მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 12 » With My Feelings
0:42 AM
With My Feelings

გაღვიძება არ მინდოდა, იმდენად სასიამოვნო იყო სიზმარი. ვიწექი დახუჭული თვალებით და ვცდილობდი დამემახსოვრებინა ყოველი ნაკვთი, მოძრაობა, სუნი…
ამ დროს დარეკა მაღვიძარამ, თვალებს არ ვახელდი – ღმერთო ჩემო ვინ მოიგონა ეს მაღვიძარებიი ვინ დააწესა რომ უნდა ავდგე, წავიდე, ვიჩქარო… მუდმივად ვიჩქარო…
მაღვიძარა გაჩუმდა. თვალს არ ვახელდი. ეს სიზმარი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ყველაფერს დავთმობდი ოღონდ იქ, იმ ლამაზ სიზმარში დავრჩენილიყავი.
ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად.. თომას მანი "სიკვდილი ვენეციაში” .. არასოდეს მიყვარდა ეს ნაწარმოები, მისი გაცნობის შემდეგ სურვილი გამიჩნდა თავიდან წამეკითხა 10 წლის წინ წაკითხული, იმდენი ახალი – დავიწყებული ძველი აღმოვაჩინე – გამიკვირდა..
მერე ცრემლები იყო, ცრემლები ორივე მხრიდან…
საოცარი მუსიკა, ძალიან მალე ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი, და ჩემი სულის ნაწილი იყო, ჩემი გული…
ღიმილი მიპობდა ბაგეს ყოველთვის როცა მოკლე ტექსტური შეტყობინება მოდიოდა.. წერილზე ლაპარაკიც არაა..
პირველი შეხვედრა ზღაპარივით იყო, ზუსტად ისეთი იყავი როგორიც წარმომედგინე. კურტკა მოვიცვი და გარეთ გამოვედი, არც მიფიქრია გაგპრანჭვოდი – არც ვიცი რატომ.
შემდეგ ყველაფერი თავისთავად მოხდა, მოხდა ისე როგორც უნდა მომხდარიყო, ვიცოდი, რომ უზომოდ თბილი და ალერსიანი იქნებოდი, თვალებზე გეტყობოდა, მაგრამ ამდენად თბილი თუ იქნებოდი მაინც არ მეგონა… არანორმალურად სასიამოვნო იყო თითოეული შეხება, კოცნა, ალერსი, შენს ხელში სხეული მეწვოდა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მომკვდარიყავი არ ვინანებდი..
ერთმანეთთან ჩახუტებულებმა თითქოს თავიდან ვიპოვეთ საკუთარი თავი, ვიპოვეთ ერთმანეთი – ასე მგონია შენი ჭრილობები მოვაშუშე, შენ კი ის სიცარიელე შეავსე რაც ჩემში სუფევდა.

და ბოლოს Non, je ne regrette rien ანუ მე არაფერს ვნანობ!

კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 730 | დაამატა: მეი | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
2013-04-12 Spam
dz momewona <3