მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » ((>Tell me what I wanna hear ♥Tell me you love me ♥
10:45 PM
((>Tell me what I wanna hear ♥Tell me you love me ♥
 მეორე დღეს , დილით ადრე ავდექი. თავი მოვიწესრიგე და ჩანთა ავიღე. რა თქმა უნდა საავადმყოფოში ვაპირებდი წასვლას , მაგრამ ჯერ ჩემი ახლობლები უნდა მენახა. სახლის კარი გამოვიხურე და მანქანაში ჩავჯექი. უჩვეულოდ აფორიაქებული ვიყავი , არ ვიცი რატომ მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა. პირდაპირ საავადმყოფოში წავედი . მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე და უზარმაზარ შენობაში შევედი. იმ წამსვე მეცა წამლის სუნი , სახე დავმანჭე და ლივტში შევედი. ნერივულად ვუყურებდი ციფერბლატს , როდის ავიდოდა 4 სართულამდე. კარი გაიღო .. 
 ზღურბლს ფეხი გადმოვაბიჯე და ნელ–ნელა ვუმატე ნაბიჯს.. კორიდორში თეთრხალათიანი ხალხი ირეოდა. საბას პალატასთან შევჩერდი , გარეთ არავინ იდგა ..  კიდევ ერთხელ გადავიკითხე კარზე მითითებული "რეანიმაცია" .. და ნერვიულად შევიშმუშნე.. კარი ფრთხილად შევაღე , პალატა ცარიელი დამხვდა. ყველაფერი "ალაგებული" იყო. ტანში ერთიანად ჟრუანტელმა დამიარა. ღრმად ამოვისუნთქე და ოთახი დავტოვე. 
 არ ვიცოდი , ვისთვის უნდა მეკითხა , საუბრის უნარი წამერთვა ,მხოლოდ ერთი საშინელი აზრი მიტრიალებდა თავში.

–როგორ ხარ ანა ? (გაწონასწორებული ხმა შემომესმა)
–კარგად ბატონო ზურა , თქვენ როგორ ხართ ? (გააზრებულად ვუპასუხე) მითხარით რომ ყველაფერი რიგზეა.. (თვალებში შევციცინებდი)

თავიდან დინჯად მაყოლებდა მზერას , შემდეგ ტუჩები მშვიდად აამოძრავა 
–პალატაში გადავიყვანეთ.. 

სიხარულისგან ცრემლები წამსკდა.. 

–თუმცა , ყველაფერი რიგზე არ არის.. 

–რას გულისხმობთ (შუბლი შევჭმუხნე)

–ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა , ის მოხდა. თვალთან მიმავალი ყველა ნერვი დაუზიანდა. (ღრმად ჩაისუნთქა) მოკლედ მხედველობა დაკარგა (ხმა ჩაუწყდა ექიმს)

–(ადგილზე ჩავიკეცე, თვალებიდან ცრემლები წამსკდა) 

–დამშვიდდი ანნა .. ვიმედოვნებთ , რომ ყველაფერი კარგად იქნება.. 

–უვკე იცის ? (აკანკალებული ხმით ვკითხე)

–არა , ჯერ კიდევ ნარკოზშია.. 

                                      * * * 
 ექიმი , საბას პალატისკენ გამიძღვა , მშვიდად შევაღე კარი და ოთახის კუთხეში დავდექი , მისი ყველა უაზლოესი ადამიანი პალატაში იყო .. ყველა საშინლად განიცდიდა მის ამბავს. ყველაზე მეტად ის მაშინებდა , რომ საბა მალე გამოიღვიძებდა და გაიგებდა რომ ის ვეღარ ხედავს . 
 უცნაურად შეიშმუშნა , როგორც ჩანს მალე გამოიღვიძებდა. თავიდან არავინ მიკარებია , სანამ ბოლომდე არ მოეგო გონს. შემდეგ დედამისმა წაიწია წინ .. 
 საშინელება კი სწორედ მაშინ დაიწყოო.. 

–რა ხდება ? რატომ ბნელა ? სად ვარ .. დედაა.. რა ხდება .. (ყურში ჩამესმოდა საბას განწირული ხმა)

მეტი აღარ შემეძლო , პალატიდან გამოვედი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი .. ცხარე ცრემლით ვტიროდი , ალბათ ყველაზე მეტად ეხლა მე განვიცდიდი საბას უბედურებას.. დაახლოებით 10 წუთი ვიყავი გარეთ . შემდეგ საბას და გამოვიდა.. 

–ანი შენ გეძახის.. 

ამ სიტყვებმა ადგილზე გამყინა , ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვახერხე.. მეშინოდა , ძალიან მეშინოდა.. 
 მალე ყველანი გამოვიდნენ პალატიდან და როგორც ჩანს საბა იქ მარტო დარჩა.. ნელი ნაბიჯით შევაღე კარი და შევეცადე ხმა არ ამომეღო , თუმცა ვერ შევძელი .. საშინელი ტირილი ამივარდა.. 

–ჰეეი ჰეიი .. (საბას ხრინწიანი ხმა შემომესმა)

–(არაფერი მიპასუხია , ტირილს ვუმატე)

–მოდი ჩემთან .. (ღიმილი არ შორდებოდა სახიდან)

–(ღმერთო როგორი სიმპატიურია – გავიფიქრე ჩემთვის და მას მივუახლოვდი)

–(ხელი გამომიწოდა , მეც ჩავკიდე) მართლა შენ ხარ ! (ჩემი თითები მის თითებს შორის მოიქცია და დაშრეტილი თვალებიდან ცრემლი წასკდა)

–კი მე ვარ (ძლივს წარმოვთქვი სამი სიტყვა და კვლავ გავჩუმდი)

–არა არა , ანნა არ იტირო .. (ცდილობდა მეორე ხელით ჩემი სახე მოეძებნა , რომ ცრემლი მოეწმინდა)

სინანულისგან გული მეწვოდა.. სახე მის ხელებს შუა მოვიქციე და წამიერად ყველაფერზე თვალი დავხუჭე . ისიც სულგანაბული უსმენდა ჩემს სუნთქვას.. 

–შენი სიმპატიური საბა აღარ არის .. (მაოცებდა ეს ადამიანი , ღიმილი კვლავ არ შორდებოდა სახიდან)

–(ამ სიტყვებმა ყველაზე მეტად ამანერვიულა) რაა ? როგორ ამბობ რომ აღარ არის .. ის აქ არის ჩემს გვერდით .. (ვეღარ გავაცნობიერე რას ვაკეთებდი და გულზე მივეკარი)

–ჩემი ანი .. (ყურში ჩამჩურჩულა და მარცხენა ხელი თმებში შემიცურა)

მისი სურნელი , მისი ხმის ტემბრი , mისი თითოეული ნაკვთი .. მისი ტალღოვანი და ხშირი თმა .. მისი უსინათლო მწვანე თვალები .. უბედურებამ ვერაფერი დააკლო .. კვლავ ისეთივე საბა იყო ..  
 რას არ მივცემდი , ოღონდ მისი თვალებიდან , კვლავ ისეთი მწველი მზერა წამოსულიყო .. მინდოდა ბოლო ხმაზე მეკივლა ... მინდოდა ჩემი ტანჯვა სხვასაც გაეზიარებინა.. 

 ოთახში ექთანი შემოვიდა .. საბას ვენაში რაღაც ნემსი გაუკეთა და კვლავ გავიდა .. მე შორიდან ვადევნებდი ამ ყველაფერს თვალს.. ექთანი ახალგაზრდა გოგო იყოო .. საკმაოდ სიმპატიურიი .. საბას განსაკუთრებით თბილად ექცეოდა.. 

–ახალგაზრდა გოგოა ხო ? თან საკმაოდ ლამაზიი .. (დაიწყო ჩვეული მექალთანის ტონით)

–მე რას მეკითხები ვერ ხედავ ? (ჩემდაუნებურად ვუთხარი)

–ვერა .. (მშვიდად მითხრა და ღიმილი კვლავ არ მოშორებია სახიდან)

–(ერტი დიდი ცრმელების ნაკადი გადავყლაპე ) იცი რა მიყვარს ? (მივუახლოვდი)

–რა ? (ჩაეღიმა)

–როცა იცინი .. (გამეცინა)

–და მე იცი რა მიყვარს ? (კითხვა შემომიბრუნა)

–რა ? (საწოლზე ჩმოვუჯექი)

–ის რომ შენ გიყვარს ჩემში რაღაც.. (ბოლო სიტყვებში გულდაწყვეტა ვიგრძენი)

–რაღაც? მე შენში ყველაფერი მიყვარს.. (თმებში შევუცურე ხელი) შენ ჩემთვის იდეალური მამაკაცი ხარ .. (გაეღიმა )რომ არა ის ღლაპი, ნამდვილად შენი შეყვარებული ვიქნებოდი.. (ჯასტინი ვიგულისხმე, საბასაც გაეცინა)  .. 

–მოდი ჩემთან .. (ხელები გაშალა)

მეც მივეხუტე და მალე თვალებიც მიმელულა.. ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს მის გვერდით.. ყველაფრის და მიუხედავად იმის შემართება მახარებდა.. 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1387 | დაამატა: Nukito | რეიტინგი: 4.9/10
სულ კომენტარები: 201 2 »
2012-02-09 Spam
საიტზე ამ წამს მხოლოდ იმისთვის დავრეგისტრიდი რომ გითხრა ..
პირველი თავიდან ვკითხულობ მოთხრობას , ის არაჩვეუელებრივია !
მაპატიე რომ არასდროს დამიკომენტარებია ..
და რაც შეეხება ამ თავს , წინა 91ს შორის საუკეთესო იყო )
გამიხარდება თუ ანა საბასთან დარჩება : ) .