მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 28 » Status.. <3
8:33 PM
Status.. <3
❀ მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები

როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მიხვდება, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არაა

❀ მეგობარი არის ის ადამიანი, ვისთანაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ

❀ ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ

 მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია. მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან

 სიყვარული ეკითხება მეგობრობას: - რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე?
მეგობრობა პასუხობს: - რომ დავტოვო ღიმილი იქ, სადაც შენ ტოვებ ცრემლს...

 მეგობრობა — ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება

❀ მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება

❀ ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში

❀ მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია - გყავდეს მეგობარი და გადარჩე

❀ მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.

❀ მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა

❀ მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად

❀ ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს

❀ მეგობარი არის ადამიანი, რომელმაც შენს შესახებ ყველაფერი იცის, თუმცა მაინც უყვარხარ

❀ ვისაც ბევრი ფული აქვს, იმას მეგობარიც ბევრი ჰყავს.

❀ მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობარს ხარ მოკლებული

❀ მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს

❀ შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი

❀ როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია, ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს?

როცა შეცდომას უშვებ და ხრამთან დგახარ გაუთვალისწინებლად, ვინ მოდის და ვინ გიწვდის დახმარების ხელს?მეგობარი არასოდეს გეტყვის „ხომ გეუბნებოდი" მაშინაც კი, როცა მართლა გეუბნებოდა 


❀ მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე 


ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა













By -Candy 

კატეგორია: ♥ სტატუსები | ნანახია: 852 | დაამატა: -Candy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-04-28 Spam
vaime yochagg <3
Yvela magariaa..