მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » Whitney Houston გარდაიცვალა ... (
12:36 PM
Whitney Houston გარდაიცვალა ... (
  
  
  

49 წლის უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა. CNN-ის ცნობით, ჰიუსტონის ცხედარი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო Beverly Hilton-ში მისმა პირადმა მცველმა იპოვა და ექიმები გამოიძახა, თუმცა, მომღერლის გონზე მოყვანის ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა, რის შემდეგაც რამდენიმე საათის წინ ექიმებმა სიკვდილი დააფიქსირეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ვარაუდობენ, რომ უიტნი ჰიუსტონი ნარკოტიკის ჭარბ დოზას ემსხვერპლა.

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალება მუსიკალური პრემიის „გრემის" გადაცემის ცერემონიალს დაემთხვა. ჯერ კიდევ 9 თებერვალს ვარსკვლავი ლოს ანჯელესში იმ კონცერტზე გამოვიდა, რომელიც „გრემის" ცერემონიალს მიეძღვნა. მომღერლის მოულოდნელი გარდაცვალების გამო პროგრამაში, სავარაუდოდ, ცვლილებები შევა.

კოლეგებმა შოუ-ბიზნესიდან უკვე გამოთქვეს მწუხარება მომხდარი ფაქტის გამო. „მე ახლა არ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი, რასაც ეკრანზე ვხედავ, ეს შოკისმომგვრელია ჩემთვის. არც კი მჯერა ამ ყველაფრის", - უთხრა ჟურნალისტებს მომღერალმა და უიტნი ჰიუსტონის ნათლიამ არეტა ფრანკლინმა.

უიტნი ჰიუსტონი 1963 წელს, მუსიკალურ ინდუსტრიასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოჯახში, ნიუ-ჯერსიში დაიბადა. ახალგაზრდობაში ჰიუსტონი ღამის კლუბებში გამოდიოდა და ცნობილი ფოტომოდელი იყო. მისი, როგორც მომღერლის პროფესიონალური კარიერა 1983 წელს დაიწყო, ხოლო საერთაშორისო აღიარება 80-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, ალბომების Whitney და I'm Your Baby Tonight გამოსვლების შემდეგ.

1992 წელს უიტნი ჰიუსტონმა კევინ კოსტნერთან ერთად მთავარი როლი იტამაშა ფილმში „პირადი მცველი", ხოლო მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა. ამის მიუხედავად, უიტნი ჰიუსტონი, პირველ რიგში, მომღერლად აღიქმება და სწორედ როგორც მომღერალი, შეიყვარა მსოფლიომ.

უიტნი ჰიუსტონი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მომღერალი, რომელსაც ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული. მის ჯილდოებს შორისაა ექვსი „გრემი".




( წყარო : Droni )
ძალიან გული დამწყდა : (( 
ნეტა ტყუილი იყოს ეს ყველაფერი :((
ეჰ ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! :(
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 787 | დაამატა: Mari1ami | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2012-02-12 Spam
7. liki   ( bell[??????]

rogor miyvardaaa dzalian magari momgerali iyooo ... sad dzalian miyvars misi simgerebii ... da filmii dzalian mewyinaa sad