მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 25 » Victoria's Secret Angels!!!
6:50 PM
Victoria's Secret Angels!!!
Victoria'Secret
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიაა
 აქედან გამომდინარე მასში საუკეთესო მოდელები მუშაობენ. 
ძალიან ბევრის ოცნებაა მონაწილეობა მიიღოს შოუში
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი, 
იმისთვის რომ Victoria's Secret -ის ანგელოზი გახდეს? 

Victoria's Secret ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიაა. აქედან გამომდინარე მასში საუკეთესო მოდელები მუშაობენ. ძალიან ბევრი გოგოს ოცნებაა მათ შორის იყოს და მონაწილეობა მიიღოს Victoria's Secret ის შოუში. თუმცა ამისთვის მხოლოდ ოცნება არ კმარა. 

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი, 
იმისთვის რომ Victoria's Secret-ის ანგელოზი გახდეს? 
Victoria's Secret-ს აქვს ისეთივე სიმღლის მოთხოვნა, როგორიც სხვა მაღალი დონის კომპანიებს: 1.72-1.83 მეტრი. არავის კანდიდატურა, ვინც 1.72-ზე დაბალია არ განიხილება. 
იმის გათვალისწინებით, რომ ფირმა თავდაპირველად მხოლოდ საცვლებს ყიდდა და ახლაც ძირითადად მათი გაყიდვითაა დაკავებული, მოდელების პარამეტრებს დიდი ყურადღება ექცევა. ყველაზე სასურველია, რომ მოდელის პარამეტრები იყოს: 86-61-86. თუმცა ოდნავი განსხვავება ამ ციფრებში დასაშვებია, თუ მოდელს გამორჩეული სახე აქვს. პარამეტრებისა და სიმაღლის გარდა, Victoria's Secret-ს მოთხოვნები ასაკთან დაკავშირებითაც აქვს. მოდელი უნდა იყოს 18-22 წლის, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ჯერ არ არის კარგად ცნობილი მოდის სამყაროში. კონტრაქტით გაფორმებულ მათ ენჯელებთან კი თანამშომლობის წლებთან ერთად ასაკის შეზღუდვა არ მოქმედებს. 
Victoria's Secretის მოდელის გარეგნობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს სახე ასრულებს. სასურველია მოდელს ჰქონდეს: სავსე ტუჩები, პატარა ცხვირი და მომხიბლავი ღიმილი. ეს Victoria's Secret-ის მოდელების უმეტესობის მახასიათებელია. 
ძალიან ბევრი მოდელი, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ Victoria's Secret ის ანგელოზი გახდეს, ყურადღებას არ აქცევს იმ ფაქტს, რომ გარეგნობის გარდა მნიშვნელოვანია მათი ხასიათი და სხვებთან ერთად კარგად მუშაობის უნარი. Victoria's Secret ში დიდ ყურადღებას აქცევენ შინაგან სილამაზესაც. რადგან მოდელმა კომპანია უნდა წარმოაჩინოს, მისი შეუფერებელი საქციელი დიდ ზიანს მიაყენებს ფირმის სახელს. სწორედ ამიტომ რაც არ უნდა ლამაზი იყოს გოგონა მას მოდელად არ აიყვანენ, თუ კარგი ხასიათი არ ექნება. Victoria's Secret ის მოდელები ყველანი ახლო მეგობრები არიან. 

იმისათვის რომ გოგონა გახდეს Victoria's Secret ს მოდელი აუცილებელია ჰყავდეს აგენტი, სხვა შემთხვევაში ფირმა კონტრაქტს არ გაუფორმებს. Victoria's Secret ის მოდელების უმეტესობა ორი სააგენტოდნ: Ford Modeling Agency და Elite Model Management-იდან არიან არჩეულები. 

ცხადია, რომ  Victoria's Secret ის მოდელების ფოტოები ჟურნალებში Photoshop–ითაა დამუშავებული, მაგრამ ბუნებრივია რომ შოუზე მათ ეს ფუფუნება არ აქვთ. ამიტომ მოდელები საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ. სუფთა კანი, ბზინვარე თმა და კარგი ტანი, მინიმალური მოთხოვნებია. 
 Victoria's Secret-ის მოქმედი ანგელოზები: 


Adriana Lima, Alessandra Ambrosio,  Doutzen Kroes, Candice Swanepoel, 
Lindsay Ellingson, Erin Heatherton, Chanel Iman, Behati Prinsloo, Lily Aldridge . 

ფ ო ტ ო ე ბ ი 


კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 905 | დაამატა: KesoSelenator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2013-11-30 Spam
martla angelozebi arian :d kai siaxlea <3