მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 14 » ✖ World Of Magic Await's ✖
8:41 PM
✖ World Of Magic Await's ✖

ამ სიახლით მინდა გამოგზაუროთ მაგიის სამყაროში, გაგაცნოთ ფიორის ჯადოქრები და გაგიღვიძოთ სურვილი ამ ანიმეს ყურებისა. სანამ ანიმეზე დავიწყებდე საუბარს მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. რა განასხვავებს ანიმეს ჩვეულებრივი მურტფილმისაგან? თქვენ ხომ ყველას გაქვთ ნანახი ავატარი? ისიც ხომ ანიმეციური სერიალია? მაშინ რა დააშავა ანიმემ? 
მურტფილმსა და ანიმეს გადასხვავებს მხოლოდ ორი მცირედი დეტალი. პირველი - ხატვის სტილი და მეორე - მურტფილმს იღებენ სცენარის საშუალებით ანიმეს კი კომიქსის(მანგის) საფუძველზე. კომიქსი... ალბათ სწორედ ეს არ მოგწონთ. თუმცა ყველა თქვენგანს აქვს ნანახი Spider Man, X-Men, Batman, Thor, Iron Man, The Avangers და ა.შ. რა აქვთ ამ ფილმებს საერთო ანიმესთან? ძალიან დიდი საერთო აქვთ. ისინი ყველა კომიქსების საფუძველზეა გადაღებული. 
მოდით თავი რომ არ მოგაბეზროთ ჩემი ლაყბობით პირდაპირ დავიწყებ Fairy Tail-ზე საუბარს...


გამოშვების წელი: 2009 წელი
ჟანრი: Action, Adventure, Comedy, Shounen
სერიების რაოდენობა: 175 სერია
სერიის ხანგრძლიობა: 20 წთ

ფიორი ესაა მაგიური სამეფო, რომელშიც გაერთიანებულია უამრავი გილდია. ამ გილდიებს შორის ერთ-ერთი უძლიერესია "ფერიის კუდი". ის დახურული გილდიაა, რომელში მოხვედრაც მხოლოდ მიწვევით შეიძება. ეს გილდია განთქმულია არა მარტო ჯადოქრების სიძლიერიღ არამედ მათი ექსტრავაგანტულობითა და გილდიის წევრებს შორის მაღალი კონკურენციით. ასე რომ მაგიური წამალი ხშირად დაავადებაზე ცუდია, მაგრამ ასეთია ცხოვრება!
ეს ის მიზეზებია, რის გამოც ანიმეს მთავარ გმირს ლუსის მასში მოხვედრა უნდა, მაგრამ როგორც გითხარით ეს ადვილი სულაც არ არის. ლუსის სურვილი იმდენად დიდია, რომ ის სახლიდან წამოვა და იწყებს გილდიაში მოხვედრის საშუალებების ძებნას. ის ქალაქ ჰერგიონში შეხვდება "ფერიის კუდის" ჯადოქარ ნაცუ დრაგნილს, მეტსახელად სალამანდრას, რომელიც მას გილდიაში მიიყვანს. ამის შემდეგ ლუსი "ფერიის კუდის" სრულფასოვანი წევრი ხდება. ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. ლუსისა და მის მეგობრებს მოუწევთ უამრავი საინტერესო დავალების შესრულება, შავი გილდიების წინააღმდეგ ბრძოლა, პარალელურ სამყაროში მოგზაურობა და სხვა.
ასევე ანიმეს წითელ ზოლად გასდევს Love Story-ც. რაც უფრო ღრმად შევდივართ ამ სამყაროში, მით უფრო საინტერესო ისტორიებს ვუყურებთ და რა თქმა უნდა ულამაზეს Love Story-საც ვადევნებთ თვალს... სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ახლა კი მოდით გავეცნოთ ამ ანიმეს ქასთს

Natsu Dragneel


Lucy Heartfilia


Happy


Gray Fullbuster


Erza Scarlet


Wendy Marvell



Gajeel Redfox


Juvia Loxar


Jellal Fernandez


Ultear Milkovich


Zeref


აქ რა თქმა უნდა სრული ქათი არ არის. მე მხოლოდ მთავარი გმირები ამოვკრიბე. ახლა კი კიდევ უფრო რომ გაგიღვიძოთ ამ ანიმეს ყურების სურვილი გთავაზობთ თრაილერს(Fan Made)

ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ Opening-ები. პირადად მე ძალიან მიყვარს მათი ყურება :დ

ახლა კი გთავაზობთ სხვადასხვა Fan Made ვიდეოებს



 


და ბოლოს მინდა ლინკი სადაც შეგიძლიათ იხილოთ Fairy Tail-ის ყველა სერია აქ!!!
მადლობთ ყურადღებისათვის )) იმედია ოდნავ მაინც გაგიღვიძეთ სურვილი რომ ამ ანიმეს უყუროთ
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 738 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-05-13 Spam
kargi animea (trailer-ebidan gamomdinare) da tan dzalian popularulicaa xalxshi.. amitom wesit cudi ar unda ikos!! <3 mmewona siaxle.. shemdegi chemiaa!! ROMANCE IS COMING! haha))
Adorable Nuchito ✔, daiwyeb daiwyeb ...:P