მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 8 » What is Halloween
6:18 PM
What is Halloween
ბევრმა არ იცის რა არის ჰელოუინი.. მოდით ვნახოთ რას ნიშნავს ეს დღესასწაული!!! არ გაივლოთ გულში არსებობს კი მარა ისეთი ადამიანი რომელმაც არ იცის რა არის ჰელოუინი? !! დამიჯერეთ არსებობს თან ძაან ბევრი =)))ხოდა ეს სიახლეც სწორედ მათ ეძღვნებათ = )) 
ჰელოუინი - არის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების" მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია. 
დღესასწაულის ელემენტები "ჩრდილოეთი ამერიკა”ჩრდილოეთ ამერიკაში” ჩატანილი იქნა ირლანდიელი ემიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. 
სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში აშშ-ში, კანადაში, "ირლანდია” ირლანდიაში, პუერტო რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის" დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს. 
წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან იღებს სათავეს. კელტები 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, „ზაფხულის დასასრულს" აღნიშნავდნენ. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. ამასთან, კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ. 
ჰელოუინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, – მიაჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანულ კონფესიებს. ნიცის ეპისკოპოსი ჟან ბონფისი თავის წერილში აღნიშნავს, რომ სიტყვა „ჰელოუინის" ძირი კელტურია, მასში ბოროტი სულების შელოცვისა და მათი განდევნის შინაარსია ჩადებული. სულები მიცვალებულთა სახეებს იღებენ, მოჩვენებებად გვევლინებიან, რათა ჩაასახლონ ჩვენში სიკვდილის შიში, რაც ეშმაკისგან მოდის. „დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჰელოუინი არის მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ კულტურასთან", – გვაფრთხილებს ეპისკოპოსი. 
ალბად სწორედამიტომაც საქართველოში არ ტარდება ჰელოუინი..ჩემი აზრით ძალიან საინტერესო დღესასწაულია, მაგრამ რადგან ეკლესია გვიკრძალავს ჰელოუინის აღნიშნვას ჩვენც არ ვატარებთ Halloween-ს : )) 


აამოწმა–PerfectlyMiley
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 731 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-11-08 Spam
3. Sali --   ( sal922[??????]

sainteresoa