მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 10 » The soldier diaries=2=
6:43 PM
The soldier diaries=2=

The Soldier Diaries part 2
ჟანრი:დრამა, მძაფრსიუჟეტიანი
ქასთი: რობინ ფენტი, ტეილორ კიტჩი, ჯონ ლოკი, დეივიდ ლოკი(Joe Jonas), 
სერენა ბლექსვორნი(Brooklyn Decker), 
სარა პარკერი(Blake Lively), მაიკ ფენტი(Zac Efron)  
წინა ჯერზე თქვენმა კომენტარებმა ძალიან გამახარა
მადლობა, რომ გჯერათ ჩემი და იმედია ახალი თავიც მოგეწონებათ
კომენტარები არ დაგავიწყდეთ-ველი თქვენს შეფასებებს :*
image image


 


  


ეს ჩოჩქოლი მანამ გაგრძელდა, სანამ გენერალი-მამაჩემი ჩემთვის უცნობ ჯარისკაცთან ერთად შემოვიდოდა:

-ჯარისკაცებო! თავისუფლად!-მიმართა გენერალმა ჯონმა ჯარისკაცებს, რომლებმაც სამხედრო სალამის შემდეგ მამაჩემის ბრძანების შესასრულებლად მწყობრად გადაინაცვლეს  თავისუფალ განლაგებაზე, ჯონმაც თავი დაუქნია, მის უკან მდგარ ჯარისკაცს მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა, გვერდით ამოიყენა და საუბრის პარალელურად მისკენ თვალებს აპარებდა ხოლმე

-სამწუხაროდ ჩვენმა რაზმმა კიდევ ერთი დამარცხება იწვნია-ჯარისკაცებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, აღელვება და უკმაყოფილება თითოეულის სახეზე იკითხებოდა, ამიტომ მათ დასაშოშმინებლად გენერალმა ჯონმა ხელები მახლა ასწია და საუბარი განაგრძო- თუმცა იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ომი ჯერაც წინაა, მითუმეტეს, რომ ახალი გეგმა დამუშავების პროცესშია, თანაც, დღეს ახალი მოკავშირე შევიძინეთ, ტეილორ კიტჩი-ტეილორს თვალებში შეხედა და ცალი ხელი მისკენ გაიშვირა- ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც 13 წლის წინ რუსებმა სამშობლოდან გაიტაცეს და დღევანდლამდე მათ რაზმებში აქტიურად მსახურობდა-ამის გაგონებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა, რადგან ჩემი უბედურებაც სწორედ 13 წლის წინ დაიწყო, მამა კი ამჯერად ჯარისკაცებისაკენ შებრუნდა და ამაყად და მკაფიოდ განაგრძო თავისი სიტყვა-დღეიდან კი იგი სამშობლოს სახელით იბრძოლებს და ჩვენი გეგმის მთავარი რგოლი იქნება რობინ ფენტთან ერთად-ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და ჯარისკაცებმაც მზერა მე მომაპყრეს-სულ ეს იყო რის თქმასაც ვაპირებდი, იმედია მაიორ კიტჩს ისე მიიღებთ, როგორც გვჩვევია-ტაშისა და მცირე აურზაურის შემდეგ, რომელიც შტაბის დაცლასთან იყო დაკავშირებული, ოთახში მე, მამა და ახალი მაიორი კიტჩი დავრჩით, მეც ოდნავ წინ წავიწიე და   მამაჩემს მივმართე, ამ დროს იგი ჩემგან ზურგით იდგა:

-მამა შეიძლება დაგელაპარაკო?-მაშინვე შემობრუნდა

-რათქმაუნდა საყვარელო! მანამდე კი გაიცანი: მაიორი ტეილორ კიტჩი!-მამამ ხელი მაიორისაკენ გაიშვირა, მან კი  ხელი გამომიწოდა, გენერალი განაგრძობდა-კიტჩ ეს ჩემი ქალიშვილია რობინი

-ძალიან სასიამოვნოა რობინ! მიხარია, რომ გაგიცანით! იმედია ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდება-სანაცვლოდ არც ხელი გამიწოდებია და არც  ნაძალადევი ღიმილით შემიწუხებია თავი, თუმცა მკაცრი ტონითა და ასეთივე გამომეტყველებით მაინც გადავწყვიტე მეპასუხნა:

-იმედია!-ტეილოს ჩაეღიმა და ხელი მალევე ჩამოსწია,მე კი კვლავ მამას შევხედე-შენს ოთახში დაგელოდები-დიდად ყურადღება არც დამშვიდობებისთვის მიმიქცევია, მაგრამ გავიგონე როგორ უხდიდა მამაჩემი ბოდიშს:

-მე გიხდი ბოდიშს კიტჩ! ცოტა არ იყოს რთული ხასიათი აქვს..-როგორც კი კარს გავცდი მათი ხმა აღარ გამიგია, მამას ოთახში შევედი და მაგიდაზე მდგარი, ჩარჩოში ჩასმული ფოტოს თვალიერება დავიწყე, მასზე მამა-ჯონის ოჯახი იყო გამოსახული: ჯონი, მისი ცოლი და შვილი, დეივიდი.. ფოტოზე ისეთივე ბედნიერები ჩანდნენ, როგორც ჩემი ოჯახი იმ ფოტოზე, რომელსაც იმ საბედისწერო დღის შემდეგ ჯიბით დავატარებ..რამდენიმე წუთში ოთახში მამაც შემოვიდა, შუბლზე მაკოცა, მერე ხელები მხარზე ჩამომიცურა და ჩემი ხელები მის ხელებში მოაქცია:

-ჩემი პრინცესა გაბრაზებულია! რა უნდა გააკეთოს მამამ მის დასამშვიდებლად?

-მშვენივრად იცი, რამაც გამაბრაზა

-ვიცი საყვარელო, რომ ადრევე უნდა მეთქვა, მაგრამ..

-არავითარი მაგრამ.. მამა! ეს უკვე მესამე „მოკავშირეა", დაგავიწყდა წინა ორის გამო რა შეგვემთხვა

-ვიცი საყვარელო, ვიცი, მაგრამ ეს ომია! სხვა გზა არ გვაქვს

-სწორედ რომ ომია! ომში კი არავის ნდობა არ შეიძლება, საკუთარი თავისაც კი!

-ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ფიქრობ საყვრელო! რას არ მივცემდი, რომ შენთვის ის ყველაფერი ამეცილებინა თავიდან, რაც გადაიტანე

-შენ ვეღარაფერს შეცვლი-თავი დავხარე, მერე მისგან გავნთავისუფლდი და შევტრიალდი, მამაჩემი კარგად მიცნობდა და იმასაც მიხვდა, რომ ცრემლის შეკავება ვერ შევძელი, უკნიდან მომიახლოვდა, მისკენ შემაბრუნდა და ძლიერად ჩამიკრა გულში, ვგრძნობდი, რომ მისი სახით მყავდა ადამიანი, რომელსაც მთელი გულით ვუყვარდი, მაგრამ ჩემი მშობლები? რა ვუყო მათ მწარე მოგონებას ან ჩემი ძმის მონატრებას, რომელიც 13 წელია არ მინახავს და ისიც კი არ ვიცი ცოცხალია თუ არა

-13 წელი გავიდა მამა! 13 წელი და არაფერი შეცვლილა, ისევ ვიბრძვით და ვმარცხდებით, ერთადერთი, რაც გაგვაჩნია ეს საცოდავი სიცოცხლეა, რომელსაც ადრე თუ გვიან მტრის ხელით ასევე საცოდავად გამოვეთხოვებით-ვტიროდი და ვცდილობდი გულიდან ის ტკივილი ამომეღო, რომელიც შიგნიდან მღრღნიდა

-ყველაფერი შეიცვლება საყვარელო! გპირდები, რომ არაფერი დაგემუქრება! გპირდები, რომ შენს ძმასაც იპოვნი და ერთად ვიცხოვრებთ თავისუფალ და დამოუკიდებელ ამერიკაში!

-სამწუხაროდ უკვე აღარაფრის მჯერა და არც ვაპირებ სულელურ ილუზიებს ჩავებღაუჭო-ცრემლები მოვიწმინდე და გარეთ გიჟივით გავვარდი, გაბრაზებული ვიყავი ყველასა და ყველაფერზე, მთელს სამყაროზე ვჯავრობდი და ლამის ჭკუიდან გადავყავდი იმაზე ფიქრს, რომ ამხელა დედამიწაზე უსუსური არსებები სრულიად უმწეოდ დავაბოტებდით.. 

გარეთ გამოსულს თვალში ბავშვების ჯგუფი მომხვდა, რომელთა შუაშიც ახალი მაიორი ჩამუხლული იდგა და მათთან ერთად რაღაცაზე გულიანად იცინოდა, ჩემი დანახვისას სიცილი შეწყვიტა და დამაშტერდა, როდესაც ბავშვებმა ჩემსკენ მოიხედეს კურდღლებივით გაიძურწნენ-ან კი რა იყო გასაკვირი ბავშვებს კი არა ჯარისკაცებსაც კი ეშინოდათ ჩემი, მაიორი სახლებში შებრუნებულ ბავშვებს გაოცებული შეჰყურებდა, შემდეგ ფეხზე წამოდგა, მაგრამ მისთვის არ დამიცდია ისე განვაგრძე გზა ჩემი კოტეჯისაკენ:

-ჰეი! რობინ მოიცადე-ნაბიჯს აუჩქარა და მალე წინ გადამიდგა

-რა გინდათ კიტჩ!

-არ მომწონს შენი ჩემდამი ნეგატიური განწყობა.. და არც ბავშვების რეაქცია მომეწონა შენი დანახვის შემდეგ-ხელი სახლებში შემავალი ბავშვებისკენ გაიშვირა

-შენთვის თავის მოსაწონებლად შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ! რაც შეეხება ბავშვებს-ხელი იმ მხარეს გავიშვირე, საითაც რამდენიმე წუთის წინ ბავშვები იყვნენ შეკრებილნი-თუ არ იცოდი, გეტყვი, რომ ისინი ერთადერთნი არ არიან ვისაც ჩემი ეშინია, ასე რომ გირჩევ შენც მიფრთხილდე

-ცუდია ჩვენი პირველი შეხვედრა რომ ასე დამთავრდა

-ყურადღებით მომისმინე-სვლა შევწყვიტე და გავჩერდი, ჩემთან ერთად კიტჩმაც შეწყვიტა უკუსვლა და გაჩერდა-შენამდე რაზმში ორი „მოკავშირე" გვყავდა, არც ერთს არ ვენდობოდი და ორივემ გვიღალატა, დარწმუნებული ვარ მათგან არაფრით განსხვავდები.. არც შენ გენობი და არ დავუშვებ შენს გამო ის ადამიანები დავკარგო, რომლებიც დამრჩნენ

-ახლა შენ მომისმინე რობინ ფენტ! არ გაქვს უფლება ხელი მარტო იმიტომ შემიშალო, რომ გულზე არ გეხატები, როგორც ჩანს შენ არც არავის ენდობი და არც არავინ გიყვარს, არ გეგონოს ომმა მარტო შენ დაგაზარალა, ამერიკაში მილიონი შენნაირია და მათ შორის მეც ვარ-ამ დროს მის სახეზე საოცარი ტკივილი ამოვიკითხე, რამაც გული ოდნავ მომილბო, მაგრამ მე ხომ საკუთარ თავსაც არ ვენდობოდი და რა გასაკვირია უცხოს მიმართ რომ ნეგატიურად ვიყავი განწყობილი- დაგიმტკიცებ, რომ ჩემი ნდობა შეიძლება და შენი წინათგრძნობა მხოლოდ და მხოლოდ უიმედობისა და სასოწარკვეთის  ანარეკლია-მისი მოსმენა აღარ მინდოდა, ამიტომ გაგრძელება აღარ ვაცადე, ისე ვუპასუხე:

- სცადე! რაც შეეხება წინათგრძნობას, მეც ძალიან მინდა ვცდებოდე, სამწუხაროა, რომ შედეგი წინასწარვე ვიცი-პასუხის გაცემა ვერ შეძლო, რადგან საუბარში სერენა ჩაერთო

-რობინ!..-სერენა ჩემს გვერდით დადგა და კიტჩს შეხედა-ახალ მაიორს არ გამაცნობ?

-აგერ არის და თვითონ გაიცანი!-მკვახედ ვუპასუხე და იქაურობას გავეცალე, რაც შეეხება სერენას, მაშინვე მივხვდი რაც უნდოდა ახალმოსული მამაკაცისაგან-ეს ხომ მისი სტილი იყო და უკვე ყველა კარგად ვიცნობდით-ამაზე ფიქრს დიდხანს არ ვაპირებდი, მაგრამ თავიდან არ ამომდიოდა ტეილორის სიტყვები „შენ არც არავის ენდობი და არც არავინ გიყვარს, არ გეგონოს ომმა მარტო შენ დაგაზარალა, ამერიკაში მილიონი შენნაირია"-ღმერთო ჩემო! მე ხომ ეს ისედაც ვიცი ან იქნებ მართლა მგონია, რომ ერთადერთი ტანჯული ვარ, მაშინ რითი უნდა ავხსნა ჩემი რეაქცია დაღუპულ ცხედრებთან მტირალ ოჯახისწევრაბთან მიმართებაში? მათაც სტკივათ და ისინიც განიცდიან, მაგრამ რატომ გახდა ჩემი გული ასეთი ცივი და რატომ ვარ გულგრილი და სასტიკი ჩემს გარშემო მყოფთა მიმართ? ბოლო საუბრით მე ხომ მამაჩემსაც ძალიან ვატკინე გული, არა ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება, ყველას ჩემი ეშინია და ვერავინ მიტანს მამაჩემისა და ჩემი ძმის, უფრო სწორად ჯონის შვილის გარდა, მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ დეივიდს ისე ვუყვარვარ, როგორც ქალი და არა როგორც და, ან რატომ ვერ ვპასუხობ მას იმავე გრძნობით? ეს ცხოვრება იმდენად სასტიკია, რომ განა ღირს კი სიცოცხლე ამდენ ტანჯვა-წამებად?-ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ ოთახში სარა შემოვიდა

-რობინ კარგად ხარ?

-მშვენივრად!-ცალყბად გავუღიმე

-მაპატიე! ვიცი, რომ სულელური შეკითხვა დაგისვი, იმის სათქმელად შემოვედი, რომ მამაშენი გიბარებს-წამოდგა და გასვლა დააპირა

-სარა! არ წახვიდე! არ მინდოდა უხეშად გამომსვლოდა, მაგრამ..

-არც ღირს ნერვიულობად!

-კიდევ კარგი ჩემი გესმის! ახლა კი წავალ, თორემ დღეს მამასაც ვაწყენინე და..-მე და სარა კოტეჯიდან ერთად გამოვედით, მან თავისი კოტეჯისკენ აიღო გეზი, მე კი შტაბისაკენ წავედი და როცა კარი შევაღე, შიგ მამა, დეივიდი

 და ტეილორი დავინახე

-შემოდი საყვარელო შენ გელოდებოდით!-შემეგება მამა, შიგნით შემიყვანა და კარები ჩაკეტა..



  

ბოდიში დაგვიანებისთვი და მადლობა, რომ დრო დაუთმეთ, იმედია კომენტარები არ დაგავიწყდებათ :დ :*

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 786 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-01-12 Spam
mmomwoons))
gaagrdzelee ))