მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 3 » ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი ცილდებიან
3:08 PM
ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი ცილდებიან
Tom and KaTe
ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი ცილდებიან..
შემოდით სრულში..და გაიგეთ უფრო მეტი

პირველად ეს ამბავი მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდებოდა, ბოლოს და ბოლოს ჰოლივუდელ ვარსკვლავურ წყვილებს ხან აქორწინებენ და ხან აშორებენ. მაგრამ დღეს, ცნობა იმის შესახებ, რომ ქეით ჰოლმსი და ტომ კრუზი ცილდებიან, ოფიციალურად დადასტურდა.

პრესამ დაადგინა, რომ განქორწინების ინიციატორი ქეით ჰოლმსია - მიზეზად მან "გადაულახავი დაპირისპირება" დაასახელა, ტომ კრუზი კი სიახლემ დააბნია. როგორც მისი ადვოკატი იტყობინება: "ტომი ძალიან გულდაწყვეტილია ამ სიახლით და მთელ კონცენტრაციას შვილებზე ახდენს".

ორივე მხარემ მოითხოვა, რომ საზოგადოებამ პატივი სცეს ტომისა და ქეითის პირად ცხოვრებას.

ქეითმა არა მხოლოდ შეიტანა განცხადება განქორწინებაზე, არამედ მოითხოვა სრულუფლებიანი აპეკუნობა მათ საკუთარ, ექვსი წლის გოგონაზე. ის, ასევე მოითხოვს, რომ სურიმ დედასთან იცხოვროს, ხოლო მატერიალური დახმარება ქმრისგან "გონიერ" თანხებში უნდა აისახოს.

წყვილი 2006 წლის ნოემბერში, იტალიაში დაქორწინდა. ბოლო პერიოდში, მათ ძალიან იშვიათად ხედავდნენ ერთად.თ
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 690 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-07-03 Spam
haimeee biggrin