მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 17 » Tatuu
10:53 PM
Tatuu
ჭრილობაში შემთხვევით მოხვედრილი ნახშირი, მცენარის წვენი ან სხვა ბუნებრივი ფერმენტი შეხორცების შემდეგ ნაიარევს თავისებურ ფერს აძლევს, რომელიც ხშირად სამუდამოდ რჩება ტანზე. ეს შეამჩნიეს ჩვენმა უძველესმა წინაპრებმა და შედეგად მივიღეთ სვირინგი, უფრო გავრცელებული ტერმინოლოგიით - ტატუ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სხეულის მოხატვა პირველყოფილმა ადამიანებმა გამოქვაბულის კედლების მოხატვის პარალელურად დაიწყეს. მაშინდელი ადამიანი წინაისტორიულ სამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, ამიტომ ტატუსაც პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა: ნადირობის დროს თავს ინიღბავდა, საკუთარი ტომის, სოციალურ მდგომარეობის შესახებ იძლეოდა ინფორმაციას და, რაც მთავარია, მაგიური ნიშნებით ღმერთების კეთილგანწყობას იმსახურებდა.

რაც შეეხება, ჩვენამდე მოღწეულ "ფაქტობრივ მასალას", პირველობას ამ სფეროშიც, ისევე, როგორც ადამიანის შემოქმედებითი მოღვაწეობის უამრავ სხვა სფეროში, ძველი ეგვიპტელები ინარჩუნებენ. იქ აღმოჩენილი მუმია, რომლის ფერდებსა და მუცელზე ტატუირების თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დონეზე შესრულებული სიმბოლოები და ფიგურებია გამოსახული, 4 ათასი წლისაა. იგი ქურუმ ქალს ეკუთვნის და მისი პატრონის ამქვეყნიური სტატუსის შესახებ ინფორმაციას შეიცავს იმ ქვეყნად წარსადგენად.

თავად სახელწოდება, ეტიმოლოგიურად პოლინეზიის კუნძულებზე მოსახლე ხალხების დიალექტს უკავშირდება, სადაც ტატუირების უძველესი ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. ადგილობრივ დიალექტზე "ტა" ნიშნავს ნახატს, ხოლო "ატუ" - სულს. იქ სხეულზე ტატუირების გაკეთება წმინდა რიტუალად ითვლებოდა და მას ქურუმები ასრულებდნენ. პოლინეზიელთა სხეულზე ადამიანის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტი აისახებოდა, როგორიცაა დაბადება, სიმწიფის ასაკში შესვლა, დაქორწინება, საბრძოლო ნათლობა, მოახლოებული სიკვდილი. ამიტომ, პოლინეზიელის სხეული, თუ იგი სიბერემდე მიაღწევდა, მთლიანად ნახატებითა და სიმბოლოებით იფარებოდა. განსაკუთრებით საინტერესოა "მოკოს" სახელწოდებით ცნობილი ტატუირება, რომელსაც ახალი ზელანდიის მკვიდრი მაორები იკეთებენ. მათთვის "მოკო" სამყაროსთან კავშირის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომელიც მისი პატრონის ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. მაორთა რწმენით სახეზე, მკლავებსა და მხრებზე ორნამენტებით ტომის მამაკაცები სხეულის ენერგეტიკას არეგულირებენ და გარემომცველ კოსმოსთან მის ჰარმონიულ კაშირს უზრუნველყოფენ. სახეზე ხაზებით გამოყოფილი 13 მონაკვეთი მთვარის კალენდრის 13 ფაზას აღნიშნავს და ადამიანის შინაგანი და გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების აქტივაციას ემსახურება. ისინი ცხვირისკენ არიან მიმართულნი, უფრო ზუსტად, ცხვირის წვერისკენ, რომელიც სხეულის ცენტრალურ ნაწილად მიაჩნიათ. მაორთა რწმენით ქალის ენერგეტიკა, მამაკაცთან შედარებით, უფრო სრულყოფილია, ამიტომ "დახმარებასაც" ნაკლებად საჭიროებს, შესაბამისად, აქაური ქალები მხოლოდ ტუჩებსა და ნიკაპზე იკეთებენ ტატუს. სასტიკად აქვთ აკრძალული "მოკოს" გაკეთება არამაორებს. ასე, მაგალითად, მაორები აღშფოთდნენ, როდესაც ცნობილმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა თვალის ირგვლივ "მოკოს" მსგავსი ორნამენტები გამოისახა.


ტატუირების უდიდესი ტრადიცია არსებობს იაპონურ კულტურაში, სადაც ადამიანის სხეულის მოხატვა ხელოვნების დონემდეა აყვანილი. იაპონიაში სხვადასხვა სოციალური ფენისა და პროფესიის ადამიანთა გამიჯვნის მკაცრი ნორმები მოქმედებდა. ეს ეხებოდა ტატუირებასაც, რომლის მიხედვითაც ამ სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანი სულ ადვილად გამოარჩევდა ერთმანეთისაგან მებრძოლს, არისტოკრატს, გლეხს, მტვირთავს, მეხანძრეს, დიასახლისს, მეძავს. უმთავრესად ისვირინგებდნენ მცენარეებისა და ყვავილების, რეალური და ზღაპრული ცხოველების, ასევე იაპონური თქმულებების გმირების გამოსახულებებს. თითოეულ მათგანს თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად, ცხრაფეხა მელა იმპერატორის მიერ ადამიანებზე, ცხოველებსა და ფრინველებზე გამოვლენილი ძალმომრეობის სიმბოლო იყო, შესაბამისად, მის ტატუს ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანები იკეთებდნენ, დრაკონი ძალასა და სიბრძნეს განასახიერებს და რაკი ცეცხლსაც აფრქვევს პირიდან, სამხედროებთან ერთად, იაპონელი მეხანძრეების საყვარელი ტატუცაა, ქრიზანთემა გაბედულებისა და მიზანსწრაფულობის სიმბოლოა, ამიტომ მას სამურაები გამოისახავდნენ, იაპონელი გეიშების საყვარელი ტატუ საკურას ყვავილი იყო, - ამქვეყნიური სილამაზისა და ვნებების წარმავლობის სიმბოლო. იაპონელი ქალები განსაკუთრებული ტექნოლოგიით შესრულებულ სვირინგებსაც იკეთებდნენ სპეციალურად შეყვარებულებისათვის. ასეთი ტატუ ბრინჯის ფქვილის კანქვეშ შეყვანით სრულდებოდა და მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მისი დანახვა, როდესაც ადამიანის კანი აღელვების წუთებში შეიფაკლებოდა. იაპონურ დანაშაულებრივ სინდიკატს, რომელსაც მსოფლიოში იაკუძას სახელით იცნობენ, ტატუირება საკულტო ნიშნის რანგში ჰყავს აყვანილი. უკვე 300 წელია მისი წევრები მთელ სხეულს, სახის, ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების გარდა, ტატუთი იფარავენ, რითაც საკუთარ გამორჩეულობასა და ამტანობას 
უსვამენ ხაზს, - მთელი სხეულის ნემსით დაჩხვლეტა ხომ ხანგრძლივ ტკივილთანაა დაკავშირებული.



სხეულის მოხატვა და მოსივირინგება ევროპის კონტინენტზეც ძველთაგან იყო გავრცელებული, თუმცა, აქ ტატუს უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. ძველ საბერძნეთში მისი საშუალებით საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ: მსახურს თავს გადაპარსავდნენ, ზედ დააწერდნენ საჭირო ტექსტს და ორიოდე თვის შემდეგ, როდესაც თავი და მასთან ერთად წარწერაც თმით დაიფარებოდა, დანიშნულების ადგილას აგზავნიდნენ. ინფორმაციის წასაკითხად პროცედურას იმეორებდნენ. რომის იმპერიაში სვირინგს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულებით იყენებდნენ. მეომრებს საკუთარი ლეგიონის ნიშანი ჰქონდათ ამოსვირინგებული მკლავზე, მონებს პატრონის სახელი, დამნაშავეებს შუბლზე გამოსახავდნენ შესაბამის ნიშანს. ეს პრაქტიკა მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული საუკუნეების მანძილზე. თავ-თავიანთი ნიშნები ჰქონდათ კატორღელებს, მეძავებს, შულერებს, დეზერტირებს. მაგალითად, ჩინეთში ქურდს პირველ ჯერზე იეროგლიფის ერთ დეტალს დაახატავდნენ შუბლზე, მეორე ჯერზე - მეორეს, ხოლო თუ მესამედაც ჩავარდებოდა, "ძაღლის" აღმნიშვნელი იეროგლიფი დასრულებულ სახეს იღებდა. მე-20 საუკუნეში ჰიტლერელები საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებს უკეთებდნენ მაჯაზე ნომრის აღმნიშვნელ სვირინგს.

ტატუირება გავრცელებული იყო როგორც ქრისტიან, ისე მუსლიმ მომლოცველთა შორისაც. ხელზე გამოსახული ჯვრის ანდა ნახევარმთვარის საშუალებით იერუსალიმიდან შინ დაბრუნებული მორწმუნეები წმინდა მიწაზე თავის სტუმრობას ასაბუთებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესია ყოველთვის ებრძოდა ადამიანის სხეულის "კორექციის" ქრისტიანული რწმენისათვის მიუღებელ ჩვეულებას, ამიტომ ქრისტიანულ სამყაროში მან მყარად ფეხი მხოლოდ პატიმართა და სპეციფიკური პროფესიის ადამიანთა შორის მოიკიდა. მაგალითად, მეზღვაურებში. ისინი მეტწილად ხმელეთზე დატოვებული სატრფოების სახელებს, სასიყვარულო და რელიგიურ სიმბოლოებს იხატავდნენ ტანზე. მეზღვაურთა შორის გავრცელებული იყო ზურგზე ჯვარცმის გამოსახვაც, ვინაიდან იმედოვნებდნენ, რომ მისი საშუალებით გაროზგვისაგან დაიცავდნენ თავს. მსგავსი გულუბრყვილო მეთოდით ცდილობდნენ დახვრეტისაგან თავის დაძვრენას მე-20 საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა პატიმრები გულაგში. ისინი მკერდზე ლენინისა და სტალინის სურათებს ისვირინგებდნენ იმის იმედით, რომ ვერავინ გაბედავდა "ბელადებისთვის" ტყვიის სროლას. საბჭოეთში ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მიმდევართა სხეულზე გაკეთებული ტატუს მიხედვით მისი მფლობელის "პროფესიული რანგისა და კვალიფიკაციის" შესახებ, პრაქტიკულად, ამომწურავი ინფორმაციის გაგება შეიძლებოდა: რამდენჯერ იყო ნასამართლევი, სად იხდიდა სასჯელს, რა "განხრით" სპეციალიზდებოდა, რომელი ადგილი ეკავა დამნაშავეთა სამყაროს იერარქიულ კიბეზე და ა.შ. მათი გავლენით ტუშით შესრულებულმა ლურჯმა სვირინგმა მთელ მოსახლეობაში მოიკიდა ფეხი. მათ შორის ქართველებშიც. ჩვენთან განსაკუთრებით 2 სახის ტატუ იყო პოპულარული: სცენა "ვეფხისტყაოსნიდან", სადაც ტარიელი ახრჩობს ვეფხვს და წარწერამ: "რა დამავიწყებს საყვარელ დედას".
დღეისთვის ტატუ მასკულტურის ერთ-ერთი გავრცელებული ელემენტია და უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ სამშვენისის ფუნქცია აქვს შერჩენილი (რამდენად ამშვენებს სხეულს, ეს გემოვნების საკითხია). აქედან გამომდინარე, რანაირ ტატუს აღარ შეხვდები, რაგინდარა ადგილას, მაგალითად, კბილზე, ენაზე, თვალის თეთრონზე და ა.შ




კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 854 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-08-19 Spam
martalia bolomde ar wamikitxia mara rac wavikitxe kai iyo :d