლის მიწისქვეშ გატარება და ოქროს მოპოვება. და მაშინ მიიღეს უნიკალური გადაწყვეტილება: მათ გადაწყვიტეს შეექმნათ «პრიმიტიული მომუშავეები» მიწისქვეშ სამუშაოდ.და კაცობრიობის შექმნის მთელი პროცესი დაწვრილებით აღწერილია – შუმერულ თიხის დაფებზე. ამ ინფორმაციამ ფაქტიურად შოკში ჩააგდო თანამედროვე გენეტიკები.

სხვა ვერსია?
თორა ?ეს სიტყვა შეიქმნა შუმერების დროს. ეს სიტყვა მოცემულია მრავლობითად და ზუსტი თარგმანით უნდა აღნიშნავდეს ღმერთს. ადამიანის შექმნის მიზეზი კი დაზუსტებით გავარკვიეთ:«… არ არსებობდა კაცი მიწის დამმუშავებელი ».

ანუნაკების მმართველმა ანუმ და მთავარმა მეცნიერებმა ენიკებმა გადაწყვიტეს შეექმნათ«ადამუ». ეს სიტყვა წარმოიშობა «Adamah» იდან (მიწა) და აღნიშნავს «დედამიწელს».ენიკებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მხოლოდ ფეხით მოსიარულე არსებები, რომლებიც უკვე არსებობდნენ დედამიწაზე, და გაეუმჯობესებინათ ისინი იმ დონეზე, რომ მათ შეძლებოდათ ბრძანებების გაგება და ინსტრუმენტების გამოყენება. მათ ესმოდათ, რომ დედამიწის ბინადრებს ევოლუცია ჯერ არ გაუვლიათ და ამ პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.დედამიწას უყურებდნენ როგორც ერთ ცოცხალ არსებას, ისინი ფიქრობდნენ რომ აქ სიცოცხლე ისევე გაჩნდა როგორც მათ მშობლიურ პლანეტაზე, ენიკებს ეძახდნენ "Nahash”, რაც აღნიშნავს«გველთა, გველს» ან «ის ვინც იცის ყველაზე მეტი საიდუმლო». უფრო კონკრეტულად Nahash სიმბოლოთიც გამოისახებოდა:ორი ერთმანეთზე შემოხვეული გველი. ეს სიმბოლო შეიძლება მივამსგავსოთ დნმ ის სტუქტურულ მოდელს, რომელიც ენიკებმა გამოიცნეს გენეტიკური ცდების შედეგად.ენიკების გეგმაში შედიოდა ადამიანისა და ანუნაკების დნმ ის შეერთება და ახალი რასის მიღება. ენიკებმა დასახმარებლად მოიხმეს ახალგაზრდა ლამაზი გოგონა , სახელად ნინტი– «ქალბატონი, რომელიც იძლევა სიცოცხლეს».ჩანაწერებში არის ინსტრუქცია რომელიც ენიკებმა მისცეს ნინტის. უპირველეს ყოვლისა, მთელი პროცედურა უნდა ჩატარებულიყო სტერილიზებულ ადგილას.როგორც ტექსტში ჩანს, ენიკები მუშაობისას იყენებდნენ აფრიკული მაიმუნის კვერცხუჯრედებს, რომელიც ჩრდილოეთ ზიმბაბვეში ბინადრობს.

რამოდენიმე კომპონენტი:
ინსტრუქციაში ცოტა გაურკვევლად წერია მაგრამ დაახლოებით ასეა: "შეურიე არსი და თიხა მიწის ბაზიდან რომელიც არის ჩრდილოეთით” ნინტი როგორც მეცნიერები ასკვნიან იყო ძალიან ჭკვიანი და მრავლისმცოდნე, ახალგაზრდა ანუნაკი, რომელიც თიხისგან და არსისგან მიიღებს ახალშობილის ბედს… და რაც ის გამოვა იქნება ადამიანი».

(თიხა და არსი შეიძლება იგივე მნიშვნელობის არ იყოს როგორც ჩვენ ეს სიტყვები გვესმის)
მაგალითად:ღვთაებრივი ელემენტი, რომელსაც შუმერებმა უწოდეს «ТЕ-Е-МА»რაც აღნიშნავს «არსს» ან «ის, რაც აკავშრებს გონებას», ხოლო ჩვენებურ ენაზე ეს არის დნმ. სპეციალურად იყო შერჩეული ანუნაკის სისხლი. ასევე ახალგაზრდა მამაკაცებისგან იღებდნენ Shiru – სპერმას. სიტყვა «თიხა» წარმოიშობა ამ სიტყვიდან «TI-IT», და ითარგმნება ასე «ის რაც ახლავს სიცოცხლეს». ასევე არის ნახსენები სიტყვა კვერცხი შეიძლება ეს იყოს კვერცხუჯრედი. გარდა ამისა , ტექსტში აღნიშნულია, რომ ერთ ერთი ანუნაკისგან(როგოც შუმერები წერენ ერთ ერთი ღმერთისგან) იქნა აღებული, ის რასაც ეძახდნენ napishtu (მისი მსგავსი სიტყვა ბიბლიაშიც არის :Naphsh, რომელიც არაზუსტად ითარგმნება როგორც «სული»).
ტექსტშ წერია, რომ წარმატებას თავიდანვე ვერ მიაღწიეს და გამოსდიოდათ საშინელი გარეგნობის ჰიბრიდები. და როგორც იქნა მათ მიაღწიეს წარმატებას. წარმატებით ფორმირებული კვერცხუჯრედი მოათავსეს ნინტის სხეულში, დიდი ხნის ფეხმძიმობის შემდეგ გაჩნდა ადამიანი – ადამ. მეცნიერები ვარაუდობენ რომ თუ მათ ბევრი მომუშავე სჭირდებოდათ გასამრავლებლად ქალიც იყო საჭირო და გააკეთეს ადამისგან კლონი ოღონდ ისე რომ მდედრობითი სქესის გამოვიდა სახელად ევა(კიდევ ვიმეორებ ეს არის უბრალოდ ხელნაწერები არავინ ვიცით ეს მართალია თუ ტყუილი, შუმერებს ეს ყველაფერი თავიანთ თიხის დაფებზე აქვთ აღწერილი). კლონირების აღმწერი ხელნაწერები არ არსებობს ან ვერ აღმოაჩინეს. მაგრამ როდესაც ადამიანს ანუნაკებმა მისცეს ყველა საჭირო შესაძლებლობა და განვითარების უნარი,არ მისცეს მხოლოდ დიდხნიანი სიცოცხლე. მოგვიანებით როცა დედამიწის ქალებმა მიიღეს გამომწვევი შეხედულება, ანუნაკებმა დაიწყეს მათი ცოლად შერთვა, რაც ასევე ამართლებს ადამიანის ინტელექტის ძლიერ განვითარებას. ბიბლიაში ამის შესახებ არის ნათქვამი შემდეგი:
"როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.”

კითხვები და პასუხები:

1. ვის შეეძლო მაღაროში მუშაობა ქვის ხანაში?!
არქეოლოგიური კვლევები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ქვის ხანის დროს მიმდინარეობდა მიწისქვეშა სამუშაოები(!). ჯერ კიდევ 1970 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ოქროსმომპოვებელი მაღაროები, 20 მეტრის სიღრმის. ფიზიკოსების საერთაშორისო ჯგუფმა, 1988 წელს გაარკვია მაღაროების ასაკი- 80 – 100 ათასი წელი.

2. საიდან იციან ველურმა ტომებმა «ხელოვნური ადამიანების შესახებ»?
ზულუს ლეგენდებში ნათქვამია, რომ ამ მაღაროებში მუშაობდნენ ადამიანები სისხლით და ხორცით, რომლებიც იყვნენ ხელოვნურად შექმნილები «პირველი არსებების მიერ».

3. ასტრონომების მეორე აღმოჩენა ამტკიცებს რომ პლანეტა ნიბირუ მართლაც არსებობდა ან არსებობს!
 თანამედროვე ასტრონომები ამტკიცებენ რომ იუპიტერსა და მარსს შორის უნდა ყოფილიყო დედამიწაზე ორჯერ დიდი პლანეტა ! შესაძლებელია ეს პლანეტა აღარ არსებობდეს კატასტროფის შედეგად.
 



ბავშვებო ეხლა მე გეტყვით ჩემ აზრს:
ჩემი აზრით და მამაოებიც ამას ამბობენ რომ ჩვენ ვცხოვრობთ მეორედ მოსვლის იგიცე აპოკალიფსის წინა პერიოდში და ჩვენი მთავარი საქმეა რომ ჩვენ ვიყოთ სულიერად ძლიერები და სუფთები...მეორედ მოსვლა არავინ არ იცის როდის მოხდება ჯერ ამბობდნენ 2000წელს მერე 2012 მერე 2036...ეს არცერთმა ადამიანმა არ ივის როდის მოხდება მაგრამ მთავარი ისაა რომ უკვე დაწყებულია...უფალი ამას აკეთებს იმისთვის რომ სული არ მივყიდოთ ეშმაკს და რომ ვიცხოვროთ ეკლესიური ცხოვრებით....აღარ მახსოვს მგონი იოანეს წინასწარმეტყველება იყო და ეწერა რომ იბერია გაბრწყინდებაო და მთელი მსოფლიო ალაპარაკდება ქართულად მაგრამ ესეც არის შესაძლებელი რომ არ მოხდეს რადგან საერთოდ მსოფლიოში და საქართველოშიც ბევრი ბოროტია,ბევრი ბოდიშით ამ სიტყვისთვის გარყვნილია....თითოეული ადამიანი უნდა იყოს სულიერად სუფთა და არ უნდა ჩხუბობდეს(მეც ძალიან ხშირად მიჭირს ჩხუბის გარეშე ყოფნა)...ეხლა რატომ არ უნდა ჩხუბობდეს რადგან ღმერთმა თითოეულ ადამიანსმოუვლინა ანგელოზი რომელიც ადამიაზე ძალიან ბევრად მაღალია (ფიზიკურადაც) და როცა ჩვენ ვჩხუბობთ ან სხვა ცუდ რამეს ვაკეთებთ ანგელოზი ვერ ჩერდბა და ჩვენ სულს ტოვებს ოღონდ სამუდამოდ არა....ეხლა სხვაგან გადავუხვიე...ხოდა რას ვამბობდი რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვილოცოთ იმისთვის რომ საქართველო გადარჩეს და მერე ყველამ ვიცხოვროთ ტკბილი და კარგი ცხოვრებით :)
თუ მოგეწონათ ჩემი ნაშრომი დამიკომენტარეთ...
წინასწარ დიდი მადლობა...
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 964 | დაამატა: FanTwilight | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 4
2012-01-11 Spam
ramdeni giwvaliaa bolo shavebi agar wamikitxiaaa ravicii tan mjera da tan araaa