მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 13 » 25 ფაქტი მერლინ მონროს შესახებ
11:03 AM
25 ფაქტი მერლინ მონროს შესახებ

1. მერლინის დედა მრავალი წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა. იმ საავადმყოფოში სადაც მერლინის ბებია გარდაიცვალა.

2. რეჟისორების უმრავლესობა ერთ რამეზე ჩიოდა,- რომ მერლინთან მუშაობა შეუძლებელი იყო. მას ყოველთვის ავიწყდებოდა და ერეოდა სიტყვები, აგვიანებდა გადაღებებზე ან საერთოდაც არ მოდიოდა რამდენიმე დღე. კარგი ეპიზოდისთვის 20-40 დუბლის გადაღება მაინც იყო საჭირო.

3. მონროს ბაბუა ( ოტის მონრო ) მთლიანი პარალიზით გარდაიცვალა.( ფსიქიკურმა დაავადებამ სიფილისის ბოლო სტადია გამოიწვია) 

4.რობერტ კენედი.
გავრცელებული ჭორების მიუხედავად, რომელიც მონროს და რობერტ კენედის რომანს ეხება, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ისინი საყვარლები იყვნენ. შეიძლება ისინი უბრალო მეგობრები იყვნენ.

5. მერლინი და ჯო დიმარჯო.
ფილმ "The Seven Year Itch"-ის გადაღებისას მონროს და მისი მეორე მეუღლის ჯო დი მარჯოს ურთიერთობა უფრო გაუარესდა, მიზეზი ჯოს ეჭვიანობა იყო. ამის შემდეგ კი მერლინმა იგი გადაღებებზე მოიყვანა, რათა დაერწმუნებინა მეუღლე, რომ ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ ზუსტად ამ დღეს გადაიღეს ლეგენდარული სცენა, რომლის დროსაც ჰაერის ძლიერი ნაკადი მერლინის ქვედაბოლოს ზემოთ სწევს. ჯო გაცეცხლებული იყო და მათი 9 თვიანი ქორწინებაც დამთავრდა.
 
6. კლარკ გეიბლი.
ფილმ "Misfits" -ის გადაღებების ბოლო დღეს კლარკ გეიბლიმ განაცხადა :" ღმერთო ჩემო! რა ბედნიერი ვარ, რომ ფილმის გადაღება, როგორც იქნა დასრულდა. მონროს გულის შეტევამდე მივყავდი." მომდევნო დღეს კი კლარკმა ინფაქტი მიიღო და 11 დღეში გარდაიცვალა.

7. რობერტ სლეტცერი ( მერლინ მონროზე წიგნის ავტორი ) ავრცელებდა ხმებს იმის შესახებ, რომ იგი მონროს მე4-ე ქმარი იყო, მიუხედავად იმისა-არანაირი ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. იგი ამით ფულს შოულობდა. არც მერლინის მეგობრებმა და არც თანამშრომლებმა არ იცოდნენ ვინ იყო რობერტ სლეტცერი. 
 
8. ტონი კურტის.
 ტონი კურტისი, რომელიც მონსორთან ერთად ფილმ "ჯარში მხოლოდ ქალიშვილები არიან"-ში მონაწილეობდა თავიანთ კოცნაზე თქვა- "აკოცო მერლინს იგივეა რაც აკოცო გიტლერს".
 
9. მერლინი ოპერაციამდე.
მსახიობმა რამოდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ქირურგებმა შეასწორეს მისი ცხვირი, ნიკაპის ფორმა და მოაცილეს თმები, რომელიც შუბლზე სამკუთხედის ფორმით ამოსდიოდა.

10. არსებობს ფართოდ გავრცელებული მითი, იმის შესახებ, რომ მონრო თავის ერთერთი ფეხსაცმლის ქუსლს ნახევარი სანტიმეტრით ცვითავდა, რათა თავისი პოპულარული სიარულის მანერა მიეღო, მაგალითად როგორიც ფილმში - "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"-ში გვხვდება.

11 მერლინ მონრო 1953 წელს Playboy-ის პირველ, დეკემბრის გამოცემის ყდას ამშვენებდა. 

12. 1962 წლის აგვისტოდან მოყოლებული, პოპ-არტის ლეგდენამ ენდი უორჰოლმა მერლინის ოცი შოლკოგრაფიული სურათი, ერთი და იგივე ფოტოს მიხედვით შექმნა. 

13. მერლინი ყველას უფრო გამხდარი ეგონა, ვიდრე სინამდვილეში იყო. 
ვარსკვლავის სიმაღლე 165 სმ იყო და ის 52 კილოგრამს იწონიდა. 

14. ფილმებმა მერლინ მონროს მონაწილეობით 127 მლნ დოლარის მოგება მოიტანეს 

15. მერლინი ვერ იტანდა ოფლს და მტვერს. ამიტომ ის სახეს დღეში 15-ჯერ იბანდა. 
16. მსახიობს პირველ ფოტოსესიაში 5 დოლარი გადაუხადეს. 

17. ვარსკვლავმა მეორე ქმარს, ბეისბოლისტ ჯო დიმაჯიოს, მისი გარდაცვალების შემდეგ საფლავზე ყოველ კვირას ყვავილების მიტანა სთხოვა. ჯომ მისი თხოვნა შეასრულა. 

18. როდესაც მონაკოს პრინცი რაინერ III ცოლს ეძებდა, მერლინ მონრო კანდიდატთა შორის მოიაზრებოდა. საბოლოოდ პრინცმა ცოლად გრეის კელი მოიყვანა. 

19. მერლინის ბიოგრაფის ნორმან მილერის ცნობით, მსახიობს 12 აბორტი ჰქონდა გაკეთებული. 

20. ცნობილ ფილმში Some Like It Hot მერლინს 47 კადრი დასჭირდა იმისთვის, რომ სწორად წარმოეთქვა ” It's me, Sugar”. მსახიობი წინადადების ორ ნაწილს ადგილს უცვლიდა და ამბობდა "Sugar, it's me". რეჟისორმა ბილი ულდერმა ბოლოს ეს ფრაზა დიდი ასოებით დაფაზე დაწერა. 
21. ვარსკვლავის საყვარელი სასმელი შამპანური იყო. 

22. 1950 წლის ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოვებაზე, მერლინმა ცხარე ცრემლით იტირა როდესაც მისი კაბა გაიხა. 

23. ჯო დიმაჯიოს უკანასკნელი სიტყვები იყო - ”როგორც იქნა, მივდივარ მერლინის სანახავად” 

24. ცნობილი კაბის სცენის სანახავად, ფილმიდან The Seven Year Itch, გადასაღებ მოედანთან 200-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. 

25. მონრომ თავის პერსონალურ ვიზაჟისტს სთხოვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მაკიაჟი მსახიობისთვის სწორედ მას გაეკეთებინა.

mariko1
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1190 | დაამატა: NiNiQo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-07-13 Spam
Tata Gutsashvili, აუუ მე არ ვიცოდი თორე არ დავუმომებდი