მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » TwiiLiiGt .))
0:49 AM
TwiiLiiGt .))
სემ ული - ინდიელი ქვილიუტები შთამომავალი. პირველი ინდიელი მოზარდი რომელიც მაქციად გადაიქცა. რადგანაც იგი პირველი იყო, არ იცოდა თუ როგორ დაბრუნებოდა ადამიანურ სახეს. თუმცა მან ეს შეძლო. მგლის სხეულში იგი არის უზარმაზარი და შავი მხეცი. სემი თავის ხროვაში არის "ალფა”(მას ასე ბელამ უწოდა). თუმცა წესით იგი ჯეიკობ ბლექს ეკუთვნის რომელსაც ეს წოდება შთამომავლოით ერგო. როდესაც ჯეიკობიც მგლად გადაიქცა სემმა მას წინამძღოლის პოსტი დაუთმო თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. სემი აღბეჭდილია ემილიზე, რომელსაც ერთხელ მგლის ფორმაში მყოფმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ამის შემდეგ ემილის სახეზე დარჩა შრამები და ცალი თვალი დაუზიანდა. 
ჯარედი - ლა პუმში მცხოვრები ერთ-ერთი ქვილიუტი ბიჭი რომელიც მეორე იყო ხროვაში ვინც მაქცია გარდაიქმნა. ის აღბეჭდილია თავის თანაკლასელ კიმ კონელვერზე , ჯარედი და კიმი სკოლაში ერთ მერხთან ისხდნენ, მაგრამ ჯარედი მას არასოდეს აქცევდა დიდ ყურადღებას. მისი აღბეჭვდა მოხდა პირველი გადაქცევისთანავე. მგლის სხეულში მას აქვს ყავისფერი ბეწვი. 
ქვილ ატეარა - ქვილ ატეარა, ჯეიკობის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და მისი ნახევარძმა. ქვილის ბაბუა ტომის უხუცესთა საბჭოშს წევრია. პირველი გადაქცევიდან მალევე ქვილი აღიბეჭდა ემილის დისშვილ კლერზე რომელიც იმ დროისთვის 2 წლის იყო. რადგანაც მაქციები არ ბერდებიან ქვილს კლერის ასაკი არ აშინებს და მის აღზრდაში მონაწილეობას იღებს. მგლის სხეულში ქვილს აქვს შოკოლადის ფერი ბეწვი. როდესაც ხროვაში სემსა და ჯეიკობს შორის მოხდა განხეთქილება ქვილი ბოლოს მაინც ჯეიკობის მხარეს გადავიდა. 
ემბრი კოლი - ჯეიკობის კიდევ ერთი უახლოესი მეგობარი, დაიბადა 1989 წელს, მისი დედა ორსულობის პერიოდში ლა პუშში გადავიდა მეზობელი რეზერვაციიდან. როდესაც ემბრი გადაიქცა მაქციად ყველა იყო გაოგნებული რადგან ეს ნიშნავდა, რომ მისი მამა იყო სამიდან რომელიმე ქვილიუტი: ჯოშუა ადლი, ქვილ ატეარა-უფროსი და ბილი ბლექი. ანუ შეიძლება ის იყოს სემის, ქვილის ან ჯეიკობის ნახევარძმა. ემბრი მაქცია გახდა ჯეიკობამდე ამიტომ ჯეიკი ძალიან ნერვიულობდა რადგან ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. მათი მეგობრობა ძალიან მტკიცეა ამიტომაც საგის IV ნაწილში(განთიადი) სემმა არ გაგზავნა ემბრი ჯეიკობის ხროვასთან მოლაპარაკებაზე - რადგან ეშინოდა მას ბლექის ხროვაში დარჩენა არ მოსდომებოდა. მაგრამ ბოლოს ემბრიმ მაინც ჯეიკობის ხროვა ამჯობიანა… ემბრის მგლის სხეულში აქვს ნაცრისფერი ბეწვი და შავი ზოლები. 
პოლი - ქვილიუტებიდან კიდევ ერთი ვინც სემის შემდეგ პირველი გადაიქცა მაქციად. ის ძალიან გაუწონასწორებელია და უყვარს თავისი ძალების ჯეიკობზე გამოცდა. პოლი ძალიან მარტივად გამოდის წყობილებიდან და ხშირად ვერ აკონტროლებს მაქციად გადაქცევის მომენტს. იმის შემდეგ რაც ჯეიკობის და რეიჩელი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან არდადეგებზე ჩამოვიდა პოლი მასზე აღიბეჭდა და ამის გამო დღის უმეტეს ნაწილს ჯეიკობის სახლში ატარებს. მისი მგელი მოვერცხლისფრო-ნაცრისფერია. 
სეთ ქლიარუოტერი - ჰარი და სიუ ქლიარუტერების შვილი. ლეა ქლიარუოტერის უმცროს ძმა. ის მაქცია გახდა 15-წლის შესრულებისთანავე ის სხვა მაქციების შორის ყველაზე ახლოსაა ვამპრებთან. განსაკუთრებით მეგობრობს ედვარდ კალენთან. მისი ბეწვის ფერი მგლის სხეულში ყოფნისას არის ქვიშისფერი. ,,დაბნელებაში” მან ედვარდის დახმარებით მოკლა რაილი და გადაარჩინა ბელა, ხოლო ,,განთიადში” ის ჯეიკობის ხროვას შეუერთდა კალენების ოჯახის დაცვის მიზნით. 
ლეა ქლიარუოტერი - ერთადერთი ქალი მაქცია ხროვაში. ჯეიკობ ბლექის ხროვაში ის იყო ,,ბეტა”. სკოლაში სწავლობდა ბელას პარალელურ კლასში. სიუ და ჰარი ქლიარუოტერების შვილი. მისი მამა გარდაიცვალა გულის შეტევით. თმები მოკლედ აქვს შეჭრილი როგორც სხვა დანარჩენ მაქციებს. ლეა არის სემის ყოფილი შეყვარებული ისინი ჯერ კიდევ სკოლის დროს მეგობრობდნენ ერთმანეთთან(მათ ერთმანეთთან შეხვედრა დაიწყეს როდესაც ლეა იყო 14 წლის) როდესაც სემი დაიკარგა ლეა კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. ის და დედამისი დაუკავშირდნენ პოლიციას და მეტყევეებს რათა დაეგეგმათ სამძებრო სამუშაობები თუმცა სემი დაბრუნდა… დაბრუნების შემდეგ სემი არავის ეკონტაქტებოდა ლეას ეს ძალიან აბრაზებდა რადგან არ იცოდა სად დადიოდა ღამღამობით და რატომ იყო ყოველთვის დაღლილი. მაგრამ ისინი მაინც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. თუმცა ერთ დღესა მეზობელი რეზიდენციიდან ლეას თავისი ბიძაშვილი ემილი იანგი ესტუმრა, ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ, ბავშვობიდან დებივით იყვნენ მაგრამ სემი ემილიზე აღიბეჭდა… სემმა ლეას გული გაუტეხა და თავისი დაპირებები ვერ შეასრულა. ლეამ ეს ძალიან რთულად გადაიტანა თუმცა ცდილობდა ბედს შეგუებოდა. ლეა უკმაყოფილო იყო რომ მაქცია გახდა რადგან მანამდე ისედაც უჭირდა როდესაც სემს და ემილის ერთად ხედავდა ახლა კი მათი დანახვა სემის ფიქრებშიც ხშირად უწევდა. ის ფიქრობდა, რომ ემილიმ ის შრამები დაიმსხურა და ეს სამართლიანი იყო. მას როდესაც იმყოფება მგელის სხეულში აქვს ნაცრისფერი ბეწვი და სხვა მაქციებთან შედარებით ტანით პატარაა. წიგნში ,,დაბნელება” თავს დაესხა ერთ ახალშექმნილს თუმცა ვერ მოერია და რომ არა ჯეიკობი ლეა ძალიან მძიმედ დაშავდებოდა. ლეა სხვა მაქციებზე სწრაფია. როდესაც ჯეიკობი და სეთი წამოვიდნენ ხროვიდან ლეაც მათ გაყვათ ოღონდაც უფრო შორს წასულიყო სემისაგან. სემმა მაქციებს სთხოვათ, რომ ლეასათვის მუხლებზე დაჩოქილებს ეთხოვათ ხროვაში დაბრუნებულიყო თუმცა მან ჯეიკი ამჯობინა. განთიადში ჯეიკობს და ლეას ჰქონდათ გულახდილი საუბარი რის მეშეობითაც მათ უკეთესად გაუგეს ერთმანეთს. ასევე ლეას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ბელასთან რადგანაც მისი აზრით ამ უკანასკნელმა ჯეიკობს ბევრი ტანჯვა მიაყენა. 

ვოლტურები – ძველი და ყველაზე დიდი ვამპირების კლანი სტეფანი მეიერის მიერ შექმნილი ბინდი საგის სერიიდან რომლებიც ცხოვრობენ იტალიაში (ვოლტერა). პირველად მათი სახელი გვხვდება საგის პირველ ნაწილში ”ბინდი”. ისინი თავის რიგებში მხოლოდ ძლიერ და ნიჭიერ ვამპირებს იღებდნენ, რომლებიც გამორჩეული ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი. ვოლტურების რიგებში მხოლოდ ერთი ადამიანი ქალი-მესაიდუმლეა(Gianna), მას აქვს იმედი, რომ ვოლტურები ვამპირად გარდაქმნიან. თუმცა საგის IV ნაწილში „განთიადი” მას კლავენ. 
ვოლტურების ლიდერები არიან ძველი ვამპირები არო, რომელიც კითხულობს ადამიანის აზრებს შეხებით; მარკუსი რომელიც ადამიანებს შორის დამოკიდებულებას გრძნობდა; და ვოლტურების მესამე ლიდერი კაიუსი, რომლის ნიჭზეც წიგნში საუბარი არაა. მათ ყველას ჰყავთ ცოლები, რომლებიც კლანის მართვაში ასევე იღებენ მონაწილეობას. აროს ცოლი – სულფიცია (Sulpicia), კაიუსის ცოლი - აფინოდორა (Athenodora), და მარკუსის ცოლი - დიდიმა (Didyme), ამ უკანასკნელის ნიჭი იმაში მდგომარეობდა, რომ შეეძლო სხვები გაებედნიერებინა. 
კლანის წევრები 
კლანში შედის 32 ვამპირი, მათი უმეტესობის სახელი რომანში არ განიხილება. 
ჯეინი (Jane) — აროს დამხმარე. დაბალი, გამხდარი, დიდი თვალებით და ბავშვური ხმით. მისი ნიჭი მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია შეაღწიოს ადამიანის გონებაში და შექმნას აუტანელი ტკივილის ილუზია. მას აქვს მოკლე და ღია-ყავისფერი თმა; 
ალეკი (Alec) — ჯეინის ტყუფისცალი ძმა, რომელიც ასევე აროს მარჯვენა ხელია. იგი ძალინ გავს თავის დას თუმცა შედარებით მუქი თვალები აქვს. ალეკის ნიჭი ჯეინის უნარისაგან სრულიად განსხვავდება. მას შეძლია ყველა გრძნობის ორგნო გაგითიშოს, სმენა, მხედველობა, ტკივილის შეგრძნება და ა.შ. 
ფელიქსი(Felix) — იგი არ გამოირჩევა რაიმე ნიჭით, უბრალოდ მას აქვს ძალიან დიდი ფიზიკური ძალა. მას აქვს მოკლე შავი თმა არის მაღალი და დაკუნთული. 
დემეტრი (Demetri) — მაძებარი, მისი ნიჭი არის ძალიან გამორჩეული მას მსხვერპლის გონებაში შეღწევით შეუძლია იპოვოს ის სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. 
რენატა(Renata) – იგი არის აროს პირადი მცველი. ის არ იბრძვის თუმცა ფლობს დიდ ნიჭს. მისი ტალანტი მდგომარებს იმაში, რომ ის ფარია, ანუ ბლოკავს სხვა ვამპირების ძალებს. მას მოქმედება შეუძლია 2-3 მეტრიდან ამიტომაც იგი ნაბიჯითაც კი არასოდეს სცილდება აროს როდესაც მას საფრთხე მოელის. 
ჩელსი(Chelsea) – ჩელსი ნიჭია აღმოაჩინოს კავშირი ვამპირებს შორის. მას ისევე როგორც შეუძლია ამ კავშირების გაწყვეტა ასევე მათი შექმნა. ვოლტურეის სწორედ შელსის იყენებდნენ იმისათვის რომ მათ კლანში ძლიერი ვამპირები გადმოებირებინათ. მისი გარეგნობა წიგნში არაა აღწერილი. თუმცა ცნობილია რომ ის არის მაღალი და ძალიან მომხიბლავი. 
ჰაიდი – ეს გოგონა კლანში აიყვენეს რათა შეეტყუებინა ხალხი ვოლტურებთან რათა ისინი გამოკვებილიყვნენ. ცნობილია რომ იგი არის ძალიან ლამაზი, და ატარებს ცისფერ ლინზებს რათა უფრო მარტივად მოხიბლოს ადამიანები. 
სანტიაგო, კორინი და აფტონიც აგრეთვე არიან კლანის წევრები, თუმცა მათ შესახებ რომანში ცოტა რამაა თქმული. 

ჯეიმზი – მომთაბარე ვამპირი რომელიც ადამიანების სისხლით იკვებებოდა. საგის პირველ ნაწილში (ბინდი) ის გაეცნო კალენების ოჯახს და ბელა სუონს. ეს მოხდა მაშინ როდესაც კალანები ჭექა-ქუხილის დროს ბეისბოლს თამაშობდნენ. ბუნებით მონადირე, თუკი ის მსხვერპლს ამოირჩევდა მისგან თავს ვეღარ დააღწევდა. გამონაკლისი იყვნენ მხოლოდ ელისი და ბელა, რომელთა სისხლის დაგემოვნებაც ჯეიმსმა ვერ მოახერხა. როდესაც მან ბელას სუნი იყნოსა მიზნად დაისახა მისი კბენა. თუმცა ედვარდი არ იყო თანახმა ასე ადვილად დაეთმო თავისი შეყვარებული. საბოლოოდ ჯეიმსი იღუპება ჯასპერ და ემეტ კალენების ხელით როდესაც ის უკვე ახლოს იყო დასახულ მიზანთან, ედვარდმა და მისმა ძმებმა მოახერხეს ბელას დახსნა… მართალია მან მოასწრო ბელასათვის ხელზე კბენა თუმცა ედვარდმა ბელას შხამი ამოსწოვა და გადაარჩინა ვამპირად გადაქცევას. წიგნში ჯეიმსს მოკლე მუქი ყავისფერი თმები ხოლო ფილმში გრძელი ღია თმები რომლებიც ცხენის კუდივით აქვს უკან შეკრული. 
ვიქტორია - რიჟათმიანი ძალიან ცბიერი ვამპირი. ის ძალიან განრისხდა როდესაც შეიყო, რომ ედვარდმა მოკლა მისი შეყვარებილი ჯეიმსი. მან განიზრახა შური ეძია ედვარდზე და ამის შემდეგ ეძებდა ხერხს რათა მოეკლა ბელა სუონი და სამაგიერო გადაეხადა ედვარდისათვის. მას ჰქონდა ნიჭი ეგრძნო საშიშროება, სწორედ ამის წყალობვით დაუსხლტა რამდენჯერმე ხელიდან მაქციებს რომლებიც მას გამოეკიდნენ. ის საბოლოოდ მოკლა ედვარდ კალენმა საგის მესამე ნაწილში (დაბნელება) როდესაც თავისი ახალშექმნილების არმიით ცდილობდა კალენებს გასწორებოდა. 
ლორანი - პირველ ნაწილში (ბინდი) ის მინდორზე ჩნდება ჯეიმსსა და ვიქტორიასთან ერთად. ჯეიმსის გადაწყვეტილების შემდეგ - მოკლას ბელა სუონი მან დატოვა ისინი. ლორანმა მოასწრო კალენების გაფრტთხილება ჯეიმსის ნიჭზე. ამის შემდეგ ის წავიდა ალასკაზე დენალების კლანთან სადაც ურთიერთობა დაამყარა ირინასთან. მეორე ნაწილში (ახალი მთვარე) ლორანი მოკლეს მაქციებმა მას შემდეგ რაც ის შეეეცადა მოეკლა ბელა. სწორედ ამიტომ მდაბნელებაში გამართულ ბრძოლშიო ვიქტორიას ახალშექმნილთა არმიასთან დენალების კლანმა უარი განაცხადა ბრძოლში მონაწილეობის მიღებაზე რადგან იქ მაქციებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. ლორანი ლაპარაკობდა ფრანგული აქცენტით. 

ზაფრინა – ამაზონელების კლანის ლიდერი, ასევე დაჯილდოებულია უნიკალური ნიჭით, მას შეუძლია ნებისმიერს შეუქმნას ისეთი ილუზია რო დაარწმუნოს იმაში თითქონს ნამდვილად იმყოფება იქ სადაც ზაფრინამ ”გააგზავნა” თავისი პანტაზიით. ამავდროულად ის როგორც ყველა ამაზონელი არის ამაზონელებისათვის დამახასიათებელ გარეგნობის: ძალიან მაღალი, გრძელ სახე, სწორი ხელები, ფეხები, ცხვირი და ასეთივე თითები. ზაფრინას აქვს გრძელი შავი თმა. კატასავით მკვეთრი მოძრაობების მქონე ზაფრინას ტანი ცხოველის ტყავით აქვს შემოსილი. ამაზონელების კლანი – ყველაზე არაცივილიზებური ვამპირთა გაერთიანებაა. სავარაუდოთ ამაზონელების შესახებ ლეგენდა სწორედ მათგან წამოვიდა. მათი მუქი კანის მათ ინდილურ წარმოშობაზე მიუთითებს. 
სენა - წყნარი, მაგრამ ისეთივე გარეგნობის და სიმაღლის მქონე როგორც მისი კომპანიონი ზაფრინა. 
კაშირი – კიდევ ერთი ამაზონელი ვამპირი სამხრეთ ამერიკიდან. ისეთივე სპეციფიკური გარეგნობის და სიმაღლის მქონე როგორიც მისი ორი კომპანიონია. 

პიტერი - ჯასპერის ძველი მეგობარი. იგი მიყვება თავისუფალი ცხოვრების წესს თავის თანამგზავრ შარლოტასთან ერთად. იგი იკვებება ადამიანის სისხლით. აქვს ქერა და გრძელი თმა. სიმაღლით კი ჯასპერის ტოლია (190სმ) 
შარლოტა - მისი ცხოვრების სტილიც ზუსტად იგივეა რაც პიტერის. არც ის ამბობს უარს ადამიანის სისხლზე და მასაც აქვს ძველი ურთიერთობები ჯასპერთან. 
მერი - კალენების ერთ-ერთი ძველი მეგობართაგანი. რომელიც დიდიხანია უკვე იცნობს რენდალს, თუმცა მაინც მარტო მოგზაურობას ამჯობინებს. 
რენდალი - იგი არაფრით განსხვავდება მერისაგან. მასაც აქვს კავშირი კალენებთან და ისიც მერისავით მარტო მოგზაურობს. 
ეგვიპტური კლანი 
ამ კლანის ყველა წევრი და-ძმასავით გვანან ერთმანეთს. მათ ყველას ერთნაირად აქვთ ძალიან მუქი შავი თმა და ერთნაირი კანი. 
ამონი - კლანის უდავო ლიდერი. სერიოზული მამაკაცი რომელიც ძლიერ აფასებს თავისი ოჯახის საყვარელი წევრის ბენჟამინის ნიჭს. 
კები - ამონის ცოლი, რომელიც არის ძალიან წყნარი და ეშინია რომ წინ აღუდგეს თავის მეუღლეს. 
ბენჟამინი - ვამპირასათვის არადამახიასიათებლად სიცოცხლითსავსე. ისე გამოიყურება როგორც ,,დიდი ბავშვი”, ამავე დროს არის ამპარტავანი და უგუნური. იგი ახდენს უზარმაზარ გავლენას ამონზე და დაჯილდოებულია გასაოცარი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნიჭით - მას ემორჩილება სამყაროს ოთხი ძირითადი ელემენტი: წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი; 
ტია - სიტყვაძუნწი, მშვიდობიანი და მგრძნობიარე. ბენჟამინის მეგობარი, ეგვიბტური კლანის წევრი. 
ირლანდიული კლანი 
შივონი - მსხვილი, კეთილი ქალი ვამპირი. ის თავის ოჯახში მთავარია და ფლობს უნიკალურ ნიჭს. მისი ნიჭის შესაძლებლობები ბოლომდე არაა ამოხსნილი. ერთ-ერთი ვარაუდით მას შეუძლია გარშემომყოფნი დააჯეროს ისეთ რამეში რასაც თვითონ მოისურვებს. მაგრამ მისი ნიჭი არაა საკმარისად განვითარებული, სწორედ ამიტომ წარმოადგენს დიდ იშვიათობას. 
ლიამი - შივონის ქმარი. ის არის მკაცრი, მაგრამ მთელი არსებით ენდობა თავის ცოლს. 
მეგი - პატარა, რიჟათმიანი, კუდრაჭა გოგონა. იგი ზუსტად განსაზღვრავს როდის ეუბნევიან სიმართლეს და როდის ტყუილს. მისი განაჩენი ყოველთვის საბოლოოა და არ საჩივრდება, სწორედ ამიტომ იგი ძალიან ძვირფასია შიონისათვის. 
ევროპელი მომთაბარეები 
ალისტერი - ვამპირი ინგლისიდან. ყოველთვის ამჯობინებს მარტოობას. კარლაილის მეგობარი, მაძებარი. 
მასსა და საძიებო საგანს შორის იქმნება მსუბუქი მიზიდულობა რის მეშვეობითაც ის ადვილად აგნებს მას. 
სტეფანი - ვამპირი რუმინეთიდან. ვოლტურების განადგურების სურვილით შებყრობილი გამხდარი, დაბალი, შავთმიანი, აქვს ძალიან თხელი პერგამენტივით კანი და ვიწრო მუქიწითელი თვალები. მისი ჩაცმულობა არის ძალიან სადა და რეტრო. მას სძულს ვოლტურების კლანი ვინაიდან მათ ათასი წლის წინათ გადაწვეს ვამპირთა ციხესიმაგრეები რუმინეთში. წარსულში მას და სტეფანს ჰქონდათ ძალიან დიდი ძალაუფლება, ისინი თავიაანთ თავებს ღმერთებს უწოდებდნენ. 
ვლადიმერი - სტეფანის მეწყვილე. უკანასკნელი გადარჩენილი რუმინელი ვამპირი. გარეგნულად ძალიან ჰგავს სტეფანს, თუმცა აქვს ფერფლივით(?) თმა. სძულს ვოტურთა კლანი. 
დენალიების კლანი 
ტანია - ცივილიზებური, ვეგეტარიანელი ვამპირების ოჯახის უფროსი. რომლებიც დასახლებულები არიან ალასკაზე, დენალში. კლანის უმეტესი წევერი არის მდედრობითი სქესის. ტანიას ძალიან იზიდავენ კაცები. მათ შორის ცვეულებრივები(არავამპირები). ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა რომ იგი ვეგეტარიანელია. როდესაც ედვარდი იმყოფებოდა დენალში ტანია შეეცადა რომ მას უფრო მეტად დაახლოეოდა თუმცა ედვარდისაგან უარი მიიღო. ცნობილია რომ ტანიასა და მის დებს ყავდათ დედა, რომელმაც ისინი გარდაქმნა. ეს უკანასკნელი მოკლული იქნ ვოლტურების მიერ უკვდავი ბავშვის შექმნისათვის. დედამ შვილებს უკვდავი ბავშვის არსებობის შესახებ არაფერი უთხრა და ამის წყლობით მათი სიცოცხლე იხსნა. მის გარეგნობაზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ არის მორიჟაო ქერა, გრძელი გაშლილი თმით. იგი დაიბადა სლოვაკეთში დაახლოებით 1000 წელს. ცნობილია ისიც რომ ტანია, ირინა და კეიტი არიან რუსული წარმოშობისები. 
კეიტი- ტანიას და და მისი კლანის წევრი. თავისი ნიჭის წყალობით კეიტი ფაქტიურად ხელშეუხებელია. ანუ: მის კანზე ერთი შეეხებაც საკმარისია რომ(თავისი სურვილისამებრ) მსხვერპლი უგონოდ დაეცეს მიწაზე. როგორც ტანიას მასაც უყვარს კახები. ცნობილია რომ კეიტს აქვს სწორი ქერა თმა. 
ელეაზრი - აქვს უნარი "აღმოაჩინოს ნიჭი" ერთ დროს ელეაზარი იყო ერთ-ერთი ვოლტური და აროს ძალიან ეწყინა როდესაც ასეთი ძვირფასი ექსპონანტი დაკარგა თავისი კოლექციიდან. მაგრამ ის წამოვიდა, და შეუერთდა ტანიას კლანს როგორც კარმენის შეყვარებული. ის დაიბადა ესპანეთში 1600-1700 წლებში. 
კარმენი- წარმოშობით ესპანელი. ელეაზარის შეყვარებული, ისინი ერთად მივიდნენ ტანიასთან და მასთან დაიწყეს ცხოვრება. ისიც დაიბადა ესპანეთში 1600-1700. 
ირინა - ტანია და კეიტის და. მას უყვარდა ლორანი, მას შემდეგ რაც საგის II ნაწილში ”ახალი მთვარე” მაქციებმა ლორანი სასიკვდილოდ გაიმეტეს მან უარი თქვა ახალშექმნილების და ვიქტორიას წინააღმდეგ ბრძოლაზე, კალენებთან ერთად. რადგანაც, მათ მას მაქციებზე თავდასხმა აუკრძალეს. წიგნში "განთიადი” მან ვოლტურებს მისცა მცდარი ინფორმაცია იმაზე თითქოსდა რენესმე არის "უკვდავი ბავშვი”, სწორედ ამიტომ იგი ვოლტურებმა პირდაპი ბრძოლის ველზე თავისი დების თვალწინ მოკლეს. ცნობილია, რომ მას ჰქონდა გრძელი ორად გაყოფილი ვერცხლისფერი თმა. მართალი ის ვოლტურებთა შეხვედრისას ის კალენებს მოწმედ არ დაუდგა, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე მასზე ინფორმაციის დამატება. 
გერეტი - ის ადვილად პოულობს საერთო ენას ყველა ახალგაზრდასთან. კალენებთან შეხვედრამდე ჩვეულებრივი ვამპირული ცხოვბრებით ცხოვრობდა, იკვებებოდა ადამიანების სისხლით. წიგნში ,,განთიადი” მან გაიცნო კეიტი, გაწევრიანდა ტანიას კლანში და დაიწყო ,,ვამპირული დიეტის” მიღება. მაღალი, გრძელი ყავისფერი თმით რომელიც ვამპირებისათვის არა დამახასიათებლად შეკრული ჰქონდა. 
რენესმე-კარლი-ნესი კალენი, ნეხევრად ვამპირი და ნახევრად ადამიანი, ედვარდ და ბელა კალენების შვილია. რენესმე – არის ორი სახელის კომბინაცია, რენე (ბელას დედა) და ესმე (ედვარდის დედა). ასევე კარლი – კარლაილისა და ჩარლის სახელებით მიღებული კომბინაციაა.. ედვარდისაგან რენესმეს გამოყვა სახის ფორმა და თმის ფერი.. 

ხოლო დედისაგან მას შოკოლადისფერი თვალები ერგო. მას გული უცემს, აქვს ღია ვარდისფერი ლოყები და მზის სხივზე მისი კანი ბზინავს,თუმცა ისე მკრთალად, რომ მისი შემჩნევა მხოლოდ ვამპირის მახვილ თვალს შეუძლია. რენესმეს შეუძლია იკვებოს როგორც სისხლით, ასევე ადამიანური საკვებით – თუმცაღა ის უპირატესობას მაინც ვამპირულ საკვებს ანიჭებს. გოგონა ფლობს მამამისის საპირისპირო ნიჭს. მას შეუძლია ანახოს ნებისმიერს თავისი ფიქრები, იმის შემდეგ რაც ის ხელით ვინმეს შეეხება ეს უკანასკნელი მის ფიქრებს დაინახავს. ასევე მას აქვს დედამისის საპირისპირო ნიჭიც რომლის წყალობითაც მის მთავარ ნიჭს ვერანაირი ფარი ვერ აღუდგება წინ. რენესმე ძალიან სწრაფად ვითარდება როგორც გონებრივად ასევე ფიზიკურად. 

თავის დაბადებიდან ერთ კვირაში რენესმეს უკვე შეეძლო ლაპარაკი, თუმცა უპირატესობას ანიჭებდა თავისი სათქმელი ნიჭის წყალობით ეთქვა და არა ხმამაღლა. ,,განთიადის” ბოლოს მან უკვე იცოდა: ლაპარაკი, სიარული, კითხვა, ნადირობა; თუმცა მისი ზრდის ტემპი ნელ-ნელა ეცემა. როგორც მოგვიანებით რენესმისნაირი ნაჰუელისგან შეიტყვეს, გოგონა ზრდას 7 წელში შეწყვეტს. როდესაც ფიზიკურად მისი ასაკი მიაღწევს 17 წელს, და ამის შემდეგ ის შეწყვეტს დაბერებას. 

ჯეიკობ ბლექისაგან რომელიც მასზე აღიბეჭდა, რენესმემ მიიღო მეტსახელი ,,ნესი” (Nessie), თავდაპირველას ეს სახელი ბელას აღიზიანებდა თუმცა ვოლტურებთან შეხვედრის შემდეგ მას აზრი შეეცვალა. 
ბინდში ნესის როლს ულამაზესი მაკენზი ფოი ასრულებს. 

ედვარდი დაიბადა 1901 წლის 20 ივნისს ჩიკაგოში (შტატი ილინოისი). მშობლებს ედვარდ უფროსი და ელიზაბეტ მეისენები ერქვათ. ედვარდი ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა. ის მოუთმენლად ელოდა როდის გახდებოდა 18 წლის რომ ჯარში წასულიყო. 1918 წელს მეისონები ესპანური გრიპით დაავადდნენ. მამა დაავადების პირველ ტალღას ემსხვერპლა. ედვარდს და მის დედას ძალიან ნიჭიერი ექიმი სახელად კარლაილ კალენი (გადაქცეული1663 წელს 23 წლის ასაკში) უვლიდა. ორივენი სიკვდილის პირას იყვნნ (ედვარდი უკვე უგონოდ) როდესაც ელიზაბეტმა ექიმ კალენს სთხოვა მისი შვილი გადაერჩინა ნებისმიერ ფასად. ელიზაბეტი მოკვდა. კარლაიმა მისი ბოლო სურვილი შეასულა და ედვარდი გადაარჩინა. 

1918 წლის სექტემბერში ედვარდი ვამპირად გადაიქცა. მისი ნიჭი გადაქცვის თანავე გაირკვა. კარლაილი მასზე ადრე მიხვდა რომ ედვარდს აზრების კითხვა შეეძლო. 

3 წლის შემდეგ, 1921 წელს კარლაილმა გადააქცია ესმე ენი პლატი (26 წლის). 1928 წელს ედვარდმა დატოვა კარლაილი და ესმე და მარტო ცხოვრებას შეუდგა. ის იყენებდა თავის ნიჭს და მსხვერპლად ბოროტ ადამიანებს არჩევდა. მისი პირველი მსხვერპლი იყო ესმეს მოძალადე ყოფილი ქმარი ჩარლზ ევენსონი. 

რამოდენიმე წლის შემდეგ ედვარდი დაუბრუნდა კარლაილს და ემეს და "ვეგეტერიანულ” ცხოვრებას. 

1933 წელს კალენების პატარა (ჯერ-ჯერობით) ოჯახი როჩესტერში (ნიუ-იორკი) ცხოვრობდა. ედვარდი ესმეს უმცროს ძმად წარადგინეს. ამავე წლის აპრილში კალენების ოჯახს შემოუერთდა როზალი ლილიან ჰეილი (18 წლის). თავიდან ედვარდს არ მოეწონა კარლაილის საქციელი რადგან როზალი საკმაოდ ცნობილი იყო ქალაქში. მაგრამ ნელ-ნელა შეეგუა. კარლაიმა როზალი ედვარდის მეწყვილედ გადააქია, მაგრამ ედვარდი მას დად მიიჩნევდა (რითიც როზაის აწყენინა). 

2 წლის შემდეგ ედვარდმა და როზალიმ ტენესის მთებში ნადირობისას იპოვეს ემეტ დეილ მაკკარტი (20 წლის). როსალიმ ის დათვის კლანჭებიდან დაიხსნა და შემდეგ კარლაილს სთხოვა ემეტი მისთვის გადაექცია. 

1948 წელს კალენების ოჯახს შემოუერთდნენ უკვე გადაქცეული ჯასპერ უიტლოკი (გადაიქცა 1863 წელს 19 წლის ასაკში) და მერი ელის ბრენდონი (გადაიქცა 1920 წელს 19 წლის ასაკში). 

კალენების ოჯახი გაიზარდა. კარლაილმა და ესმემ "იშვილეს” ედვარდი, ელისი და ემეტი როგორც კალენები, ხოლო როზალი და ჯასპერი როგორც ტყუპი ჰეილები. 

ედვარდი მთელი ამ დროის განმავლობაში ეძებდა სიყვარულს. მის მიმართ ინტერესი გაუჩნდა კარლაილის "ბიძაშვილების” ოჯახის ერთ-ერთ წევრს, ტანიას, მაგრამ ედვარდმა უარი უთხრა რადგან ტანია ის არ იყო ვისაც ეძებდა. 

გავიდა წლები… 2005 წლის 18_მა იანვარმა სამუდამოდ შეცვალა ედვარდის ცხოვრება. ამ დღეს მის ცხოვრებაში გამოჩნდა იზაბელა მერი "ბელა” სუონი (გადაიქცა 2006 წლის 11 სექტემბერს 18 წლის ასაკში). ედვარდისთვის ბელა ჯოჯოხეთიდან მოვლენილი ჯალათი იყო. გოგონას სისხლს ედვარდი კუიდან გადაყავდა. ედვარდს ბელა სძულდა (მიუხედავად იმისა რომ გოგონას არაფეი დაუშავებია). ის რამოდენიმე დღით ის ფორქსიდანაც კი წავიდა მაგრამ შემდეგ დაბრუნდა და ვაჟკაცურად შეებრძოლა წყურვილს. ბელასთან გასაუბრების შემდეგ ედვარდი მიხვდა რომ გოგონა ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. 



მას შემდეგ რაც ედვარდმა ბელა მანქანის ბორბლებიდან გამოათრია და ამით თავისი ოჯახის საიდუმლო საფრთხეში ჩააგდო, ელისმა იხილა რა მოყვებოდა ამ საქციელს. 

ელისს 2 ხილვა ქონდა: პირველში ბელა ელისს ეხვეოდა თავისი თბილი ხელებით, მისი ყავისფერი თვალები სიყვარულით იყო სავსე, მეორე ხილვაში ბელა ისევ ეხვეოდა ელისს მაგრამ ამჯერად ბელას თეთრი და ქვასავით კანი და წითელი თვალები ქონდა. ამ ხილვებში ჩანდა რომ ედვარდს ბელა შეუყვარდებოდა. ედვარდმა გააპროტესტა ეს ხილვები და ბელას უსაფრთხოებისთვის მისგან თავის შორს დაჭერა არჩია.მიუხედავად იმისა რომ გოგონას არ ელაპარაკებოდა, ედვარდი მას თვალს ადევნებდა შორიდან და ნელ–ნელა ხვდებოდა რომ უყვარდებოდა. მაშინ მის წინ 2 გზა გამოჩნდა: ან გოგონას მიატოვებდა, მისივე უსაფრთხოებისთვის, ან მასთან დარჩებოდა, თავის ბედს ბელასას დაუკავშირებდა ხოლო ეს ელისის მეორე ხილვასთან მიიყვანდა. ედვარდმა ამ გზებს შორის არსებული ბეწვის ხიდი აირჩია_ დაჩენილიყო ბელასთან მისი ადამიანური ცხოვრების განმავლობაში. 

ბელამ მალე გაარკვია ედვარდის საიდუმლო (თავიდან უიღბლო მცდელობების შემდეგ). მაგრამ იმის მაგივრად რომ გაქცეულიყო ბელაც მიხვდა რომ ედვარდი უყვარდა. ბელამ ედვარდში დიდიხნის მივიწყებული ადამიანური გრძნობები გააღვიძა, როგორიცაა ეჭვიანობა(მაიკ ნიუტონი), მადლიერება(ენჯელა ვებერი) და ა.შ… ბელა დანარჩენ კალენებსაც დაუმეგობრდა (როზალის გარდა). 

სამწუხაროდ ბელა მალევე ჩავარდა საფრთხეში ვამპირებთან მეგობრობის გამო. მასზე მონადირემ, სახელად ჯეიმსმა დაიწყო ნადირობა. ბელა მას კინაღამ ემსხვერპლა მაგრამ უდიდესი ძალისხმევის შედეგად ედვარდმა ის გადაარჩინა.მაშინ ედვარდმა გადაწყვიდა რომ აუცილებლობის შემთხვევაში ის პირველ გზას დაუბრუნდებოდა და გოგონას მიატოვებდა. 

ასეც მოხდა. ვამპირებთან მეგობრობის გამო ბელა ისევ ჩავარდა საფრთხეში, როდესაც მან კალენების სახლში შემთხვევით თითი გაიჭრა და ყველაზე ახალმა "ვეგეტერიანელმა”, ჯასპერმა თავი ვერ შეიკავა და ბელას მოკვლა სცადა. მაშინ კალენებმა ფორქსი დატოვეს და ედვარდი ბელას დაშორდა რომ გოგონა უსაფრთხოდ ყოფილიყო. 

ამ დაშორებამ საქმეს ვერ უშველა. ორივე დეპრესიაში ჩავარდნენ. ედვარდმა ოჯახიც კი დატოვა რადგან სხვებს არ ენახათ მისი ტანჯვა. მთავარი პრობლემები მაშინ შეიქმნა როდესაც როზალიმ ედვარდს უთხრა რომ ბელამ მის გამო თავი მოიკლა. ედვარდის ტკივილს საზღვარი არ ქონდა. თუ ბელა აღარ იყო ცოცხალი მაშინ მასაც აღარ ჭირდებოდა სიცოცხლე და ამიტომ ის წავიდა იტალიაში ვამპირული სამყაროს მმართველებთან_ ვოლტურებთან, რადგან მხოლოდ მათ შეეძლოთ ედვარდის მოკვლა. მაგრამ ედვარდის ნიჭი განადგურებისთვის ძალიან ძვირფასად ჩათვალეს და არ მოკლეს. ედვარდმა გადაწყვიტა პროვოკაცია მოეწყო რომ ვოლტურები იძულებული გამხდარიყვნენ ედვარდი მოეკლათ. მაგრამ სწორედ იმ დროს როდესაც ედვარდს თავისის გეგმა სისრულეში მოჰყავდა მას ბელას ხმა ჩაესმა რომელიც სთხოვდა მისთვის შეეხედა. შემდეგ ბელას თბილი სხეულიც იგრძნო და მისი მწველი სურნელიც და ეგონა რომ უკვე მკვდარი იყო და სამოთხეში წავიდა. მაგრამ ნელ_ნელა გამოფხიზლდა და მიხვდა რომ ბელა მართლა ცოცხალი იყო. მაგრამ ახლა საფრთხე ვოლტურების მხრიდან მოდიოდა. ედვარდს გაუკვირდა ელისის ბელას მის გვერდზე აღმოჩენა. საფასურის სანაცვლოდ ვოლტერას მმართველებმა ედვარდი, ბელა და ელისის გაანთავისუფლეს. ედვარდს და ელისს მოუწიათ პირობის დადება რომ ბელას უახლოეს მომავალში ვამპირად გადააქცევდნენ. მათ ვოლტერა დატოვეს და ფორქში დაბრუნდნენ. როდესაც ედვარდმა გაიგო რომ ბელა ისეთივე უბედური იყო მის გარეშე როგორც თვითონ, მან დაბრუნება და ისევ ბეწვის ხიდზე სიარული გადაწყვიტა, მაგრამ ბელას ეს არ უნდოდა. ბელას უნდოდა ედვარდის ოჯახის წევრი გამხდარიყო, ვამპირად გადაქცეულიყო. კალენებთან კენჭისყრის შემდეგ გადაწყდა რომ ბელას სკოლის დამთავრების შემდეგ გადააქცევდნენ. ედვარდს ეს იდეა არ მოსწონდა. 

მერი ელის ბრენდონი დაიბადა1901 წელს. მას ჰყავდა და, სახელად სინტია. 
ელისს ჰყავს დისშვილი, რომელიც ბილოქსიში ცხოვრობს.მას ადამიანობის წლიბი არ ახსოვს, 

რადგან მოხუც ვამპირს გამოკეტილი ჰყავდა ოთახში, 

კერძოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პალატაში, რადგან სხვა 
ვამპირისაგან ჯეიმსისგან დაეცვა. 

მას არც ვამპირად გადასაქცევი ტკივილი არ უგვრძნია… ვამპირად გადაიქცა 19 წლის ასაკში 1920 წელს.როგორც იცით ის განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული, როგორც მისი ძმა ედვარდი ასევე მისი მეწყვილე ჯასპერი. მას წინასწარმეტყველება შეუძლია. მან თავის 
წინასწარმეტყველებაში დაინახა ჯასპერი და მის ძებნას შეუდგა. 
მან ასევე იხილა თუ სად შეხვდებოდა მას- სასადილოში.როცა ჯასპერი შევიდა იქ ელისი სკამიდან ჩამოხტა და მისკენ გაიქცა. ჯასპერმა არ იცოდა 
უტევდა თუ არა, თუმცა ის უღიმოდა. ელისმა ხელი გაუწოდა და მანაც 
დაუფიქრებლად ხელი ჩასჭიდა. ელისმა უამბო მას, 

რომ კარლაილსა და მის ოჯახზე ხილვა ჰქონდა და ამ ოჯახის საძებრად წავიდნენ და იპოვეს. ამის შემდეგ გახდა ის ქალენების ოჯახის წევრი.მერი ელის ბრენდონი გახდა ელის კალენი. გავამპირების შემდეგ მას სურვილი გაუჩნდა მის 
შესახებ ინფორმაცია მოეძია, მაგრამ ვერ შეძლო. ყველა ძველი 
გაზეთი და მიკროფიში გადაქექა, მაგრამ მისი ოჯახი სულ რამდენიმეგან იყო მოხსენიებული. იმ სოციალური 
ფენის წარმომადგენლები არ იყვნენ, ვინც გაზეთებში ხშირად 
ხვდებიდნენ. მან თავისი დაბადების ცნობაც ნახა და 

სიკვდილისიც. მისი საფლავის ქვაც იპოვა, საფლავის ქვაზეც და 
საგიჟეთში მოთავსების საბუთებში გარდაცვალების თარიღი ერთი და იგივე იყო. 

როზალი ლილიან ჰეილი დაიბადა როჩესტერში,ნიუ-იორკში ,1915 წელს.მას ორი უმცროსი ძმა ყავდა,დედა დიასახლისი იყო ,ხოლო მამა ბანკში მუშაობდა.მამამისის სამუშაომ ოჯახს მისცა შესაძლებლობა რომ როცა მსოფლიოში დიდი ფინანსური დეპრესიები იყო ქონება შეენარჩუნებინათ.როზალი დაიბადა ძალიან ლამაზი და მას მუდმივად აქებდნენ თავისი სილამაზის გამო.მშობლები ამაყობდნენ თავისი ლამაზი ქალიშვილით და როზალის ეს ძალიან მოსწონდა.მას ასევე მოსწონდა როცა მამამისი მას ლამაზ ახალ ტანსაცმელებს ჰყიდულობდა და სიამოვნებას იღებდა იმ შურისგან რომლებსაც მისი მეგობრები მის მიმართ გრძნობდნენ.როზალი უბრალოდ ბედნიერი იყო,იმის ცოდნით რომ ის როზალი ჰეილი იყო და იმით რომ ის ძალიან ლამაზი იყო. 

ერთ დღეს,როზალის დედამ გაატანა ლანჩი მამამისთან ,ის იმედოვნებდა რომ ბანკის მფლობელის შვილი როზალის შეამჩნევდა და ასეც მოხდა.როის კინგ მეორემ როზალის ვარდები გაუგზავნა და იმის შემდეგ რაც როისმა როზალის უთხრა რომ მისი თვალები ისეთივე ლამაზი იყო როგორც ია ,როზალიმაც დაიწყო ყვავილების მიღება.მალე ისინი დაინიშნენ.ერთხელ როზალი თავის მეგობართან ვერასთან წავიდა,მისი ბავშვის სანახავად.ზუსტად იქ გაანალიზა როზალიმ რომ მასაც უნდოდა ოჯახის შექმნა.როცა სახლში ბრუნდებოდა შეეჩეხა როისს და მის მთვრალ მეგობრებს,როისი როზალის სილამაზეზე ალაპარაკდა,ბოლოს როიმა და მისმა მეგობრებმა როზალი გააუპატიურეს და ქუჩაში სიკვდილის მომლოდინე დატოვეს.ამ დროს ის ექიმმა კარლაილმა იპოვა და სახლში წაიყვანა რომ ვამპირად გადაექცია.ის ასეც მოიქცა.როზალი ედვარდ კალენის ხმამ გამოაღვიძა,ედვარდს არ მოსწონდა როზალის გადაქცევის იდეა,მითუმეტეს კარლაილს უნდოდა რომ ის და როზალი ერთად ყოფილიყვნენ,ისევე როგორც ის და ესმე. 

როზალი განაწყენებული იყო იმის გამო რომ ედვარდი მას ყურადღებას არ აქცევდა.როზალიმ გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა იმ ნაძირალებისთვის ვინც ასე გაიმეტეს.მან როისი ბოლოთ მოიტოვა ასე რომ მან იცოდა რომ როზალი მოვიდოდა.კარებთან ორი მცველი იდგა როზალიმ ისინი მოკლა ხოლო შემდეგ როისიც .ის ძალიან ფრთხილად მოძრაობდა რომ სისხლი არ გაეღვარა,იცოდა რომ ის სისხლის წყურვილს ვერ გაუძლებდა.ორი წლის შემდეგ,1935 წელს ის შემთხვევით შეეჩეხა მის ნამდვილ სიყვარულს ემეტ კალენს გეთლინგბურგში,ტენესიში. 

ესმე დაიბადა 1895 წელს .ძალიან ცოტა რამაა ცნობილი მისი ადრინდელი ცხოვრების შესახებ.იგი ცხოვრობდა კოლუმბუსში,ოჰაიოში.ის და კარლაილ კალენი პირველად ერთმანეთს შეხვდნენ,როცა ესმემ ფეხი მოიტეხა,როცა ხეზე ძვრებოდა ამ დროს ესმე 16 წლის იყო. 

კარლაილი ამ შემთხვევის შემდეგ მალე გადავიდა ქალაქიდან,მაგრამ ესმეს ის არ დავიწყებია.ესმეს გადაწყვეტილი ჰქონდა რომ გადასახლებულიყო დასავლეთში და გამხდარიყო მასწავლებელი,მაგრამ სამწუხაროდ მისმა მშობლებმა აიძულეს ქალაქში დარჩენა და გათხოვება.ის გათხოვდა 22 წლის ასაკში და ცოლად გაჰყვა ჩარლზ ივენსონს.ესმემ გადაწყვიტა რომ მშობლების გამო ყოფილიყო ბედნიერი.მაგრამ მან მალევე გააცნობიერა რომ მისი ქმარი ცუდი ადამიანი იყო.მან ამას იგნორირება გაუკეთა და სცადა ყოფილიყო კარგი ცოლი.მისი მშობლები ეუბნებოდნენ ესმეს რომ ის წყნარად უნდა ყოფილიყო. 

ესმემ შვება იგრძნო როდესაც თავისი ქმარი პირველ მსოფლიო ომში საბრძოლველად გაიწვიეს.ესმე თავს ბედნიერად გრძნობდა როცა ჩარლზი სხვაგან იყო,მაგრამ მისმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა ჩარლზი სახლში 1920 წელს დაბრუნდა.ესმე იბრძოდა თავისუფლებისთვის და საბოლოოდ მან შეძლო გაქცევა,მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა რომ ფეხმძიმედ იყო ბიჭზე ,რომელი 1921 წელს გაჩნდა.მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა ფილტვების ინფექციისგან.ვაჟის სიკვდილის შემდეგ ესმემ იფიქრა რომ მას სხვა არანაირი მიზეზი აღარ ჰქონდა სიცოცხლეს და თავის მოკვლა გადაწყვიტა.ის კლდიდან გადმოხტა.ესმე მკვდად სცნეს და მორგში წაიყვანეს.მისი გული ამ დროს ჯერ კიდევ სუსტად ფეთქავდა.ექიმი კარლაილი ამ დროს ამ არეალში მუშაობდა და როცა ესმე დაინახა ის ბედნიერი გოგონა გაახსენდაქ რომელიც 10 წლის წინ ნახა და გადაწყვიტა იგი ვამპირად გადაექცია.როზალიმ ერთხელ თქვა რომ იგი თითქმის ისეთივე სუფთაა როგორც კარლაილი,და რომ იგი უფრო სუფთაა ვიდრე ესმე,ეს იმიტომ თქვა რომ ესმემ რამოდენჯერმე თავის წყურვილზე კონტროლი დაკარგა. 

ემეტ დეილ მაკკარტი დაიბადა და გაიზარდა პატარა ქალაქ გეთლინგბურგში,ტენესიში დიდ შოტლანდიურ-ირლანდიურ ოჯახში.მას უყვარდა აზარტული თამაშები,სასმელი და ქალები.ემეტი მშობლების საყვარელი შვილი იყო.ის თავის უფროს ძმასთან ერთად რკინიგზაზე მუშაობდა გეთლინგბურგში. 



იგი ვამპირად გადააქცია კარლაილ კალენმა 1935 წელს ორი წლის შემდეგ რაც როზალი ჰეილი გადაიქცა ვამპირად.როზალი მას შეხვდა ტენისი მთებში როცა შავი დათვი მის გაგლეჯვას ცდილობდა.ის თითქმის მოკვდა ამ შეტაკების შედეგად მაგრამ ის როზალიმ გადაარჩინა და 100 მილი გაიარა მასთან ერთად კარლაილისთვის რომ მიეყვანა.როზალიმ კარლაილს სთხოვა რომ ემეტი ვამპირად გადაექცია და უთხრა რომ თვითონ ვერ შეძლებდა ამას იმიტომ რომ ეშინოდა შემთხვევით არ შემოკვდომოდა. 

ემეტმა ეს სცენა აღწერა და თქვა რომ ის ანგელოზმა გადაარჩინა,რომელმაც ღმერთთან მიიყვანა.მტკივნეული ტრანსფორმაციის შემდეგ კარლაილმა და როზალიმ ემეტს უთხრეს თუ რა მოხდა და რად გადაიქცა.ემეტმა ეს ამბავი კარგად მიიღო რასაც კალენები არ მოელოდნენ მან თქვა ჯოჯოხეთი არც ისე ცუდია თუ შენთან ერთად ანგელოზია.ემეტი ნერვიულობდა თავის ძველ ოჯახზე მაგრამ იცოდა რომ იქ დაბრუნება აღარ შეეძო.ასევე მას უჭირდა კალენების დიეტის დაცვა მან რამოდენიმეჯერ დაარღვია კიდეც ეს დიეტა,ეს შემთხვევები ედვარდის და ბელას შემთხევას გავდნენ ოღონდ ამ შემთხვევაში ემეტმა თავი ვერ შეიკავა.შემდგომში ემეტმა როზალი ჰეილი ცოლად მოიყვანა. 

ემეტი ნიშნავს "ძლიერს” ინგლისურ და გერმანულ ენაზე,როგორც ეს კალენების ოჯახშია.ემეტი ფიქრობს რომ თუ ედვარდს არ ექნებოდა ფიქრების წაკითხვის ნიჭი ის მას ბრძოლაში დაამარცხებდა.ემეტი არის მაღალი,ზორბა და სკოლის სტუდენტებისთვის საშიში.ჯესიკა სტენლი მას ასე მოიხსენიებს "დიდი მუქთმიანი ბიჭი”. 

ექიმი კალენი იყო ანგლიკანი პასტორის შვილი.ის დაახლოებით მეთექვსმეტე საუკუნის ორმოციან წლებში დაიბადა ლონდონში,ინგლისში.ამ დროს ინგლისში რელიგიური და პოლიტიკური ქაოსი იყო.კარლაილი და მამამისი სათავეში ედგნენ მონადირეების ჯგუფს და ნადირობდნენ მაქციებზე,ჯადოქრებსა და ვამპირებზე .ისინი ფიქრობდნენ რომ სწორად მათ ევალებოდათ სამყარო გაეწმინდათ სიბოროტისა და ცოდვებისაგან. 

მაგრამ ამ დროს ისინი ძალიან ბევრ უდანაშაულო მოსახლესაც კლავდნენ.როცა კარლაილისმამა მოხუცდა კარლაილი ჩაუდგა სათავეში ნადირობებს.კარლაილი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა რომ ვამპირების ნამდვილი სამყოფელი იპოვა ლონდონში საკანალიზაციო მილებში.როცა ვამპირებზე ნადირობა დაიწყეს ,ამ ქაოსში კარლაილი ერთ-ერთმა ვამპირმა დაკბინა და ქუჩაში დააგდო.როცა კარლაილი აზრზე მოვიდა იცოდა ამ შემთხვევაში მამამისი რასაც გააკეთებდა იგივე გააკეთა მანაც,იგი წავიდა და პამიდვრების შესანახ სარდაფში დაიმალა,მოემზადა თავისი მტკივნეული ტრანსფორმაციისთვის. 

სამი დღის შემდეგ იგი ვამპირად გადაიქცა.როცა მიხვდა კარლაილი რადაც იქცა თავზარი დაეცა და სხავდასხვა გზებით სცადა თავის მოკვლა შიმშილით დაწყებული ,კლდეებიდან გადმოხტომით დამთავრებული.ის იმალებოდა გამოქვაბულებში და ტყეებში,იგი იკვებებოდა ირმების სისხლით ,და მან აღმოაჩინა რომ შეეძლო გადარჩენილიყო ადამიანის სისხლის გარეშე.კარლაილმა ორი საუკუნის განმავლობაში ისწავლა წყურვილის გაკონტროლება,იგი ღამეები სწავლობდა და ეუფლებოდა თავის პროფესიას,და თავისი გამძლეობის წყალობით იგი გახდა მბრწყინვალე ექიმი.კარლაილი სწავლობდა ასევე იტალიაშიც სადაც შეხვდა ვოლტურების კლანს,რომელსაც მეთაურობდა 3 უძველესი ვამპირი არო,კაიუსი და მარკუსი ისინი ძალიან ელეგანტურები და განვითარებულები იყვნენ ვიდრე ის ვამპირები რომლებსაც ადრე კარლაილი ებრძვოდა ლონდონში ,მაგრამ ჯერ კიდევ სვამდნენ ადამიანის სისხლს. 

მართალია ვოლტურები ცდილობდნენ მის შემობრუნებას ბუნებრივი საკვების მხრივ მაგრამ უშედეგოდ.შემდეგ კარლაილი ახალ მიწაზე წავიდა,სადაც გავრცელებული იყო ესპანური გრიპის ეპიდემია ,ის იქ ღამის ცვლებში მუშაობდა.ამ დროს იგი შეხვდა მომაკვდავ ქალს ელიზაბეტ მეისონს რომელმაც სთხოვა რომ ყველა ძალ -ღონე მოეკრიბა და გადაერჩინა მისი შვილი ედვარდი.კარლაილი იმდენად შეწუხებული იყო მარტოობით რომ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და იგი გადააქცია.1921 წელს კარლაილი და ედვარდი გადასახლდნენ ვინსკონსინში სადაც კარლაილმა გარდაქმნა ესმე.რის შემდეგაც მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. 

ამის შემდეგ კარლაილმა გარდაქმნა მშვენიერი როზალი ჰეილი ,ხოლო როზალი ჰეილის თხოვნით გარდაქმნა ემეტ კალენი და 1950 წელს მათ კლანს შეუერთდნენ მერი ელის ბრენდონი და ჯასპერ ჰეილი .ამის მერე კი მთელი ოჯახი ფორქსში გადასახლდა 

არო დაიბადა საბერძნეთში, ქრისტე შობამდე 1300 წელს .იგი ვამპირი გახდა 1260 წელს ქრისტე შობამდე და შეუერთდა მარკუსს და კაიუსს. 
არომ თავისი ტრანსფორმაციის შემდეგ ვამპირად თავისი და დიდაიმი(DIDYME) გადააქცია,იმის იმედით რომ მასაც ექნებოდა ისეთი ძლიერი ნიჭი როგორიც თვითონ ჰქონდა.მან ასევე გადააქცია ვამპირად მისი მომავალი ცოლი სულფიშა (sulpicia, მემგონი ასე იკითხება ქართულად).სამწუხაროდ დიდაიმი არ ჰფლობდა ძალიან გამოსადეგ უნარს აროსთვის,მას ჰქონდა უნარი ხალხი გაებედნიერებინა. 

აროს კოლეგას მარკუსს შეუყვარდა დიდაიმი,მაგრამ ისინი ერთად ვერ დარჩნენ რადგან შემდგომში არომ მოკლა თავისი და.არომ გამოიყენა ერთ-ერთი ვოლტურის ჩელსიას (chelsia)უნარი და მარკუსს გაუმტკიცა რწმენა ვოლტურებისადმი,მარკუსს კი სიმართლე არასდროს არ აღმოუჩენია.არო წინამძღოლობდა ვალტურებს,ასე ვთქვათ ის მათ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.ვოლტურები ეს იყო კლანი რომელსაც სამი უძველესი ვამპირი ლიდერი ყავდა.რომლებიც კანონებს აწესებდნენ და ვამპირთა სამყაროს მართავენ.აროს აქვს თეთრი კანი,წითელი თვალები და გრძელი შავი თმა. 

ჯეინი და ალეკი დაიბადნენ ინგლისში დაახლოებით 800 -წელს.მათი დედა ანგლო-საქსონელი ქალი იყო ,ხოლო მამა-ფრანკელი ჯარისკაცი. 

ალეკი და ჯეინი ტყუპები იყვნენ,ჯეინი ალეკზე რამოდენიმე წუთით ადრე დაიბადა.ორივეს ჰქონდათ ძლიერი ფსიქიური შესაძლებლობები,რომლებიც მათი ადამიანური ცხოვრებისასაც შეიმჩნეოდა.არომ ისინი უკვე მაშინ შეამჩნია როცა ბარბაცებდნენ,მაგრამ გადაწყვიტა დალოდებოდა სანამ საკმარისად გაიზრდებოდნენ. 

მათი უნარები ჯერ განუვითარებლები იყვნენ მაგრამ ,მათი ზეგავლენა ხალხზე გამოიხატებოდა ის ხალხი რომლებიც მათთან კარგად იყვნენ წარმატებულები ხდებოდნენ,ხოლო ისინი ვინც მათ ცუდად ექცეოდნენ ცუდი რაღაცეები ემართებოდათ.ცრუმორწმუნეებმა ისინი ჯადოქრებად შერაცხეს და მათ ცოცხლად დაწვა მიუსაჯეს. 

ეს არომ რომ გაიგო იგი წავიდა სოფელში და ისინი გადააქცია ვამპირებად,ამ დროისთვის ისინი დაახლოებით 12-13 წლისები იქნებოდნენ.ისინი ყველაზე პატარები არიან ვოლტურების კლანში ადამიანური ასაკით.ნათქვამია რომ ისინი "კუთხის ქვები” არიან შემოტევების დროს.იმის მერე რაც ჯეინი გარდაიქმნა მას უნარი ჰქონდა შეექმნა ადამიანებისთვის ან ვამპირებისთვის საშინელი ტკივილის ილუზია. 

ხოლო ალეკს ძალიან საინტერესო უნარი ჰქონდა მას შეეძლო:ნაეყრუებინა,დაემუნჯა და პარალიზება მოეხდინა ვამპირის და ადამიანის.ხოლო მათ გარეგნობას რაც შეეხება ისინი ერთმანეთს გვანა,თუ იმას არ ჩავთვლით რომ ალეკი უფრო მაღალია და რა თქმა უნდა ორივე ანგელოზურად ლამაზები არიან.. 

პ.ს. სულ ეს იყო რაც მოვიძიე..!!! 
:*****

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 568 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 2
2012-02-10 Spam
kaaargiaaaaaaaaaaaa