მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 21 » ♡ You and I ♡
7:11 PM
♡ You and I ♡
♡ იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥
შემიფასეთ ♡

მისალმებები. მოკითხვები. მელოდიები. სიჩუმე. მორბენალი ქუჩები. სისწრაფე. რაღაც ადრენალინის მსგავსი და შიშიც. საუბრები. სიტყვები. თბილი ხმები და ღიმილებიც. დროებით დავიწყებული პრობლემები. ხუმრობები. გულიანი სიცილი და უწონადობის განცდა. შენ და მე. შემოვუვლით დე–და–მი–წას. გადავცურავთ ზღვას. ავფრინდებით ცაში. გავარღვევთ ზე–ცას. გავაღწევთ კოსმოსში. ვნახავთ მზეს. ვისეირნებთ მთვარეზე. ავანთებთ კიდევ ერთ ვარსკვლავს. შენ და მე. გაზაფხულზე გავაყვითლებთ ფოთლებს. ზაფხულში მოვიყვანთ თბილ თოვლს. შემოდგომაზე გავამწვანებთ მზეს. ზამთარში ჩავაღწევთ წყლის ქვეშ. შენ და მე.
იქნება გრძელი გზა. მხოლოდ წინ მიმავალი. იქნება გზა ბედნიერების და მომავლის. აღარ დავუბრუნდებით ტკივილიან წარსულში. გზა იქნება გრძელი და დაუსრულებელი. ისეთი, როგორიც მეგობრობა და ისეთი, როგორიც თავად უსასრულობა. იქნება სამყარო ერთი და მრავალ–ფერი. იქნება სამყარო ჩვენი.
შენი და ჩემი.

შენ და მე გავშლით გულის სიღრმეში უხეში ხელებით დაკეცილ ფრთებს და გავფრინდებით.

გავფრინდებით და აღარასოდეს დავბრუნდებით უკან. ცის–ფერი ცა და ჰაერში დატრიალებული სუნი.სიცოცხლის. სულმა გამოიზამთრა და გაიღვიძა. ძარღვები სისხლმა დაათრო და გააბრუა. .შენი და უკვე ჩემი ადგილიც გაფერადდება, როგორც ცისარტყელა. 
აღარ მივცემ სიჩუმეს უფლებას ხმაურით დამირღვიოს სულის სიმშვიდე.
და აღარ მივცემ ტკივილს უფლებას, ცრემლისფრად შემიღებოს თვალები. ხმაურიანი სიჩუმე და უხმო ბგერები. ისევ სისწრაფე და ისევ ნაცნობი უწონადობის განცდა. ნდობა, რომელსაც დასასრული არ აქვს და ადამიანები, რომლებიც არსებობისთვის ბრძოლისკენ გიბიძგებენ, ძალაუნებურად.
შენ და მე...ჩვენ..!!
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 826 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-06-21 Spam
raa kargiaa^^