მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 5 » TVD Season 4
11:18 AM
TVD Season 4
TVD Season 4

2, 3 და 4 სერიები
ონლაინში | მიმოხილვა | ანიმაციები
  




4x02 Memorial


მეორე სერიაში ნათლად დავინახეთ ვამპირი ელენა. გამოჩნდა ახალი პერსონაჟი ნაზი ეიპრილი, რომელიც ელენას და ჯერემის ბავშვობის მეგობარი და  გარდაცვლილი მღვდელის შვილი იყო, და ასევე
გამოჩნდა
ახალი მონადირე.


ელენას ორგანიზმი არ ღებულობდა ცხოველების სისხლს ამიტომ მან დახმარება დეიმონს სთხოვა, ამით ისარგებლა დეიმონმა და მასი თავისი სისხლი დაალევინა. ამაზე სტეფანს მძიმე რეაქცია ქონდა, თუმცა ვერავინ მიხვდა რა დაშავდა ამით. მოგვიანებით ჯული პლეკმა თქვა,რომ როცა ერთი ვამპირი მეორეს სისხლს დალევს, ისინი სამუდამოდ უკავშირდებიან ერთმანეთს.
 

პანაშვიდის დროს, მონადირემ ეიპრილი დაჭრა, ეკლესიაში სისხლის სუნი დადგა, ყველამ შეძლო თავის შეკავება ელენას გარდა. ამიტომაც მეტმა "მოვალეობა მოიხადა" და ელენას თავისი სისხლი დაალევინა. ძალიან საიტერესო იყო სცენა, როდესაც შთაგონება კეროლაინმა ასწავლა ელენას.


ამ სერიაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, გამოიკვეთა ბონის და სტეფანის მეგობრობა, ახალი მონადირის პირველი მსხვერპლი ტაილერი გახდა, რომელიც საავადმყოფოში წაიყვანეს. დამაბნეველი იყო, ის რომ ჯერემიმ მონადირის ტატუ დაინახა, რომლის დანახვაც სხვამ ვერავინ შეძლო.



სერიას აკლდა მემბოხე რებეკა და ბოროტი კლუსი.
  ემოციური იყო ბოლო სცენა, სადაც გმირებმა ჰაერში ბუშტები გაუშვეს გარდაცვლილი ახლობლების გასახსენებლად,

ამის მაგივრად დეიმონი ალარიკის საფლავზე წავიდა, სადაც რიკის სულიც გამოჩნდა ეს მართლად ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი მომენტი იყო დღიურების ისტორიაში.


 
4x03 The Rager

მართლაც საუკეთესო იყო მესამე სერია. გამოჩნდა ახალი მეამბოხე, მაქცია ჰეილი,რომელიც წარსულში ტაილერს დაეხმარა კლაუსთან კავშირის გაწყვეტის დროს,  როგორც პროდუსერები ამბობენ ჰეილი ქალაქში ჩამოდის რაღაცის გასარკვევად, და მნიშვნელოვანი ამბის სათქმელად. ჰეილის როლს ახალგაზრდა მსახიობი, ფიბი ტონკინი ასრულებს.

ამ სერიაში არ ჩანდა ბონი. მეტს ისევ თავგანწირული მეგობრის იმიჯი ქონდა, და ელენას დასანაყრებლად ეხმარებოდა. გაირკვა, რომ ჯერემი მონადირეა, რამაც ყველა შოკში ჩააგდო. კლაუსი და დეიმონი ერთობლივი ძალებით აპირებდნენ მონადირი მოკვლას, ჯერემის დახმარებით, თუმცა კლაუსმა რაღაც უცნაური აღმოჩენა გააკეთა და იქაურობა აფეთქდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს კლაუსმა გააკთა მონადირის გადასარჩენად.


სერიაში გამოიკვეთა დაძაბულობა რებეკას და ელენას შორის. ელენა ყველანაირად ცდილობდა მოეკლა ის. თეთრი ხისთვის ის დეიმონის ოთახში შევიდა, ეს მართლაც ძალიან სახალისო სცენა იყო.


ამ სერიაში თავი იჩინა დელენას კავშირმა. სტეფანის კოცნისას ელენამ უცებ დეიმონი დაინახა და გააგდო ის.

ეს ყველაფერი სტეფანმა, მის გადაქცევას დააბრალა და დასახმარებლად კეროლაინს მიმართა. ამ სცენაში უფრო უკეთ გამოჩნდა მათი მეგობრობა.


ძალიან ეფექტური იყო წვეულების სცენები, ელენას ლუდის დალევის სცენა .



არავინ იცოდა რომ ლუდში მაქციის შხამი იყო გარეული, რომელიც ვამპირებისთვის სასიკვდილოა. ელენაც და რებეკაც ერთნაირი სიმფტომებით იყვნენ ავად. ყველასთვის გაურკვეველია, რატომ გადაარჩინა კლაუსმა სიკვდილს ელენა. რებეკა კი ძალიან დააფიქრა ეიპრილის სიტყვებმა. ფანები მათ დამეგობრებას უწინასწარმეტყველებენ.


ასევე მრავლისმეტყველი იყო ის რომ ელენას სიკვდილის წინ დეიმონზე ფიქრობდა.ელენა მიხვდა, რომ ის დეიმონს უფრო ჰგავს ვიდრე სტეფანს. ( ალილუია :დ )



სერიის ბოლოს ელენა სვამს მეტის სისხლს და თავს ვეღარ იკავებს. დეიმონი მას აჩერებს და ჰპირდება, რომ მას სისხლის კონტროლს ასწავლის
 
 

 
4x04 - The Five

ახალი პერსონაჯი - ლექტორი შეინი ბონის კოლეჯში ჰპატიჯებს, რათა დაესწროს გაკვეთილს ბონის ბებიის შესახებ.  აღმოჩნდება რომ სტუდენტები საღამოს მართავენ ჰელოუინს, სადაც დეიმონი ელენას "კარგ გამოკვებას" გეგმავს.


კლაუსს გამომწყდეული ჰყავს მონადირე კონორი, იმ მიზეზით რომ ის ერთ-ერთია ყველაზე ძლიერი ხუთი ვამპირზე მონადირისგან.კლაუსი სტეფანს უყვება, რომ მონადირეებს აქვთ საიდუმლო იარაღი რომელიც შეძლებს ყველა ვამპირის განადგურებას .ის სტეფანს თხოვს დაიყოლიოს რებეკა და გაიგოს რა იარაღია ეს. აღმოჩნდება რომ ეს არის წამალი, რომელსაც შეუძლია ვამპირი ადამიანად გადააქციოს.



კლაუსი ჯერემის იტაცებს და ახატინებს ტატუს, რომელსაც მხოლოდ მონადირეები ხედავენ.


წვეულებაზე ელენა კარგად იკვებება და თავს კარგად გრძნობს. მაგრამ როგორც კი ბონის დაინახავს ის საკუთარ თავს უბრუნდება და ნანობს რომ დეიმონს ენდო.

 

ემოციური იყო რებეკას კიდევ ერთი დროებითი სიკვდილი. კლაუსმა ის გაუგებარი მიზეზების გამო მოკლა, ამაში მას სტეფანიც დაეხმარა.



დასამახსოვრებელი იყო ბოლო სცენა.ელენა სახლში ბრუნდება დეიმონთან ერთად . 
ელენა დეიმონს ეუბნება რომ არ სურს მას ჰგავდეს (მომინდომა გოგო
)


სამივე სერია ონლაინში რუსული გახმოვანებით შეგიძლიათ ნახოთ აქ 


კატეგორია: ╚►ფილმები | ნანახია: 835 | დაამატა: NiNiKo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-11-05 Spam
WOW