მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 25 » ცალმხრივი გრძნობა
11:36 PM
ცალმხრივი გრძნობა

❤ცალმხრივი რძნობა 


ყველასი თუ არა რამდენიმე
თქვენგანის პრობლემა

 

ამბობენ, რომ სიყვარული იგივეა, რაც საკვები სულისთვის. ადამიანებს სჭირდებათ, უყვარდეთ რაღაც: ფული, საკუთარი თავი, მეორე ადამიანი… ზოგიერთს უმართლებს და სიყვარულის ობიექტი სიყვარულითვე პასუხობს მათ, აი ზოგს კი…

როგორ მოვიქცეთ, თუკი უნებლიედ შეგვიყვარდა და ჩვენი გრძნობა უპასუხოდ რჩება? შეიძლება კი, ცალმხრივი სიყვარული ჩავთვალოთ ჯანსაღ გრძნობად?
მაგალითად, ზოგიერთები ამბობენ, რომ გიყვარდეს ცალმხრივად – უკეთესია, ვიდრე საერთოდ უსიყვარულობა; სიყვარული ნებისმიერი სახით ადამიანისთვის სტიმულია, რადგან არის სადღაც მეორე, რომელიც ძვირფასია შენთვის;
მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ხშირ შემთხვევაში ასეთ უპასუხო გრძნობას ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს, შედეგი კი ხანდახან საკმაოდ მძიმეა და ბევრ ადამიანს სუიციდისკენაც კი უბიძგებს.
კარგია თუ ცუდი ასეთი ცალმხრივი გრძნობა? ეს თქვენზეა დამოკიდებული, რამდენაც სწორად მიუდგებით საკითხს. ყველაფერი რაღაცით უნდა დაიწყოს. შეიძლება მოგეწონოს, შეგიყვარდეს, თავი მოაწონო, მასაც შეუყვარდე და ეს ამბავი იმაზე კარგად დასრულდეს, ვიდრე ელოდი. არსებობს ასეთი Happy End-ებიც. მაგრამ, რა ვქნათ, თუ ჩვენი ბედნიერი ფინალი არ ჩანს? გავაგრძელოთ მისი სიყვარული?
იქნებ სჯობდეს, საკითხი ცოტა სხვაგვარად დავუსვათ საკუთარ თავს: რას გვაძლევს ასეთი ცალმხრივი ურთიერთობა? ასრულებს კი ასეთი სიყვარული თავის ფუნქციას? ცხადია, არაა ადვილი, უარი თქვა ადამიანზე, რომელიც გიყვარს, მაგრამ დგება დრო, როცა ეს აუცილებელია: ცალმხრივ სიყვარულთან, რომელიც დიდ სტრესადაა ქცეული, გამკლავება გვჭირდება; რადგანაც, ხშირად იმ მგდომარეობამდე მივდივართ, როცა ჩვენი მელანქოლია, ცრუ იმედები, დეპრესია და აზრები ზღვარს სცდება.

დავფიქრდეთ

როგორ გავუმკლავდეთ? პირველი, რაც არასდროს არ უნდა დავივიწყო, ეს საკუთარი თავის, საკუთარი „მე"-ს პატივისცემა და სიყვარულია. ერთად დავფიქრდეთ, სადამდე მიგვიყვანა ასეთმა მდგომარეობამ: ხომ არ დაგავიწყდა, რომ სამყარო უფრო ფართოა, ვიდრე „ის", მისი ცხოვრება და ინტერნეტ-ექაუნთების ქექვა? ხომ არ გექცა მანიად სხვა ადამიანი?


ვცვლით ყველაფერს
მესამე ნაბიჯად რაიმე რადიკალური ცვლილების შეტანაც შეიძლება გარეგნობასა და გარდერობში: გახსოვდეს, შოპინგი საუკეთესო თერაპიაა, რომელიც გატეხილ გულსაც მშვენივრად შველის.
ურიგო არ იქნებოდა, საწინააღმდეგო სქესისთვის მეტი ყურაღებაც დაგეთმო და გაგეაზრებინა, რომ „მის" გარდა კიდევ ბევრი ადამიანი არსებობს, რომელთაც შეუძლიათ, გაგაბედნიერონ…
და ბოლოს, არასდროს დაივიწყო, სიყვარულს ბედნიერება უნდა მოჰქონდეს შენთვის და არა ტკივილი, ტანჯვა და უპასუხო გრძნობა. შეიყვარე შენი თავი და გახსოვდეს, შენ იმსახურებ სიყვარულს და სრულყოფილ ბედნიერებას, რომელიც ნაწილებად არაა დაყოფილი.



არ ვიცი თქვენი აზრი ცალმხრივ სიყვარულთან დალავშირებით თუმცა ერთი რამ ცხადია რომ 'ცალმხრივი სიყვარული' ყველაზე ნამდვილი გრძნობაა , სწორედ მაშინ გვიყვარს ნამდვილად როდესაც ადამიანი ცვენს გრძნობებს არ პასუხობს
პირადად მე ცალმხრივად შეყვარებული ადამიანი ვარ თუმცა დეპრესიაში ნამდვილად არასდროს ვარდები ამის გამო , მაქვს მომენტები როცა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს მაგრამ ამას სულაც ვერ ვუწოდებ დეპრესიას )
მე მიყვარს ის მთელი არსებით და ვიცი დრო თანდათან წაიღებს ამ სიყვარულს მაგრამ პირველ და ნამდვილ სიყვარულს ვერასდროს შეცვლის სხვა _ ვიმეორებ ეს ჩემი აზრია )


- რომელი თქვენგანი არის ცალმხრივად შეყვარებული ?  
- რას ფირქობთ პირველი სიყვარული არის თუ არა ყველაზე წრფელი გრძნობა ?
-ფიქრობთ შესაძლებელია გოგომ ბიჭს თავი შეაყვაროს ? (რასაკვირველია თუ ის მარტოა და არავინ უყვარს )


კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1036 | დაამატა: Silly-Girl♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-05-26 Spam
pirveli siyvaruli araa gulwrfeli grdznobaa..amashi darwmunebuli var 100 pricentit.ra tqma unda sheudzlia....
exx calmxrivi siyvaruli :((((((((((( veraferi ver ushvelis am grdznobas..mxolod dros sheudzlia dagaviwyos adamiani..an pirqiqt,ufro metad shegayvaros.