მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 13 » მაილი საირუსი ♥ - Miley Cyrus ♥
9:28 PM
მაილი საირუსი ♥ - Miley Cyrus ♥
ბიოგრაფია
მაილი რეი საირუსი (ინგლ. Miley Ray Cyrus; დ. 23 ნოემბერი 1992 წელი, ნეშვილი) — პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ფართოდ გახდა ცნობილი Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში მონაწილეობით, სადაც მთავარ როლს ასრულებდა.

კარიერა

მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000.[6].ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.

2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში [7] .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".

მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.

ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".[8].ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.

2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა".იგი წარმოადგენს ნიკოლას სპარკსის რომანის ეკრანიზაციას.წიგნი რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს არის მწერლის ერთადერთი წიგნი,რომელიც თავიდანვე იმ მიზნით დაწერა,რომ მასზე ფილმი გადაეღოთ.

2011 წელს გამოვა ფილმი LOL: Laughing Out Loud,რომელიც არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმის, ამავე სახელწოდებით:LOL (Laughing Out Loud).მაილი მთავარ როლშია,ასევე მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.

2009 წლის მარტში მაილიმ გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც ის აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ.წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა და ნიუ-იორკ ტაიმზმა მაილი ყველაზე გაყიდვად ავტორად დაასახელა.


მედია

ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს[9],შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი[10] , ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი.[11] 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა.[12],ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე–8 ადგილი,მდიდარი ქალ მომღერლებში კი მე-19.[13]

Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად ქალ მომღერლად.[14]

2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე.[15]

2011 წელს კი მაილიმ დაიკავა პირველი ადგილი "ჰოლივუდის ათ ყველაზე მდიდარ თინეიჯერებში",120 მილიონით.[16]

2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა "პოპის დედოფალთა სია",სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს.მაილიმ ამ სიაში მე–8 ადგილი დაიკვა


პირადი ცხოვრება

2007 წელს დაშორდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და ერთად დაწერეს სიმღერა Before the Storm,მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დაშორდნენ.

შემდეგ ხვდებოდა ჯასტინ გასტონს რომელსაც დაშორდა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმის უკანასკნელი სიმღერის გადაღებებზე.შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან (ამავე ფილმის მსახიობთან).რამდენჯერმე დაშორდნენ ერთმანეთს,თუმცა დღესდღეობით ისევ ერთად არიან.



ფილმოგრაფია

წელი სათაური როლი შენიშვნები
2003 დიდი თევზი რუთი
2007 მაგარი მიუზიკლი 2 გოგონა აუზზე
2008 Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert 3D საკონცერტო ფილმი
2008 ვოლტი პენი
2009 ჰანა მონტანა: ფილმი მაილი სტიუარტი /ჰანა მონტანა მთავარი როლი
2010 უკანასკნელი სიმღერა ვერონიკა "რონი" მილერი მთავარი როლი
2010 სექსი დიდ ქალაქში 2 ასახიერებს თავის თავს
2011 ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს ასახიერებს თავის თავს
2012 So Undercover მოლი მთავარი როლი
2012 LOL: Laughing Out Loud ლოლა მთავარი როლი
2012 Not Afraid კეტი ჰარისონი
სატელევიზიო
წელი სათაური როლი შენიშვნები
2001–2003 Doc კაილი
2006–2011 ჰანა მონტანა მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა მთავარი როლი
2006-2008 Disney Channel Games ასახიერებს თავის თავს/ ჰანა მონტანა კონკურსანტი,სპეციალური შემსრულებელი
2006 The Suite Life of Zack & Cody მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა
2006–2008 Disney 365 ასახიერებს თავის თავს
2007 The Replacements ცნობილი ვარსკვლავი (ხმა)
2007–2008 იმპერატორის ახალი სკოლა იატა (ხმა)
2008 E! True Hollywood Story ასახიერებს თავის თავს დოკუმენტური გადაცემა
2009 The Suite Life on Deck მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა Wizards on Deck with Hannah Montana
2011 Saturday Night Live ასახიერებს თავის თავს

სტუდიური ალბომები 
Meet Miley Cyrus (2007)
Breakout (2008)
Can't Be Tamed (2010)

EP დისკები

The Time of Our Lives (2009)

ცოცხალი ალბომები 

Best of Both Worlds Concert

საუნდტრეკები

Hannah Montana (2006)
Hannah Montana 2 (2007)
Hannah Montana: The Movie (2009)
Hannah Montana 3 (2009)
Hannah Montana Forever (2010)

ტურები

Best of Both Worlds Tour (2007–08)
Wonder World Tour (2009)
Gypsy Heart Tour (2011)

ბიოგრაფია გეგმის მსგავსად
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დესტინი ჰოუპ საირუსი
დაიბადა ნოემბერი 23, 1992 (ასაკი 19), ნეშვილი, ტენესი
წარმოშობის ადგილი აშშ-ის დროშა აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი
პოპ როკი

თინეიჯერული პოპი

ქანთრი პოპი

ელექტრო პოპი

საცეკვაო პოპი
საქმიანობა მომღერალი
მსახიობი

ავტორი

დიზაინერი

კომპოზიტორი

მოცეკვავე

მეწარმე

მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
გიტარა

ფორტეპიანო
ლეიბლ(ებ)ი Hollywood Records
Fascination
(დიდი ბრიტანეთი)
Avex
(იაპონია)
ვებ-გვერდი www.MileyCyrus.com
MileyCyrus signature.svg


მაილი საირუსის ხელმოწერა
*მას აქვს მისი ცისფერი თვალები მაგრამ ხშირად ატარებს ლინზებს..
*ის დადიოდა დრამის გაკვეთილებზე
*მაილის ძალაინ უყვარს ლონდონი, მას უყვარს ყველა შენობა ლონდონში, აგრეთვე ის თვლის რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია როდესაც აჩერებს ტაქს
*ის კამფეტებს დებს საყინულეში სანამ შეჭამს მათ
*მან 7წლის ასაკში დაიწყო ყველანაირ როლებზე მოსმენა
*ის ცაცია მაგრამ იყენებს მარჯვენა ხელს..
*საირუსების ფერმას ტენესიში ერქვა "მომღერალი ბორცვები"
*მისი პირველი საუნტრეკი "ჰანა მონტანაში" გამოვიდა 2006წლის 24 ოქტომბერს და წლის ბოლომდე გაიყიდა 2მილიონზე მეტი დისკი
*მაილი არის დაავედებული ტახიკარდიით
*მაილი მონაწილეობდა მწვანე გუნდში 2 წლის განმავლობაში "Disney Channel-ის თამაშებში
*ერთი ნაილის ფანი(ნიკის და მაილის) გაუგზავნა მაილის მესიჯი თვითერზე რომელშიც იგი წერს რომ მან გაიკეთა ლაიამის ნაერი ტატუ იმიტომ რომ ლაიამ-მა უთხრა.. მაილიმაც უპასუხა: რათქმაუნდა ზურგზე მე მაქვს გაკეთებული მისი პორტრეტი...
ბევრმა ადამიანმა დაიჯერა რომ მან მართლაც გაიკეთა ზურგზე ტატუ მაგრამ ეს ტყუილია.. :D
*მაილის დედას ტიშს ყავს 100 000 მიმდევარი თვითერზე. მან დაწერა:არ მჯერა, მე უკვე 100 000, დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემს ერთადაა..
*justin furstenfeld, ვოკალისტი ჯგუფ Blue October-ის ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა რომ მაილი არის შესანიშნავი და ნიჭიერი ადამიანი..

ფოტოები

 
 


ანიმაციები













ტანი


კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 2083 | დაამატა: -NiniKunna♥ | რეიტინგი: 3.8/4
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-11-17 Spam
yooochaag!! :)) chemi miley clap clap love