მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 3 » B.T.D
1:03 PM
B.T.D
Born To Die=3=
იმედია მოგეწონებათ.. <3

ამ ფიქრებში გართული ვერც კი მივხვდი როგორ ჩამეძინა... მეორე დილას ძალიან კარგ გუნებაზე გავიღვიძე.თავზე კეროლაინი მედგა.. სავარაუდოდ ჩემს გაღვიძებს ელოდებოდა ... 
-ვაუ გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა?-მაჯახა ეგრევე როგორც კი თვალი გავახილე 
-ხო ხო გავიღვიძე - 
თვალი ჩავუკარი და წამოვჯექი.. 
-აბა როგორ ხარ?
-კარგად ვართ , ცოტა თავი მტკივა.როდის მწერენ?
-დღეს.. <3 თავის ტკივილი ლოგიკურია :)
-დღეს ? რა მაგარია.. 
-ხო,ეხლა ექიმი მოვა გაგსინჯავს და მერე გამოგწერენ...მანამდე მე კაფეტერიაში ჩავალ,ყავას დავლევ
-კაი.
კერი პალატიდან გავიდა...მე ფეხზე წამოვდექი და ფანჯრიდან გავიხედე. :| წვიმდა,ირგვლივ ჩამოწოლილ სიჩუმეს მხოლოდ წვიმის წვეთები არღვევდნენ...ალაგალად კი მანქანების ხმაც შემოისმოდა ხოლმე.. ფანჯარა გამოვაღე და ხელები გარეთ გავყავი .. გახურებულ სხეულზე წვიმის წვეთი დამეცა და ტანში დამიარა... ფანჯრიდან ვიყურებოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბუნება რაღაცას განიცდიდა.. ტიროდა და მისი ტირილის მიზეზი ყველასთვის უცნობი იყო.. უცებ კარის ხმა შემომესმა, ფანჯარა სწრაფად მოვხურე და საწოლისკენ გამოვბრუნდი სადაც ექიმი დავინახე..
-გამარჯობათ მის პატრისია.. თავს როგორ გრძნობთ?
-აშკარად უკეთესად ვარ ... გმადლობთ.. <3
-კარგით ეხლა ანალიზები უნდა აგიღოთ , და ალბათ 1 საათში კლინიკას დატოვებთ... 
-ძალიან კარგი .. <3
ექიმმა საწოლზე დამაწვინა და ანალიზები ამიღო...15წუთში ყველაფერი დამთავრდა და ექიმიც გავიდა.. ექიმის გასვლა და ჩემი დის შემოსვლა ერთი იყო:
-მირ.. <3 როგორ ხარ? დედა და მამა სად არიან?
-დედა და მამა სახლში არიან. ვუთხარით რომ საჭირო არ იყო ღამის გათენება , კერი წავიდა ეხლა ტანსაცმელებს მოგიტანს.. შენ როგორ ხარ?
-კარგად.. მირ შეგიძლია დამეხმარო??
-გისმენ
-მინდა სამსახური მიშოვო.. იმ სააგენტოში სადაც შენ მუშაობ მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი .. ხო,ვიცი ეხლა არც ისე სახარბიელო სიტუაციში ვარ , მაგრამ ვცადოთ იქნებ ამიყვანონ..))
-კაი კაი დაოო... ვეცდები.! <3 ეხლა კი უნდა გავიგცე , ჯერემიმ დამირეკა , სასწრაფოდ მოდი სააგენტოშიო .. დაა ვეტყვი ბარემ შენს ამბავსაცც.. <3 
-კაი მადლობა...
მირანდამ ლოყაზე მაკოცა და პალატიდან გავიდა.... მე ჩემმი მობილური ავიღე , საათისთვის უნდა დამეხედა რომ უცებ გარედან საშინელი ყვირილი შემომესმა.... ვიღაც ითხოვდა შვილი გადამირჩენეთო... გარეთ გასვლა მომინდა.. ფეხზე ჩავიცვი და გავიხედე.. ჩემს თვლაწინ კი საშინელი სანახაობა გადაიშლა.. დაახლოებით ჩემხელა ბიჭი საკაცეზე იწვა , სისტემაზე იყო შეერთებული.. ერთი თვალის შევლებით როგორც ჩანდა ტყვია იყო მოხვედრილი , რადგან პერანგზე სისხლისა და ნატყვიარის კვალი ეტყობოდა .. თუმცა რა და როგორ მოხდა ვერ მივხვდიი .. მხოლოდ იმას მივხვდი რომ ეს ვიღაც ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო... როგორც კი საკაცეთი ჩემი სართული ჩაატარეს მე მაშინვე ამ ბიჭის დედასთან მივედი..და ნაზი ხმით ვიკითხე
-დაჭრეს?
-ბრმა ტყვია მოხვდა , ჯარისკაცია. და ვარჯიშის დროს ერთ-ერთს თოფი გაუვარდა და ეგრევე მუცლის არეში მოხვდა...
-იმედია გადარჩება - 
მხოლოდ ეს ვთქვი და პალატაში შევბრუნდი .. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მომინდა ამ ბიჭის ოპერაციას დავხმარებოდი .. ამიტომ კაბა გადავიცვი(რომელიც არ მოყვანისას მეცვა) და სანიტარს თეთრი ხალათი ვთხოვე... რათქმაუნდა ხალათი ავიღე და პალატაში , როგორც ექთანი ისე შევედი ( სკოლაში ბიოლოგიასა და ქიმიას კარგად ვსწავლობდი ამიტომ გავრისკე ამ ნაბიჯის გადადგმა.).. მისი მდგომარეობა მძიმე იყო .. ამიტომ ვცდილობდი ყევლაფერი გამეკეთებინა , რომ გადამერჩინა.. მისს სიკვდილს საკუთარ თავზე ვიღებდი ... ექიმს ყველანაირად დავეხმარე ... როგორც კი ყველაფერი დასრულდა გამოვბრუნდი ხალათი და ნიღაბი დავაბრუნე , შემდეგ კი პალატაში შევედი ... უკვე ზუსტად ვიცოდი ,რომ კოდი გადარჩებოდა (სახელი დედამისისგან გავიგე).. საწოლზე ისე დავწექი თითქოს არც ავმდგარვარ .. 10წუთში ექიმი შემოვიდა
-მაპატიეთ მის პატრისია , მძიმე ოპერაციაზე ვიყავი და შემაგვიანდა ანალიზების მოტანა.. 
-არაუშავს .. )) 
-სისხლში არანაირი ნაკლებობა არ გაქვთ.. შეგიძლიათ კლინიკა დატოვოთ... 
-დიდი მადლობა..
ექიმმა გასვლა დააპირა რომ დავუძახე:
-გადარჩება?
-ალბათ კი .. ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგევძლო.. მისი მდგომარეობა მძიმე მაგრამ სტაბილურია. )) ახლა ყველაფერი მასზე დამოკიდებული
-ძალიან კარგია.. არავინ მემეტება სასიკვდილოდ.. უცხო ადამიანიც კი..
ექიმმა მხოლოდ გამიღიმა , და პალატიდა გავიდა....
-აი მეც მოვედი ... შემოანათა კეროლაინმა . 
-უფ კიდევ კარგი თორე დამელია სული :დ მომე ტანსაცმელები და წავედით თორე ცუდად ვხდები აქ ყოფნით :დ
-კარგი აიი გამომართვი..
კერიმ პარკი გამომიწოდა და თვითონ იქვე სკამზე ჩამოჯდა... მე აბაზანაში ჩავიცვი და გამოვედი ... როგორც გავიგე მირანდას არ ეცალა.. დედაჩემი და მამაჩემი კი სამსახურში წავიდნენ .. ამიტომ სახლისკენ მიმავალ გზას მე და კეროლაინი გავუდექით <3

1თვის შემდეგ:
ზუსტად 1თვე გავიდა მას შემდეგ რაც არც დამილევია,არც მომიწევია , არც წამლისთვის დამიკარებია პირი .. თავს გაცილებით კარგად ვვგრძნობდი.. თითქოს ყველა პრობლემა ერთი ხელის გადასმით მოვაგვარე.. ურთიერთობა მოვაგვარე ყველასთან : მშობლებთან , მეგოობრებთან .. კოლეჯშიც აღარავინ აღმიქვამს ისე როგორც ალკოჰოლიკსა და ნარკომანს... <3 მოკლედ რომ ვთქვა ნელ-ნელა ვიბრუნებ სკოლის ყევლაზე ჭკვიანი გოგოს ტიტულს და ეს ძალიან მახარებს... )) დღე და ღამე წიგნებს ვუზივარ და ვცდილობ ამოვქაჩო პროგრამა , ასეთუისე მგონი გამომდის... ხოო ეს რაც შეეხება სწავლას .. აი პირადს რაც შეეხება , ჩემს ცხოვრებაში აღარანაირი ნიკი აღარ არსებობს.. არა,რათქმაუნდა არ დამვიწყებია და ისევ მიყვარს , მაგრამ უბრალოდ თავს ძალაას ვატან , ვცდილობ მასზე ნაკლებად ვიფიქრო და ყურადღება სამსახურსა და სწავლაზე გადავიტანოო ... არ ვიცი , ალბათ ფიქრობთ ამდენი ხხნის მანძილზე რით ვერ დაივიწყა ეს ბიჭიო , მაგრამ რა ვქნა თუ მიყვარს , მივყვარს სიცოხლის ბოლომდე... უი სულ დამავიწყდა, მირანდა გათხოვდა და უკვე 2 კვირის ფეღმძიმედაა. სამსახურიდან წამოვიდა და როგორც მისი და და სანდო პირი , მე დამნიშნეს მირანდას ადგილზე.. და ძალიანაც მომწონს ეს სამსახური... )) დედაჩემიც ცდილობს რომ დრო ჩემთან ერთად გაატაროს და ეს ძალიან მომწონს..კეროლიანიც 1თვე ჩემთან ერთად ცხოვრობდა... ეხლა სახლში წავიდა , ჩემებს დავხედავ და მოვალო.. <3 მოკლედ კმაყოფილი ვარ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით...
კარზე ზარი გაისმა:
 -მე გავაღებ -  ჩავძახე დედაჩემს , რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდაა.. კიბეები სწრაფად ჩავირბინე და კარი გავაღე.. <3
-ვა ვა.. მსოფლიოში ყველაზე მაგარი და და საუკეთესო სიძე მოსულან ..-
მმივედი და ორივეს გადავეხვიე .. <3 
-ჩემო ცანცარავვ ... <3 
გადამეხვია პატრიკი (მირანდას ქმარი.)
მე და ჩემმა დამ ბევრ თემაზე ვიჭუკჭუკეთ..მას ხომ არაფერს ვუმალავ , ამიტომ ყევლაფერი დეტალებში მოვუყევი ... რაც მისი წასვლის შემდგომ მოხდაა.. (2კვირა თაფლობის თვეში იყო ) მერე ცოტა ძილიც მომერია , თან უვე გვიანიც იყო და ოთახში ავედი დასაწოლად.. აბანოში შევედი და როცა გამოვედი ოთახში პატრიკი დამხვდა. 
-პატრიკ ??
-მაპატიე , ცანცარავ ... რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?
-შევეცდები.. თუმცა ვერაფერს დაგპირდები...
ნაგლურად გავუღიმე და სარკისკენ შევტრიალდი რომ თმა დამევარცხნა...
-ხვალ ჩემი ერთი ძმაკაცი წვეულებას მართავს .. <3 მხოლოდ ახლო მეგობრები და მირანდა ვიქნებით... )) თუმცა მე ძალიან მინდა რომ შენც წამოხვიდე.. რაც გამოგწერეს მას შემდეგ სახლში ზიხარ და მეცადინეობ..მარტოო მაღაზიაში თუ გახვალლ.. სკოლა-სახლი , სკოლა - სახლი.. ასე რომ წამოოდიი , ცოტა ხომ უნდა გაერთო .. )) ხოო კიდევ უარი არ მიიღება  ეს ფრაზა მითხრა და გაიცინა...
 
-რაკი ყველა გზა მომიჭერი , მეც რაღა დამრჩენია თანახმა ვარ .. !!! <3
-ასეც ვიცოდი .. დღეს მე იმ ბიჭთან მივდივარ ამიტომ მირანდა თქვენთან დარჩება ... <3 დეტალებში ის გაგარკვევს...
-როგორც ჩანს გათენება მომიწევს ..
ჩავილაპარაკე ჩემთვის და სავარცხელი ტუმბოზე დავდე...

მგონი საკმაოდ დიდი და სიანტერესო თავი გამოვიდა. <3
დააკომენტარეთ..♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1130 | დაამატა: queen♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-09-04 Spam
Gaagrdzele Magariaaaa