მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 12 » The Soldier Diaries=3=
11:25 PM
The Soldier Diaries=3=

The Soldier Diaries part 3
მოთხრობების კონკურს Ifun Stories და queenmariamo-ს 
წყალობით შანსი მომეცა საიტზე ახალი მოთხრობა დამეწყო.
ნახეთ შემდეგი თავი და დააკომენტარეთ:*

image image


-შემოდი საყვარელო შენ გელოდებოდით!-შემეგება მამა, შიგნით შემიყვანა და კარები ჩაკეტა..

-დეივიდ? ტეილორ?-გამიკვირდა მათი დანახვა-მამა რა ხდება?

 

-საყვრელო არ შემეძლო ეს გადაწყვეტილება უშენოდ მიმეღო-დაიწყო ჯონმა

-გადაწყვეტილება უკვე მიღებულია!-ჩაერთო დეივიდი

-რა გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობთ ამიხსნის ვინმე?-გაკვირვებული ხან მამას ვუყურებდი და ხან დეივიდს

-ეს რაზმში არაერთხელ მომხდარა და შენ ეს მშვენივრად იცი-მამა შეეცადა ჩემთვის საქმის ვითარება გაეცნო-ბოლო დამარცხების შემდეგ გარდაცვლილ ჯარისკაცთა გვამები სერზე კიდია, შტაბიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში, ვერ დავუშვებთ, რომ ეს კიდევ ერთხელ განმეორდეს, ამიტომ ჩვენს პირდაპირ მყოფ რუსთა რაზმს თავს უნდა დავესხათ და საბოლოოდ გავანადგუროთ, იმედია ამის შემდეგ მაინც მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვენი გვამები წესისამებრ დავმარხოთ, რაც შეეხება ჩვენი რაზმის მეთაურს..-მამამ თავი დახარა

-განაგრძე მამა, ვინ უნდა იყოს რაზმის მეთაური?-მამას მივუახლოვდი და თავი ავაწევინე

-მე რობინ, ამჯერად რაზმს მე ვუხემძღვანელებ!-დეივიდმა მამას გადაუსწრო და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მამცნო მათი გადაწყვეტილების შესახებ

-შენ?-მამას მოვშორდი და დეივიდისაკენ შევტრიალდი-მამა მითხარი, რომ ეს ტყუილია-მამას შევხედე და ამჯერად ჩუმად გავიმეორე-მამა!-მაგრამ ვხედავდი თვითონაც როგორ უმძიმდა ამ გადაწყვეტილების მიღება:

-სამწუხაროდ სხვა გზა არ გვაქვს საყვარელო-მითხრა მცირე ხნის დუმილის შემდეგ

-დეივიდ შენთან ლაპარაკი მინდა! მარტო!-მკაცრი სახით ჯერ ტეილორს შევხედე, მერე ოდნავ რბილი გამომეტყველებით მამაჩემს

-აზრი არ აქვს რობინ!-მითხრა დეივიდმა, როცა ოთახი ტეილორმა და მამამ დატოვეს

-დეივიდ!-ახლოს მივედი, ცალი ხელი მარჯვენა ხელზე მოვკიდე, მეორეთი კი ლოყაზე მივუალერსე-ვიცი, რომ ამას ჩემს გამო აკეთებ, მაგრამ ძალიან გთხოვ..-ცრემლების შეკავება ვერ შევძელი, თუმცა დეივიდმა საუბრის გაგრძელების საშუალება არ მომცა:

-არა რობინ! შენ არაფერ შუაში ხარ-თავი ჩემგან გაინთავისუფლა და შებრუნდა

-დეივიდ მომისმინე!-ტონს ავუწიე-ვერ გადავიტან რამე რომ მოგივიდეს..დეივიდ! შენ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და..

-და რა რობინ? -შემობრუნდა დეივიდი და თვალებში ჩამხედა-ამბობ, რომ გიყვარვარ, მაგრამ რამდენჯერაც ჩემი გრძნობების შესახებ დაგელაპარაკე უარით გამომისტუმრე

-რატომ იქცევი ეგოისტივით? რატომ ფიქრობ მარტო შენს თავზე? მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც ძმა, როგორც ჩემი საუკეთესო მეგობარი

-კმარა!-იყვირა დეივიდმა და საუბრის პარალელურად ყურებზე ხელს იფარებდა-დავიღალე იმის მოსმენით, რომ მხოლოდ ძმად მთვლი და ისე გიყვარვარ, როგორც მეგობარი.. გესმის? დავიღალე ამ ყველაფრისაგან!-საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა, გარეთ გიჟივით გავარდა მე კი თვალცრემლიანი დამტოვა, როცა თავი მაღლა ავწიე მამა-ჯონი და ტეილორი კარებთან იდგნენ

-მამა!-გავიქეცი და ჯონს მთელი ძალით ჩავეხუტე-მას ჩემი მოსმენაც კი არ უნდა..შენ ხომ იცი, რომ ამას ჩემს ჯიბრზე აკეთებს

-ჩჩ!-მამშვიდებდა მამა-მას არაფერი შეემთხვევა.. გპირდები! ახლა კი გვიანია და საუბრის გაგრძელება აღარ ღირს, წადი საყვარელო და დაიძინე!-ცრემლები მომწმინდა და შუბლზე მაკოცა

-ძილინებისა მამა!-დავემორჩილე მამაჩემს, რადგან შეწინააღმდეგების თავიც კი არ მქონდა

-ძილინებისა საყვრელო!-კარებთან მდგარ ტეილორს წამით თვალი მოვავლე და სიტყვაუთქმელად გავედი გარეთ..

ირგვლივ მდუმარება გამეფებულიყო.. ჩაბნელებულ  კოტეჯთა წყების სიღრმეში, კოცონთან მჯდარი გუშაგთა სილუეტები ბუნდოვნად ჩანდა.. ოთახში შევედი და დასაძინებლად მოვემზადე, თუმცა დაძინება ვერ შევძელი, სულ დეივიდზე ვფიქრობდი, არ მინდოდა ჩემზე გაბრაზებული წასულიყო საომრად, უფრო სწორად საერთოდ არ მინდოდა ჩვენს ტერიტორიულ  საზღვრებს გამცდარიყო, რადგან ცოცხალი უკან არავინ დაბრუნებულა, მე კი არ ვიყავი მზად კიდევ ერთი დარტყმისათვის, კიდევ ერთი ტკივილისათვის, ან როგორ შეიძლება წინასწარვე შეეგუო საყვრელი ადამიანს ნაადრევ დაკარგვას, მე ხომ ისედაც ამდენი ტანჯვა გადავიტანე.. არა! გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა დეივიდისათვის გადაწყვეტილება შემეცვლევინებინა..საწოლიდან წამოვხტი, ტანზე სწრაფად გადავიცვი და დეივიდის კოტეჯისაკენ წავედი

-ვინ არის?-იკითხა ნახევრადმძინარმა დეივიდმა, როდესაც კარზე კაკუნი გაიგო

-დეივიდ მე ვარ! კარი გამიღე გთხოვ

-რა გინდა რობინ?-კარებში პიჟამოში გამოწყობილი დეივიდი გამოჩნდა

-შეიძლება შემოვიდე?-ვიკითხე შემცივნებულმა

-რისთვის? რომ იგივე მითხრა? არა მადლობა-კარის დახურვა სცადა, მაგრამ ხელი ხელზე მოვკიდე და შევაჩერე

-მინდა ცოლად გამოგყვე?

-რა?!-გაოცებისაგან დეივიდს ლამის ენა ჩაუვარდა

-რაც გაიგე! ცოლად გამოგყვები, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წასვლა გადაგაფიქრებინო-ცერებზე დავდექი და დეივიდს ტუჩებში ვაკოცე, მაგრამ რასაც მის მიმართ ვგრძნობდი ეს სულ სხვა გრძნობა იყო, მე მის წინაშე ვიტყუებოდი და ეს ორივემ მშვენივრად ვიცოდით..

-ისედაც დიდხანს ვიტყუებდი თავს რობინ!-დეივიდმა ჩემგან თავი გაინთავისუფლა-აღარ მინდა ამის გაგრძელება

-დეივიდ!-შევხედე აცრემლებული თვალებით

-გთხოვ რობინ! არ გინდა! თავს ისედაც ცუდად ვგრძნობ

-შენ თვითონ მანიშნებ, რომ წასვლა არ გინდა.. არა! არ შემიძლია შენი გაშვება-დეივიდს მივეკარი და მისგან თავს არ გავინთავისუფლებდი, ამის ინიციატივა თავად რომ არ გამოეჩინა

-გადაწყვეტილებას ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს, მაგრამ იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის მეყვარები და ამ კოცნასაც არასოდეს დავივიწყებ..ღამე მშვიდობისა რობინ!-კარები ცხვირწინ მომიხურა

-დეივიდ!-ჩემთვის დავიძახე, კარებს მივეყრდენი და ტირილი დავიწყე

-კიდევ ცოტაც და გაცივდები-მომესმა ზურგს უკნიდან

-ტეილორ?-უკან შევბრუნდი და ნელი ნაბიჯებით მისკენ სვლა დავიწყე-დიდი ხანია აქ ხარ?

-საკმარისად იმისათვის, რომ გამეგო რა მიზნით ხარ აქ მოსული

-ნამდვილი ქუჩის ქალივით მოვიქეცი არა?-სიმწრისაგან გამეცინა და მაინც ვერ მოვახერხე ცრემლების შეკავება

-ცდები! შენ ისე მოიქეცი, როგორც ნამდვილი მეგობარი, მზრუნველი მეგობარი მოიქცეოდა

-მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდა

-იმიტომ, რომ სიმართლეს ვერ შენიღბავ

-მაგრამ მე დეივიდი მართლა მიყვარს

-და მან ეს იცის, თუმცა თქვენი სიყვარული ეთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება

-მე მზად ვარ მასთან ერთად ვიყო, ისე, როგორც მას სურს

-მაგრამ მანაც მშვენივრად იცის, რომ ეს ურთიერთობა თავიდან ბოლომდე ფარსი იქნება-არაფერი მიპასუხნია-მითხარი შენ თვითონ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას-განაგრძო ტეილორმა

-ალბათ..ალბათ  ისევე, როგორც დეივიდი-ამოვიოხრე და ცრემლები მოვიწმინდე

-ჰოდა ნურც მისგან ელი სხვაგვარ რეაქციას, შეეცადე გაუგო და მის გვერდით იყო, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს

-მაგრამ, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით-ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს უკან ცოცხალი ვერ ბრუნდება

-და ეს ვინ თქვა? შენ? რომელიმე ჯარისკაცმა?..რობინ! ყველაფერი უფლის ხელშია, სულელური აზრის აკვიატებას სჯობს ილოცო, რომ უკან მშვიდობით დაბრუნდეს

-ვილოცო?-ცინიკურად გავიღიმე-მთელი ცხოვრებაა ვლოცულობ, მაგრამ რა.. მშობლები თვალწინ დამიხოცეს, ჩემი ძმა ღმერთმა უწყის სად და როგორ არის, ან ცოცხალია კი საერთოდ? ახლა კი.. ახლა კი ჩემს საუკეთესო მეგობარსაც ვკარგავ

-ჩშ!ტუჩებზე ხელი ამაფარა ტეილორმა-იმას ნუ იტყვი, რასაც ადრე თუ გვიან ინანებ..ცხოვრებამ მასწავლა, რომ ვინც არასოდეს გიღალატებს და ვისი იმედიც ყოველთვის უნდა გქონდეს ეს ღმერთია

-არ ვიცი რა ვქნა! ბედის ანაბარა მიგდებული უსუსური არსებასავით ვგრძნობ თავს, რომელიც სამარადისო ტანჯვისთვისაა განწირული

-ჩვენ ყველა ასეთ დღეში ვართ!ადამიანი ამქვეყნად სატანჯველად არის მოსული, მაგრამ უნდა იბრძოლო, იბრძოლო, რომ გადარჩე, იბრძოლო, რომ ცხოვრებაში შენი ადგილი გქონდეს და სიცოცლე დაიმსახურო-არც ვიცოდი რა მეპასუხნა, მაგრამ ერთადერთი რასაც ამ წუთას ვგრძნობდი ის იყო, რომ მასთან ლაპარაკი საოცრად მშველიდა და მამშვიდებდა, ამიტომ ბევრი არც მიფიქრია ისე გადავეხვიე, როგორც ჩანს ეს მასაც ჩემსავით გაუკვირდა, მაგრამ მოგვინებით თვითონაც ცალი ხელი წელზე მომხვია, მეორეთი კი თმაზე მომეფერა და ცოტა ხანი ასე ვიდექით

-არც კი ვიცი რა მომივიდა!-გავიღიმე და ოდნავ მოვშორდი-მე ასეთი არ ვარ!-ცრემლებს ვიწმენდდი-საერთოდ აღარ ვტირი ხოლმე და არც.. რა გაცინებს?-აღარ დამიმთავრებია ისე ვკითხე, როცა მის სახეზე ღიმილი შევნიშნე

-შენნაირი ქალი ჯერ არ შემხვედრია-იღიმოდა და თან თვალებში მიყურებდა

-ჩემნაირი? ჩემნაირი როგორი?კარგი თუ ცუდი?-დაინტერესებულმა ვკითხე

-არ ვიცი.. ალბათ უფრო კარგი.. ძალიან ძლიერი და მგრძნობიარე ხარ, რაც მთავარია საოცარი სიყვარული შეგიძლია, მაგრამ თავს დაუცველად გრძნობ და შეშინებული ხარ

-მე ვარ შეშინებული? მე ხომ რობინ ფენტი ვარ!-თავი ამაყად ავწიე

-ჰოდა ცრემლები მოიწმინდე რობინ ფენტ!-ცხვირზე ხელი დამისვა და გამიღიმა

-მისმინე!-საღიდან ღიმილი მოვიშორე და კვლავ მკაცრი ტონით განვაგრძე- საშუალება მოგეცი ამაღამ ჩემს გვერდით ყოფილიყავი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს

-არაფერს? მაინც რას გულისხმობ „არაფერს"-ში?

-რას ვგულისხმობ? იმას, რომ ჩემგან თავი შორს უნდა დაიჭირო, მე შენ არ გენდობი და ეს ღამეც.. ეს ღამე უბრალო შემთხვევითობა იყო..

-აჰამ-სულელივით იღიმოდა

-სასაცილოს ვერაფერს ვხედავ-უკან არ ვიხევდი, თუმცა მისი სახის შემხედვარეს ძალიან მიჭირდა სიცილისაგან თავის შეკავება-ძილინებისა კიტჩ!-საუბარი დამამთავრე და საგუშაგოსაკენ წავედი-გადავწყვიტე გუშაგებს მორიგეობაში შევნაცვლებოდი, რადგან აქედანვე ვიცოდი, რომ ძილი არ მომეკარებოდა

-ბიჭებო შეგიძლიათ დაისვენოთ! ამაღამ მე ვიმორიგევებ

-„გაიხარე რობინ!", „ძილინებისა რობინ!"-დამემშვიდობნენ ფლეთჩერი და ჯონასი და სამორიგეოდ დამტოვეს

-როგორც ჩანს ამ ღამით დაშორება არ გვიწერია

-მეგონა დასაძინებლად წახვიდოდი

-დღეს მორიგე ვარ, ასე რომ..

-ასე რომ მოგიწევს მოკეტო კიტჩ! არ მიყვარს უაზროდ ლაყბობა

-როგორც გინდა-ჯარისკაცის პიჯაკი  გაიხადა და მომაცვა

-არ იყო საჭირო

-ცუდია, როცა მინუსების აღიარება არ შეგიძლია, არც უკან დახევა, არც ბოდიშის მოხდა..

-კარგი! კმარა, აღარ მინდა შენი მოსმენა

-რას იზამ, სიმართლე მწარეა!

- აი შენი მოსაცმელი-ფეხზე წამოვდექი და მივუგდე-როცა ვამბობ კმარა! ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე! შემდეგისთვის იცოდე, რომ აქ ყველა მემორჩილება, ეს ბინოკლიც აიღე-ბინოკლიც იქვე დავაგდე-იმედია მარტო მორიგეობის საწინააღმდეგო არაფერი გაქვს

-წესდება დაგავიწყდა?- თუ საგუშაგოში ორზე ნაკლები მორიგეა ყველა დანარჩენი ისჯება

-ყველა ჩემს გარდა-ვუთხარი ნიშნისმოგებით და ჩემი კოტეჯისკენ წავედი, თუმცა გენერლის ქალიშვილობა პრიორიტეტს სულაც არ მანიჭებდა, ამიტომ ოდნავ შევცბუნდი კიდეც, მაგრამ უკან დახევას აღარ ვაპირებდი

-მშიშარა გარბის-მომაძახა ტეილორმა, თუმცა ისე მოვიქეცი, თითქოს არაფერი გამიგია და ჩემს კოტეჯს მივაშურე..მთელი ღამე დაძინება ვერ შევძელი და საწოლში ვწრიალებდი.. როგორც ჩანს გამთენიისას ჩამეძინა, რის გამოც ადგომა დამაგვიანდა

gif sad tv show Gossip Girl Blake Lively desperate anymore right hard now complicated i can't anything It's like seem to get

-რობინ მიდიან!-ოთახში სარა შემოვარდა, თვალი გავახილე და საწოლიდან წამოვვარდი, იმის დროც არ მქონდა შხაპი მიმეღო, ამიტომ პირდაპირ ჩავიცვი და გარეთ ისე გავედი, რომ თმაც კი არ დამივარცხნია, ჯარისკაცები შტაბიდან გამოდიოდნენ და წინ დეივიდი მოუძღოდათ, რომელსაც თითქოს ნერვიულობის არაფერი ეტყობოდა, იღიმოდა და გვერდით მდგომს რაღაცაზე გულიანად ელაპარაკებოდა

-დეივიდ!კიდევ კარგი მოგისწარი-მივირბინე დეივიდთან, რომელსაც სახე ჩემი დანახვისთანავე შეეცვალა..

 


  

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 693 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-01-18 Spam
male dade raa maleee !