მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » What Is The Vampire Diaries?
10:28 PM
What Is The Vampire Diaries?
მე ადრეც მაქვს დანაწერი ასეთი სტატიები
თუ გსურთ რომ ნახოთ ნახეთ აქ

ქართველო VD-ს ფანებო ყველამ დაალაიქეთ
გადავწყვიტე რომ დამეწერა პატარა სტატია
და თემად ავარჩიე "ვამპირის დღიურები"
რადგან ჩვენს საიტზე ძალიან ბევრი უყერებს ამ სერიალს

What Is The Vampire Diaries?
რა არის ან რატომ უნდა ვუყუროთ ვამპირის დღურებს? ეს კითხვა ძალიან ბევრს უჩნდება. ყველას აინტერესებს რატომ არის ეს სერიალი ასეთი პოპულალური? რატომ ლაპარაკობს ყველა ამ სერიალის გმირებზე? რატომ ისმის ყველგან დეიმონი, ელენა და სტეფანი? რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ სერიალში? რა არის ვამპირის დღიურები?...
ვამპირის დღიურები ეს არის ისტორია სიძულვილზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, შურისძებაზე, ღალატზე, ოჯახზე, ძმობაზე... ყველა ეს გრძნობა ერთ სერიალში უფროსწორად თითოეულ სერიაშია თავმოყრილი...
ეს სერიალი გვიყვება ერთი გოგონაზე, რომელსაც დაეღუპა მშობლები და დარჩა მარტო... გოგონაზე რომელიც არის ორი ვამპირი ძმის სიყვარული
ვამპირის დღიურები არის სერიალი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. ეს არის სერიალი რომლიდანაც ბევრი რამ შეგიძლიათ ისწავლოთ და შემდეგ ცხოვრებაში გამოიყენოთ. ოღონდ ყველაფერი ეს უნდა დაინახოთ ვამპირებსა და მაქციებში.
მოდით უკეთ გავიცნოთ ვამპირის დღიურები და მისი პპერსონაჯები
"ვამპირის დღიურები" ეს არის ნოველების სერია, რომელიც ლიზა ჯეინ სმიტის მიერაა დაწერილი. 2009 წელს წიგნის მიხედვით სერიალის გადაღება დაიწყეს და ეს საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ წიგნი და სერიალი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

ელენა გილბერტი - ელენა ლამაზი, 17 წლის გოგონაა ქალაქ ფელს ჩარჩიდან. ის წიგნის მთავარი პერსონაჟია. მას "ანგელოზად" მოიხსენიებენ. ყველა გოგოს უნდა მას გავდეს, ბიჭებს კი ელენასთან ყოფნა სურთ. გოგონას გრძელი, სწორი ოქროსფერი თმები და ღრმა, მუქი ლურჯი თვალები აქვს. (რაც საკმაოდ განსხვავდება ნინა დობრევის გარეგნობისგან ეკრანიზაციიდან)

სტეფან სალვატორი - სტეფანი 500 წლის კეთილი ვამპირია, მაგრამ ისე გამოიყურება როგორც 17 წლის ბიჭი. მან უარი თქვა ადამიანის სისხლზე. სტეფანი აღწერილია, როგორც ძალიან სიმპათიური.

დეიმონ სალვატორი - დეიმონი სტეფანის უფროსი, სექსუალური ძმაა. ის ბოროტია და ხშირად ატარებს შავ, ძვირფას ტანისამოსს.

ბონი მაკკოლაჰი - ბონი 17 წლის გოგონაა ფელს ჩარჩიდან, რომელიც ამავდროულად ჯადოქარიცაა. ის ელენა გილბერტის საუკეთესო მეგობარია.

მერედიტ სულეზი - მერედიტი სერიალში საერთოდ არ გვხვდება. ისიც ელენას მეგობარია, გრძელი შავი წამწამებით, ლამაზი ყავისფერი თმებითა და თვალებით. ის არასდროს ატარებს მაკიაჟს, რადგან არ სჭირდება. მერედიტი ელეგანტური და მშვენიერია.

მეთიუ "მეთ" ჰანიქათი - მეთი ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი შეყვარებულია. ის 18 წლის ტიპიური ამერიკელი და სკოლის პოპულარული ბიჭია.

კეროლაინ ფორბსი - კეროლაინი მაღალი და ულამაზესი გოგონაა. ის თითქოს ვოგის გარეკანიდანაა გადმოსული და სუპერმოდელია. აქვს ხვეული თმები და ღია მწვანე თვალები. მას არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს ელენასთან და ძნელად გასაგები ადამიანია. ჰყავს პატარა ძმა დენიელ ფორბსი.

ალარიკ ზალცმენი - ალარიკი არის ახალი ახალგაზრდა და მიმზიდველი ისტორიის მასწავლებელი რობერტ ლის საშუალო სკოლაში. ის ასევე ვამპირებზე მონადირეა, მას შემდეგ რაც დაამტკიცა, რომ ისინი არსებობენ.

კეტრინ ვონ სვარტსჩაილდი - კეტრინ ვონ სვარტსჩაილდი არის ახალგაზრდა ვამპირი, 500 წლის წინ დეიმონსა და სტეფანს რომ შეუყვარდათ. ის ელენას ასლია. დაიბადა გერმანიაში, ბარონ ვონ სვარტსჩაილდის ოჯახში. პატარაობაში ხშირად ავადმყოფობდა. კლაუსმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა კეტრინი ვამპირად გადააქცია და გოგონა ძალიან ძლიერი გახდა, მაგრამ ამასთან ერთად ბოროტი და ეგოისტიც
კლაუსი - კლაუსი სუფთა სისხლის ვამპირია, ერთ-ერთი ორიგინალებიდან. ის არასდროს ყოფილა ადამიანი. არის ძალიან ძლიერი და ბოროტი.სეიჯი - სეიჯი კიდევ ერთი ორიგინალია, მაგრამ მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება.

ჯუდიტ გილბერტი - ჯუდიტი ელენას დეიდა და მეურვეა, მას შემდეგ რაც გოგონას მშობლები გარდაიცვალნენ.

მარგარეტ გილბერტი - ელენას პატარა, 4 წლის და. დაახლოებით 1 წლის იყო მშობლები რომ გარდაეცვალა.

ვიკი ბენეტი - ვიკი ბენეტი არის გოგონა ფელს ჩარჩიდან, რომელიც ყოველთვის თავისთვის იყო და არ შედიოდა ელენასა და მისი მეგობრების წრეში.

ტაილერ სმოლვუდი - ტაილერი არის 18 წლის მაქცია ფელს ჩარჩიდან. მაღალი და დაკუნთული. აქვს დიდი კბილები.

მისის თეოფილია ფლაუერსი - მისის თეოფილია არის იმ სახლის მფოლბელი, სადაც სტეფანი ცხოვრობს. ზოგჯერ იძახდნენ, რომ ის უბრალოდ გიჟი მოხუცი ქალია. თეოფილია ჯადოქარია და ამბობენ, რომ 100 წელზე მეტისაა.

შინიჩინი - შინიჩინი არის მაგიური მელიის სული ანუ "კიცუნე" იაპონიიდან, რომელსაც შეუძლია სხეულებში ჩასახლება. იგი ეუბნებოდა დეიმონს გაენადგურებიდან ფელს ჩარჩი.

მისაო - მისაო შინიჩინის ტყუპისცალია და ზუსტად იგივე ძალებს ფლობს.

ესენი იყვნენ წიგნის პერსონაჟები, მაგრამ ახლა მოდით გავიცნოთ სერიალის სახეები

ნინა დობრევი ... ელენა გილბერტი/კეტრინ პირსი
პაულ უესლი ... სტეფან სალვატორი
იან სომელჰალდერი ... დეიმონ სალვატორი
სტივენ მაკქუინი ... ჯერემი გილბერტი
კატერინა გრეჰემი ... ბონი ბენეტი
კენდის აქოლა ... ქეროლაინ ფორბესი
ზაქ როერიგი ... მეთ დონოვანი
სარა კანინგი ... ჯენა სამერსი
მაიკლ ტრევინო ... ტაილერ ლოკვუდი
მეთიუ დევისი ... ალარიკ სალთზმანი

ეკრანიზაციის მცირე მიმოხილვა
სხვათა მსგავსად ვამპირებს აქაც აქვთ ზეადამიანური შესაძლებლობები: შეუძლიათ ძალიან სწრაფად გადაადგილება, აქვთ დიდი ძალა, უხორცდებათ ჭრილობები, იმიტომ რომ მკვდრები არიან (მათი მოკვლა მხოლოდ გულში რამის ჩაცემით არის შესაძლებელი) და შეუძლიათ შორ მანძილზე ხმის მოსმენა, ასევე, ისინი არ ბერდებიან და შეუძლიათ ადამიანზე გამოიყენონ დარწმუნების ძალა (რასაც უნდა იმას გააკეთებინებენ), მაგრამ მათაც აქვთ სისუსტე, ესაა მცენარე - ვერბენა.იმისთვის, რომ ვამპირებს ზედმეტი არ მოუვიდეთ, სერიალში ფიგურირებენ გრძნეულები და მაქციები (ადამიანი მგლები), რომლის 1 ნაკბენიც საკმარისია ვამპირის მოსაკლავად.სტეფანი და დეიმონი ჩვეულებრივი ძმები იყვნენ, სანამ მათ არ გაიცნეს მომხიბვლელი ვამპირი კეტრინი. ეგოისტმა და თავის თავზე შეყვარებულმა კეტრინმა მოახერხა მოეგო ორივე ძმის გული, ორივეს თავი შეაყვარა. ეს ამბავი ხდებოდა 1864 წელს. დეიმონს ჭეშმარიტად უყვარდა კეტრინი, რაც შეეხება სტეფანს, კეტრინი მას აძალებდა სიყვარულს ზემოქმედების ძალით. ასე თუ ისე, ამ ლამაზმა ვამპირმა მოახერხა ორივე ძმის ვამპირად გადაქცევა. ამისთვის საჭირო იყო ვამპირის სისხლი და შემდეგ სიკვდილი...
მათ დალიეს ვამპირის სისხლი, მაგრამ ამ დროს მზადდებოდა ვამპირების მასიური განადგურება მისთიქ-ფოლსში. შეიპყრეს ყველა ვამპირი და გამოკეტეს მიწისქვეშეთში, სადაც არ მოკვდებოდნენ, უბრალოდ დაიტანჯებოდნენ სისხლის გარეშე. როდესაც დეიმონი და სტეფანი ცდილობდნენ კეტრინის დახსნას, ისინი მოკლეს და შესაბამისად გახდნენ ვამპირები.გავიდა 145 წელი, ანუ დადგა 2009. სტეფანმა გაიგო, რომ მისთიქ-ფოლსში ცხოვრობდა გოგონა - ელენა, რომელიც ზუსტი ასლი იყო კეტრინისა. თავიდან იგი მხოლოდ იმიტომ ცდილობდა ელენას გაცნობას, რომ ელენა კეტრინს ახსენებდა. მაგრამ შემდეგ მათ ერთმანეთი ჭეშმარიტად შეუყვარდათ. სწორედ ამ დროს დაბრუნდა სტეფანის ძმა დეიმონი მისთიქ-ფოლსში, რათა აესრულებინა წყევლა და ჩაკეტილი ვამპირები გამოეშვა მიწისქვეშეთიდან, რადგან ფიქრობდა, რომ იქ იყო კეტრინი. მაგრამ იგი მწარედ შეცდა, როცა გამოვიდა ყველა ვამპირი და იქ კეტრინი ვერ ნახა.აღმოჩნდა, რომ კეტრინი იმალებოდა ამ საუკუნე ნახევრის განმავლობაში. დეიმონი სამუდამოდ შეეშვა ფიქრს კეტრინზე და შეიძულა იგი.ამის შემდეგ კეტრინი ბრუნდება მისთიქ-ფოლსში, მაქციასთან ერთად, რათა ხელში ჩაიგდოს მთვარის ქვა. მაგრამ ძმები შეძლებენ მის მიწისქვეშეთში გამომწყვდევას და მაქციის მოკვლას.

ძალიან მინდოდა თქვენთვის გამეცნო ეს სერიალი
აი რამდენად გამომივიდა ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 849 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8
2012-01-11 Spam
8.    ( MissMiller♡[??????]

mariam danelia, martalia.. twilight sagaze dawere raa