მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 7 » word's news
5:53 PM
word's news
ევროპაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება...
ამ დროისათვის, მთელი ევროპის ტერიტორიაზე, ტემპერატურის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა, საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადეს.

სერბეთში, ბოლო დღეების განმავლობაში, სიცივისგან ათი ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქემ კი, სამედიცინო დახმარებისათვის, საავადმყოფოებს მიმართა. თოვა აქ მთელი კვირის განმავლობაში არ შეწყვეტილა, რის გამოც პარალიზებულია ქვეყნის მთავარი მაგისტრალები. ათასობით ადამიანი მაშველების დახმარებას ელის. მათი უმრავლესობა სამყაროსაგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

ყინვა გრძელდება სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. მაგალითად, ავსტრიულ ტიროლში ტემპერატურა მინუს 30 გრადუსამდე დაეცა, რაც ათეული წლებია აღარ დაფიქსირებულა. სინოპტიკოსების ვარაუდით, დათბობა უახლოეს პერიოდში არ მოხდება. ესპანეთშიც კი, სადაც მკაცრი ზამთარი დიდი იშვიათობაა, ძლიერი ყინვებია.

უჩვეულო სიცივეებმა ევროპიდან აფრიკამდეც კი მიაღწია. თოვა არ შეწყვეტილა ლიბიაშიც. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელ ადგილად ითვლება. თოვლის საფარის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქ გარიანის ქუჩები. უკიდურესად დაბალმა ტემპერატურამ და დიდმა თოვლმა ქვეყნის გზებზე ქაოსი გამოიწვია...


ხვალიდან საქართველოში კვლავ ტემპერატურის ვარდნა და თოვაა ნავარაუდევი
სინოპტიკოსები საქართველოში უამინდობის გრძელდებას ვარაუდობენ.

მათი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ყინვაა მოსალოდნელი. კახეთის უმეტეს რაიონებში ითოვებს. ცვალებადი მოღრუბლულობა და მცირედი თოვლია ნავარაუდევი დედაქალაქშიც.

ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში მინუს 4-დან პლუს1 გრადუსამდე მერყეობს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ტემპერატურა 10 გრადუსადე გათბება, თუმცა მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ ტემპერატურის ვარდნა და თოვაა ნავარაუდევი.

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 675 | დაამატა: NiNiKo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-02-07 Spam
kargi siaxle mec minda tovli biggrin