მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 3 » The Black Castle
2:19 PM
The Black Castle

 The Black CastLe =2=
მოთხრობის ახალი თავი სრულიადში
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის ))


რა არის გრძნობა? ეს ნიჭია,ნიჭი რომლითაც ღმე რთმა დაასაჩუქრა ადამიანი,რა აზრი აქვს ცხოვრებას თუ არ არსებობს არავინ ვინც გიყვარს ან გძულს.გრძნობების გარეშე სიცოცხლე ეს უბრალო თამაშს გავს,რომლის წესებიც უკვე დაწერილია შენ კი უბრალოდ უნდა გაყვე ცხოვრების დინებას,საითაც ის წაგიყვანს იქით უნდა წახვიდე,უნდა იცხოვრო ისე,რომ ვერ იგრძნო რა არის სიხარული...სიყვარული..სიძულვილი..ტკივილი...შიში....ეს ყველაფერი ცხოვრებას თან სდევს და სწორედ ეს ალამაზებს ჩვენს არც თუ ისე საინტერესო სიცოცხლეს.. )
Part II
-ვინ ხართ?
-ადამიანები -თქვა ერთ-ერთმა და გადაიხარხარა
-ადამიანები..რა უცნაური სახელია-ამაზე კიდე უფრო გაეცინათ
-მოიცა...მოიცა..შენ კლონი ხარ !! -უთხრა და იარაღი დაუმიზნა
-მე არაფერი დამიშავებია-ცრემლები წამოუვიდა
-შენ კლონი ხარ !! ეს კი ყველაზე დიდი დანაშაულია-ცოტაც და ჩახმახს გამოკრავდა
-არ არის კლონი !!
-საიდან დაასკვენი?
-ვერ ხედავ ტირის?
-მართალია !! -და უკეთ დააკვირდა სხეულს,რომელიც გაქვავებული იდგა და არ იცოდა რა ერქვა გრძნობას,რომელიც მასზე ასე ძალიან მოქმედებდა
-კი მაგრამ როგორ მოხვდი აქ?-იარაღი ჩამოსწია
-გამომაგდეს !! - ცრემლები ხელს უშლიდა ლაპარკში
-ესეიგი მართლა კლონი ხარ !!
-მოიცადე დამშვიდდეს,მანამდე წავიყვანოთ-და ხელი ნაზად დაადო კლეოს
-კარგი რა ჯეკ !!
-სემ !! - სემმა არ მოუსმინა იარაღი დაუმიზნა,კლეომ თვალები დახუჭა და ტირილს უმატ
-არ შემიძლია !! -თქვა სასოწარკვეთილმა სემმა-ის ისეთი ლამაზია !!
-წავიყვანოთ ბოლოსდაბოლოს?
-კი ბენ !! -ხელზე ბორკილები დაადეს თავის დასაზღვევად და გაუდგნენ გზას,გზა კლეოს დაუსრულებლად ეჩვენეოდა,არ იცოდა ვინ იყვნენ ეს არსებები,რომლებიც თავს ადამიანებს უწოდებდნენ.
-მოვედით!!-თქვა ნიკმა და ხელი მაჯაზე მოჰკიდა,ისინი ნელა გადმოვიდნენ და სახლში შევიდნენ
-ეს ვინ არის?-შეეგებათ ერთი გოგონა
-არ ვიცით !!
-არ იცით ვინაა და აქ მოიყვანეთ

-დაწყნარდით ყველა !! ვკითხოთ და გვეტყვის ვინაა -თქვა საკმაოდ ლამაზმა ქერა გოგონამ

-მე..მე კლეო ვარ-ძლივს თქვა
-საიდან მოხვედი?
-მე კლონი ვარ !!
-უნდა მოვიშოროთ თავიდან ლიზა-თქვა სემმა

-თუ კლონი ხარ რატომ ტიროდი?
-რას ვშვრებოდი?
-ტ ი რ ო დ ი-დაუმარცვლა და თით თვალთან მიიტანა
-არ ვიცი,წყალი წამომივიდა თვალებიდან და სწორედ ამიტომ მომიყვანეს ამ ზონაში-თქვა უკვე მტკიცედ და ცრმლები მოიწმინდა
-გამოგაგდეს?
-ასე გამოდის !!
-იქნებ გვატყუებს !!
-არა არ გატყუებთ !!
-ყველა ასე ამბობს-ამოისუნთქა და განაგრძო ბენმა-მოკლდ ცოტა ხანი ოთახში ჩავკეტოთ და შემდეგ გადავამოწმებ მართალს ამბობს თუ არა.ქეით შენ წაიყვანე-ქეითმა უხმოდ გაიყვანა კლეო ოთახიდან
-დროებით აქ იქნები-და თბილად გაუღიმა

-მადლობა-არაფრის მეტყველი თვალებით შეხედა
-ნუ მიყურებ ასე !!
-როგორ?
-აი რაღაცნაირად,თთქოს შენი თვალებიდან სთბო მოდის,მაგრამ მაინც სიცარიელეა
-ეს ჩემი ბრალი არაა-თვალებით იატაკს დააშტერდა-არ ვიცი ის რაღაცეები რასაც თქვენ ლაპარაკობთ.
-საიდან გეცოდინება კლონებს ხომ გრძნობები არ აქვთ-დაფიქრდა და განაგრძო-მაგრამ ვერ გამიგია როგორ ტიროდი.
-ვერც მე ვერ გამიგია,როგორც თქვეს ავად ვარ და ჩემი იქ ყოფნა საშიშია დანარჩენებისთვის.
-იქნებ ადამიანი ხარ !! -თქვა გახარებულა
-არ ვიცი !!
-შეგიძლია მითხრა როდის მერე წამოგივიდა „წყალი" როგორც შენ ამბობ-და თვითონაც გაეცინა თავის ნათქვამზე.
-ფეხი ვიტკინე და არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მოხდა.

-ესეიგი ტკივილისგან და შემდეგ,როცა სემს შენი მოკვლა უნდოდა მაშინაც იტირე,უფრო სწორად „წყალი" წამოგივიდა.
-მართალი ხარ,არ მინდოდა სიკვდილი და კანკალი დამეწყო,რაღაცას ვგრძნობდი,თუმცა არ ვიცი რა დავარქვა-დაფიქრდა შემდეგ კი გააგრძელა-აი მაგალითად შენ წინ დიდი ცოფიანი ძაღლი დგას და არ გინდა გიკბინოს.
-ამ გრძნობას შიში ქვია !!
-ში.. რა?
-შ ი შ ი !!
-უნდა დავიმახსოვრო-და ისევ შეხედა ქეითს თვალებში
-აი ახლა სხვანაირად მიყურებ ))
-როგორ?
-თბილად ))-და ისევ გაუღიმა
-ეს რას ნიშნავს?
-რა?
-აი ეს -და შეეცადა ქეითისთვის მიებაძა
-ამას ღიმილი ქვია))
-ღ ი მ ი ლ ი- დამარცვლა და გაიღიმა
-ამჯერად უკეთ გამოგივიდა,მე გავალ შენ კი დაისვენე-კარები გაღო-მაპატიე,მაგრამ უნდა ჩაგკეტო-და გავიდა,კლეო კი საწოლზე წამოწვა და მალე ჩაეძინა კიდეც.
-რა ლამაზია !! -თქვა სემმა -წარმოგიდგენია მოსაკლავად ვერ გავიმეტე !!
-ჩემი აზრით კი ძალიანაც კარგი,რომ არ მოკალი-თქვა ქეითმა
-მე არამგონია ცუდი განზრახვით იყოს აქ-დაეთანხმა ლიზაც
-ბენი და ნიკი სად არიან?-იკითხა ჯეკმა

-არ ვიცი,ასე თქვს საქმეებზე მივდივართო და რამდენიმე დღე ან შეიძლება მეტიც ვერ დავბრუნდეთო.
-ალბათ კრისმა გაგზავნა სადმე.
-კრისი სადაა?
-საკვების მოსატანად წავიდა და დღეს დაბრუნდება გვიან.
-და შენ რას ფიქრობ მასზე?
-კრისზე?
-არა !! კლეოზე !!
-კლონზე ამბობ?
-ხო !!
-არ ვიცი,მგონი არ იტყუება გადავამოწმე და მართლა საშიშადაა დასახელებული კლონებისთვის.
-ალბათ იმიტომ,რომ ტირის !!
-მეც ეგრე მგონია და მგონი არაფერი მოხდება თუ აქ დარჩება-თქვა ლიზამ
-კრისს უნდა ვუთხრათ !!
-ჩამოვიყვან თორე ცოდოა ამდენ ხანს მარტო ოთახში.-პასუხს არ დალოდებია ისე ავიდა სემი კლეოსთან და კარები ნელა შეაღო,მას ისევ ტკბილად ეძინა,ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მას:
-მართლა რა ლამაზია !! -კლეოს გაეღვიძა და სწრაფად წამოხტა- ნუ გეშინია,მინდა ქვევით ჩაგიყვანო !!
-კარგი-და გაიღიმა,როგორც ქეითმა ასწავლა.
-ეს ვინ გასწავლა?-კითხა სემმა და კარებიდან გავიდა
-ღიმილი?
-ხო !!
-ქეითმა.
-მოდი აქ დაჯექით-უთხრა ლიზამ და გვერდით დაისვა,არ გასულა რამდენიმე წუთი და კარები კრისმა შემოაღო:
-გამარჯობა აი მეც მოვედი !!

კლეოს თითქოს გული ჩაეწვა,რაღაც ძალიან ძლიერი იგრძნო,თუმცა რა ერქვა ნამდვილად არ იცოდა,თან მასთან სიახლოვე უნდოდა,თან კი მისგან გაქცევა. ამდენს კი ვეღარ გაუძლო და გონი დაკარგა.
_______________________________________________________

მგონი არ არის პატარა თავი )) სიმართლე გითხრათ წინა თავზე მეტ კომენტარებს მოველოდი,მაგრამ მაინც მინდა თითოეულს მადლობა გადაგიხადოთ )) იმედია მოგეწონათ,თანდათან განვითარდება მოვლენები ))

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 899 | დაამატა: ♥Sophie♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-05-03 Spam
dzaan momewonaa <33 mara pataraa -.- malee <33