♡18th Century-France & Love♡ ♥მოთხრობაში მოვლენები საფრანგეთში, კერძოდ 18-ე საუკუნეში ვითარდება) ♥რა იქნება ეს ისტორია სიყვარულის გარეშე!... ♥ახალი პატარა მოთხრობა,ჩემს მკითხველებს <33
-დიახ ქალბატონო ახლავე მოგიტანთ....!(თავი დავუკარი და სასწრაფოდ სამზარეულოსკენ წავედი) -ქალბატონს სადილი თავის ოთახში უნდა...სწრაფად მოამზადეთ (მსახურებს შევძახე და იქიდან გამოვედი) რა მშვიდი იყო ეს სახლი,ამ თავნება ქალბატონის გარეშე...ჰერცოგინიამ საფრანგეთში სწავლა არ იკმარა და რამოდენიმე წლით იტალიაში იყო წასული....სწორედ მეც მაშინ მოვედი ამ სახლში სამუშაოდ... ერთ დროს მდიდარი ოჯახი ვიყავით...,დედის გარდაცვალების შემდეგ,დაემთხვა ქვეყანაში არეულობა...მაშინ მონარქიული მართველობა იყო!მეფე ხალხს საშინლად ექცეოდა,მადლობა ღმერთს რომ ეს ჩვენს ოჯახს არ ეხებოდა...მაგრამ რევოლუციის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა...უსამართლო ბრალდება წაუყენეს მამაჩემს და ციხეში წაიყვანეს...დედამ ეს ამბავი ვერ გადაიტანა და 2თვეში სული განუტევა...მეც სულ მარტო დავრჩი...გამიმართლა რომ,ქვეყანაში დიდი რევოლუციის შემდეგ,დემოკრატია ჩამოყალიბდა და მშვიდობამ დაისადგურა... თავიდან ფული მქონდა,მაგრამ 17 წლის გოგონას როდემდე უნდა მყოფობოდა..ჩემი ძვირფასი კაბები გავყიდე და კიდევ ცოტა ხანი ამით ვირჩენდი თავს....არ მინდოდა დედის ნივთებისითვის ხელი მომეკიდა... მამა მეუბნებოდა,რომ რაც მინდოდა ის გამეყიდა,ოღონდაც ცოტაოდენი ბედნიეერება მიმენიჭებია ჩემი თავისთვის,მაგრამ არ შემეძლო...შევპირდი,რომ მისი ციხიდან გამოსაყვანად ფულს შევაგროვებდი... ყველა მოსამსახურე დავითხოვე...მათთვის გადასახდელი ფული არ მქონდა...დედაჩემა ადრე თავისი საყვარელი ხელობა მასწავლე და მეც გადავწყვიტე ჩემი ბედი მეცადა...ძველი ნაჭრებისგან კაბებს ვკერავდი...ჩემდა გასაკვირად,დაბალი ფენის ხალხში კაბები ძალიან მალ-მალე იყიდებოდა...გადმოვიღებდი,ხოლმე დედას ძვირფას კაბებს და მისი მიხედვით ვკერაავდი...! თანდათან ფულიც შემიგროვდა...! საკმარისი თანხა იყო რომ მამა ციხიდან გამომეყვანა...! ის ამით აღფრთოვანებული იყო! მახსოვს ძალიან თბილად ჩამეხუტა და მითხრა რომ,ჩემით ძალიან ამაყობს,რომ ის ჩვენს ოჯახს კვლავ ფეხზე წამოაყენებს...! ესე გავიდა 1 წელი...მეც გადავწყვიტე მამის უჩუმრად,რომელიმე მდიდარი ჰერცოგის სახლში მსახურად დამეწყო მუშაობა..ვიცოდი მამასთვის ,რომ მეთქვა ნებას არ მომცემდა..მას კიდევ დარჩა ძველი სიამაყე..ამიტომ,ეს საქმე ისე მოვაგვარე მას რომ ვერ გაეგო...ჩემი საუკეთესო კაბა ჩავიცვი და ჰერცოგის სახლს მივადექი,მსახურების უფროსი ვიკითხე..ჩემდა ბედად მითხრა,რომ ჰერცოგი სწორედ ახლა ეძებდა გოგონას,რომელიც დედის მოვლისთვის ჭირდებოდა... მეც სიხარულით დავთანხმდი...ქალმა მითხრა,რომ დღესვე შემახვედრებდა ჰერცოგს... ნერვიულობისგან სულ მაკანკალებდა..როგორც იქნა მან ჩემთვის მოიცალა..შესვლისას წარბები შეკრა..ალბათ მსახური სხვანაირად გამოწყობილი წარმოვედგინე...ყველაფერი ამიხსნა,და მითხრა რომ ხვალიდანვე უნდა დამეწყო მუშაობა... საღამოს გავბედე და მამას ყველაფერი ვუთხარი...როგორც ველოდი,თავიდან გაბრაზდა მააგრამ შემდეგ დამთანხდა...არ უნდოდა რომ,როგორც მსახურს ისე შემოეხედათ ჩემთვის და მთხოვა დედას ძვირფასი კაბები ჩემს ტანზე გადამეკეთებინა...თავიდან ვყოყმანებდი,მაგრამ საღამოს დედას რამოდენიმე კაბა გადავაკეთე და მეორე დღეს ისე წარვსდექი სასახლეში... ძალიან საყვარელი მოხუცი იყო! მისი მოვლა არც ისეთი რთული იყო,როგორც მე მეგონა...! დილით და საღამოს ულამაზეს ბაღში დავასეირნებდი...ჭამაში ვეხმარებოდი...მანაც იმდენი რამ მასწავლა..როცა ოთახში მარტონი ვიყავით,თავის წარსულზე მიყვებოდა...მასწავლლიდა დახვეწილი ქალის მანერებს(რაც სამწუხაროდ დედამ ვერ მოხარეხა),მეუბნებოდა რომ ჩემში ნამდვილს ჰეროცინიას ხედავდა...მოხუცმა თავი ძალიან შემაყვარა..მეუბნებოდა,რომ მის შვილიშვილზე მეტად ვუყვარვარ,რომელიც ეხლა იტალიაში იყო საწავლებლად... მაგრამ,რამოდენიმე თვეში მანაც ისე მატკინა თავისი წასვლით გული,როგორც დედამ...ამ ქალისგან უამრავი რამ მემახსოვრება...ის ჩემს გულში ყოველთვის დიდ ადგილს დაიკავებს...მის სწავლა-დარიგებებს არასოდეს დავივიწყებ... მაშინ ჰერცოგმა მითხრა რომ არ წავსულიყავი,და რომ ძალიან შემეჩვია...მითუმეტეს,2 კვირაში ქალიშვილი ჩამოდიოდა სასწავლებლიდან....მის დამხმარედ ყოფნა შემომთავაზა,რაზეც დავთანხმდი...არც მე მინდოდა ამ სახლიდან წასვლა,ან რომ წავსულიყავი წასასვლელი არსად მქონდა...მამას ჯერ კიდევ არ დაუწყია მუშაობა,ამიტომ ერთადერთი მარჩენალი მე ვარ...
ხანდახან ვნანობ,რომ აქ დავრჩი....ჰერცოგინია,ჰერცოგის ქალიშვილი,რომლიც ახლახანს დაბრუნდა სასწავლებლიდან,ძალიან თავნება ქალბატონია...როგორც მის დამხმარეს სულ მის გვერდით მიწევს ყოფნა...ყოველდღე მიწევს მის კაპრიზებს ვუსმინო და ყოველ ბრძანებას უსიტყვოდ დავემორჩილო...
-თქვენი სადილი ქალბატონო(10 წუთში ავუტანე ოთახში) -მსახურეები გააფრთხილე,მეორედ ასე აღარ დააგვიანონ.. -გავაფრთხილებ,ქალბატონო მარი...გნებავთ სხვა რაიმე? -მარი არა,მარიე...რამდენჯერ გაგაფრთხილე... -მაპატიეთ მარიე....(თავი დავუკარი) -ბედი შენი,რომ კარგ ხასიათზე ვარ...დღე-დღეზე ჩემი საქრმო უნდა ჩამოვიდეს იტალიიდან...(მითხრა და მარაო სწრაფად გაიქნია) -ძალიან კარგი...ჩვენ რა გვევალება? -ისეთი არაფერი..უბრალოდ მინდა,მისი ჩამოსვლისას ყველაფერი იდეალური იყოს..მსახურებს ახლავე უთხარი,ოთახი მომაზადონ სტუმრისთვის... -დიახ ქალბატონო...(თავი დავუკარი და გავედი)
საღამოს სახლში მამას ყველაფერი ვუამბე... -თავნება დედაკააცი..ჰეროციგინიად მოაქვს თავი,არადა გრამი ტვინი არ აქვს...საწყალი საქრმო მის ხელში... (აქეთ-იქეთ დავდიოდი და ამ სიტყვებს ვამბობდი ჩემს ქალბატონზე) -შვილო წამოდი მაგ სახლიდან....ცუდი არაფერი მოხდეს -ცუდი რა უნდა მოხდეს მამა?(გამეცინა) -ის რომ,მეშინია ეგ სიტყვები ქალბატონთან არ წამოგცდეს... -ჰო იცი,არცისეთი ენაწყლიანი ვარ,რომ ეს ყველაფერი ქალბატონთან ვთქვა...(მამას უკნიდან მოვეხვიე) -თუ შევატყობ,რომ სხვა გზას არ მიტოვებს და მის კაპრიზებს კვლავ განაგრძობს იქედან წამოვალ..ისევ კერვას და კაბების გაყიდვას განვაგრძობ....
მეორე დღეს სახლში დიდი აურზაური იყო...მსახურები ყველგან დაფუსფუსებდნენ და ქალბატონისგან უჩუმრად,მასზე ლაპარაკოდნენ..."დღეს ჰერცოგინიას საქმრო ჩამოდის" -გეყოთ ლაპარაკი..დაიშალეთ...(მკაცრად ვუთხარი მზრეულებს და აქეთ-იქეთ გავფანტე) -ოთახი მოამზადეთ? -კი ქალბატონს გადაეცით რომ,ყველაფერი მზად არის... -კარგი!... ამ დროს გარედან ხმა შემომესმა... -ალბათ ჩამოვიდა...(გავიფიქრე და ფანჯრიდან გადავიხედე) მართლას ეზოს უცხო ეტლი მოადგა...იქედან კი , ჰერცოგინიას იტალიელი საქმრო გადმოვიდა...
თუ მოგეწონათ აუცილებლად დააკომენტარეთ,რომ გავაგრძელოო.. აბა რას იტყვით??
|