მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 19 » ♔Strong Girl♔
2:55 PM
♔Strong Girl♔
Strong Girl
არასოდეს შეიცვალო
Part 2
 

წინა ასეთი შინაარსის სიახლეს იმდენად კარგი გამოხმაურება მოყვა, რომ გადავწყვიტე მე-2 ნაწილიც დამედო

მარტოობის გრძნობა
კარგია, როცა გესმის, რომ ყველაფერში იდეალური ვერ იქნები, მაგრამ ნურც შენ დადებით თვისებებს დაივიწყებ. ეს საკუთარი თავის რწმენას შეგმატებს და დაგეხმარება დადებითი თვალით შეხედო საკუთარ თავს და გაუმკლავდე მარტოობას.
მხოლოდ შენი თანატოლებით ნუ შემოიფარგლები.  ისიც გაითვალისწინე, რომ საუბარი აზრთა გაცვლა-გამოცვლაა და არა მონოლოგი. ადამიანები აფასებენ კარგ მსმენელებს. ასე რომ, სულ შენ არ მოგიწევს ლაპარაკი.
თუნდაც არ ეთანხმებოდე სხვას, აცალე ლაპარაკი. რაშიც ეთანხმები, იმაზე გააგრძელე საუბარი. თუ ფიქრობ, რომ ყველაფერზე ვერ დახუჭავ თვალს და ღირს საკუთარი აზრის გამოთქმა, ეს რბილად და ტაქტიანად გააკეთე.
სხვებს ისე ელაპარაკე, როგორც შენ გინდა, რომ გელაპარაკონ. უაზრო კამათით, დაცინვით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ლაპარაკით სხვებს დაუკარგავ შენთან ურთიერთობის სურვილს.

სკოლაში ვერ ვსწავლობ
ნურასდროს იფიქრებ, რომ უკეთესად სწავლა უბრალოდ არ შეგიძლია. თავიდან მოიცილე უარყოფითი აზრები და შენს შესაძლებლობებს დადებითად უყურე. უშრომლად არაფერი გამოვა. სწავლა ასე თუ ისე მაინც მოგიწევს. „სწავლის" გაგონებაზე შეიძლება ცუდად ხდები, მაგრამ ფაქტია, რომ სწავლა აუცილებელია. თუ ცოტას მოინდომებ, ეს უფრო სასიამოვნო გახდება შენთვის.
გამოიმუშავე კარგი ჩვევები. ამაში დროის სწორად გამოყენება დაგეხმარება. სანამ სკოლაში ხარ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლა უნდა იყოს.

როგორ ვაკონტროლო ჩემი წონა?
1.ნუ შეჭამ უზომოდ
2.მოერიდე არაჯანსაღ საკვებს
3.ყველაფერს ერთ ჯერზე ნუ შეჭამ
4.თავის დროზე ჭამე საუზმე, სადილი და ვახშამი. თუ ასე მოიქცევი, არც მოგშივდება და არც ზედმეტი მოგივა. 


ბავშვებო დღეს განსხვავებული თემა გამომივიდა და იმედი მაქვს მოგეწონებათ(თუ გამოგადგებათ კიდეც ამას რა ჯობია) 
მიყვარხართ ყველა :*
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 682 | დაამატა: ♔Nina♔ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2013-01-19 Spam
კარგიი იყო და ამავდროულად საინტერესო<33