ჯასტინ ბიბერმა საახალწლო კონცერტზე თავისი პატარა 4 წლის და ჯეზი აიყვანა სცენაზე და მასთან ერთად სიმღერაც კი სცადა.
კანადელმა გულშემატკივარმა ემოციები ვერ დამალა და მათთან ერთად აყვა მომღერლის ყველაზე ცნობილ ჰიტს (Baby). ჯასტინის თქმით ჯეზი სახლში ხშირად მღერის მის სიმღერებს და საკმაოდ კარგადაც გამოსდის.
მიუხედავად პატარა გოგონას სიმორცხვისა და–ძმის დუეტი შედგა და მაყურებლის გულშემატკივრობაც ერთი ორად გაზარდა.