მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 29 » Summer Contest ♥
8:22 PM
Summer Contest ♥


ზაფხული ჩემთვის წელიწადის ყველზე საყვარელი დროა.
 ის რაც მე ყოველთვის მომწონდა, მომწონს და მომეწონება, მხოლოდ ზაფხულიამზე..ზღვა..მეგობრები...და რაც მთავარია არანაირი სკოლა.
ზაფხულში დასასვენებლად ძირითადად ზღვაზე და სოფელში მივდივარ. ზღვა კი ერთერთი ყველაზე მათავარი მიზეზია იმისა თუ რატომ მიყვარს ზაფხული ასე ძალიან...


ზღვაზე რათქმაუნდა მთავარი საცურაო კოსტუმია..
მე მიყვარს ცისფერი და ვარდისფერი, თუმცა არც სხვა ფერებზე ვამბობ უარს, მაგალითად შავზე.
ვერ ვიტან მთლიან საცურაო კოსტუმს, მომწონს ასეთი სტილის


როგორც ზევით ვთქვი ზღვა ძალიან მიყვარსამიტომ ჩემი ოცნების ზაფხული იქნებოდა ზღვაზე, ჰავაიზე ან მაიამიში, სადაც ყოველთვის ვოცნებობდი წასვლას...




ოღონდ არანაირი მშობლები, მხოლოდ მე და ჩემი ორი დაქალი, ზღვისპირა სახლთან..ზღვა..გარუჯვა..და მთელი დღე გართობა...





აი ასეთია ჩემი ოცნების ზაფხული: ზღვა,მეგობრები და გართობა. არანაირი პრობლემები, უბრალოდ დაწექი ზღვის სანაპიროზე, უცქირე ზღვას და ისიამოვნე..

???

ზაფხულში ძირითადად ვიცმევ შორტებს და ზევით მოკლამკლავიან წარწერებიან ზედებს.
ფეხზე ბალეტკები, კეტები ან ლასტები :დ
ასევე მიყვარს ფრიალა მოკლე კაბები და ყვავილოვანი პრინტით გაწყობილი ტანსაცმელი...






???

ც შეეხება საჭმელს, ზაფხულში მიყვარს მხოლოს მშრალი საჭმელები..
მიყვარს კარტოფილი ფრიი,პიცა, სალათები,
ტკბილეული და რაც მთავარია ნაყინი...
ასევე ზაფხულში ვჭამ დიდი რაოდენობით ხილს,
განსაკუთრებით მიყვარს ...







ახლა კი ჩანახატი..

სექტემბრიდან ზაფხულს ველოდებოდი... როგორ მიყვარს მზე..ზღვა..გარუჯვა..ახალი მეგობრები..ახალი გარემო..მეგონა რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ლამაზი იქნებოდა,მაგრამ ვცდებოდი..პირიქით ეს იყო ყველაზე საშინელი ზაფხული ჩემს ცხოვრებაში.ყველაფერი კი ასე დაიწყო:
–სად მიდიხარ? ხომ გითხარი არსად წახვალ მეთქი, ან საერთოდ ვისთან ერთად მიდიხარ? თან ცურვაც არ იცი..
–აუ დედა გული ნუ გააწყალე რა..მეგობრებთან ერთად მივდივართქო
–ვინ მეგობრებთან?!
–მე, ნინო ნათია და მარი მივდივართ
–მერე რით მიდიხართ?
–მარის მამამისი მანქანას აძლევს და მისი მანქნით მივდივართ, თან სულ რაღაც ათი დღით დედა..
–მარის მშობლები დამალაპარაკე!
–რა მშობლები დედა, ხო არ დაგავიწყდა რომ მე 18 წლის ვარ.
–შენ ჩემთვის სულ პატარა გოგონა იქნები..
დედამ თვალზე ცრემლი მოიწმინდა. მეც მივედი და შუბლე ვაკოცე, მიყვარხარ მეთქი ყურში ჩავცურცულე და გარეთ გავედი. მალე ბათუმში წავედით.. ნათიას ბინა ქონდა და იქ ვრჩებოდით..

–აუ ჩემი ბარგიც წამოიღე რაა..(მარი)
–ბევრია, ამდენს ვერ წამოვიღებ(მე)
–აუ მიდი რა არ დამაბრუნო ახლა..(მარი)

***
–გეგმა როგორი გვაქვს?(ნინო)
–რავი ზღვაზე წავიდეთ(ნათია)
–თქვენ წადით მე დავრჩები, გზამ რაღაც ძაან დამღალა...(მე)
–აუ კარგი რაა..წამო თან ვინმეს გაიცნობ, თუ გეგას მერე ვერავის ეკარები..(მარი)
–აუ მიდი რა..დამანებე თავი(მე)

გოგოები რო წავიდნენ მე დავიძინე და რო გამომეღვიძა უკვე მზე ჩადიოდა.ბინა 12 სართულიანი იყო, ამიტომ გადავწყვიტე სახურავზე ავსულიყავი და მზის ჩასვლაზე მეყურებინა, ძალიან მიყვარს დაისი..თან ვჩქარობდი რო მომესწრო :დ ზევიტ რო ავედი რაღაც ხმაური შემომესმა.გავიხედე და ზერელედ იქვე 6–7 ბიჭი დავითვალე, მგონი რაღაცას თამაშობდნენ და წაგებული თუ არ ვცდები პარაშუტით ხტებოდა....სიმაღლის შიში მქონდა, მაგრამ პარაშუტით გადახტომაზე ყოველთვის ვოცნებობდი... მზეს ვუყურებდი როცა ერთი ბიჭი მომიახლოვდა და მკითხა:
–გინდა გადმოხტე?
–კი, მაგრამ მარტო მეშინია, თან ცურვაც არ ვიცი:x( ბინა ზღვასთან ახლოს იდგა და ქარს ბურთი წყლისკენ მიქონდა) ისე კი პატარობიდან ვოცნებობდი..
–მაშინ ერთად გადავხტეთ
არ ვიცი რაზე ვფიქრობდი მაგრამ დავთანხმდი..გადახტომის წინ კი ვკითხე:
–არ გეშინია?
– სიცოცხლე ყველაზე მეტად მიყვარს მაგრამ, ცხოვრება რისკია, რისკს კი გამბედაობა ჭირდებაო-მიპასუხა.
გადავხტით... უცებ ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს გული სადღაც მაღლა მიიწევდა, სილამაზე კი ენით აუღწერელი იყო...ცოტა ნიავმა დაუქროლა და პარაშუტმა წყალში ცოტა შორს ჩამოგვაგდო...ზღვა ღელავდა...უცებ რაღაც უცნაური ვიგრძენი,მერე კი შევამჩნიე თურმე კამერა ბრაკი ყოფილა...ის ბიჭი კი უკვე თითქმის ნაპირთან იყო, მე მხოლოდ ერთი ასოს დაძახება მოვასწარი "მ".. მიშველეთ მეთქი მინდოდა დამეყვირა თუმცა ჩავიძირე, ვიხრჩობოდი, ძალა გამომეცალა..წყალში კი გამაყრუებელი სიჩუმე იყო..უცებ ვიღაცამ ხელი მომკიდა.... როცა გავიღვიძე უკვე ნაპირზე ვიყავი..ჩემს ირგვლივ უამრავი ხალხი იყო..როცა გონს მოვედი, ვიკითხე ვინ გადამარჩინა მეთქი, ყველა ვიღაც გიორგი მაღლაკელიძეზე ლაპარაკობდა. უცებ კვლავ დავკარგე გონება, ახლა უკვე როცა გავიღვიძე საავადმყოფოს პალატაში ვიყავი. თავს კარგად ვგრძნობდი და დერეფანში გამოვედი. წინა პალატაში კი კვლავ ის 6 ბიჭი ვნახე, დღეს ბინის სახურავზე რომ იყვნენ. გიორგი მაღლაკელიძე ის ბიჭი ყოფილა მე რომ გადამარჩინა, თურმე გულის პრობლემები ქონდა და მისთვის არც ცურაობა და არც პარაშუტით გადმოხტომა არ შეიძლებოდა.მან კი მე გადამარჩინა და თავი სასიკვდილოდ გაიმეტა, ახლა კი გული ჭირდება რომ იცოცხლოს..ახლა ვზივარ და ვწერ ამ წერილს, როგორც თავში ვთქვი მეგონა რომ ეს ზაფხული განსაკუთრებული იქნებოდა თუმცა ვცდებოდი..ახლა არ ვიცი რა ვქნა, ცივი გონებით გადმოვხტი მაშინ პარაშუტიდან, თუმცა მაინც ავიხდინე ჩემი ოცნება, ახლაც ცივი გონებით ვაზროვნებ და მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, მან ჩემი ოცნება აახდინა, მე მასთან ვალში ვარ, ახლა კი მე ავუხდენ მას ოცნებას და ვაჩუქებ იმას რაც ყველაზე მეტად უყვარს,სიცოცხლეს..მაპატიე დედა...გახსოვდეს რომ ყოველთვის ყველაზე ძლიერად მიყვარდი და მეყვარები...ჩემზე არ იდარდო, შენ ხომ პატარა სოფი გყავს გასაზრდელი...მე კი ყოველთვის შენს გვერდით მიგულე და დამიმახსოვრე ისეთი როგორიც იმ დღეს ვიყავი, როცა შუბლზე პირველად გაკოცე...ეგოისტად არ ჩამთვალო, შენ ხომ პატარაობიდანვე მასწავლიდი უანგაროდ მსხვერპლის გაღებას...
მიყვარხარ
შენი პატარა ნინა





შეასწორა და გაალამაზა:
ChAkUnA-მ

 
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1265 | დაამატა: Kirta)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 10
2012-07-02 Spam
maDloba hearts love love love