მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 2 » smile because it happened.”
7:59 PM
smile because it happened.”


ტირილი მინდა... მაგრამ ცრემლები არ მომდის... მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე... ან შენ გაგაქრო... არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ... ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება... მხოლოდ იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა... ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომე კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სიახლოვე... შენი გულის ცემა...
 შენი სითბო... იცი რატომ მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს... იცი რატომ მიყვარს პატაარ ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო... იცი რატომ მიყვარს სიჩუმე? სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის... იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ რომ შენ არსებობ... მეძინება... მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია... იმიტომ რომ ვიცი... შენს სახეს დავინახავ... და მერე ისევ ტირილი მომინდება... მაგრამ ცრემლები არ წამოვა... მინდა რომ შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი გავყინო და შევინახო... ... საერთოდ არ ვარ ძუნწი... მაგრამ შენ არ დაგთმობდი... მინდა, რომ ჩემი იყო! მხოლოდ ჩემი... შენზე ფიქრები არ მასვენებს... ყველაფერზე შენ მახსენდები... თუ ძალიან გამიმართლა, შეიძლება მთელი დღე გავიდეს ისე,რომ არ გამახსენდე... მაგრამ ღამეს ხო ვერსად გაექცევი? როცა დაწვები... და მარტო... სიჩუმეში... სიბნელეში... 
გინდა თუ არა, ის ფიქრები ამოგიტივტივდება, რომლებსაც ცდილობდი გაქცეოდი მთელი დღის განმავლობაში... და მერე ისევ ტირილი მინდება... მაგრამ ცრემლები არ მომდის... იცი რატომ? იმიტომ, რომ შენს გამო წამოსული ცრემლების დაკარგვაც მენანება... მირჩევნია გულმა იტიროს... და ტირის კიდევაც..შინაგანად ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი პიროვნების ფაქტორს. ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პიროვნების ფაქტორი გადამწყვეტია ისტორიისათვის. შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ჩემი აზრით პიროვნებაა ის წყალგამყოფი, რომელიც ისტორიის დინებას ცვლის ჟამიდან ჟამზე, ზოგისთვის ცხადად, ზოგისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ცვლის. სხვა საკითხია ვინ არის ეს პიროვნება, საიდან მომდინარეობს მისი ძალმოსილება. 
კარგია, თუკი ღვთისგან, კარგი კი არა ბედნიერებაა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ერი მთლიანად, საზოგადოება, საღმრთო გზებზე გადადის, რაც უკვე წმინდანთა უშუალო ჩარევას ნიშნავს ისტორიის მდინარებაში. საქართველოს ისტორიაში ეს მრავალგზის მომხდარა და ასეთ დროს იქსოვება სწორედ მართლმადიდებელი ერებისა და სახელმწიფოების ისტორიული მწვერვალები. ასეთ დროს სახელმწიფოს მმართველებადაც კი წმინდანები გვევლინებიან - მეფეები უპირატესად. ჩვენ შეიძლება ახლოს ვიყოთ ასეთ ისტორიულ მონაკვეთთან ჩვენი არსებობისა. დღევანდელობა თითქოს ასეთ პერსპექტივას არ გვკარნახობს ლოგიკურად, მაგრამ ისტორიაში ლოგიკა დევს? არა მგონია და ამიტომ ყურადღებით ვიყოთ არა მხოლოდ გარემოს მიმართ და მით უმეტეს კრიტიკულად, არამედ საკუთარი თავის მიმართ უპირველეს ყოვლისა და თუ გნებავთ კრიტიკულად უკვე. ანუ კრიტიკა საკუთარი თავისკენ მივმართოთ - ასე აჯობებს ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც მთლიანად. 
არაფერი ჯობია იმას, როდესაც შენი თავი მიგაჩნია უუმცირესად, ოღონდ, გულწრფელად. ყველაზე ძნელია, გეთანხმებით, მაგრამ ყველაზე ძნელში გადის გზა. ჩვენ გზის შესახებ გესაუბრებით. ჯონათან ლივინგსტონი ხომ გახსოვთ რიჩარდ ბახის ნაწარმოებიდან, უფაქიზესი თოლია, მატერიაზე გადაგებულ საძმოს რომ გამოეყოფა ჭეშმარიტების საძიებლად? ჯონათანი უკან დაბრუნებას აპირებს. აი, ეს არის პიროვნება, ისტორიული თვალსაზრისით ეს არის. ნებისმიერი ისტორიული პირი, რომელმაც რაიმე შემატა თავის ერსა და ქვეყანას, ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებელი, შინაგანი ადამიანია და თავისი შინაგანი გზა აქვს გავლილი. ეს ჩვენ არ ვიცით გარედან. თქვენი მონა-მორჩილის უბადრუკი მცდელობები ამ თვალსაზრისით, ჩაწვდეს ისტორულ პირს თუნდაც ფრაგმენტში, მის სულს ჩაწვდეს, უბრალოდ მინიშნებაა ამის შესახებ და არა ფაქტი. ფაქტია, როცა შენ მთლიანად ხედავ, აღიქვამ დროსა და სივრცეში.
 მაშინ წმინდანი უნდა იყო და ისე უნდა გქონდეს მზერა დაწმენდილი, რომ დრო ლაპარაკობდეს, ადამიანები, ფაქტები და დეტალებიც კი. სიმანდვილეში ეს ყველაფერი ლაპარაკობს, უბრალოდ, ჩვენ არ გვესმის. სქოლიოში ვცდილობთ ჩამოვიტანოთ და სქოლიოდანაც დავიბადებით. მე თქვენ ეს შეგპირდით ჩემი წიგნის ბოლო გვერდზე და შევეცდები დანაპირები პირნათლად შეგისრულოთ. მაგრამ მანამდე გზაა სიმდაბლისკენ - ფსკერისკენ: ყველაზე ძნელი გზა, როგორც გითხარით. ჩვენ შოუმენები არა ვართ, არც არტისტები, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს და ყველა თავის გზაზე იყოს მაგარი. ჩვენ - ჩვენ გზაზე. ჩვენი გზაა რეალობაში, 
თუნდაც საშინელში შევიდეთ მხატვარ-დოკუმენტალისტის მართალი თვალით და გამოვიდეთ იქიდან, უფრო განათლებულები და განმართლებულები - როგორც შემდგარი ფაქტი უკვე: დოკუმენტი. ამ დოკუმენტის უარყოფა ძალიან გაუჭირდებათ, თუკი იგი ნამდვილობის ბეჭედს დაიმსახურებს. ვიმედოვნებთ, რომ დაიმსახურებს.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 665 | დაამატა: ❤cinderella❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-11-17 Spam
magari azrovneba gaqvs,farto,grma.magari wkviani bavshsvi xar da magrad weeer.