ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი ლედი გაგა, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა... სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart", დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts" განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End" და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory", ანსამბლში - „Regis Jazz Band" მღეროდა. 2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich", „Dirty Ice Cream", „Disco Heaven" ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „ლედი გაგა" (ჯგუფის „Queen" სიმღერიდან „Radio Ga Ga"). პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam"-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records", სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. ლედი გაგა-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie", „Pussycat Dolls", ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block". სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame" იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა. 2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers" და „Pet Shop Boys") ერთად, „Brit Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია
ამ დროის განმალობაში გაგა ძალიან შემიყვარდა მართალია ჯასტინზე მეტად არა მაგრამ მეორე ადგილზე დავაყენე ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი უკეთილშობილესია
შეიძლება სტილით ვერ ამჟღავნებს მაგრამ ძალიან კეთილია დიდი ხანი არაა რაც გაგა მიყვარს ფეისბუქში ერთ გოგოს ვწერ ხოლმე რაღაცეებს რაღაც ძალიან მომწონს გაგას ფანია თავიდან ვიცოდი გაგას შესახებ მაგრამ მისი სტილი დიდად არ მაოცებდა არც მიზზიდავდა ახლა მომწონს თვით ადამიანი ეს იმ გოგოს დამსახურეებაა გაგას გვერდი აქ და ამ გვერდზე ბევრ რაღაცას ვგებულობდი შემდეგ მის მუსიკალურ კლიპებსაც ვუსმენდი და აი ასე მოხდა ყველაფერი