მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » varskvlavebis sayvareli wignebi
1:55 PM
varskvlavebis sayvareli wignebi

გვინეტ პელტროუ – ჯეინ ეარი (შარლოტა ბრონტე)

გვინეტს ამ წიგნს უკითხავდა დედა, როდესაც ის 10 წლის იყო, ამიტომ „ჯეინ ეარს" განსაკუთებული ადგილი უკავია მის გულში. მისთვის ეს პირველი წიგნი იყო და ყველაზე საყვარელიც. 

ჯულია რობერტსი – ველური პალმები (უილიამ ფოლკნერი)

რობერტსი აღწერს ნოველას როგორც ლამაზ, ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას. მისი თქმით, ეს არის წიგნი, რომელიც უბრალოდ გაგანადგურებთ. 

ქეით ბლანშეტი – ნაზია ღამე (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)

საყვარელი წიგნი მსახიობს ქმარმა აჩუქა სიტყვებით: „შენ ვერ მოკვდები ამის წაუკითხავად". ბლანშეტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფსიქოლოგისა და მისი ცოლის ისტორიამ, რომელიც ასევე მისი პაციენტი იყო. მითუმეტეს, რომ ნოველის წაკითხვისას რთულია იმ ფაქტის იგნორირება, რომ თავად ფიცჯერალდის ცოლიც  შიზოფრენიას ებრძოდა. 

მიშელ ობამა – სოლომონის სიმღერა (ტონი მორისონი)

მიშელ ობამას თქმით, ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც მას შეუყვარდა. ის მან თავიდან ბოლომდე წაიკითხა ერთ დღეში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე მას აძალებდა, არამედ იმიტომ, რომ წიგნი მართლაც კარგი იყო. 

რობერტ პატინსონი – სრული შემოქმედება (შარლ ბოდლერი)

პატინსონის ბოლოდროინდელი ლიტერატურული გემოვნებამ პოეზიის სახე მიიღო. ფრანგი პოეტის პოემები მისთვის ყველაზე საყვარელი აღმოჩნდა.

ნატალი პორტმანი – ანა ფრანკის დღიურები (ანა ფრანკი)

პორტმანის ამ არჩევანს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა მისთვის. წიგნის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში  ბროდვეის თეატრში ის თამაშობდა ანა ფრანკის როლს, რომელიც ცხოვრობდა, უყვარდა და იზრდებოდა ნაცისტებისგან გამუდმებულ დევნაში.  

უილ სმიტი – ალქიმიკოსი (პაოლო კოელიო)

უილ სმიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს წიგნი მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა და სწორედ მან ასწავლა, რომ მიაღწიოს თავისი ინოვაციების პიკს და წარმატებას. 

ჯორჯ ჰ. უ. ბუში – თამაში ჭვავის ყანაში (ჯერომ სელინჯერი)

თავის საყვარელ წიგნად ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ დროს ლექსიკის, სექსუალობისა და ახალგაზრდებისთვის „შეუსაბამობის" გამო ოფიციალურად აკრძალული წიგნი დაასახელა. მისი თქმით, ეს წიგნი მას ცხოვრების ფორმირებაში დაეხმარა. 

ანჯელინა ჯოლი – ვლად ცეპეში: ნამდვილი დრაკულას ძიებაში (მ. ჯ. ტროუ)

ჰუმანიტარულ და ოჯახურ დღეებამდე ჯოლი ცნობილი იყო, როგორც ყველაზე მეამბოხე და „ბნელი" ჰოლივუდში, ამიტომ ეს წიგნი იმ ადამიანის ცხოვრებაზე, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დრაკულა, არის საუკეთესო არჩევანი მისთვის. ჯოლის თქმით, მას ჰქონდა ყველა წიგნი ვლად ცეპეშზე და ყოველთვის სიამოვნებით კითხულობდა მათ.

ჯეი ზი – სულის ადგილმდებარეობა/ სამყოფელი (გარი ზუკავი)

ჯეი ზის თქმით, ეს არის ის წიგნი, რომლის მიხედვითაც ის ცდილობს იცხოვროს. „მე ყოველთვის მაინტერესებდა რელიგია და ამ წიგნმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე. როდესაც შენს გრძნობებს ვიღაც უმატებს სიტყვებს, შენ ფიქრობ – ეს სწორედ ისაა."

კრისტენ სტიუარტი – ედემის აღმოსავლეთით (ჯონ სტაინბეკი)

სტიუარტის თქმით, ის შეყვარებულია კლასიკურ ლიტერატურაზე, ეს წიგნი კი მას განსაკუთრებით მოსწონს, რადგან ის ეხება კარგისა და ცუდის ფუნდამენტურ იდეებს. 

კირა ნაითლი – სიამაყე და ცრურწმენა (ჯეინ ოსტინი)

კირა ნაითლის თქმით, ამ წიგნით ის 7 წლიდან არის შეპყრობილი და მას შემდეგ არაერთხელ წაუკითავს. 2005 წელს წიგნის ეკრანიზაციაში მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა. 

ალეკ ბოლდუინინუ მოკლავ ჯაფარას! (ჰარპერ ლი)

ალეკ ბოლდუინი ამ კლასიკის დიდი თაყვანისმცემელია. მისთვის ეს არის შესანიშნავი ისტორია ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, რომლის მიუხედავადაც ადამიანმა წინსვლა უნდა განაგრძოს. პერსონაჟები მთელი წიგნის მანძილზე საშინელ მდგომარეობაში არიან, თუმცა მაინც ინარჩუნებენ ერთმანეთს და მთლიან ოჯახს. 

ჰოლი ბერი - აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი (ჯუდი ბლუმი)

როდესაც დედამ ჰოლი ბერის ჯუდი ბლუმის ეს წიგნი მიუტანა, ის 13 წლის იყო, ამიტომ მას განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა წიგნის პერსონაჟ მარგარეტთან, რომელიც მასთან ერთად იზრდებოდა.  ჰოლის  თქმით, ეს წიგნი მას ძალინ მძიმე პერიოდის დაძლევაში დაეხმარა. 

ტაირა ბენქსი – აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი (ჯუდი ბლუმი)

ჯუდი ბლუმის ეს წიგნი მოდელ ტაირა ბენქსის სიაშიც პირველ ადგილზეა. 11 წლის გოგონას ისტორია თავისი პრობლემებით მისთვის ნამდვილ შთაგონებად იქცა. 

კეტრინ ზეტა ჯონსი – დიდი გეთსბი (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)

საყვარელ წიგნად მსახიობმა ფიცჯერალდის კლასიკა დაასახელა, რომელიც ჯაზის ეპოქაში მდიდრების გლამურულ ცხოვრებას გვიჩვენებს. 

კევინ სპეისი – ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს (რაინერ მარია რილკე)

სპეისიმ საყვარელ წიგნად მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოეტის წერილები დაასახელა, რომლებიც ძალიან ემოციური ჩანაწერებია. 

ლედი გაგა – ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს (რაინერ მარია რილკე)

ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, რას ურჩევდით თქვენს თაყვანისმცემლებს, რომლებიც სიმღერების წერით არიან გატაცებულნი, მომღერალმა უპასუხა: „ორი რჩევა: 1. იყიდე წიგნი „ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს". წაიკითხე ის 100-ჯერ და გვიან ღამით დაუსვი საკუთარ თავს კითხვა – მოკვდებოდი თუ არა, თუ წერას აგიკრძალავდნენ?  2. იცხოვრე თითოეული ციტატით ამ წიგნში, რადგან აქ არის სერიოზული ფილოსოფია ხელოვნების შესახებ, რომელსაც მე მთლიანად ვეთანხმები. ყველაფერი სიმართლეა, შენ შენს ოცნებებს იპოვი." 

სტივენ სპილბერგი – უკანასკნელი მოჰიკანი (ჯეიმს ფენიმორ კუპერი)

 

ჯორჯ ქლუნი – ომი და მშვიდობა (ლევ ტოლსტოი)

ჯიმ ქერი – დანაშაული და სასჯელი (ფიოდორ დოსტოევსკი)

პირს ბროსნანი – მრისხანების მტევნები (ჯონ სტაინბეკი)

მელ გიბსონი – 1984 (ჯორჯ ორუელი)

ტომ ჰენკსი – ცივსისხლიანი (ტრუმენ კაპოტე)

ქეით მოსი – ლამაზი და დაწყევლილი (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1205 | დაამატა: -NiniKunna♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2012-02-22 Spam
kargi siaxleaa :**