მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 15 » უყვარხართ თუ არა ადამიანებს (?)
3:11 PM
უყვარხართ თუ არა ადამიანებს (?)
TesT
უყვარხართ თუ არა ადამიანებს (?)





თუკი ამ კითხვაზე პასუხი გაინტერესებთ, სცადეთ, ამ ტესტისგანაც მიიღოთ იგი. სხვადასხვა სატესტო მეთოდიკა არსებობს. ტესტი-კითხვები, ტესტი-დებულებები. განვიხილოთ ერთ-ერთი ასეთი ტესტი-დებულება. უპასუხეთ "დიახ”, თუკი ეთანხმებით მოცემულ დებულებას, ან "არა” – თუკი არ ეთანხმებით.


1. უნდა გახსოვდეთ, რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში, ყოველ წამს გაფასებენ ადამიანები, რომლებთანაც გიწევთ ურთიერთობა.
2. ადამიანს საკმარისად უნდა ჰქონდეს განვითარებული დამოუკიდებლობის გრძნობა, რომ მეგობრებთან თქვენი ჰობის შესახებ ისაუბრო და არ მიაქციო ყურადღება იმას, იზიარებენ თუ არა ისინი შენს გატაცებას.
3. ყველაზე ბრძნული – ღირსების გრძნობა შეინარჩუნო მაშინაც, როცა სხვაგვარად მოქცევის ყუველაზე დიდი ცდუნებაა.
4. თუკი ადამიანი სხვის საუბარში სეცდომებს ამჩნევს, უნდა შეუსწოროს.
5. როცა უცნობ ადამიანებს ხვდებით, საკმაოდ გონებამახვილი უნდა იყოთ, უშუალო და მომხბვლელი, რომ მათზე შთაბეჭდილება მოახდინოთ.
6. როცა სხვა ადამიანს წარუდგენენ თქვენს თავს და მის სახელს ვერ გაიგონებთ, უნდა თხოვოთ განმეორება.
7. დარწმუნებული ხართ, რომ პატივს გცემენ იმისთვის, რომ არასდროს აძლევს სხვას უფლებას, იხუმროს თქვენზე.
8. ყოველთვის გაფაციცებული უნდა იყოთ, თუ არა და გარშემომყოფები დაგცინებენ და სასაცილოდ გამოგაჩენენ.
9. თუკი გონებამახვილ ადამიანთან გაქვთ საუბარი, სჯობს, არ ჩაებათ შეჯიბრში, მიაგოთ საკადრისი პატივი და საუბარს გაემოეთიშოთ.
10. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ მისი განწყობა შეესაბამებოდეს იმ კომპანიის განწყობას, რომელშიც ის იმყოფება.
11. ყოველთვის უნდა ეხმარებოდეთ მეგობრებს, რადგან თქვენც შეიძლება მათი დახმარება დაგჭირდეთ.
12. არ ღირს სხვებისთვის დიდი სამსახურის გაწევა, იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, ძალიან ცოტა თუ დაგიფასებს გაკეთებულს.
13. სჯობს, თუკი სხვები თქვენზე არიან დამოკიდებული და არა – პირიქით.
14. ნამდვილი მეგობარი ცდილობს, მეგობრებს დაეხმაროს.
15. ადამიანმა უნდა გამოამზეუროს თავისი საუკეთესო თვისებები, რომ ღირსეულად მოექცნენ და შეაქონ.
16. თუკი კომპანიაში ისეთ ანეგდოტს ყვებიან, რომელიც გაგიგონიათ, ამბოს მომყოლი უნდა შეაჩეროთ.
17. თუკი კომპანიაში ანეგდოტს ყვებიან, რომელიც უკვე გაგიგონიათ, საკმარისად ზრდილობიანი უნდა იყოთ, რომ მთელი გულით გაიცინოთ.
18. თუკი მეგობართან მიგიპატიჟეს, თქვენ კი კინოში წასვლა გჭირდებათ, უნდა თქვათ, რომ თავი გტკივათ ან რამე სხვა მიზეზი მოიგონოთ. ნამდვილი მიზეზის გამხელით მეგობრის წყენინების რისკი დიდია.
19. ნამდვილი მეგობარი ყოველთვის ითხოვს, რომ მისი ახლობლები საუკეთესოდ მოეპყრან მაშინაც, როცა ეს არ სურთ.
20. ადამიანებმა დაჟინებით და ჯნიუტად არ უნდა დაიცვან საკუთარიუ შეხედულება ყოველტვის, როცა ვინმე საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს.

ტესტის შედეგები: 

 თითოული კითხვისთვისთვის, რომელიც ემთხვევა სწორ პასუხს საკუთარ თავს 5 ქულა მიუთვალეთ. სწორი პასუხია "დიახ” – დებულებებზე 13,14, 20, "არა” – ყველა დანამრჩენზე. შეკრიბეთ ქულები: 

85-100 ქულა — ფრიადი;
75-80 ქულა — კარგი;
65-70 ქულა — დამაკმაყოფილებელი;
0-60 ქულა — ცუდი.



რაც მეტია ქულების რაოდენობა, მით მეტი საფუძველი გაქვთ, ჩათვალოთ, რომ გარშემომყოფებს უყვარხართ.

Daamowma Da Gaalamaza:-TaTaM
კატეგორია: ♥ ტესტი | ნანახია: 739 | დაამატა: Muser♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-07-16 Spam
Magari sisulelea :X siaxle kaia