მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 25 » ვიცი, რომ შევხვდები...
10:38 PM
ვიცი, რომ შევხვდები...


ვიცი, რომ შევხვდები...



ისევ მწვანე მდელო, შუაში კი ნაფეხურებით გაცვეთილ ბალახზე მივაბიჯებ. ირგვლივ არაფერია, მხოლოდ მე და ჩემი ოცნება, რომლისკენაც განაბული მივიწევ, სახის არცერთი ნაკვთი არ მიტოკავს ვტკბები ყოველი წამით...

ცოტაც და მივწვდები, მასთან მივალ, ის თვალებში ჩამხედავს და შემიყვარებს. მერე ვიცხოვრებთ ტკბილად და ბედნერად... შემდეგ მზის სხივები ათამაშდებიან ჩემს სახეზე, მე კი გაღიმებული გავახელ თვალებს და სიზმრების მეფეს მადლობას ვეტყვი წინა ღამით მმოძღვნილი საჩუქრისთვის, რომელიც მართალია გაუცვდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც ახალივით მიხარია...

მე ხომ სიზმარში მაინც ვარ ბედნიერი. როგორც ყველას მეც მაქვს პრობლემები, ჩემს შემთხვევაშიც მოყვება ხოლმე აღმართს დაღმართი. მეც მოვყოლილვარ ჩემივე აგებული ოცნებიის კოშკების ნანგრევებში. მაგრამ მაინც ავმდგარვარ, გზა განმიგრძვია და მხოლოდ ამის წყალობით ვდგავარ დღეს ფეხზე.

აი ამ ფიქრებით იწყება ჩემი ყოველი დღე. ყოველ ღამით ერთი და იგივე სიზმრის ნახვის შემდეგ დილით გამვლელებში ნაცნობ სახეს ვეძებ. მე ხომ ვიცი, რომ ის აუცილებლად შემხვდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის მთელი წელია, ვხედავ, მისკენ მივიწევ და ბოლოს ხელით ვეხები, ვგრძნობ მის სურნელს, ვერ ვარჩევ სახის ნაკვთებს.

არ ვიცი როგორია, მაგრამ ის ვიცი, რომ მიყვარს. არ ვიცი როდის შემიყვარდა, ან როდის გავაცნობიერე ეს, მაგრამ დღემდე ველი, მწამს, რომ აუცილებლად შევხვდები, და თუ მე აღარ მექნება ძალა იმისა, რომ მისკენ გავუყვე გაცვეთილ ბილიკს, ის მოვა, გულში ჩამიკრავს და ერთად გავივლით დარჩენილ გზას უსასრულობამდე.




სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ. ველი თქვენს შეფასებას კომენტარებში :)



დაამოწმა : Marye
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 785 | დაამატა: -Anna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
2012-06-26 Spam
mari chargeishvili,
LiLeko.LoVe.TwIlIgHt ..,
NiiNi ZooZii,
MaruSa-DemZ Meladze ♥,
marii- -marii,
Tiko Godoladze,
ბაშვებო! ვერც წარმოიდგენთ როგორ ვივსები ასეთი პოზიტიურიკომენტარების მერე. ახლავე დავდებ მომდევნოს, თუ წაიკითხავთ რა თქმა უნდა smile