მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 28 » TvD
2:21 PM
TvD
»TVD news«
   Season 5,Episode 2 "True Lies" ♦
 Season 5,Episode 3 "Original Sin"
 ქენდის აკოლას ახალი ინტერვიუ
 სპოილერები კენდის აკოლასგან
 მეხუთე სეზონის სპოილერები
○ დღიურების ახალი პრომო
○ ეპიზოდების სახელწოდებების განმარტებები
 ქასთი iHeartRadio Music Festival-ზე
Sara Canning:Globe Style Advisor Fall 2013

”ვამპირის დღიურების” 5.02 ”ნამდვილი ტყუილი”
ოფიციალური სინოპსი.

ელენას არ უმხელენ,რომ სტეფანი დაიკარგა და დეიმონი მალულად ურთიერთობს შერიფ ფორბსთან,რათა დაკარგული ძმა იპოვოს.ელენა და კეროლაინი ცდილობენ გაარკვიონ,თუ ვინ აფარებს ხელს კოლეჯში მომხდარ მკვლელობებს და ნაცნობი სტუდენტი სახელად ჯესი,ელენას აწვდის საინტერესო ინფორმაციას პროფესორ ვეს მაქსფილდზე.სანამ ჯერემი ცდილობს ჩვეული ცხოვრების დაბრუნებას,ის კვლავ ერთადერთ ადამიანად რჩება,რომელსაც შეუძლია ბონისთან ურთიერთობა.ის უშედეგოდ ცდილობს დაარწმუნოს ბონი იმაში,რომ სხვებსაც გაუმხილონ სიმართლე მისი სიკვდილის შესახებ.მალე გავიგებთ,რომ საილესი ეძებს კეტრინს,დეიმონი თხოვს ჯერემის და მეტს მას თვალი არ მოაშორონ,მაგრამ სიტუაცია მალე გამოვა კონტროლიდან.საბოლოოდ ნადია გამოიყენებს ძალას იმისთვის,რომ საკუთარ ზრახვებს ფარდა ახადოს.


Season 5,Episode 3 "Original Sin"
"ვამპირის დღიურების” მეხუთე სეზონის,მესამე ეპიზოდი - "Original Sin.” სინოპსისი.

წარსულის საიდუმლოებები-იმის შემდეგ რაც ელენას და კეტრინს აქვთ ერთნაირი სიზმარი იმის შესახებ,რომ სტეფანი საფრთხეშია და მათი დახმარება ესაჭიროება,ისინი დეიმონს დაარწმუენებნ რომ მის პოვნაში დაეხმაროს.თუმცა მათი გეგმები ჩაიშლება იდუმალი ტესას გამოჩენით,რომელმაც ყველაფერი იცის სტეფანის წარსულზე.ფლეშბეკებში ჩანს მისი შოკისმომგვრელი საიდუმლო და ის თუ რას აპირებს ის მომავალში.ასევე მას აქვს არც ისე სასიამოვნი შეტყობინება დეიმონისთის მისავე მომავალზე.საილასი აიძულებს ვიღაცას მის დახმარებას კეტრნის პოვნაში,რომელიც იწვევს დამაბნეველ და საშიშ სიტუაციას მეტისთვის.საბოლოოდ საიალსი ამხელს მიზეზს,რისთისაც ის ეძებს კეტრინს.ხოლო დეიმონი და ელენა ხვდებიან არასასიამოვნო ახალ რეალობას.


ქენდის აკოლას ახალი ინტერვიუ

სპოილერები კენდის აკოლასგან

✘ მე-5 სეზონში კეროლაინისთვის "კლაუსი" ცუდი სიტყვაა.ის ცდილობს მასზე არ იფიქროს,მაგრამ კლაუსი მაინც მის გონებაშია.

✘ ელენა და კეროლაინი არიან საუკეთესო მეგობრები.ისინი არიან მეგობრობის უმაღლეს მწვერვალზე,როცა მათ ურთიერთობებში ყველაფერი იდეალურია.

✘ კოლეჯში იქნება სკოლისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია.ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ,სიმპატიურ მამაკაცს,რომლებთანაც აუცილებლად იქნება ფლირტის მომენტები კეროლაინისგან.თქვენ ნახავთ კეროლაინის ახალ მხარეს,რომლის არსებობის შესახებ მეც არ ვიცოდი

✘ ტაილერი და კეროლაინი არიან ისევ ერთად და მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი,მაგრამ უკვე გავიდა 2 წელი,რაც ისინი ერთად არიან და ყველაფერი იცვლება.მე არ ვამბობ,რომ მათ არ ანაღვლებთ ერთმანეთი,უბრალოდ დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება.


 
სპოილერები

✘ თუ ვინმეს კოლეჯში წავსლა ახარებს და მოსწონს ოთახის მოწყობა,ეს კეროლაინია.როგორც ყოველთვის კეროლაინს საფრთხე თან დასდევს.ბარბი ვამპირი არ არის გახარებული იმ ორი დიდი სურპრიზით,რომელიც კოლეჯში ელის.

✘ ჯერემის იმის ახნა მოუწევს,თუ როგორ აღდგა მკვდრეთით.დიახ მისტიკ ფოლსში ხალხი რაღაცას ამჩნევს.ჩვენ საშუალება გვექნება ძველი ჯერემი ვიხილოთ,როცა ოს სკოლაში დაბრუნდება....მაგრამ ახლა მას აქვს დიდი კუნთები და შავი ქამარი ვამპირებზე ნადირობაში.

✘ ეჭვი არასოდეს გვეპარებოდა,მაგრამ პოლ უესლი ბრწყინვალედ ასრულებს საკუთარი ორეულის როლს.საილესი დახვეწილი იუმორის მქონდე ბოროტმოქმედია,რომელიც როგორც ჩანს უფრო მეტ საშინელებებს ჩაიდენს,ვიდრე ნებისმიერი სხვა ბოროტი პერსონაჟი.

✘ საწყალი სტეფანი,თვეების განმავლობაში გამოკეტილია წყალქვეშ და უსასრულოდ კვდება და კვდება.კარგია რომ დელენას სცენების მოწმე არ გახდება.

✘ ზაფხულის რებეკასთან მხიარულად გატარების შემდეგ,მეტი მისტიკ ფილზში ბრუნდება და იმაზე მეტად ჩაერთვება სერიებში როგორც არასდროს.


✘ სანამ მეტი ისვენებს,ბონის კვლავ პრობლემები აქვს მეორე მხარეს.ამასთან ერთად ის ხედავს რომ მისი ორი საუკეთესო მეგობარი კოლეჯში მიდის.მათ ჯერ კიდევ არ იციან მისი გარდაცვალების შესახებ.

✘ არ ინერვიულოთ დელენას ფანებო.ოთხი წლის იქნებიან-არ იქნებიანს შემდეგ წყვილი იქნება ბედნიერი.რაც მოიცავს უამრავ კოცნას და სექსუალურ სცენას.დეიმონი და ელენა არ დაუშვებენ რომ სიშორემ იმოქმედოს მათ ურთიერთობაზე.

✘ მისტილ ფოლსი არის ადგილი სადაც კეტრინს ყველაზე დიდხანს მოუწევს გაჩერება,თან სამუდამოდ.ახლა ის ისეთი დაუცველია,როგორც არასდროს.ყველაფრის მიუხედავად კეტრინს მაინც აქვს მისი შარმი და არშიყის დიდი უნარი,რომელსაც თავისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს.

✘ 3 თვის განმავლობაში,ყოველ დღე სტეფანი ახლიდან იხრჩობოდა.ის იყო მარტო წყალქვეშ და ეს მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.
ერთადერთი ვისი წყალობითაც სტეფანი საღ გონებაზე რჩებოდა,იყო ელენა.ის მხოლოდ მასზე მუდმივი ფიქრის გამო გადარჩა.


✘ დეიმონი ჯერემის ძალიან დიდ ყურადღებას დაუთმობს და ეს სასაცილოა,მაგრამ სწორედ ჯერემის გამო მოხდება დელენას პირველი სერიოზული ჩხუბი.

✘ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება იმის ნახვა,თუ როგორ ცდილობს დეიმონი იყოს მსოფლიოში #1 შეყვარებული.

✘ ჯერემისა და დეიმონს შორის იქნება ისეთი სცენა,რომელიც დაგავიწყებთ იმ დროს,როცა "ბოროტი" ვამპირი ელენას უმცროსი ძმის მოკვლას ცდილობდა.

✘ დეიმონსა და ელენას შორის მოხდება სერიოზული ჩხუბი,მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ვამბობთ,ფანები ძალიან ცუდათ რეაგირებენ.ეს უფრო ადვილად მიიღეთ.ეს ხომ დელენაა,მათ არ შეუძლიათ კამათის გარეშე.ეს იქნება ის ნაპერწკალი,რომელიც მათ ურთიერთობებს მუდმივ ვნებას შესძენს.

✘ კეტრინი კვლავ დაიწყებს ზრუნვას სალვატორების მოხიბვლაზე და დაბრუნებაზე.

✘ დელენას კონფლიქტი მაშინ წარმოიქმნება როცა ელენა გაიგებს რომ კეტრინი და დეიმონი ერთად არიან სალვატორების სახლში.

✘ კლაუსი და ქეროლაინი ერთმანეთისგან შორს არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. ჯული პლეკის თქმით არსებობს იმედი. "არსებობს ძალიან ბევრი იდეა რაც შესაძლოა მოხდეს ამ წყვილს შორის, თუმცა ჯერ ამის შესახებ ქენდისს და ჯოზეფს უნდა დაველაპარაკო. ამ წყვილს მილიონამდე მხარდამჭერი ყავს. იცით, არის რაღაც რისი გაკეთებაც ძალიან მინდა ამ წყვილთან მიმართებაში და იმედი მაქვს გამომივა." – ამბობს ჯული პლეკი.
 
 
 


ვამპირის დღიურების ახალი პრომო


 
 
 
 
 
 
 
The sound of your laugh gives me life.


 
 
 
 
"ვამპირის დღიურების” მეხუთე სეზონის ეპიზოდების სახელწოდებების განმარტებები და ვარაუდები.

5x01 → I Know What You Did Last Summer/ვიცი რაც ჩაიდინე გასულ ზაფხულს - 'ვიცი რაც ჩაიდინე გასულ ზაფხულს' არის თინეიჯერული მძაფრ სიუჟეტიანი ფილმი.შინაარსი: ოთხი თინეიჯერი არის ძალიან დიდ საფრთხეში/გადის ერთი წელი იმის შემდეგ,რაც მათი მანქანა შეიწირავს ჩვეულებრივ ფეხით მოსიარულეს,რომლის სხეულსაც ბავშვები ზღვაში ჩააგდებენ.ამ ინციდენიდან ერთი წლის შემდეგ მათი ცხოვრება იმსხვრევა.
ამ ფილმის მთავარი გმირებისავით,"ვამპირის დღიურების” პერსონაჟები ფიქრობენ,რომ საილესი არის ტბის სსკერზე - პრობლემა გადაჭრილია.მაგრამ მშვიდობა და ბედნიერება არის უბრალო ილუზია.ამ ინციდენტიდან 3 თვის შემდეგ პერსონაჟების ცხოვრება იმსხვრევა.მათი ღამის კოშმარი - საილესი ბრუნდება. ეს სათაური ასევე შეიძლება აღნიშნავდეს იმას,რომ სერიაში ვნახავთ ფლეშბეკებს პერსონაჟების ზაფხულიდან.

5x02 → True Lies/ნამდვილი ტყუილი - 'ნამდვილი ტყუილი'
არის 1994 წლის ფილმი არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით,სადაც მთავარი პერსონაჟი ცხოვრობს ორი ცხოვრებით.ის ყველას ატყუებს საკუთარი ვინაობის შესახებ,მაგრამ ბოლოს მისი ნამდვილი სახე გამოააშკარავდება."ვამპირის დღიურების” მე-2 სერიაში საილესის ნამდვილი სახე გამოჩნდება.პერსონაჟები აცნობიერებენ იმას,რომ მათ წინაშე საილესია და არა სტეფანი.

5x03 → Original Sin/პირველი ცოდვა - ტერმინი „პირველქმნილი ცოდვა” დასავლეთის ღვთისმეტყველებმა ადამის და ევას პირადი ცოდვის აღსანიშნავად შემოიღეს, რომლითაც, მათი განმარტებით, ღმერთი უსაზღვროდ შეურაცხყვეს,მისი დადგენილი წესის უარყოფით და რომლის გამოც დანაშაული ყოველ მის შთამომავალს ეკისრება.ადამის სული დაზიანდა და ყველა მისი შთამომავალი კი ამ დაზიანებით იბადება.ამ ეპიზოდში ვნახავთ საილესის პირველ ფლეშბეკებს,პირველ საუკუნეში.ჩვენ ვნახავთ საილესის პირველ ცოდვას,მის შეუგუებლობას აწმყოთი და მისწრაფებას რაღაც სიახლისკენ.მას უნდა დაარღვიოს ღმერთის/ბუნების მიერ დაწესებული კანონები და დაარღვევს ბუნების ბალანსს.(საილესის სული დაზიანდა და ყველა მისი შთამომავალი/ორეული ამ დაზიანებით იბადება.)

5x04 → For Whom The Bell Tolls/ვისთვისაც რეკავს ზარი - "For Whom the Bell Tolls-ვისთვისაც რეკავს ზარი",გახლავთ ერნესტ ჰემინგუეის რომანი,რომლის თემა იყო ესპანეთის სამოქალაქო ომი. 1940წელს გამოცემულმა წიგნმა კრიტიკოსებისაგან და მკითხველებისაგან დადებითი შეფასება მიიღო. "ვისთვისაც რეკვას ზარი" ჰემინგუეს ყველაზე წარმატებულ რომანად ითვლება. 1943 წელს სემ ვუდმა ჰემინგუეს რომანის "ვისთვისაც რეკავს ზარი" მიხედვით გადაიღო ფილმი, სცენარი ნიკოლას დადლიმ დაწერა.ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ გერი კუპერი და ინგრიდ ბერგმანი, რომელიც ჰემინგუემ თავად შეარჩია ქალის მთავარი როლისთვის. 
ასევე სათარურთან გასათვალისწინებელია ჯონ დონნეს პოემა,რომელშიც ის ამბობს "No man is an island ... Ask not for whom the bell tolls: it tolls for thee." ის ამით ამბობს იმას,რომ ყველა ადამიანი არის ერთმანეთთან დაკავშირებული და როცა გავიგებთ ეკლესიის ზარებს არ უნდა ვიკითხოთ,თუ ვინ მოკვდა რადგან,როცა ერთი ადამიანი კვდება მაშინ ყველა კვდება.სავარაუდოდ "ვამპირის დღიურების” ამ ეპიზოდში ერთი პერსონაჟი მოკვდება.ჯული პლემა თქვა,რომ 5x04 იქნება ყველაზე ემოციური და დრამატული სერია დღიურებში.

5x05 → Monster’s Ball/მონსტრების წვეულება - ამავე სახელწოდების ფილმი გადაღებულია 2001 წელს.
დიდი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ,რასისტ ციხის ჯალადს უყვარდება მისი ბოლო მსხვერპლის ცოლი,აფრო ამერიკელი ლამაზმანი. ორ პერსონაჟს ერთმანეთი უყვარდებათ მათი საერთო გრძნობების ტკივილის,სასოწარკვეთილების,დარდისა და გლოვის გამო."ვამპირის დღიურების” ამ ეპიზოდში პირველად ჩნდება აარონი,ელენას ახალი მეგობარი.ისინი ძალიან დამეგობრდებიან საერთო გრძნობების ტკივილის,სასოწარკვეთილების,დარდისა და გლოვის გამო.


ვამპირის დღიურების ქასთი iHeartRadio Music Festival-ზე
 2013 წლის 21 სექტემბერს.
  
  


Sara Canning:Globe Style Advisor Fall 2013


ექვსი დღე ორიგინალებისა და ვამპირის დღიურების დაწყებამდე
მხოლოდ ექვსი მტანჯველი დღე :დ
Do U Like this news? if U like this news Please coment )
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 773 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-09-29 Spam
ძალიან დიდი და კარგი სიახლე იყო)) მომეწონა....
მოკლედ ერთი სული მაქ როდის დაიწყება :S:D <3